სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამახასიათებელია რამდენიმე
ძირითადი ნიშანი:
1) ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა ანუ ავტონომიურობა.
2) შეთანხმება და ხელშეკრულება.
3) თვითმმართველობა
4) ცნობიერება და მიზანდასახულობა
5) არაერთგვაროვნება და განსხვავებულობა
6) დაქსაქსულობა და არაორგანიზებულობა
7) დეიდეოლოგიზაცია
1) ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა ანუ ავტონომიურობა - იგი
იქმნება ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად. და არასამთსავრობო
ორგანიზაციათა ერთობლიობაა.
2) შეთანხმება და ხელშეკრულება - მოქალაქეები ერთიანდებიან
ინტერესთა ერთობის და დამთხვევის საფუძველზე. ისინი
ეთანხმებიან მოცემული საზოგადოების მიერ შემუშავებულ წესდებასა
და პროგრამას, ამიტომ მათ გაერთიანებას საფუძვლად უდევს
შეთანხმება და ხელშეკრულება
3) თვითმმართველობა - სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები
თვითონ მართავენ თავიანთ თავს. მათ საქმიანობას განსაზღვრავს
არა ხელისუფლების მიერ მიღებული და დადგენილი კანონები, არამედ
მათ მიერ შემუშავებული წესდება და პროგრამა.
4) ცნობიერება და მიზანდასახულობა - მოქალაქეთა გაერთიანება
ხდება ცნობიერად და მიზანდასახულად. ისინი აცნობიერებენ
მიზნების ერთობლიობას და მათი განხორციელების საშუალებების
ეფექტურობას. ამის გაცნობიერება და გათვალისწინება კარნახობს
მათ მიიღოთ გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ. ეს არის
ინდივიდების მიერ თავისუფალი არჩევანის შედეგი, რომელიც
ხორციელდება ნებაყოფლობით და არა იძულებით.
5) არაერთგვაროვნება და განსხვავებულობა - სამოქალაქო
საზოგადოება იქმნება მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული
ჯგუფი და ორგანიზაცია, რომლებიც მოიცავენ ადამიანთა
საქმიანობის ფართო სპექტრს; პოლიტიკური პარტიები და
პროფკავშირები, ეკონომიკური ფირმები, მეცნიერული და
შემოქმედებითი გაერთიანებები, მხატვრული თვითშემოქმედების
წრეები, სპორტული ან გართობის მიზნით ჩამოყალიბებული
კავშირები, ადამიანის უფლებების ან გარემოს დაცვის
ორგანიზაციები და უამრავი სხვა.
6) დაქსაქსულობა და არაორგანიზებულობა - სამოქალაქო
საზოგადოება არ არის გაერთიანებული ერთი ორგანოს მიერ. მისი
მართვა არ ხორციელდება ერთიანი ცენტრის მეშვეობით. იგი
დაქუცმაცებულია, დაქსაქსულია მრავალ ორგანიზაციად. მათ შორის
არსებობს მეტოქეობაც და თანამშრომლობაც.
7) დეიდეოლოგიზაცია - მას არ გააჩნია იდეოლოგია, რომლიც
საფუძველზეც მოხდებოდა მასი გაერთიანება, იგი მოკლებულია იდეურ
ერთიანობას, რომელიც დაეყრდნობოდა ერთ გეგმას და ერთ მიზანს.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოება : ბროშურების სერია ჟურნალისტებისთვის
/ [მოამზადა: მარინა მუსხელიშვილმა ; გია ჟორჟოლიანი] ; საზ.
კვლევის ცენტრი - თბ., 2000 - 46გვ. ; 28სმ. - (ბროშურების
სერია თანამედროვე დემოკრატია: ძირითადი ცნებები და თეორიები
N6) - - ბიბლიოგრ.: გვ. 45. - : [2ლ.50თ.] [MFN: 14092]
UDC: 321.7 + 061.2
F 5.156/4
სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124
საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ;
სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998 - 85გვ.
; 29სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 17179]
UDC: 316.3
K 21.717/4; K 21.718/4; K 21.402/4 - 316.3/ს-236; F 5.547 |