|
შორენა კოწოწოაშვილი “ახალი თაობა”, 2003 წლის 19 ნოემბერი, გვ.3-4.
პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კარგა ხანია ყურადღებას ადევნებს ამერიკის მთავრობა, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული არაერთი პოლიტიკური ფიგურა მოავლინა საქართველოში სიტუაციის განმუხტვისა თუ საარჩევნო დაპირისპირებების მოსაგვარებლად. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა და ქვეყნის პირველი პირი შიდა საქმეების მოგვარებას სხვების დაუხმარებლად ცდილობენ და აქედან გამომდინარეა, რომ არაერთი დაპირება იქნა იგნორირებული და შეუსრულებელი.
გუშინ საქართველომ კიდევ ერთი დიპლომატიური მისია მიიღო. ამჯერად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელი ლინ პასკო ეწვია საქართველოს, რომელმაც შეხვედრები გამართა როგორც ოპოზიციის ლიდერებთან, ასევე სახელმწიფო მინისტრთან და პრეზიდენტთან.
პირველი შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ “ბურჯანაძე –დემოკრატების” ლიდერებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, რომელმაც შეხვედრის შემდგომ ყოველგვარი კომენტარისაგან თავი შეიკავა.
ნინო ბურჯანაძე:
- ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად არის შეშფოთებული იმ ვითარებით, რაც არის საქართველოში. აშშ-ის მთავრობა ნამდვილად არის აღშფოთებული იმჩატარებული არჩევნებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა. თქვენ გახსოვთ, რამდენი მცდელობა იყო ამ ქვეყნის მხრიდან, რომ საქართველოში ნორმალური არჩევნები ჩატარებულიყო. ბელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ აბსოლუტურად უკუღმა შეესრულებინა ის რეკომენდაციები, რომელიც მოდიოდა მთელი ცივილიზებული სამყაროდან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ოპოზიციის სრულიად სამართლიანი მოთხოვნა. გუშინ პრეზიდენტი ულტიმატუმზე... ეს არ არის ულტიმატუმი. ეს არის სამართლიანი მოთხოვნები და თუნდაც იყოს ულტიმატუმი, როდესაც საკუთარი ხალხი გიყენებს ულტიმატუმს, ნებისმიერი პრეზიდენტი ვალდებულია ხალხის ულტიმატუმს უპასუხოს გაგებით, კომპრომისით და უპასუხოს სწორი ნაბიჯებით.
-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამჯერად რა კონკრეტული მისიით არის ჩამოსული?
- ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე საქართველოში ჩამოსულია იმისათვის, რომ არსებული მძიმე ვითარებიდან იქნეს ნაპოვნი. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის მეგობარია და ის ყოველთვის ცდილობს, რომ საქართველოს რთულ პერიოდში მხარში დაუდგეს და იპოვოს ის გამოსავალი.
- ქ-ნო ნინო, რაიმე კონკრეტულ გამოსავალს თუ სთავაზობს ამერიკა საქართველოს?
- ისინი არ გვთავაზობენ ჩვენ რაიმე კონკრეტულ გამოსავალს. ისინი ფიქრობენ, იპოვონ ის გზა, რომელიც რეალურად გარკვეულ კომპრომისამდე მიიყვანს არსებულ ვითარებას. თვითონ პრაზიდენტმა უნდა გადადგას ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამაში ორი აზრი არ არსებობს. თვითონ პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა. უნდა აღიაროს, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს; ის, რომ უნდა დაისაჯოს კონკრეტული ირები, ვინც საქმე აქამდე მიიყვანა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს ამის შესაძლებლობა. - თუ აღინიშნა, ლინ პასკომ, რომ ის დაელაპარაკებოდა პრეზიდენტს თქვენს წინადადებებზე? - ამერიკელ სტუმარს აქვს პრეზიდენტთან შეხვედრა და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგება. როგორც შეხვედრიდან გამოსული “გაერთიანებული დემოკრატების “ ლიდერი ზურაბ ჟვანია აცხადებდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით და თავიდან-ბოლომდე თვალყურს ადევნებს. ჟვანიას თქმით, ამერიკის მთავრობა და სახელმწიფო ადმინისტრაცია ამ დღეებში გააკეთებენ განცხადებებს.
საერთო სახალხო დაუმორჩილებლობის პირობებში მომუშავე ოპოზიციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ამერიკა სწორ პოზიციას დაიკავებს და ქართველი ხალხის ნება აღსრულდება. “ვფიქრობ, რეაგირება მათი მხრიდან იქნება ისეთი, რაც რეალურად ასახავს საქართველოში შექმნილ ვითარებას”, - აცხადებს ზურაბ ჟვანია.
ზურაბ ჟვანია:
- რთადერთი გზა ის არის, რომ ხალხმა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იბრძოდა იბრძოდა და აგრძელებს ბრძოლას, გამარჯვება იზეიმოს. იმიტომ, რომ ეს ხალხი გამოვიდა თავისი თავისუფლების დასაცავად. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ ხელისუფლებამ აღიაროს ყველაფერი, რაც არჩევნების დღეს გააკეთა. ეს არის გამოსავალი. - შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა ოპოზიციის მოთხოვნებს უჭერს მხარს? - თავისთავად, ეს შეხვედრა არის მხარდაჭერა. ინტერესი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ავლენს, არის მხარდაჭერა. |