საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის დადგენილება #52/20031157 2003 წელი 9 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურებისა და განმეორებით კენჭისყრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ”ქვეპუნქტის, 68-ე მუხლისა და 69-ე მუხლის თანახმად იმის გათვალისწინებით, რომ 2004 წლის 4 იანვარს დანიშნულია რიგგარეშე საპრეზიდენტო, 2003 წლის 2ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები რამდენიმე საარჩევნო ოლქებში და განმეორეიბითი კენჭისყრები რიგ საარჩევნო უბნებში, ამდენად, წინასაარჩევნო პერიოდისთვის განკუთვნილია იმაზე ნაკლები დრო, ვიდრე მორიგი არჩევნებისთვის, რაც დაკავშირებულია შეზღუდულ ვადებთან. აღნიშნულის საფუძველზე
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ,,არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 7 ოქტომბრის #61/2003 განკარგულებაში, ,,საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 23 ოქტომბრის #83/2003 განკარგულებაში, ,,საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 26 ოქტომბრის 85/2003 განკარგულებაში ჩამოთვლილ სუბიექტებს უფლება მიეცათ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლისწ 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურებისა და განმეორებითი კენჭისყრისას.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი |