ძიება გვერდზე


შეიტანე საძიებო სიტყვა


ქეთი ქევანიშვილი(ქევანი):  წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილს
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

 


რამდენი მწერალია, ვისაც მე სიამოვნებით მივწერდი წერ-ილს, მათ შორის უმბერტო ეკოსა და რაფაელ საბატინის. – აჰ, ღმერთო, ყველანი მოველოდით (გაგიკვირდებათ და მეც), რომ ამ ორიდან ერთ-ერთს მაინც მივწერდი... მაგრამ გადავიფიქრე. გადავიფიქრე კი მხოლოდ verything-ის გამო და მხოლოდ მაშინ, როდესაც გზაში ვუსმენდი verything-ს და მხოლოდ ერთ წერილზე ვფიქრობდი, მხოლოდ ერთ ეპოქაზე ვფიქრობდი, გონებაში მხოლოდ ის სიტყვები ჟღერდა, რომლებიც ასოციაციით მუსიკამ გამახსენა... ამაზე მეტი პრეამბულა აღარ არის საჭირო.. როდის ჰქონია წერილებს წინასიტყვაობა?

 

ნ. ბ.-სადმი

 

არ ვიცი კი, როგორ უნდა მოგმართოთ, არ ვიცი, ჩაიკითხავთ კი ჩემსწერილს თუ არა. ალბათ, გაგეღიმებათ. ეს კარგია, რადგან მე თქვენი ღიმილის მეტი არაფერი მინდა, რადგან არ ვიცი, რამდენჯერ გაგიღიმიათ ცხოვრებაში. ალბათ, ცოტა... მე კი მინდა, რომ ხშირად გაიცინოთ. მინდა, კარგ განწყობაზე დადგეთ და იმედი გქონდეთ.

 

ვიცი, რა ძნელია ობლობა სულისთვის.

 

მესმის, რა მტკივნეულია დადიოდე ხალხს შორის და მარტო იყო.  მომენტებში მე თავად ვარ ასეთი.

 

მესმის, რაოდენ ძნელია ორიოდ სიტყვისთვის თავის მოყრა და გულში დაგროვილი განცდის ფურცელზე გადმოტანა. თქვენ ამას ახერხებდით. აი, მე კი მიჭირს ეს.

 

ბავშვობიდანვე განწირული მარტოობისა და ახლობელთა უგულისყურობისათვის, მაინც ახერხებდით ყოფილიყავით ძლიერი.


"ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ დაახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხოლმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო... და დავმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა; თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას:  ან ჩემი ბედი და ანჩემი სურვილის აღსრულება..."

 

თქვენ ახერხებდით დაგეძლიათ საკუთარ თავში ის ტკივილი, რაცგარშემომყოფთა გულგრილობით იყო გამოწვეული, ახერხებდით მიგეწერათ მათთვის, ოდნავ სევდანარევი საყვედურით და სითბოთი, ახერხებ-დით თავიც კი დაგედანაშაულებინათ, თითქოს აქეთ თქვენ იყავით მოუ-ცლელი და უგულისყურო.

 

ძალიან ცუდი ეპოქა იყო თქვენი მე-19 საუკუნე – სავსე სირცხვილით,სისასტიკით, გულქვაობით, დამცირებით და ძალმომრეობით, უზნეობით.როცა ვკითხულობ, ისტორიის ფურცლებიდან ნათლად მესმის ხმა მაგეპოქის, მკაფიოდ ვგრძნობ მაგ ეპოქის სურნელს, თითქოს მეც მეცხოვროსოდესღაც...

 

"კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს,ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რაიყოს, რომელიც, შენ იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ. – არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინემაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაცა, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერ ვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისი სულიც განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია; ვისიც გონება მრწამდაზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჰჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი გაიცინებ, ასე გეგონება დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად მაიკო, ასე გულცივად ჯერ განჰსჯა არა მქონია, ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვსდა ისეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული".

 

თუმცა, რატომ თქვენი? აქ, მგონი, მეშლება... ახლა გამახსენდა, რომ წერდით:

 

"მე შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესოს ხვედრისკენ, გული მეუბნებარომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს, და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ, მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა"!

 

დიახ, თქვენ არ იყავით დაბადებული მაგ დროისთვის. თქვენ უნდაგეცხოვრათ ახლა, ჩვენს ეპოქაში, ჩვენთან ერთად. აი მაშინ კი არა მგონიაამდენი გეტანჯათ. რადგან, ბოლოს და ბოლოს, კმარა ამდენი ტანჯვა...ამას არ იმსახურებს არც-ერთი ადამიანი... გენიოსიც კი.

 

ეხლა რომ ვფიქრობ, რომ არა მაიკო ორბელიანი, ალბათ, უფრო მძიმედა სული შემხუთველი იქნებოდა თქვენთვის ცხოვრება

 

.p.s. რა უცნაურია.. კოჯრის ნიავი მომელის ხვალ... და კიდევ ერთხელგამახსენებს თქვენს თავს.

 

თუმცა, არა მგონია, როდისმე დაგივიწყოთ.

 

მარად თქვენი მეგობარი

 

p.p.s. დათაგული ამა და ამ პოსტის წყალობით, დღესა მას 23-სა,ივნისის თვესა, ქრისტეშობითგან 2011 წელსა, ქ. ტიფლისს.

 

p.p.p. s.  მომენტებში, ვგრძნობ, როგორ მჭირდება გამგები ადამიანიგვერდით... და ჩვენ ერთმანეთს მივეშველებით და "გავალთ ამ კლდე-ღრედან"... ნუთუ გავგიჟდი?

 

p.p.p. s.  აუ, აუ, მე ხომ დათაგვა დამავიწყდა ხალხის... მაპატიეთ,ხოდა ასთე: ალუკარდ, გრინმარ, მე ხომ ვიცი, როგორ გიყვარს წერ-ილებიცა და მწერლებიც :დ :დ და, ოზის ჯადოქარს.. ამნ, რა კარგ მუსი-კას შეურჩევს, წინასწარ მიგრძნობს გული და ხტის სიხარულისგან...

 

ქეთი ქევანიშვილი (ქევანა)