ჭაბუა ამირეჯიბი: მოსე ზამთარაძის ნაამბობი (რომანიდან  "დათა თუთაშხია")

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

ერთხელ კეტებით გაგვლახეს ეს ორი სახელიანი აბრაგი. ნამეტანი დაბეგვილები დავრჩით. მე ფეხი მქონდა მოტეხილი, დათა თუთაშხიას - კისერი გაშეშებული და იარაც გაუმიზეზდა მკლავზე. ათ დღეს ცხენებზე ვერ შევჯექით ვერც ერთი. გასული კაცი  ექიმთან მიხვალ თუ საავადმყოფოში დაწვები? ან სად იყო იქ და იმ დროში საავადმყოფოები.

მისი ბრალი იყო, რომ გაგვლახეს. კაცი თვითონ არის დამნაშავე, თუ მოუვა რამე. ამაზე ანდაზაც არის ერთი, ეეე... გადამიხტა გონებიდან. ის ანდაზა ვითომ სულელ კაცებზეა ნათქვამი, მარა ჭკვიან კაცებს უფრო ემართებათ ისე. ზოგჯერ მოეწყვება საქმე - არ ჩაერიო - არ შეიძლება. ჩაერევი და გაილახები და, გვერდში ვინც გყავს, ისიც გაილახება. 

    აბრაგი - მეფის მთავრობასთან მებრძოლი, ყაჩაღად გავარდნილი.

გასული კაცი - აქ: იგივეა, რაც აბრაგი.

         
 

ფირალი  კაცისთვის ზამთარია ძნელი. საირმის ტყეებში მასპინძელი მყავდა, მასთან ვაპირებდი გამოზამთრებას. დათა თუთაშხია წავიყვანე თან, - საირმეზე არ ვყოფილვარო. ავედით. დავმალეთ ჩვენი იარაღი შორიახლოს, თითო რევოლვერი დავიტოვეთ მარტო. მივედით მასპინძლისას, სეთური იყო გვარად. მარტო ცხოვრობდა. ოჯახი ქუთაისში ყავდა. ერთგვარი მიწა იყო იმ ადგილებში, მუშებს ათხრევინებდა იმ მიწას, არჩევდნენ, რეცხდნენ, აშრობდნენ და ქუთაისში ჩაქონდათ საპალნეებით და ურმებით. ინგლისელები ყიდულობდნენ იქ. ნავთის, წყლის და მისთანების ამოღებაში ყოფილა გამოსადეგი. კაი გვარიან ფულს აკეთებდა. ადრე მასთან ერთი ზამთარი მქონდა გატარებული. მაშინ სამი მუშა ყავდა, მეოთხე თვითონ იყო, თვითონაც თხრიდა იმ მიწას. რომ მოვდიოდი, მითხრა სეთურმა, კიდევ მესტუმრეო. დიდი ყაჩაღობა იყო იმ ხანებში, სახელისთვის ჭირდებოდა ჩემი სტუმრობა, სხვები აღარ დამეცემიანო, თვარა, სხვაფრივ?! ქონდა, ალბათ, დასაცემი და გასაძარცვი. დათას ვინაობა არ გამიმხელია, სხვა გვარით გავაცანი, თვითონ დათამ ინდომა ასე:

- ქვაზე მაგარია კაცი, თუ არ იცის საიდუმლო. გაიგებენ, სეთურისას უზამთრია თუთაშხიასო. დაცხებენ სეთურს, ათქმევინებენ, კიო. კიო, და ჩააგდებენსაპყრობილეში! ფორიად და ჩაჩავად თუ ვეცოდინები, დააჟინდება თავისას, ფორია იყო, თუთაშხიასი არ ვიცი არაფერიო, და დააჯერებს მათაც. ამოკრავენ პანღურს, გააგდებენ.

    ფირალი - იგივეა, რაც აბრაგი (ამ სიტყვას გურიაში იყენებდნენ).

