არჩილ სულაკაურიესეც ასე, გაიარა დღემ

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას მალე იხ. "მამარდაშვილის ციფრულ კოლექციაში"


 

კითხულობს მერვეკლასელი  ქრისტინე ლავრენტიევა


 



  ესეც ასე, გაიარა დღემ,
როგორც გუშინ,როგორც გუშინ წინ...
ფანჯარასთან განიძარცვა ხე,
გარეთ წვიმს და თითქოს გულშიც წვიმს...
შორსა ხარ და მაინც ნათელს მფენ,
ჩანს ღრუბლებში სახე ლურჯი ცის,
დღესაც ისე მაგონდები შენ,
როგორც გუშინ,როგორც გუშინწინ..
ესეც ასე, გაიარა დღემ,
და სიზმარი გაჰყოლია ქარს..
ფანჯარასთან შეიფოთლა ხე,
და შენ ძველი მოგონება ხარ...