დემეტრე I: შენ ხარ ვენახი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.