24 საათი. 2003წ. 5 დეკემბერი. გვ.3.

 

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარის განცხადება

ამომრჩეველთა სიების გაუმართაობა 2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩატარების ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა. ამორჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პრობლემა კვლავ დგას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე, როგორც პირველი რიგის ამოცანა.

           

შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეტა სესახებ მონაცემთა სრულყოფილი ბაზა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც საბაზისოს 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის მოსამზდაებლად. მხედველობაშია მისაღები, რომ დროის ამ შეზღუდულ მონაკვეთში ყველა იმ ტექნიკური სამუშაოს შესრულება, რაც საქართველოს მოქალაქეთა შესახებ სახელმწიფო უწყებების ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებს, სრულყოფილ სახეს მისცემდა, სეუძლებელია.

           

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დავეყრდნოთ თავად ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში თავისი აქტიურობით აჩვენა მზაობა, დახმარებოდა საარჩევნო ადმინისტრაციას.

           

ამომრჩეველთა სიის ფორმირების მექანიზმებად უნდა გამოვიყენოთ:

           

წინასწარი საარჩევნო რეგისტრაცია;

           

არჩევნების დღეს ამომრჩეველთა სიაში არმყოფი პირებისათვის ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფა.

წინასწარი რეგისტრაცია ნიშნავს შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას:

 

იქმნება საუბნო საარჩევნო კომისიები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეთა წინასწარ საარჩევნო რეგისტრაციას შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოებთან ერთად;

 

ქვეყნდება საარჩევნო უბნების საზღვრები და საქართველოს მოქალაქემ იცის, საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობაში ან საბჭოთა პასპორტში მითითებული საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, სად და რომელ საარცევნო კომისიას უნდა მიაკითხოს წინასწარი საარჩევნო რეგისტრაციისათვის;

  

ქვეყნდება ვადები, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შესაბამის საუბნო სააჩევნო კომისიას მიაკითხოს წინასწარი საარჩევნო რეგისტრაციისათვის;

 

საარჩევნო უბანზე მისული საქართველოს მოქალაქე ავსებს სპეციალურ ფორმას, რომელშიც უთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს. ფორმას ხელმოწერით ადასტურებს თავად საქართველოს მოქალაქე და საუბნო საარჩევნო კომისიის პასუხისმგებელი პირი, რომელიც იბარებს ამ ფორმას, შეჰყავს საქართველოს მოქალაქე ამომრჩეველთა საუბნო ხელნაწერ სიაში და თავად ამომრჩეველს აძლევს ამომრჩევლის მოწმობას, რომელსაც ამომრჩეველი 2004 წლის 4 იანვარს წარადგენს იმავე საუბნო საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენებთან ერთად;

 

ამომრჩეველთა საუბნო ხელნაწერ სიაში შესულ საქართველოს მოქალაქეთა მონაცემთა სისწორეს ამოწმებს და ადასტურებს შინაგან საქმეთა შესაბამისი რაიონული სამმართველო;

 

2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა საარჩევნო უბანზე იქნება ამომრჩეველთა საუბნო ხელნაწერი სია, დადასტურებული საუბნო კომისიის თავმჯდომარის, მდივნისა და შინაგან საქამეთა შესაბამისი რაიონული სამმართველოს პასუხისმგებელი პირის მიერ.

 

გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო საქართველოს ყველა მოქალაქე ვერ გაივლის წინასწარ საარჩევნო რეგისტრაციას. ამიტომ არჩევნების დღეს გათვალისწინებული იქნება პროცედურა, რათა არ დაირღვეს საარჩევნო უბანზე მისული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება – მისცეს ხმა გამოხატოს თავისი ნება.

სპეციალური პროცედურები უნდა შემუშავდეს საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც იმყოფებიან სამედიცინო – სტაციონალურ დაწესებულებებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებსი, სამხედრო სამსახურში, ნაოსნობაში, საზღვარგარეთ.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოაქალაქეები, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტი, შესაბამისი უწყებები და პოლიტიკური ძალები გაითვალისწინებენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკითხში შექმნილ სიძნელეებს და გამოეხმაურებიან ჩემს წინადადებას, 2004 წლის 4 იანვრისსაპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის გამოვიყენოთ ზემოაღნიშნული მექანიზმები.