ლარი დაიმონდი გამოყოფს სამოქალაქო საზოგადოების ათ დემოკრატიულ
ფუნქციას:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის " სახელმწიფო ძალაუფლების
შეზღუდვის უზრუნველყოფა". ამ ფუნქციას გააჩნია ორი განზომილება:
დემოკრატიულ სახელმწიფოში - სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების
განხორციელების მონიტორინგი და შეზღუდვა, ხოლო ავტორიტარულ
სახელმწიფოებში - მათი დემოკრატიზება.
მეორე, საზოგადოებრივი ასოციაციების მაღალი აქტივობა ავსებს
პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა
პოლიტიკური მონაწილეობის სტიმულირება, მოქალაქეთა პოლიტიკური
ეფექტურობის და კვალიფიკაციის ამაღლება, და დემოკრატიული
მოქალაქეობრიობის მოვალეობათა და უფლებათა აღიარება. როგორც
ტოკვილი აღნიშნავდა, ნებაყოფლობითი ,,ასოციაციები შეიძლება
განვიხილოთ დიდ საყოველ;თაო სკოლად, რომელსაც ესწრება ყველა
მცხოვრები გაერთიანების ზოგადი თეორიის შესასწავლად."
მესამე, სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება გახდეს ისეთი
დემოკტარიული ღირებულებების და პრაქტიკის დამკვიდრების ადგილი,
როგორებიცაა ტოლერანტობა, თანხმობა, კომპრომისის მონახვის სურვილი,
საწინააღმდეგო აზრის პატივისცემა. ეს ღირებულებები და ნორმები
ყველაზე სტაბილური ხდება მაშინ, როდესაც ისინი წარმოიქმნება
გამოცდილებიდან, და სამოქალაქო საზოგადოებაში ორგანიზაციული
მონაწილეობა ამ მხრივ დიდ გამოცდილებას იძლევა.
მეოთხე, სამოქალაქო საზოგადოება ემსახურება დემოკრატიას იმით, რომ
ქმნის პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებულ არხებს ინტერესების
გამოსათქმელად, დასაბალანსებლად და წარმოსაჩენად. ეს ფუნქცია
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ეხება
პოლიტიკისაგან ტრადიციულად გათიშულ ჯგუფებს - როგორებიცაა ქალები
ან რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები. სამოქალაქო საზოგადოება
განსაკუთრებით მაშინ უწყობს ხელს დემოკრატიას, როდესაც იგი ქმნის
მმართველობაში მონაწილების შესაძლებლობებს ადგილობრივი
თვითმმართველობის დონეზე. ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიზაცია
მჭიდროდ უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
მეხუთე, პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით
განვითარებულ ქვეყნებში, ამცირებს კლასობრივი კონფლიქტისა და
პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხეს, ვინაიდან იგი მოწოდებულია
ხელი შეუწყოს მრავალფეროვანი ინტერესების წარმოქმნას. რამდენედაც
ინდივიდები ერთიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციებში საკუთარი
მრავალფეროვანი ინტერსების დასაცავად და დასაკმაყოფილებლად, უფრო
სავარაუდო ხდება მათი ურთიერთობა სხვადასხვა პოლიტიკური
შეხედულებებისა და ინგტერესების მქონე ადამიანებთან. ამ
ურთიერთგადამკვეთმა ზემოქმედებამ უნდა შეამციროს მათი საკუთარი
პოლიტიკური შეხედულებების კატეგორიულობა და ხელი შეუწყოს უფრო
ვრცელი და მრავალმხრივი მსოფლმხედველობის ჩემოყალიბებას, რაც
უზრუნველყოფს ტოლერანტობასა და მეტ მზადყოფნას კომპრომისებისათვის.
მეშვიდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძლება პირდაპირი როლი
ითამაშონ დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. გარდამავალ პერიოდში
მათ შეიძლება თვალყური ადევნონ არჩევნებს, იმუშაონ საარჩევნო
სისტემის რეფორმის მიზნით, შეიმუშაონ ხელისუფლების დეცენტრალიზების
და პოლიტიკური პარტიების დემოკრატიზების გეგმები და ა. შ.
