1 |
ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი
ვლენან შჯულსა უფლისასა. |
2 |
ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ
წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი. |
3 |
რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი
გზათა მისთა ვიდოდეს. |
4 |
შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად
ფრიად. |
5 |
წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი
ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა, |
6 |
მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს
ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა, |
7 |
აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა,
რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
8 |
სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ
დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. |
9 |
რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა
თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. |
10 |
ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე
შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. |
11 |
გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი
შენნი, რათა არა შეგცოდო შენ. |
12 |
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ
მე სიმართლენი შენნი. |
13 |
ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი
სამართალნი პირისა შენისანი. |
14 |
გზასა წამებათა შენთასა
განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. |
15 |
მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და
განვიცადნე მე გზანი შენნი. |
16 |
სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა
დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი. |
17 |
მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და
დავიმარხნე სიტყუანი შენნი. |
18 |
განანათლენ თუალნი ჩემნი, და
განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი. |
19 |
მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ
დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა. |
20 |
სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად
სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
21 |
შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ
არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა. |
22 |
მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და
შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ. |
23 |
და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს
ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა. |
24 |
და რამეთუ წამებანი შენნი წურთა
არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი. |
25 |
მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე
მე სიტყჳსაებრ შენისა. |
26 |
გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე
ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
27 |
გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ
მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა. |
28 |
მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა;
დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა. |
29 |
გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და
სჯულითა შენითა შემიწყალე მე. |
30 |
გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და
სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
31 |
შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ
მარცხუენ მე. |
32 |
გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე,
რაჟამს განავრცე გული ჩემი. |
33 |
შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა
სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის. |
34 |
გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო
შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა. |
35 |
მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა,
რამეთუ იგი მთნდა მე. |
36 |
მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და
ნუ ანგაჰრებასა. |
37 |
მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა
იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე. |
38 |
დაამტკიცე მონისა შენისა თანა
სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან. |
39 |
მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი,
რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან. |
40 |
ესერა, გულმან მითქუა მცნებათა
შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
41 |
და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი,
უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა. |
42 |
და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა
სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ. |
43 |
და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა
სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა
ვესავ. |
44 |
და დავიცვა შჯული შენი მარადის,
უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
45 |
და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ
მცნებანი შენნი გამოვიძიენ. |
46 |
და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე
მეფეთასა და არა მრცხუენოდა. |
47 |
და ვიწურთიდ მცნებათა შენთა,
რომელნიცა შევიყვარენ ფრიად. |
48 |
და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა
შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ სიმართლეთა შენთა. |
49 |
მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა
შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე. |
50 |
ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა
შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე. |
51 |
ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად,
ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე. |
52 |
მოვიჴსენენ სამართალნი შენნი
საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე. |
53 |
ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან,
რომელთა დაუტევეს შჯული შენი. |
54 |
საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი
შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა. |
55 |
მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო,
და დავიცევ შჯული შენი. |
56 |
ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი
შენნი გამოვიძიენ მე. |
57 |
ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ,
რათა ვიმარხო შჯული შენი. |
58 |
ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა
ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
59 |
განვიზრახევდ გზათა შენთა და
მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა. |
60 |
განვემზადე და არა შევძრწუნდი,
რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი. |
61 |
საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და
შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
62 |
შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა
განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
63 |
შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და
რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი. |
64 |
წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს
ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
65 |
სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა
თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა. |
66 |
სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და
მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე. |
67 |
პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე
ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე. |
68 |
ტკბილ ხარ შენ, უფალო, და
სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
69 |
გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე
ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი
შენნი. |
70 |
შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო
მე შჯულსა შენსა ვიტყოდე. |
71 |
კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე,
რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
72 |
კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა
უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ |
73 |
ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს
მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი. |
74 |
მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და
იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
75 |
გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ
სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე. |
76 |
იყავნ წყალობაჲ შენი
ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა. |
77 |
მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი,
და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
78 |
ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ
სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა ვეტყოდი მცნებათა
შენთა. |
79 |
მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და
რომელთა იცნიან წამებანი შენნი. |
80 |
იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა
შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე. |
81 |
მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა
მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
82 |
მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა
მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე მე? |
83 |
რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი
ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
84 |
რაოდენმე არიან დღენი მონისა
შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან? |
85 |
მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ
არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო. |
86 |
ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით
არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე. |
87 |
წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა
ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი. |
88 |
წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და
დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი. |
89 |
უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი
დაადგრების ცათა შინა. |
90 |
და ნათესავითი ნათესავადმდე
ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს. |
91 |
ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ
ყოვლითურთ გმონებს შენ. |
92 |
არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო
ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა. |
93 |
უკუნისამდე არა დავივიწყენ მე
სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. |
94 |
შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ
სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე. |
95 |
მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად,
რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ. |
96 |
ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი;
ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად. |
97 |
რაბამად შევიყუარე შჯული შენი,
უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა. |
98 |
უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ
მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან. |
99 |
უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა
გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა. |
100 |
უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ,
რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე. |
101 |
ყოვლისაგან გზისა უკეთურისა
დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი. |
102 |
სამართალთა შენთაგან არა
გარდავაქციენ, რამეთუ შენ შჯულიერ-მყავ მე. |
103 |
რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა
სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა. |
104 |
მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ;
ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზა სიცრუჲსა. |
105 |
სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი
და ნათელ-ალაგთა ჩემთა. |
106 |
ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცუნე
მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
107 |
დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე
მე სიტყჳსაებრ შენისა. |
108 |
ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ,
უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე. |
109 |
სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს
მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
110 |
დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და
მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ. |
111 |
დავიმკჳდრენ წამებანი შენნი
უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა. |
112 |
მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა
შენთა უკუნისამდე მერმისა მისთჳს მოსაბებელისა. |
113 |
უსჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი
შევიყუარე. |
114 |
შემწე და ჴელისა ამპყრობელი ჩემი
ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
115 |
მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და
გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი. |
116 |
შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და
მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა. |
117 |
შემეწიე მე, და ვსცხონდე და
ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
118 |
შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი
განგიდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი
მათნი. |
119 |
გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი
ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი. |
120 |
განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი
ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა. |
121 |
ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ
მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა. |
122 |
შეიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა,
და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი. |
123 |
მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა
მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა. |
124 |
ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ
შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
125 |
მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და
გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი. |
126 |
ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ
განაქარვეს შჯული შენი. ა |
127 |
მისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი
უფროს ოქროსა და ანთრაკისა; |
128 |
ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა
შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე. |
129 |
საკჳრველ არიან წამებანი შენნი,
ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან. |
130 |
განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა
განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა; |
131 |
პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული,
რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდება |
132 |
მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე
სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა. |
133 |
სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ
შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ. |
134 |
მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა,
და დავიცუნე მცნებანი შენნი. |
135 |
გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა
ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
136 |
ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს
თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი. |
137 |
მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ
არიან განკითხვანი შენნი. |
138 |
ამცენ სიმართლე წამებათა შენთა, და
ჭეშმარიტ არს ფრიად. |
139 |
განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ
დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა. |
140 |
გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი
ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი. |
141 |
ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო
სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
142 |
სიმართლე შენი სიმართლე არს
უკუნისამდე და შჯული შენი _ ჭეშმარიტ. |
143 |
ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე, და
მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა. |
144 |
სიმართლით არიან განკითხვანი შენნი
უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე. |
145 |
ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა;
ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე. |
146 |
ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და
დავიცუნე წამებანი შენნი. |
147 |
აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ,
რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ: |
148 |
აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად
ზრახვად სიტყუათა მათ შენთა. |
149 |
ჴმისა ჩემისა ისმინე, უფალო,
წყალობითა შენითა და სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
150 |
მიეახლნეს მდევარნი ჩემნი
უსჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს. |
151 |
ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი
გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან. |
152 |
დასაბამითგან ვცან წამებათაგან
შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი. |
153 |
იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე,
რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
154 |
საჯე შჯა ჩემი და მიჴსენ მე და
სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე. |
155 |
შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ,
რამეთუ სამართალნი შენნი გამოიძინეს. |
156 |
წყალობანი შენნი მრავალ არიან,
უფალო; სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
157 |
მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და
მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე. |
158 |
ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე,
რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს. |
159 |
იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი
შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე. |
160 |
დასაბამი სიტყუათა მათ შენთა
ჭეშმარიტებაჲ არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა
შენისანი. |
161 |
მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და
სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა, |
162 |
ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა,
ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი. |
163 |
ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო
შჯული შენი შევიყუარე. |
164 |
შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ
განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
165 |
მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა,
რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ. |
166 |
ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა,
უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ. |
167 |
დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი
შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად. |
168 |
დავიმარხენ მცნებანი შენნი და
წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან,
უფალო. |
169 |
მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა,
უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე. |
170 |
შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი,
უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე. |
171 |
აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ
შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
172 |
თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი
შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან. |
173 |
იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა,
რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ. |
174 |
მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო,
და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
175 |
ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ,
და სამართალნი შენნი შემეწიენ მე. |
176 |
შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი
წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა
დავივიწყენ. დიდება |
|
|
|
1 |
ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც
დადიან უფლის რჯულზე. |
2 |
ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი
გულით რომ ეძიებენ მას. |
3 |
არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან; |
4 |
შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით. |
5 |
ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების
დასაცავად. |
6 |
მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს
ყოველ მცნებას. |
7 |
განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი
სამართალს შენი სიმართლისა. |
8 |
შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ, |
9 |
რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა?
დაიცვას შენი სიტყვისამებრ. |
10 |
მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა
მცნებათაგან. |
11 |
გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო. |
12 |
კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი. |
13 |
ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი
პირისას. |
14 |
შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ
ქონებაზე. |
15 |
შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს
გზებს. |
16 |
შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს
სიტყვას. |
17 |
კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ
შენს სიტყვას. |
18 |
აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი
რჯულისას. |
19 |
მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს
მცნებებს. |
20 |
მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით
ყოველჟამს. |
21 |
შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც
გადაუხვიეს შენი მცნებებიდან. |
22 |
ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს
მცნებებს ვიცავდი. |
23 |
დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ
ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე. |
24 |
შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი
ჩემნი. |
25 |
მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი
სიტყვისამებრ. |
26 |
გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე
წესები შენი. |
27 |
გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ
შენს საოცრებებზე. |
28 |
დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი
სიტყვისამებრ. |
29 |
გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით
შემიწყალე. |
30 |
გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი
წინ დავიყენე. |
31 |
მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ
გამაწბილებ. |
32 |
შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ
ჩემს გულს. |
33 |
მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ
ბოლომდე. |
34 |
გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ
მთელი გულით. |
35 |
დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია
იგი. |
36 |
განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი
მოშიშების გამო. |
37 |
ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით
მაცოცხლე. |
38 |
დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან
მოშიშების გამო. |
39 |
ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან
შენი სამართალნი კეთილია. |
40 |
აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი
სიმართლით მაცოცხლე მე. |
41 |
მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა
შენმიერი, შენი სიტყვისამებრ. |
42 |
და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან
ვიმედოვნებ შენი სიტყვით. |
43 |
ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას
სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი. |
44 |
დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე. |
45 |
ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს
ვეძიებდი. |
46 |
ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ
შემრცხვება. |
47 |
გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს; |
48 |
ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც
მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე. |
49 |
გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც
დამაიმედე მე. |
50 |
ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა
ნათქვამმა გამომაცოცხლა. |
51 |
ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი
რჯულიდან არ გადამიხვევია. |
52 |
ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და
დარდს ვიქარვებდი. |
53 |
თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს
რჯულს. |
54 |
სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს
საცხოვრებელ სახლში. |
55 |
ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი
შენს რჯულს. |
56 |
ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი. |
57 |
ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა
დაცვა. |
58 |
გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი
სიტყვისამებრ. |
59 |
ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი
მცნებებისაკენ. |
60 |
ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა
დაცვას. |
61 |
ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი
რჯული არ დავივიწყე. |
62 |
შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ
სამართალთა გამო. |
63 |
თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და
იცავს შენს მცნებებს. |
64 |
შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება,
მასწავლე შენი კანონმდებლობა. |
65 |
კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი
სიტყვისამებრ. |
66 |
კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე
შენი მცნებანი. |
67 |
ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს
სიტყვას ვიცავ. |
68 |
კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები
შენი. |
69 |
ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი
გულით დავიცავ შენს ბრძანებებს. |
70 |
დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით
ვხარობდი. |
71 |
კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო
წესები შენი. |
72 |
უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე
ათასი ოქრო და ვერცხლი. |
73 |
შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე
და ვისწავლი შენს მცნებებს. |
74 |
მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან
შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი. |
75 |
ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და
სამართლიანად შემაჭირვე. |
76 |
დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად,
როგორც აღუთქვი შენს მორჩილს. |
77 |
მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ,
რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი. |
78 |
შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად
მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე. |
79 |
დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი
შენი მცნებებისა. |
80 |
იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ
შევრცხვე. |
81 |
დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს
სიტყვაზე ვარ დაიმედებული. |
82 |
დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში,
ვთქვი: როდის მანუგეშებ მე? |
83 |
ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ
დავივიწყე. |
84 |
რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის
გაასამართლებ ჩემს მდევნელებს? |
85 |
გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი
რჯულისამებრ. |
86 |
ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ
მდევნიან, მიშველე. |
87 |
ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე
შენი ბრძანებანი. |
88 |
შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი
პირისას. |
89 |
უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია
ზეცაში. |
90 |
თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე
ქვეყანა და დგას. |
91 |
შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი
გმსახურებენ. |
92 |
რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად,
დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში. |
93 |
უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას,
რადგანაც მათით მასულდგმულებდი. |
94 |
შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს
ვეძიებდი. |
95 |
მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს
მცნებებს ღრმად ვუკვირდები. |
96 |
ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია
შენი მცნებანი ფრიად. |
97 |
რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი
საფიქრალი დღენიადაგ. |
98 |
ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით;
რადგან მარადის ჩემია იგი. |
99 |
ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან
შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი. |
100 |
მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს
ბრძანებებს ვიცავ. |
101 |
ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა
დავიცვა შენი სიტყვა. |
102 |
შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც
შენ მასწავლიდი. |
103 |
რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე
ტკბილია ჩემი პირისთვის. |
104 |
შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე
ყთველი გზა სიცრუისა. |
105 |
ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე
- ჩემი ბილიკისათვის. |
106 |
დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ
სამართალს. |
107 |
დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი
სიტყვისამებრ. |
108 |
აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და
სამართალნი შენნი მასწავლე. |
109 |
სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ
ვივიწყებ. |
110 |
დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი
ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია. |
111 |
დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან
ისინი ჩემი გულის სიხარულია. |
112 |
მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად.
