|
|
ლელა მჭედლიძე,,24 საათი”.4 ნოემბერი. 2003 წ. გვ A1-A2.
პრეზიდენტთან არ ვითანამშრომლებთაცხადებენ ბურჯანაძე-დემოკრატები
,,საქართველოსათვის, მრავალი ათასი ამომრჩევლისათვის ნანატრი ოპოზიციის გაერთიანება არ მოხდა და ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხის ეტაპი არ დაწყებულა. ამომრჩეველთა ხმათა 20-25 პროცენტით გამარჯვება იმ ხელისუფლებამ აიღო, რომელმაც თავისი მმართველობის განმავლობაში ხალხისათვის ელემენტარული სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო...” - ასეთი იყო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ბატალიების ნინო ბურჯანეძისეული შეფასება. ,,არჩევნები კი არ გაყალბებულა, არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა. ბალხი კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლების მაგივრად, რაღაც უცნაურ პროცედურას ატარებდა, მიდიოდა უბნებზე და საკუთარ თავს ვერ პოულობდა სიებში. ასეთი დარღვევები, პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო ყველგან: სამგორში, საბურთალოზე, დიდუბეში, გლდანში. ჩვენ ველოდით ამას, მაგრამ ვეღარ გავითვალისწინეთ, რომ მაგალითად, მარნეულში დილის თერთმეტის ნახევრისთვის არჩევნები დასრულებულად გამოცხადდებოდა, საარჩევნო ურნები კი ბიულეტენებით იქნებოდა სავსე; რომ ქუთაისში საარჩევნო უბნები დღის ოთხ საათამდე არ გაიხსნებოდა და ა.შ...” რატომ მიიტანა ხელისუფლებამ იერიში ძირითად ბურჯანაძე-ჟვანიას ალიანსძე? ამ კითხვაზე ჟვანია გუშინ კითხვითვე პასუხობდა. ,,რატომ ეშინია ხელისუფლებას ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძის? რატომ მოხდა, რომ ლამის ქუთაისის სიმბოლოდ გადაქცეულ ნინო ბურჯანაძეს ახალ ქუთაისში სერიოზულ პრობლემებს უქმნიან?” როგორც ჩანს, ხელისუფლების მხრიდან ამ ანგარიშსწორებას ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” ადვილად არ დაივიწყებენ. პრეზიდენტის განცხადების პასუხად – მომავალ პარლამენტში მოხვედრილ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარო – ნინო ბურჯანაძე ამბობს: ,,ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნამდვილად ვერ ვითანამშრომლებ პრეზიდენტ შევარდნაძესთან. მას შემდეგ რაც სდუარდ შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთა რათა ჩემთვის და ჩემი მომხრეებისთვის ანგარიში გაესწორებინა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას ხმამაღლა ვუთხარით ჩვენი სათქმელი. მე და ჩემს მეგობრებს მასთან თანამშომლობა არანაირ სიამოვნებას არ მოგვანიჭებს.” ბურჯანაძე-დემოკრატები ამ ზეწოლისადმი დაპირისპირებას აპირებენ. ,,იმისათვის რომ დავიცვათ საკუთარი და ალიანსის მხარდამჭერების უფლებები და ინტერესები,” - აცხადებენ ისინი. |