საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისდადგენილება #60/2003  

2003 წლის 23 დეკემბერი ქ.თბილისი

                       

1220 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის ამომრჩევლისმოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის

             საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე ინსტრუქციისდამტკიცების შესახებ

 

                       

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

                    

მუხლი I. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე.

                     

მუხლი II.  ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

                      

მუხლი III. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე    ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი                დიმიტრი ქიტოშვილი