შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 9 ნოემბერი. გვ. 2.

 

 

 

პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა სხვადასხვა გამოძახილი ჰპოვა. ზოგიერთი შეფასებების თანახმად ეს იყო მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისაკენ. სახელმწიფო გადატრიალება კი დიდი დანაშაულია. ამიტომაც სათანადო ორგანოებმა ამ ფაქტორს დიდი ყურადღება დაუთმეს და სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს. საქმე მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ არ აღძრულა. გამორიცხული არ არის, სისხლის სამართლის საქმე პარტიების მიმართაც კი აღიძრას. სახელისუფლებო ბლოკის ზოგიერთი წარმომადგენელი კატეგორიულად მოითხოვს, რომ მთავრობამ სათანადოდ დასაჯოს ყველა ის პიროვნება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მოთხოვნით გამოდიოდა.