საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.

 

პროკურატურა ჩაერთო

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის წევრებისა და დამკვირვებლის დაკითხვა დაიწყო.

        

სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს ცსკ-ის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციაზე 15 ზედმეტი ბიულეტენისჩაყრის თაობაზე.

           

ამჟამად მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება, ტარდება მოკვლევა და თუ მსგავსი რამ დადასტურდება, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს.