კითხულობს: ნანო ომანაძე
ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი):
ტანო ტატანო
პროექტი:
ბიბლიოთეკა სკოლას
|
ტანო
ტატანო,
გულწამტანო,
უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! |
ტატანი ტანო ტატანო - წერწეტო ტანო. გულწამტანი - გულის წამღები, გულის წამსვლელი. მარები - მოსიარულე, მავალი. უცხოდ მარები - საუცხოოდ მოსიარულე. ზილფი - თმის კავი, კულული. კავი - საფეთქლებიდან ლოყებზე ჩამოშვებული დახვეული თმა (ლეჩაქით დახურული ქალისა). შემაზარები - ელდა თუ ზარზეიმი, დღესასწაული. სულთწამარები - სულის ამომხდელი. წამარები - წამყვანი. | ||
|
თვალთა ნარგისი,
დამდაგისი,
შეგშვენის მწველად, |
თვალთა ნარგისი - აქ: წამწამები. დამდაგისი
- დამდაგველი, დამწველი. უტოლები - შეუდარებელი. გველი გყვა მცველად - ნაწნავების აღმნიშვნელი მეტაფორაა. მაკრძალი - მოსარიდალი, მოწიწების აღმძვრელი. ამარტის ველი - ლოყის (ღაწვის) აღმნიშვნელი მეტაფორაა. ამარტი - ყვითელი ფერის ძვირფასი ქვა. ნარინჯნი - აქ: მკერდის აღმნიშვნელი მეტაფორა. მიქმოდენ ხელად - მახელებდნენ, მაშლეგებდნენ. |
||
|
ალვაო, გესხნეს ორნი
ნორჩნი
მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი.. ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო. |
ალვა - ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა. მოსარხეველნი - ფეხების აღმნიშვნელი მეტაფორაა. ზარიფი - კოხტა, კეკლუცი, მოხდენილი, მშვენიერი. დაეკვირვნეს - გაეკვირვებინა. უცხოდ - გარეშედ, მიუღებლად. ვარებო - დავდივარ, ვიარები. |
||
|
სურიან გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა სურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა, რას შეგაფარდო? თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო. |
ბაგემდუმრიად - ხმაამოუღებლივ, ჩუმად, უსიტყვოდ. სურიან - სურთ. კეკელა - კეკლუცი, კოხტა, მოხდენილი. დამაშვრალი - დაღლილი, დაქანცული. შეგაფარდო - შეგადარო. შევიზარებ - მომბეზრდება. |
||
|
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს, |
დანაცარები - დანაცრული, დაფერფლილი. |