|
|
|
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე #144. 15.12.2003.
საქართველოს ცენტრალურისაარჩევნო კომისიისდადგენილება #55/2003
1164 2003 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის #51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის #51/2003 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტები.
2. ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტის ,,ა” ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები.
3. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე” ქვეპუნქტი:
“ე) საარჩევნო უბნების შექმნა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ”.
4. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტები: “ე) საარჩევნო უბნების სიის გამოქვეყნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ;
“ვ) სააჩევნო უბნის საზღვრებისა და მასში შემავალი შენობა -ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების გამოქვეყნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.”
5. მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ” ქვეპუნქტი:
,,ბ) სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნების შექმნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.”
6. მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ” ქვეპუნქტი:
,,ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემების გაცემა ცესკოსათვის.”
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ, რობაქიძის გამზ. #7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი |