მაია ჭალაგანიძე

”24 საათი” 2003 წელი, 14 ნოემბერი, გვ. B6

 

 

 

 

საზოგადოების გარეშე ოპოზიცია ამდენს ვერ შეძლებდა

 

 

ისტორიული მისია

 

ვარაუდი, რომ დრო ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, არ მართლდება – პროცესის გაჭიანურება ხელისუფლებას ოპოზიციისგან აშორებს. პარლემენტის წინ შეგროვილი ადამიანები კი სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ამჯერად ისინი ისტორიის მხოლოდ საამშენებლო მასალა კი არა, ისტორიის მკაფიოდ გამოხატული სუბიექტები ატიან. ძნელი მისახვედრი არ არის, რას მოუტანს ეს ხელისუფლებას, რომელიც ძველი, დროის გაყვანის მეთოდით ხალხს კონკრეტული ისტორიული მისიის შესრულებისკენ უბიძგებს.

 

კობა დავთაშვილი:

 - ხელისუფლება დათმობებზე ჯერ არ მიდის. რა ტაქტიკას ირჩევს ოპოზიცია ამ ეტაპზე?

           

- მე მგონი, ხელისუფლებას ოპოზიციის მოთმინების გამოცდა სურს. ოპოზიციას მოთმინება საკმარისზე მეტი აქვს. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით ხელისუფლება ვერაფერს გახდება.

        

- სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოველგვარი რესურსი ამოიწურა და მოლაპარაკებები უშედეგოა. რა იქნება ახლა?

        

- ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. უნდა ვაჩვენოთ, რომ გადადგომას არა მხოლოდ რამდენიმე ათასი მომიტინგე – მთელი საქართველო ითხოვს.

           

- უშედეგოდ დამთავრდა კანცელარიასთან შიმშილობის დაწყების მცდელობა. შეიძლება პროტესტის სხვა ფორმებშიც შეგეშალოთ ხელი, ან საერთოდ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მობრუნდეს ყოველგვარი წამოწყება. როგორ არის დაცული ოპოზიცია ამგვარი მოვლენებისგან?

        

- თავის დასაცავი არაფერი გვჭირს. ეს არის ხალხის ბრძოლა ხელისუფლებასთან. მარტო ოპოზიცია ამდენს ვერ შეძლებდა.

           

- ხელისუფლება ცდილობს, დახატოს განხეთქილება ოპოზიციაში. შეიძლება, ამან დაღლილ და შეციებულ ხალხზე გაჭრას კიდეც. რა მეთოდს უპირისპირებს ამას ოპოზიცია?

        

- ეს მცდელობა ამაოა და ხალხზე ვერ გაჭრის. ხალხმა გაუძლო ქარს, წვიმას, სიცივეს და ცოტა ხანს შევარდნაძესაც გაუძლებს.

           

- საოლქო სასამართლომ ქუთაისში ცატარებული არჩევნების შედეგების ხელახალი გადათვლის გადაწყვეტილება გამოიტანა. თქვენი აზრით, მიაღწევს რამეს ოპოზიცია სასამართლოს გზით?

        

- საოლქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, არ ვიცნობ.

           

ყოველ შემთხვევაში, ყოველგვარი სამართლებრივი გზა უნდა ამოიწუროს და უარი არც ერთზე უნდა ითქვას. ყველა

 

მნიშვნელოვანი ბერკეტი კი პარალელურად პოლიტიკაში საზოგადოების უშუალო ჩართვაა.