|
|
|
ახალი თაობა. 2003წ. 2 დეკემბერი. გვ. 2.
საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი დამამარცხებელი
პრეზიდენტობის კანდიდატი მიშა სააკაშვილი ქვეყანაში სტაბილიზაციის აღდგენისათვის იბრძვის და კადრების სერჩევაში პატიოსან და პროფესიონალ ადამიანებს ანიჭებს მნიშვნელობას. რა არიოს ჭორი და რა არის სიმართლე, იგეგმება თუ არა რომელიმე ლიდერის განადგურება და უპირატესად სააკაშვილის? ჩამოვა თუ არა საქართველოში იგორ გიორგაძე, როგორც პრეზიდენტი? ამის შესახებ მიშა სააკაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს:
-- მე ერთი რამ ვიცი, სანამ ხალხი მხარში გვიდგას, მანამდე ვერავინ ვერ შეაჩერებს ამ პროცესებს საქართველოში, ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ხალხის მხარდაჭერა და მოვახერხოთ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება; მთავარია ქვეყანაში არ სეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე, მათ იციან,რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი დამმარცხებელი ძალა არ არსებობს. არა მგონია, რაიმე ტერორისტული აქტი იგეგმებოდეს.
-- თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს?
-- ეს ინფორმაცია ჩვენ მუდმივად გვაქვს, შეიძლება რაღაცა სცადონ, მაგრამ თუ სტაბილიზაციას შევინარჩუნებთ, არა მგონია, რაიმე გაბედონ. რა თქმა უნდა, ლოგიკურად ისინი ფიქრობენ ჩემს განადგურებაზე, რადგანაც ის ხალხი, ვინც ფული იშოვა, სხვანაირად ვერ შეაჩერებს სააკაშვილის გაპრეზიდენტებას. ჩემთვის მთავარია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება, ახლა ყველა მონდომებულია, რომ საქართველო აირიოს.
-- ბატონო მიშა, საუბარია 4 იანვრის არჩევნების გადადებაზე, თქვენ ეთანხმებით ამას?
-- მართალია ამის სურვილი აქვთ, მაგრამ ვერ ეღირსებიან. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის ყოველი დღე საქართველოს მტრებს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოში არიონ სიტუაცია. 4 იანვარი არის სასიცოცხლო თარიღიიმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ შევინარჩუნოდ სიმშვიდე.
-- რას იტყოდით თარგამაძისა და ალავიძის ხელახლა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ?
-- არცერთი ადამიანი, რომელიც ჩარეული იყო ადამიანის ცემაში, კორუფციაში, ისინი ვერ დაბრუნდებიან ვერცერთ თანამდებობაზე, მე ამის გარანტიას გაძლევთ, რომ ისისნი ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ვერ მოვლენ თანამდებობაზე, ყველა დანიშვნა იქნება საზოგადოებისათვის გამჭვირვალე, ქვეყანა სავსეა პატიოსანი ადამიანებით, ამ ადამიანებს ვთხოვთ მოვიდნენ და დაინიშნონ.
-- თქვენ არ ერევით საკადრო საკითხებში?
-- მე ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი და არ ვერევი საკადრო საკითხებში. რადგან ამის მანდატი ჯერ ქართველი ხალხისაგან არ მიმიღია, მე ერთი რამ ვიცი, იმ ხალხის მიმართ, რომელიც იყო კორუფციაში, ვიქნები უკომპრომისო.
-- ბატონო მიშა იგორ გიორგაძის ჩამოყვანას საქართველოში როგორ უყურებთ?
-- მე კატეგორიულად ვთხოვ უშიშროების სამსახურებს, თუ იგორ გიორგაძე ჩამოვა საქართველოში, მოახდინონ მისი აყვანა და დაპატიმრება, როცა მოხდება მისი დაკითხვა, გინდ პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, გინდ იმპერატორად დაინიშნოს, მაგრამ გიორგაძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, მას სურს შეკრიბოს თავისი ყოფილი სპეცრაზმელები, ომეგელები, უცხო ქვეყნიდან შემოსული სხვა ხალხი და საქართველოში დაიწყოს დესტაბილიზაცია. გიორგაძე არის ტერორისტი, ბანდიტი, ხოლო ტერორისტების და ბანდიტების ადგილი საქართველოში არ არის, სადაც მშვიდობა არის ძალიან მყიფე.
-- შევარდნაძე აცხადებს, რომ აჭარა და სამხრეთ ოსეთი იმ შემთხვევაში მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუკი გიოტგაძე იქნება პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი.
-- შევარდნაძეს აქვს ძალიან ბევრი დრო, რომ გააკეთოს კომენტარები, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაცია ააფეთქონ, შევარდნაძეს განიხილავენ, როგორც ბოლო იმედს, მაგრამ მე ვთხოვ, ნუ გააკეთებს შევარდნაძე ამას. |