 

         
  ფორიად გავაცანი სეთურს დათა. შეგვიპატიჟა. იქ თაბაგარი დაგვხვდა ერთი, ჩემი მარჯვენა ხელიაო. მედავითნედ ყოფილა წმინდა კვირიკეში. წაიკოჭლებდა პატარას და, ბოდიში ამ სიტყვისათვის, მისთანა ცინგლიანი და გაუშრობელი ცხვირი მეორე არ მინახავს არსად. მის შემაცქერალს საჭმელზე არ მიმივიდა გული.     მედავითნე - ეკლესიის მსახური, დავითნის (ფსალმუნის) მკითხველი.
         
 

პირველად რომ სეთურისას ზამთარი ვიზამთრე, ეს თაბაგარი არ ყავდა მაშინ. მერე მოუყვანია.  გააწყო თაბაგარმა სუფრა, მოიტანა ყველაფერი და ფეხზე იდგა, სანამ სეთურმა არ უთხრა, დაჯექი ახლაო. რა ხმაზე ლაპარაკობდა ის მარჯვენა ხელი, ვერ გავიგონეთ კაი ხანს, კრინტი არ დაუძრავს იმ ღამეს. ცოტა ხანი გავიდა და სეთურმა გვითხრა, თაბაგარს კაკო ქვიაო, და, სახელები თუა რამე ქვეყანაზე, ქალის იქნება თუ კაცის, ღმერთის სამსახურში აქვს ნასწავლი, ყველა იცის და ისიც იცის, რომელი საიდან წარმოდგებაო. ამაზე, ოჯახში რომ მიხვალ სტუმრად და ბავშვს რომ ეტყვი, რამისილამაზე ხარ, შენ დაურჩი დედაშენსო და ბავშვი რომ დაირცხვენს, თაბაგარმა სწორედ ისე ქნა: დაბერა ტუჩები, ჩაღუნა თავი, დაირცხვინა და მოსე ზამთარაძის ნაამბობი  დაიწყო თითების ერთმანეთში ხლართვა. ასე მოკრძალებულად და მორცხვად იყო სულ. ერთი კია, სუფრას ქორივით დასტრიალებდა, ჩიტის რძეს არ გვაკლებდა. კოჭლი იყო, ტანმორჩილი, უზომოდ მსუქანი და მაინც ძალიან მარდად აუდიოდა ყველაფერს.

მოვრჩით ვახშამს. ოთახი მოგვიჩინა სეთურმა, იყავით, სანამდე მოგბეზრდებათო. შეგვპირდა, დედაბერს მოგიყენებთ, გემსახურებათო.
დავწექით, გვეძინა ერთხანს. ჯერ ღამე იყო კიდევ და ეზოში ზარს დაუწყეს რეკვა. მისთანა ალიაქოთი ატეხეს, კაცს ეგონებოდა, იწვის იქაურობა, აპა, ჰე, თავს უშველეთ როგორმეო! გამოგვეღვიძა და ვეღარ დავიძინეთ. ისაა ადგომას ვაპირებთ, გავიგოთ ერთი, რა მოხდაო - მოაკაკუნა ვიღაცამ. შემოვიხმეთ. გაიღო კარი, დაკონკილი დედაბერი შემოვიდა. წელკავი ქონდა თუ სიბერით იყო მოხრილი, არ ვიცი, მარა მეტი მოკუზვა ნამდვილად აღარ შეიძლებოდა. მაინც ყოჩაღად შემოვიდა, ნამეტანი ყოჩაღად. იმას რა გამართავდა და გაიმართა წელში, რამდენიც შეძლო. წაიღო გაშლილი ხელისგული შუბლისკენ. კარგად გაწვრთნილი სალდათივით მოგვესალმა, მოგვახსენა რაღაც. ნახევარიც ვერ გავიგეთ მისი ნათქვამი. არც ერთი კბილი არ ქონდა, საცოდავს. გაათავა ჩიფჩიფი, ჩამოიღო ხელი, დადგა სმენაზე.
კაი ხანს ვერ დავძარით ენა ვერც მე და ვერც დათამ.

- საჭმელიო, მგონია, და კიდევ, ხელ-პირის დაბანას ამბობს, - გადაველაპარაკე დათას.

ისევ დააპირა დედაბერმა მოხსენება. გააჩერა დათამ, ჩავიცმევთ და მერე მობრძანდიო, უთხრა.

