|
დილის გაზეთი. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 7.
ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდა გუშინ ზუგდიდელებმა არჩევნები, ბოლო წლებისაგან განსხვავებით, საოცრად მშვიდ გარმოში ჩაატარეს. პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატიდან ზუგდიდელები თავიანთ სიმპათიას მიშა სააკაშვილის მიმართ ჯერ კიდევ ნოემბრის რევოლუციის შემდეგ გამოხატავდნენ, მით უმეტეს, რომ მან რევოლუციური მსვლელობა სწორედ სამეგრელოდან, წალენჯიხიდან დაიწყო.
გუშინ ზუგდიდში, ისე როგორც თითქმის მთელ საქართველოში, ამბობდნენ, რომ არჩევნებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ცაიარა, თუ არ ჩავთვლით მცირე დარღვევებს, რომლებსაც ხალხი ყურადღებას არც მიაქცევდა, უცხოელი დამკვირვებლები რომ არ ყოფილიყვნენ. ერთადერთი სირთულე, რომელიც ამომრჩევლებს ექმნებოდათ, არჩევნების პარალელურად რეგისტრაციის გავლა იყო.
თუმცა, მიუხედავად ამ სეფერხებისა, უკან წასვლაზე არავინ ფიქრობდა და მოთმინებით ელოდნენ თავიანთ რიგს.წინა, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, არავინ აპროტესტებდა მარკიტრების პროცესს.
ჩვენი ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ბურჯანაძე-დემოკრატების” მომხრეები, რომლებიც ვითარებას ყოველ წუთს აკონტროლებდნენ. |