|
თბილისი, 2003 წლის 25 ნოემბერი. #3117-რსსაქართველოს პარლამენტის დადგენილება1109 საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 2004 წლის 4 იანვარს. 2. საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. 3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გ. წერეთელი |