|
მედია –ნიუსი 24 საათი. 2003წ. 31 დეკემბერი. გვ.2.
თბილისი. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფელ ტაძარში 2004 წლის 4იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხვალ საარჩევნო უბანი გაიხსნება. სოფელში, ოსებთან ერთად, ქართველებიც ცხოვრობენ და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სწორედ მათ გამოთქვეს. უბნის გახსნის გამო ხვალ ტაძარში ჩასვლას აპირებს ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. |