საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი. გვ.1.
ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით ,,სამართლიანმა არჩევნებმა” 4 იანვრის პრეზიდენტის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96,41 პროცენტი მიიღო, თემურ შაშიაშვილმა – 1,93 პროცენტი, როინ ლიპარტელიანმა – 0,24 პროცენტი, ქართლოს ღარიბაშვილმა – 0,16 პროცენტი, ზურაბ ქელეხსაშვილმა – 0,07 პროცენტი, ზაზ სიხარულიძემ = 0,22 პროცენტი. ამომრჩეველთა 32 პროცენტმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა.
,,სამართლიანი არჩევნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ხმის დათვლის, საჩივრების განხილვის და არჩევნების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას, რათა რეაგირება მოახდინოს ყველა დარღვევაზე და ზუსტად ასახოს საოქმო მონაცემებში ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება.
პარალელური დათვლისას ,,სამართლიანმა არჩევნებმა” შეარჩია 300 საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა 200 ათას 282 ამომრჩეველს. |