|
|
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება # 64/2003 2003 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი 1244 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/ კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს მიეცეთ უფლება, 2004 წლის 2 იანვრის 18 საათმდე განცხადებით მიმართონ ცენტრალურ და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/ კენჭისყრისათვის დანიშნულად ჩათვლის შესახებ. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდეს წარდგენისთანავე.
მუხლი 2. ეს დადაგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში ( მისამართი: ქ. თბილისი, გვრ, რობაქიძის გამზ. #7ა) მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი |