“საქართველოს რესპუბლიკა”, 2003 წლის 30 ნოემბერი, გვ. 2.

 

პატიოსნება შეფასების კრიტერიუმი

დიდი ბრიტანეთი მზად არის საქართველოს არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ლონდონის სპეცწარმომადგენელმა დასაქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფშიდიდი ბრიტანეთის უფროსმა წარმომადგენელმა სერ ბრაიან ფოლმა განაცხადა.

 

დიდი ბრიტანეთი და მთელი საერთაშორისო გაერთიანება აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს კოლეგებს სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაში და ჩატარებაში დაეხმარებიან, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად უკეთ იქნება ორგანიზებული”, - თქვა მან.

 

მისი მოსაზრებით, მომავალ არჩევნებზე ეუთომ, შესაძლოა, უფრო მეტი დამკვირვებელი გამოგზავნოს, ვიდრე წინაზე. საბოლოოდ ეს საკითხი 1-2 დეკემბერს მაასტრიხში ეუთოს ქვეყნების მინისტრთა შეხვედრაზე გადაწყდება.