|
საქართველოს რესპუბლიკა.2004წ. 6 იანვარი. გვ.1.
ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის კომისიამ გუშინ პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ქუთაისსი არჩევნებისთვის რეგისტრაცია 86 224 ადამიანმა გაიარა, აქედან კენჭისყრაში მონაწილეობა 70 298 მიიღო.
პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს ხმა 64 758 ამომრჩეველმა მისცა. თემურ შაშიაშვილმა მშობლიურ ქალაქში ხმათა 6 პროცენტი, ანუ 4 763 ხმა მიიღო.
საოლქო კომისიაში არანაირი საჩივარი არ შესულა. ქუთაისში პარალელურად განმეორებითი პარლამენტის არჩევნები გაიმართა. ბმათა უმრავლესობით – 89 პროცენტით, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ბურჯანაძე გახდა. |