წავიდა. გადავხედეთ ერთიმეორეს და დავიწყეთ ჩაცმა.

- ვინ იყო და რა იყო ეს ქალი, მოსე-ჩემო, რას იტყვი შენ? - მკითხა დათამ.

- ვინ იყო და, დედაბერს მოგიყენებთ და გემსახურებათო, სეთურმა რომ გვითხრა, ის დედაბერია, ალბათ. სხვა ვინ იქნება?.. კი მარა, მაინცდამაინც გადარეული რომ მოგვიყენა, რაო, ვითომ!

- არაა ეგ ქალი გადარეული. გიჟების ამბავი ვიცი მე.

- გიჟების ამბავი?

- კი ვიცი. გიჟებთან ლაპარაკი მიყვარს მე. ხანდახან ისეთს იტყვიან, იცოდე შენ, ბრძენისგან ძვირად გაიგონებ მისთანას. არაა მაგ ქალი გიჟი. რაღაც სხვა ამბავია აქ... რა მინდოდა, მეთქვა: წუხელის სეთურისას კაი მაგარი მთვრალი იყავი და არ გახსოვდეს, იქნება. ამ ჩვენს მასპინძელს მანამდეც და გუშინაც აბელს უძახდი შენ. აბელია მართლა თუ სხვა ქვია რამე?

- აბელია, შე კაცო, გამოთაყვანებული კი არ ვარ!

- აბელი თუა, რატომ შემოგაპარა ორჯერ, არქიფო მქვიაო?

- არქიფო მქვიაო?!

მეც გამახსენდა, მართლა შემომაპარა, მერე აბელი და არქიფო ერთი ჭირიამეთქი, ვიფიქრე. როგორც მოეხასიათებოდა სეთურს, ისე დავარქმევდი და ამის დარდს არ ავყოლილვარ დიდად.

ამ ლაპარაკში ჩაცმა დავასწარი დათას. ფანჯარასთან მივედი, გადავიხედე. ეს ვაი-უშველებელი რომ ატეხეს და ქათმებივით უთენია წამოგვყარეს, რისი იყო, მინდოდა გამეგო რამენაირად. პირდაპირ მინაზე მისვლა აბრაგის წესი არ არის - შორს დავდექი ფანჯრიდან და ისე გადავიხედე ეზოში. არაფერი, ერთმა კაცმა გადაიარა და მიწურში შეძვრა მგელივით. ბნელოდა, თოვლი რომ არ დებულიყო, ვერც ამას დავინახავდი. ფანჯრის წინ აივანი გვქონდა. ჩვენი ოთახის კარიც აივანზე გადიოდა.

 

     
 

დედაბერი ამ კარებთან ატუზული დავინახე. მივჩერებივარ და ვფიქრობ, რომელი გენერლები ჩვენ ვიყავით და რომელი ფელდფებელი  მაგი იყო, სალდათურად რომ მოგვესალმა-მეთქი... ამ დროს დახრა და დაკუზვა მას არ ჭიროდა და, კარის ჭუჭრუტანას მოუმარჯვა თვალი. არის ასე და ათვალიერებს ჩვენს ოთახს. აფაცურდა

რაღაცაზე, მივხვდი, მარტო დათას ხედავს და უკვირს, ალბათ, მეორე სად გაქრა, ნეტავიო. ისიც იფიქრა ეშმაკმა-მამაძაღლმა, ფანჯარასთან ხომ არ დგას ის მეორე და ხომ არ მხედავს, ჭუჭრუტანაში რომ ვიყურებიო. ერთი ამოხედვა ამოხედა ფანჯარას, მარა ვერ დამინახა, შორს ვიყავი გაჩერებული. ვანიშნე დათას, მივეპარე კარს, ყურთამდე გამოვაღე უცბად. ამას აღარ მოელოდა დედაბერი და რანაირადაც იყო წაკუზული ჭუჭრუტანასთან, ისე დარჩა ღია კარში.

- გაიმართე აწი, დედიკო, და შემოდი შიგ! - უთხრა დათამ.

შემოვიდა, შემოიხურა კარი.

- სხვის ოთახში ჭვრიტინი სადაური წესია, ბიცოლა! - ვუსაყვედურე მე.

