|
|
|
საქართველოს ცენტრალურისაარჩევნო კომისიის დადგენილება#61/2003 2003 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი 1221 საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების გააზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა ად 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის საზღვარგარეთ შექმნის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 29 დეკემბრისა.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა ) მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი |