|
24 საათი. 2003წ. 20 დეკემბერი. გვ. 2.
1. როინ ლიპარტელიანი, 2. ქართლოს ღაარიბშვილი, 3. ზურაბ ქელეხსაშვილი, 4. თემურ შაშიაშვილი, 5. მიხეილ სააკაშვილი, 6. ზაზა სიხარულიძე – სწორედ ასეთი თანმიმდევრობით განლაგდებიან პრეზიდენტობის მსურველები საარჩევნო ბიულეტენებსი. გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა წილისყრა, რომელსაც მცირეოდენი უხერხულობა ახლდა თან.
უფრო ზუსტად კი, წილისყრა ორჯერ გაიმართა. პირველად პირველი ნომერი სააკაშვილს ერგო, მაგრამ ზურაბ ქელეხსაშვილის წარმომადგენელმა, ომელსაც ურნიდან მომდევნო ნომერი უნდა ამოეღო, განაცხადა, რომ ურნაში ჩაყრილ ფურცლებზე ციფრები შესანიშნავად ჩანდა. ცესკო-მ ეს საჩივარი გაითვალისწინა და წილისყრის პროცედურა თავიდან დაიწყო.
ასე რომ გაუგებრობა საკმაოდ მალე მოგვარდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით იმ უცნაურობაზე, რომელიც ამ ბოლო დროს ცესკო-სი ,,აღორძინების” წარმომადგენლებში ,,შეინიშნება” – ისინი ცენტრალური საარცევნო კომისიის თავმჯდომარეს ქვედა დონის კომისიაებში წევრთა დანიშვნის ვადების გაგრძელებას სთხოვენ. თანაც იმ დროს, როდესაც აწარის ხელმძღვანელობას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო არჩევნებისათვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.
გუშინ ზურაბ ჭიაბერაშვილი საკმაოდ გაკვირვებული ჩანდა ,,ღორძინების” ამ აქტიურობით. იგი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც იგი აჭარაში ჩავა და ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას და, თუკი შესაძლებელი იქნება ასლან აბაშიძეს ან მისი გარემოცვის რომელიმე წევრს სეხვდება (ეს, რა თქმა უნდა, აჭარის ლიდერის გუნება – განწყობილებაზეა დამოკიდებული და წინასწარ არავინ იცის მოისურვებს ბატონი აბაშიძე ჭიაბერაშვილთან საუბარს).
თუკი აჭარასთან და ,,აღორძინებასთან” დაკავშირებით ვითარება ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ყველაფერი გარკვეულია საზღვარგარეთის იმ ქვეყნებისთვის, სადაც ქართველები სახლობენ. გუშინ გდაწყდა, რომ 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არცევნებზე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მსოფლიოს 18 ქვეყნაში 26 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან ყველაზე მეტი, ანუ ოთხი უბანი, რუსეთსა და უკრაინაში იქნება.
საგარეო საქამეთა სამინისტრომ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა 12-ათასიანი სია ცესკო-ში უკვე წარადგინა.
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, საარცევნო უბნები გაიხსნება მოსკოვში, სანკტ – პეტერბურგში, კიევში, ოდესაში, დონეკში, ლუგანსკში, ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ბაქოში, ერევანში, ბრიუსელში, ბერლინში, ლონდონში, ანკარაში, სატამბოლში, რომში, თელ-ავივში, ვილნიუსში, ათენში, ტაშკენტში, ასტნასი, ჟენევასი, ვენაში.
და კიდევ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სამცხე – ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები სომეხი და ახერბაიჯანელი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენები ორენოვანი – ქართულ –რუსული იქნება.
რაც შეეცება წინასწარი რეგისტრაციის მიმდინარეობას, გუშინდელი მონაცემებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წინასწარი რეგისტრაცია 507 ათას 876-მა ამომრჩეველმა გაიარა. გუშინ საარცევნო უბანზე ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილიც მივიდა და წინასწარი რეგისტრაცია გაიარა. |