24 საათი. 2003. 25 დეკემბერი. გვ. 3.

 

 

 

სიბრძნე სიბრიყვისა

 

მას შემდეგ, რაც იგორი ,,ატამანს აუხირდა”, რვა წელიწადი გავიდა, მაგრამ საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი შეფი დღემდე ემალება მართლმსაჯულებას. როდესაც ედუარდ შევარნაძეს პოლიტიკური სარბიელი დაატოვებინეს, იგორ გიორგაძესაც, ეტყობა, იმედი მიეცა ,,ვარდების რევოლუციის” ,,ავრორამჩემთვისაც გაისროლაო. მაგრამ ეს იმედი მალე გაუწბილდა: დროებით ხელისუფლების ლიდერებმა მკაფიოდ განუმარტეს ,,ემიგრანტგიორგაძეს, რომ ჯერ სამართალდამცავ ორგანოებთან უნდა გაერკვია ურთიერთობა და მხოლოდ ამისშემდეგ გახდებოდა საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე. ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულმა შეთავაზებული გზით სიარული არ ისურვა და ახალ ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტების ამოქმედება ამჯობინა.

           

იგორ გიორგაძე ორი მიმართულებით მუშაობს: ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ სამშობლოში მისი დაბრუნების მოთხოვნით ,,ხალხის ფართო მასებიგამოდიან და იგი საერთაშორისო წრეებში მხარდაჭერით სარგებლობს.

           

ეტყობა, გიორგაძეს მისი დამქაშებიც მაგრად ,,აბოლებენდა ეუბნებიან, ხალხს შენზე ამოსდის მზე და მთვარე და მხოლოდ შენს გაპრეზიდენტებაზე ოცნებობსო. ყოველ შემთხვევაში, გუშინ ჭადრაკის სასახლეში გამართული, იგორ გიორგაძის მხარდამჭერთა ყრილობა სწორედ ასეთი ეფექტის შექმნას ისახავდა მიზნად.

           

,,ნენა, შვილო, მაგი იგორი ისეთი კაცია, თუ გადაგვარჩენს, ეგ გადაგვარჩენს,” თურმე, ასე დაუმოძღვრავს ყრილობაზე მომავალი ერთ-ერთი დელეგატი ხანდაზმულ აჭარელ ქალბატონს.

           

სხვათა შორის, გუშინდელ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეკრებილთა დიდ ნაწილს აჭარიდან ჩამოსული პატრიოტები შეადგენდნენ და აჭარის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იგორ გიორგაძეს ეთაყვანება. თავის მხრივ, საქართველოს დანარჩენი კუთხეებიდან ჩამოსულმა დელეგატებმა აჭარის ლიდერს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს და ცენტრთან დაპირისპირებაში სოლიდარობა გამოუცხადესვიღას ახსოვდა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე, იგორ გიორგაძისტერორისტობაზე თავად ასლან აბაშიძეც საუბრობდა!

           

,,როგორ შეძლება პანტელეიმონისა და ვალიას ოჯახში აღზრდილი, ინაურისა და ანდროპოვის სკოლაგამოვლილი კაცი ტერორისტი იყოს?ყრილობაზე ასეთი ,,რკინის არგუმენტიცმოიყვანეს იგორ გიორგაძის უდანაშაულობის ასამტკიცებლად. ითქვა ისიც, რომ ტერაქტის დღეს გიორგაძე თბილისში არ იმყოფებოდა და, ამდენად, ტერაქტის ორგანიზებას ვერ მოახერხებდა.

           

მერე რა, 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი თუნდაც მისი მოწყობილი იყოს?

           

,,თუ მართლა იგორმა განახორციელა ტერაქტი, ამისათვის მას ორდენიც კი ეკუთვნის, რადგან ჯერ კიდევ 10 წლის წინათ უცდია ქვეყნის მმართველობის სადავეებიდან სატანის ჩამოცილება,”- ეს მიგნება გიორგაძის მხარდამჭერთა შტაბის წევრს, გუშინდელი ყრილობის წამყვანს, რევაზ ბულიას ეკუთვნის. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ბულია არ აზუსტებს, რა სჯობსტერაქტის მოწყობისათვის წამახალისებელი ჯილდო ბინ ლადენის სახელობის იყოს თუ შამილ ბასაევის.

           

,,გუშინ თბილისში შევხვდი იგორ გიორგაძეს, რომელმაც ყველას გულწრფელი მოკითხვა შემოგითვალათ, - ხომ წარმოგიდგენიათ, ადვოკატ ქეთევან ჭაბუკიანის ეს განცხადება ყრილობის მონაწილეთა შორს რა ოვაციასა და სიხარულს გამოიწვევდა!