დემოკრატიული გარდაქმნების წარმატების შემდეგ ადამიანთა უფლებების
დამცავი ორგანიზაციები აგრძელებენ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას
სამართლებრივი რეფორმების ჩატარებაში, ციხეებში ადამიოანთა
უფლებების დაცვაში, და უმცირესობების ინტერესების წარმოჩენაში.
მერვე, სამოქალაქო საზოგადოება ავრცელებს ინფორმაციასდა ამით
ემსახურება მოქალაქეებს მათი ინტერესების კოლექტიურ დაცვასა და
მიღწევაში. თავისუფალი პრესა არის ინფორმაციითა და ალტერნატიული
შეხედულებებით საზოგადოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ მიაწოდონ საზოგადოებას
ძნელად მოსაპოვებელი ინფორმაცია მთავრობის საქმიანობის შესახებ,
რომელიც არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას აცხადებს მთავრობა
საკუთარი საქმიანობის თაობაზე.
მეცხრე, ახალი ინფორმაციისა და იდეების გავრცელება არსებითია
დემოკრატიის პირობებში ეკონომიკური რეფორმების ჩასატარებლად.
როგორც წესი, ეკონომიკის სტაბილიზების პროგრამები უნდა
განხორციელდეს სწარფად, ძალისმიერად და ერთბაშად არჩეული
ხელისუფლების მიერ კრიზისულ სიტუაციაში. მათგან განსხვავებით, უფრო
სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები - პრივატიზება, ეკონომიკური და
სავაჭრო ლიბერალიზება - იმ შემთხვევაში იღებენ უფრო მდგრად და
სრულყოფილ ფორმას, თუ ისინი მიიღწევა დემოკრატიული პროცესის
ჩარჩოებში. ეკონომიკური რეფორმების წარმატებისათვის აუცილებელია
ფართო მხარდაჭერა, რაც საჭიროებს სპეციალური მუშაობის ჩატარებას.
მართლაც, იმ ინტერესებს, რომლებისთვისაც რეფორმებმა შეაძლოა
არასასურველი შედეგი მოიტანონ როგორც წესი ბევრად უფრო
ორგანიზებული სახე აქვთ, ვიდრე იმ ადამინათა ინტერესებს,
რომელთათვისაც რეფორმები პოტენციურად მოგების მომტანია. ამ ჯგუფში
შესული ადამიანები - ფერმერები, წვრილი მეწარმეები, მომხმარებლები
- როგორც წესი, გათიშულები და ცუდად ინფორმირებულნი არიან.
მეათე ფუნქცია დამოკიდებულია პირველი ცხრა ფუნქციის წარმატებულ
განხორციელებაზე. პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლური ხასიათის,
მისი ეფექტურობის, მასში ადამიანების ჩართულობის გაზრდით და
ამდენად სისტემის ლეგიტიმურობის ხელშეწყობით სამოქალაქო
საზოგადოება ამკვიდრებს მოქალაქეებში სახელმწიფოს პატივისცემას. ის
აუმჯობესებს სახელმწიფოს მმართველობით პოტენციალს და ზრდის მის
შესაძლებლობას დაეყრდნოს მოქალაქეთა ნებაყოფლობით მორჩილებას.
წყარო:
სამოქალაქო საზოგადოება : ბროშურების სერია ჟურნალისტებისთვის /
[მოამზადა: მარინა მუსხელიშვილმა ; გია ჟორჟოლიანი] ; საზ. კვლევის
ცენტრი - თბ., 2000 - 46გვ. ; 28სმ. - (ბროშურების სერია
თანამედროვე დემოკრატია: ძირითადი ცნებები და თეორიები N6) - -
ბიბლიოგრ.: გვ. 45. - : [2ლ.50თ.] [MFN: 14092]
UDC: 321.7 + 061.2
F 5.156/4
სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124
საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ;
სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998 - 85გვ. ;
29სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 17179]
UDC: 316.3
K 21.717/4; K 21.718/4; K 21.402/4 - 316.3/ს-236; F 5.547