|
|
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება #54/2003
1159 2003 9 დეკემბერი 1. თბილისი
ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და “საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარებისახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის #51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I.
1.საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესს ახორციელებენ 2003 წლის 15 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით.
2. ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნით:
ა) არა უგვიანეს 15 დეკემბრისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემენ:
ა. ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შეაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომელთაც არჩევნების დღეს უსრულდებათ 18 წელი;
ა. ბ) მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;
ბ) ამომრჩეველი მიდის შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში, ავსებს მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განცხადების ფორმას;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ინარჩუნებენ საარჩევნო უბნის საზღვრებში მოქცეულ შენობებს და ახორციელებენ უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის რეგოსტრაციას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მოქალაქეებს ავსებინებენ მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განცხადების ფორმას.
3. განაცხადი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრის ხელმოწერით, რომელიც ახორციელებს მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციას და პასუხისმგებელია განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორესა და სრულყოფაზე. ფორმის შევსებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას ამომრჩევლის:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი (თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი);
დ) დევნილის მოწმობა პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად;
ე) სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქისათვის, ასევე, ამომრჩევლის მოწმობა.
4. განაცხადის სრულად შევსებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს გადასცემს განაცხადისაგან პერფორაციით გამოყოფილ, შევსებულ ამომრჩევლის ბარათს.
5. რეგისტრაციის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებულ კომისიის წევრებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეაქვს განაცხადში არსებული ინფორმაციის მიხედვით.
6. განაცხადის ნომერი უნდა შეესაბამებოდეს ამომრჩევლის რიგით ნომერს ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
7. საუბნო საარჩევნო კომისია მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განცხადების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას (ფორმა #1-1.28.01).
8. ამომრჩეველთა ერთიანი სიის თვითოეული ფურცელი სათანადო წესით უნდა იქნეს დამოწმებული:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიაში:
ა.ა) ადგილობრივი თვითმმართვგელობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ან / და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;
ა.ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით;
ა.გ) მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი ხელმოწერით;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიაში:
ბ.ა) კომისიის ბეჭდით;
ბ.ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით;
ბ.გ) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით;
ბ.დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით.
9. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიასთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ამომრჩევლების მიერ შევსებული განცხადების ფორმას რომელის სათანადო წესით იქნება შეკრული და აკინძული.
10. 21 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით საუბნო საარჩევნო კომისია ახორციელებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების პროცესს. აღნიშნული პროცესის განხორციელება ეფუძნება:
ა) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაცემულ მონაცემებს.
გ) საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გაცემულ მონაცემებს.
11. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გამოტოვებული იქნება გრაფები, კომისიის წევრები შემდგომში განსახორციელებელი რეგისტრაციისათვის გამოიყენებენ აღნიშნულ შეუვსებელ ნომრებსა და გრაფებს, რათა აღდგენილ იქნეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა ნუმერაციის უწყვეტობა.
12. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამთავრების შემდგომ საუბნო საარჩევნო კომისია ავსებს კენჭისყრის დღისათვის საჭირო ამომრჩეველთა შესაბამის სიის ფორმებს (ფორმა #1-1.02.03).
13. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არა უგვიანეს 29 დეკემბრისა ცესკოს მიაწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის შესახებ. წინასწარ შედგენილ ამომრჩეველთა ერთიან სიას რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მეორე გადაეცემა სუბნო საარჩევნო კომისიებს. აღნიშნული სიის მეშვეობით ხორციელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი პროცედურები.
14. საუბნო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს 29 დეკემბრისა, ვალდებულია შეადგინოს საჯარო გაცნობისათვის უბანში გამოსაკრავი ამომრჩეველთა სია (ფორმა #1-1.19.02). ამომრჩეველთა ერთიანი სია უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში, თვალსაჩინო ადგილას.
15. 29 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიებს და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს მათში ცვლილებების შეტანა, ან რაიონულ / საქალაქო სასამართლოში გაასაჩვირონ საარჩევნო ადმინისტრაციის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მუხლი II. ,,საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 7 დეკემბრის
#51/2003 დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131-132 პუნქტები |