|
ახალი თაობა 2003 წლის 29 ნოემბერი გვ. 2
სარიშვილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსათვის ყოფილი სპიკერი, ედპ-ს ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილ – ჭანტურია 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების მიზნით 1 დეკემბრიდან მოსახლეობის შეგროვებას იწყებს.
სარიშვილი ჭანტურია არალეგიტიმურად მიიჩნევს უზურპაციის გზით ხელისუფლებაში მოსულ ჟვანია – სააკაშვილი ბურჯანაძის სამეულს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძეს და პარლამენტს არა აქვს უფლება დანიშნონ ვადამდელი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები.
იმის გამო, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, სარიშვილი ჭანტურია კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების თარიღის განსაზღვრას ცეესკოსგან მოითხოვს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ “უზურპატორი სამეულის” მიერ საკუთარ თავზე მორგებული არჩევნების ჩატარება არ დაუშვას. აგრეთვე, აფრთხილებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ საქართველოში “კმარას” მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება. “რძიან ფუნთუშებზე გაზრდილი ადამიანები ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ მასწავლიან”, - აცხადებს სარიშვილი.
მისი აზრით, ქვეყანა დღეს არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზად არ არის. |