|
24 საათი. 2003წ. 20 დეკემბერი.3. რას ჩამოიტანს ჟვანია ბათუმიდან
დღეს დილას სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმში მიემგზავრება. ჟვანიამ აჭარის ლიდერი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უნდა დაითანხმოს.როგორც ელიან, სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი, ამ მხრიბ, მოქმედ პრეზიდენტ ნინო ბურჯანაძის ვიზიტზე უფრო შედეგიანი უნდა იყოს. არა იმიტომ, რომსახელმწიფო მინისტრი აბაშიძესთან დაპირებით დახუნძლული ჩავა. უბრალოდ ავტონომიის ლიდერის არჩევნებისაკენ, უფრო კი, ახალი ხელისუფლებისაკენ გულის მოსაბრუნებლად მცდელობაში ახლა ლამის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაება, აშშ-ს ელჩით დაწყებული, ევროსაბჭოთი დამთავრებული. მართალია, ვალტერ შვიმერთან შეხვედრის სურვილი ასლან აბაშიძემ თავად გამოთქვა, მაგრამ შვიმერიც არ იყო აჭარის ლიდერთან შეხვედრის წინააღმდეგი. სტრასბურგში ვიზიტის დეტალების დასაზუსტებლად, აბაშიძის გამგზავრებამდე, ბათუმში ჩასვლა საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელმა პლამენ ნიკოლოვმაც არ დაიზარა.
აბაშიძის მხრიდან არჩევნების მიმართ კეთილგანწყობილება აჭარაში მიმდინარე პროცესებითაც არის განპირობებული. გააქტიურება იგრძნობა აჭარის სტუდენტურ მოძრაობაშიც. სახელმწიფო მინისტრი თბილისში დაბრუნებას ხვალვე აპირებს. |