|
საქინფორმი საქართველოს რესპუბლიკა. 2003წ. 23 დეკემბერ
რეგისტრაცია მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გაიარა განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, როგორც მან აღნიშნა, ეს რიცხვი 25 დეკემბრამდე კიდევ გაიზრდება და 27 დეკემბერს საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.
ცესკომ თავმჯდომარემ პირადად მოინახულა საარჩევნო უბნები საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში და თავად დარწმუნდა ამომრჩეველთა აქტიურობაში. რაც შეეხება აჭარას, თუ ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველმა წინასწარი რეგისტრაცია არ გაიარა, მონაცემები ბათილად იქნება მიჩნეული – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
22 დეკემბერს გამართულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე და 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემით რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის და განმეორებითი კენჭისყრის ბიულეტენის ფორმები და ტექსტები. |