საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება #65/2003

2003 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი

1245 საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და 128 9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 

მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნების შექმნის ბოლო ვადად განისაზღვროს 2004 წლის 2 იანვარი.

 

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში8 (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7 ) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

 

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე    ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი                დიმიტრი ქიტოშვილი