24 საათი .2003. 31 დეკემბერი. გვ. 2. 

 

 

ქალაქების ხელმძღვანელებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაურევლობა მოეთხოვებათ

  

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში ქალაქების მერებს შეხვედრა.

           

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს რუსთავის მერმა ტყეშელაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მოუწოდა ქალაქების თავკაცებს, აღმოფხვრან მერების არჩევნებში ჩარევის პრაქტიკა, თავი შეიკავონ იმ ,,დათვური სამასახურისგან, რომელიც არასამართლიანი, არადემოკრატიული არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი იყო და საქართველოს სახელს უტეხდა”.

           

ტყეშელაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ყველა ის პრობლემა განიხილეს, რომელიც დღეისათვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებობს. მისივე თქმით, დაუშვებელია, მოსახლეობის პრობლემები ცენტრალურ ხელისუფლებამდე შელამაზებული სახით მიდიოდეს.

           

ამ პრობლემის შესწავლა ნინო ბურჯანაძემ კანცელარიის რეგიონალური სამსახურის უფროსს მალხაზ ბეგიაშვილს დაავალა.