საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი. გვ. 2.

 

ზუგდიდი

ზუგდიდის 67- საარჩევნო ოლქში რეგისტრაცია 74 343 ამომრჩეველმა გაიარა, აქედან 89,5 პროცენტმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ აფხაზეთიდან დევნილები. საერთო ჯამში არჩევნებში 15 000-მდე დევნილმა მიიღო მონაწილეობა.

        

წინასწარი შედეგების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში ხმათა 99,9 პროცენტი მოიპოვა.

           

საარჩევნო უბნების დახურვის და წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ზუგდიდში საერთო სახალხო ზეიმი მოეწყო, რომელიც ღამის 2 საათზე ფეიერვერკით დასრულდა.