საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.

 

პირველი მივიდა 

გურჯაანის #4 საარჩევნო პირველი ამომრჩეველი 103 წლის უხუცესი ქალბატონი ნონა ხომასურიძე მივიდა.

რაიონში წინასწარი რეგისტრაცია 55 ათასი ამომრჩევლიდან 31 ათასმა გაიარა.

           

#2 საარჩევნო უბანში ,,სამართლიანი არჩევნების” ერთ-ერთ დამკვირვებელს პრობლემები შეექმნა საუბნო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან. მას არ უშვებდნენ უბანში. მას შემდეგ, რაც საქმეში გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჩაერია, დამკვირვებელი უბანზე შეუშვეს.

           

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო თელავის რაიონის ყოფილმა გამგებელმა მედეა მეზვრიშვილმაც. მან თავისი ნება საგარეჯოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანში გამოხატა, მან ,,ინტერ-პრესთან” სატელეფონო საუბრისას დააკონკრეტა თავისი არჩევანი. მან ხმა მისცა იმერეთის ყოფილ გუბერნატორს თემურ შაშიაშვილს.