           

თბილისშიაო?! – ამან გიორგაძის ,,ფანებისაღტაცება ზენიტში აიყვანა.

           

,,თუ რეგისტრაციაში გატარდებით, ჩათვალეთ, რომ უკვე საქართველოს პრეზიდენტი ხართ,”იქვე, სადღაც შორიახლოს მყოფ კუმირს ამხნევებდნენ მისი მხარდამჭერები.

           

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც იგორ გიორგაძის სასარგებლოდ ჭადრაკის სასახლეში გაისმა, გორელმა ქალბატონმა დაასახელა: ,,თუ იმ ხალხს აქვს საქართველოში ცხოვრების უფლება, ვინც ეს ქვეყანა დაანგრია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს უფლება იგორ გიორგაძეს?”

 

ისე, სიტყვა ,,რატომმრავალ სხვა გამოსვლაშიც გაისმა.

           

,,რატომ არ ასამართლებენ შევარდნაძეს? – ხომ ამბობდნენ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, უკანონო ქმედებებისათვის პასუხს მოვთხოვთო! რატომ არ იჭერენ ღლავებს და არ ართმევენ ქონებას? რატომ არ ათავისუფლებენ ხალხს გადასახადებისგან? რადიკალური მოთხოვნები გუშინ ძალიან ბევრი იყო. თუმცა, მხოლოდ ,,დაჭერა-გასამართლებისკატეგორიებით აზროვნება ბოლშევიკების პოლიტიკური მემკვიდრეებისგან სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი.

           

გასაკვირი არა, მაგრამ, სამაგიეროდ, საკმაოდ შემაშფოთებელია ის მოწოდებები, რომლებიც იგორ გიორგაძის ბანაკიდან გაისმის.

           

,,სანამდე ვიყოთ კანონმორჩილები? ყოველთვის არ ვიქნებით ასეთები. როცა სხვა საშუალებები ამოიწურება, შეიძლება, ქვასა და ჯოხსაც მოვკიდოთ ხელი!”

           

,,თუ ჩვენს ხმას არ გაიგონებენ და იგორ გიორგაძეს საპრაზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ, ვარდების რევოლუციის ნაცვლად, ეკლების და სისხლის რევოლუციას ვაჩვენებთ მაგათ!”

           

,,ჩვენ გვაქვს ატომურ ბომბზე უფრო ძლიერი იარაღი: ხალხის რისხვა. თუ გიორგაძეს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, ეს რისხვა ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული!” საკმაოდ აგრესიული იყო ,,სახალხო-პატრიოტული ლაშქარი”.

           

საბრძოლო განწყობაშექმნილიდარბაზი უმალ დათანხმდა, რომ ,,სააკაშვილის ნაფეხურებს გაჰყოლოდადა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაეწყო. ,,იმის მაგალითიც გვაქვს, თავად პარლამენტშიც როგორშეიძლება შეჭრა,” აცდუნებდა დელეგატებს რევაზ ბულია. თუმცა, ბოლოს მაინც პრაგმატიზმმაიძალა - ,,მოლაშქრეებითავადაც მიხვდნენ, რომ ყინვასა და სიცივეში დიდხანს გამჩერებლები არ იყვნენ და განზრახვაზე ხელი აიღეს.

           

ზემოთ ვახსენეთ, რომ იგორ გიორგაძე ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საერთაშორისო წრეები მხარდაჭერით სარგებლობს.

           

,,იგორს ამერიკაშიც მრავალი მხარდამჭერი ჰყავს. ოკეანისგაღმიდან ჩამოსულია სპეციალური გუნდი, რომელიც მის შეხედულებებს იზიარებს,” ასე წარუდგინეს ყრილობის მონაწილეებს დარბაზში მიბრძანებული დევიდ ფრედერიკი, უიტმენის სტრატეგიული კვლევების ორგანიზაციის წარმომადგენელი. ოღონდ, დელეგატებისთვის არავის განუმარტავს, რომ ეს ორგანიზაცია პიარ-ჯგუფია, რომელიც თავად იგორ გიორგაძემ დაიქირავა, მისი წარმომადგენელიაფინანსებს და ,,საერთაშორისო წრეების მხარდაჭერააქარაფერ შუაშია.

           

მოგვიანებით გამართულ კოფერენციაზე თავად დევიდ ფრედერიკმა აღნიშნა, რომ ,,4 იანვრის არჩევნებზე მხოლოდ დამკვირვებლად და სიტუაციის შესასწავლად არის ჩამოსული და იგორ გიორგაძეს არასდროს შეხვედრია.”

           

ეს ინფორმაცია ყრილობის დელეგატებამდე, ცხადია, არ მისულა. ისინი იმდენადიგორთან ერთად, მრავალ ახალ წელს დავესწროთო დაემშვიდობნენ ერთმანეთს.