საბოლოო შედეგები ორ  დღეში გამოქვეყნდება

გუშინ მთელი დღის მანძილზე ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ოქებიდან შემოსულ მონაცემებს აჯამებდა. თუმცა, არც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, არც გამარჯვებულ კანდიდატთან დაკავშირებით, მოულოდნელობები ნამდვილად არ ყოფილა. უკვე შუადღისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ოფიციალურად გამოაცხადა ის წინასაწარი შედეგები, რომელიც კომისიისთვის იყო ცნობილი.

 

გუშინ უკვე დათვლილი იყო 700 საარჩევნო უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა ხმათა 96,7% პროცენტი მოიპოვა.

           

ეს მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მთაწმინდის, საბურთალოს კრწანისის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, საგარეჯოს, სიღნაღის, დმანისის, კასპის, ახალგორის, ხაშურის, ბორჯომისა და ადიგენის საარჩევნო ოლქებიდან იყო შესული.

           

ამ უბნებიდან შემოსული მონაცემების თანახმად, როინ ლიპარტელიანმა მიიღო ხმათა 0,53 პროცენტი, ქართლოს ღარიბაშვილმა – 0, 28 პროცენტი, ზურაბ ქელეხსაშვილმა – 0,09 პროცენტი, თემურ შაშიაშვილმა – 2,47 პროცენტი, ხოლო ზაზა სიხარულიძემ – 0,3 პროცენტი. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 1,43 პრცენტმა.

           

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტიურობას. წინასწარი ინფორმაციით, ოთხ იანვარს საარჩევნო უბნებს ორი მილიონ 229 885-მა ამომრჩეველმა მიაკითხა.

           

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება საბლოო მონაცემების გამოქვეყნებას. მისი ვარაუდით, ეს უახლოეს ორ-სამ დღეში მოხდება. აქედან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაელოდება საოლქო საარჩევნო კომისიების საბოლოო შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებას, რადგან, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, ეს საბოლოო შედეგების გამოცხადებას რამდენიმე დღით გადასწევს. ასე რომ, საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წამოსული ოქმები, საოლქოების პარალელურად, პირდაპირ გადმოიგზავნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საოლქო განყოფილებაში და დაუყოვნებლივ განთავსდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

           

გუშინ ცნობილი გახდა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

           

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, მთაწმინდის საარჩევნო ოქში გაიმარჯვა გიგი წერეთელმა, საბურთალოს რაიონში – გივი თარგამაძემ, სამგორში – მიხეილ მაჭავარიანმა, ჩუღურეთში – ბესო ჯუღელმა, გლდანში – კობა დავითაშვილმა, თიანეთში – ილია არჩემაშვილმა, ახალციხეში – ნუგზარ პარუნაშვილმა, ხონში – აკაკი ბობოხიძემ, ლანჩხუთში – ბიძინა გუჯაბიძემ, ჭიათურაში – სეგო იაკობიძემ, ფოთში – რომან მელიამ.

           

სხვათა შორის, გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა,