ძიება გვერდზე


შეიტანე საძიებო სიტყვა


გალაკტიონ ტაბიძე: * * * (გაგონდება თუ არა)
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

 

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.