საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი გვ. 1.

 

ვერ გადაწყდა

 ჯერჯერობით არ არის გადწყვეტილი, ჩატარდება თუ არა პრეზიდენტის არჩევნები კოდორში. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კოდორის ხეობის მოსახლეობას გუშინ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.

 

 კოდორის არჩევნების არჩატარების მიზეზი, ბურჯანაძის თქმით, მხოლოდ რთული კლიმატური პირობები იყო. ,,ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა გაიმართოს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის არჩევნები”.