დუტუ მეგრელი:  დიმიტრი ყიფიანს (მის საფლავზე ძეგლის კურთხევის გამო)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 
"როცა ჩვენი მწარე ხვედრი
გულს მიწუხებს და მიწყლავს სულს,
ეჭვით ვუმზერ მომავალსა
და ვიგონებ შურით წარსულს,  -

მაშინ თვალწინ მეხატება
სახე შენი, მადლიანი;
შენგან სიმხნით განვლილი გზა,
სახიფათო, ეკლიანი,

და ვიძახი: "იგი ერი
არ მომკვდარა, არც მოკვდება,
ვისაც შვილი ამისთანა
ჰყოლია და ეყოლება!"