დილის გაზეთი. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 7. 

 

პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემა გუშინაც გაგრძელდა

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა, შინაგან საქამეთა სამინისტროს საპასპორტო სამსახურებსაც მოუწია. შს მინისტრისგია ბარამიძისა და ცსკ- თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ეთანხმებით გადაწყდა, რომ საპასპორტო ბიუროს რაიონულმა განყოფილებებმა არჩევნებამდე 10 დღით ადრე დაწყებული მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია გუშინდელ უქმე დღესაც გაეგრძელებინა.

           

ხელისუფლების საქველმოქმედო აქციის კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებაზე განცხადება საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა დავთ თოდუამ გააკეთა და იქვე ამ ინფორმაციის ადრესატები დააზუსტა. ამ წრეში მოხვდა ის ათიათასობით მოქალაქე, რომელთაც 30 დეკემბრამდე ჩააბარეს სათანადო დოკუმენტები ან საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტები, მაგრამ პირადობის მოწმობების დათქმულ ვადაში მიღება ვერ მოასწრეს. თოდუას თქმით, გამარტივებული წესით მოწმობების გაცემის პროცესის გახანგრძლივება მოქალაქეთა გაუთვალისწინებელმა აქტიურობამ განაპირობა. სსს-ს გათვლებით, მათ განცხადებებს, დაახლოებით, 60-70 ათასი მოქალაქე უნდა გამოხმაურებოდა, მაგრამ საპასპორტო განყოფილებებში, დაახლოებით, 100 000 მოქალაქის განცხადება შევიდა. აქედან გამარტივებული წესიტ, ყოველგვარი ბაჟის გარეშე, გაცემულია 73 ათასი პირადობის მოწმობა. ოფიციალური ინფორმაციით კი, 1994 წლიდან გაცემულია მილიონ 800 ათასი მოწმობა.

           

როგორც ირკვევა, საქართველოს მოქალაქის დაბალი ხარისხით გამორჩეული პირადობის მოწმობებს შეცვლა ელის, თუმცა , როდის განხორციელდება ეს რეფორმა, შსს-ში ჯერ ვერ აზუსტებენ.