არსენ იყალთოელი:  დავით აღმაშენებლის ეპიტაფია

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


  ვის  ნაჭარმაგევს  მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს.
    ეპიტაფია (ბერძნ. = საფლავზედა) -  წარწერა საფლავის ქვაზე. აქ: ამ ფორმით დაწერილი ლექსი. ნაჭარმაგევი - გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება, დღევანდელი კარალეთი, სადაც მეფის რეზიდენცია იყო; შესაძლებელია მეორე გაგებაც: დავით აღმაშენებლის ძლიერების გამომხატველი ეპითეტი. მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს - იგულისხმება: დავით აღმაშენებელი - მეფე  აფხაზთა (ე.ი. დას. საქართველოს ფლობა -1089 წ.), ქართველთა (ქართლი, კახთა (კახეთი -1101-1104წწ.) რანთა (ჰერეთი), სომეხთა (ლორე-ტაშირი - 1118 წ.), შაჰან-შაჰ (ანისის - 1123 წ.), შარვან-შაჰ (შარვანის - 1124 წ.). შთამესხნეს - ჩამისხამს.  ხელნი გულზედა დამესხნეს - გულზე ხელები დამიკრეფია.