უკუნითი უკუნისამდე. |
113 |
ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული
შევიყვარე. |
114 |
თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ
დაიმედებული. |
115 |
შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს
ჩემი ღმერთისას. |
116 |
შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ
გამიწბილებ ჩემს იმედს. |
117 |
შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს
წესდებებს ყოველთვის. |
118 |
მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან
სიცრუეა მათი ხრიკები. |
119 |
როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი
ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი. |
120 |
თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი
განკითხვების. |
121 |
ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ
მჩაგვრელებს ჩემსას. |
122 |
გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ
დამჩაგრონ ამპარტავნებმა. |
123 |
დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი
სიმართლის სიტყვის მოლოდინში. |
124 |
მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ
და წესები შენი მასწავლე. |
125 |
მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო
მცნებანი შენნი. |
126 |
ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი. |
127 |
ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და
ბაჯაღლოზე მეტად. |
128 |
ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად
მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა. |
129 |
საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ
სული ჩემი. |
130 |
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს
გულუბრყვილოებს. |
131 |
პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა
მცნებანი შენნი. |
132 |
მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი
სახელის მოყვარულთ. |
133 |
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ
გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს. |
134 |
გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ
შენს ბრძანებებს. |
135 |
შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე
წესები შენი. |
136 |
წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ
იცავენ შენს რჯულს. |
137 |
მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი
შენი. |
138 |
ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია
მეტად. |
139 |
დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები
ჩემმა მტრებმა. |
140 |
ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს
უყვარს იგი. |
141 |
მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ
ვივიწყებ. |
142 |
სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული
ჭეშმარიტია. |
143 |
განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი
მცნებანი სიხარულია ჩემთვის. |
144 |
სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და
ვიცოცხლებ. |
145 |
მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს
წესებს დავიცავ. |
146 |
შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს
მცნებებს. |
147 |
ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს
სიტყვაზე ვარ დაიმედებული. |
148 |
ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა
ვილაპარაკო შენს ნათქვამზე. |
149 |
ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი
სამართლის მიხედვით მაცოცხლე. |
150 |
მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს
რჯულს დაშორდნენ. |
151 |
ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი
ჭეშმარიტებაა. |
152 |
ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ
სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი. |
153 |
იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი
რჯული არ დავივიწყე. |
154 |
გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ
მაცოცხლე. |
155 |
შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს
არ ეძიებენ. |
156 |
წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის
მიხედვით მაცოცხლე. |
157 |
ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი
მცნებებისათვის არ გადამიხვევია. |
158 |
ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს
ნათქვამს არ იცავენ. |
159 |
ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო;
შენი წყალობისამებრ მაცოცხლე. |
160 |
საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა
ყოველი მართალი შენი სამართალი. |
161 |
მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი
სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი. |
162 |
ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი
ნადავლისა. |
163 |
სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს. |
164 |
დღეში შვიდგზის გაქებ შენრ სიმართლის
სამართალთათვის. |
165 |
დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ
არსებობს მათთვის დაბრკოლება. |
166 |
იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს
მცნებებს ვასრულებდი. |
167 |
იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი
მიყვარს ძალიან. |
168 |
ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან
ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა. |
169 |
მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და
შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე. |
170 |
მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან
მასწავლე წესები შენი. |
171 |
წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე
წესები შენი. |
172 |
იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა
მენი მცნება სიმართლეა. |
173 |
იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი
ბრძანებანი ამოვირჩიე. |
174 |
ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული
სასიამოვნოა ჩემთვის. |
175 |
იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი
სამართალი შემეწიოს. |
176 |
დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე
შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე. |
|