24 საათი. 2004წ. 7 იანვარი. გვ.1-2.  

 

 

                    ხმების დათვლა გრძელდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული უკანასკნელი მონაცემების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა 96,21 პროცენტი მოიპოვა. საღამოს ცხრა საათისთვის ცესკო-ში სემოსული იყო 2039-ზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აქვე დავძენთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში 2 მილიონ129 ათას 825 ამომრჩეველი გამოცხადდა.

           

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, გუშინ საღამოს მათი შედეგები ასე გამოიყურებოდა: თემურ შაშიაშვილი – ხმათა 1,77 პროცენტი, როინ ლიპარტელიანი – 0,39 პროცენტი, ქარლოს ღარიბაშვილი – 0,18 პროცენტი, ზაზა სიხარულიძე – 0,19 პროცენტი, ზურაბ ქელეხსაშვილი – 0,06 პროცენტი.

           

ბიულეტენების დათვლა დღესაც გაგრძელდა და, სავარაუდოდ, საღამოს ან ხვალ დილით ცესკო-ში არჩევნების შედეგების სრული სურათი დაიდება.

           

საგულიხმოა, რომ ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ მარნეულის რამდენიმე საუბნო საარცევნო უბანში გამართული კენჭისყრის შედეგები გააუქმა, ვინაიდან, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საარჩევნო პროცესი იქ დარღვევით წარიმართა. სულ მალე ცესკო ამ საარჩევნო უბნების კომისიის წევრთა პასუხისმგებლობის თაობაზე იმსჯელებს.

           

გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარების თაობაზეც იმსჯელა. საქმე ის არის, რომ დიდთოვლობის მიზეზეით, ხეობაში საარცევნო ბიულეტენების ჩატანა ვერ მოხერხდა, რის გამოც კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა. გუშინ ცესკო-მ კოდორის ხეობაში საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი დანიშნა – კენჭისყრა 12 იანვარს გაიმართება (კოდორის ხეობაში 1500-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული).

           

გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ აუცილებლად გადასასინჯია საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების მოდელი. მისი თქმით, ე.წ. ,,ბეიკერის პრინციპით” დაკომპლექტებული ცენტრალური საარცევნო კომისია უნდა გაუქმდეს, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციებში პარიტეტის დაცვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანდ და ობიექტურად გამართვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

           

,,იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას ცესკო-მ კარგად იმუშავა, დაკომპლექტების არსებული წესი მაინც არ არის იდეალური, რადგან ცესკო-ში პოლიტიკურ ძალთადისბალანსი დაუშვებელია,” – ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

           

რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს მუშაობაში გადაულახავი წინააღმდეგობები არ შეექმნებაიმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებს მარტში დანიშნავს.

           

და კიდევ: როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამომრჩეველთა ახალი ერთიანი სიის კომპიუტერიზება სულ მალე სდაიწყება და, სავარაუდოდ, თებერვლის მიწურულს დასრულდება.

           

და ბოლოს: გუშინ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული იმ ამომრჩეველის წინაშე, რომელიც საარჩევნო პროცესებში წლების განმავლობაში მონაწილეობას არ იღებდა. ეს კი ნიშნავს, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც წინასწარი რეგისტრაცია არ გაიარა და ოთხ იანვარს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, შეიძლება ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ აღმოჩნდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ ზურაბ ჭიაბერაშვილის პირადი მოსაზრებაა. ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზის დადგენის ახალი წესის მიღება კი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმეა. თუკი, რა თქმა უნდა, დეპუტატები კვორუმის შეკრებას და გონივრული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ.