შეიტანე საძიებო სიტყვა
გალაკტიონ ტაბიძე: * * * (ეს წინათ იყო) პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
ეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭადრის. შრიალი ვერხვის, შრიალი ყანის, უდარებელი სამშობლო მხარე! რა უწყალოა რონინი ხანის აუსრულებელ იმედთა გარე!