- სადაური წესია და აქაური წესია!

უყურე შენ ამ კუდიან დედაბერს, რაფერ გამართულად თქვა ყველაფერი.

- რისთვისაა შემოღებული და ვისი შემოღებულია მაგ წესი, მითხარი, თუ ღმერთი გწამს? - კითხა დათამ.

    ფელდფებელი - მეფის რუსეთის, ასევე, სხვა უცხო ქვეყნების არმიებში ქვეითი ჯარის, არტილერიის უფროსი ოფიცერი.
         
 

- ხართ აქ ორი  კაძახი  და უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რას ფიქრობთ და რას აკეთებთ.

აპა, როგორ?! მარჩენალმა ყველაფერი უნდა იცოდეს, არ შეიძლება ისე!

- თუ უკაცრავად არ ვიყო და, მაგ შენი მარჩენალი ვინ ოხერია, ნეტავი? - გული მომივიდა ძალიან.

- ვაი შენს პატრონს! - შემომიტია დედაბერმა - ვისაა, ოხერს რომ უძახი!

ოხერიც ხარ და ტილიანიც. სარკეში ჩაგახედა, რას გავხარ, ნეტავი, შე ღვთის გლახა, შენ! - ამ სიტყვებს საკუთრივ მე მეუბნებოდა. - ვინ არის ჩვენი მარჩენალი და, არქიფო სეთური არის ჩვენი მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი. აპა!

    კაძახი - იგივეა, რაც ყაზახი (თურქ.), გლეხი.
         
 

დედაბერი კიდევ კაი ხანს ილანძღებოდა. დათა ისე უსმენდა, ვითომ სოლომონ წინასწარმეტყველი  იდგა მის წინ. მე აქეთ-იქით ვიყურებოდი, სარკეს ვეძებდი, ერთი ჩამახედა, ნეტავი, რას ვგავარ ისეთს, რომ ეს მახინჯი დედაბერიც კი შევაწუხე და შევაზარე-მეთქი.

- გამაგებინე, დედიკო, აბელი ქვია სეთურს თუ არქიფო? - მოახერხა სიტყვის ჩაკერება დათამ.

- აბელი ერქვა უწინ. ახლა არქიფო ქვია! თვითონ გადაირქვა. ასეა საჭირო და იმიტომ.

სიჩუმე იყო პატარა ხანს და მერე თქვა დათამ:

- კაი, აბა, წავიდეთ ახლა და დაგვაბანინე ხელ-პირი.

გაგვიყვანა დედაბერმა სახლის უკან, დაგვისხა ტოლჩიდან წყალი, შეგვამშრალებია ხელ-პირი და ამ დროს ისევ გაისმა ის ზარი და გუგუნი, დილაუთენია რომ წამოგვყარა ლოგინიდან. დასანახავზე გამოვიწიეთ, გამოვხედეთ იქაურობას.

მე რომ სეთურისას ზამთარი გავატარე, მაშინ აქ მისი პატარა ქოხი იდგა მარტო. ახლა იმ ქოხის მაგიერ კაი ოდა იყო და მის წინ მოედანს მიწური სახლები ერტყა გარშემო, ბარე თხუთმეტი-ოცი. ჯერ ისევ რეკდა ზარი, რომ გამოცვივდა

მიწურებიდან კაცი და ქალი, ბებერი და ახალგაზრდა. ყველა სეთურის სახლისკენ წავიდა ძუნძულით. როგორი ფაციფუცი და მირბენ-მორბენა იყო! თხუნელებისთვის გოგირდი რომ შეგიბოლებია და ძაღლთუმრავლესი რომ ამოცვენილა ზოგი საიდან და ზოგი საიდან - ისეთი სწორედ. ერთ წუთში მიწყდა და მიწყნარდა ყველაფერი, ბუზის გაფრენას გაიგონებდი. მიწყნარდა და მაშინ ვიღაც კაცმა დაიწყო ლაპარაკი, მარა როგორი, თუ იცი? როგორი და, „პუტი-პუტი-პუტი-პუტი“ - ასეთი. რას ამბობდადა რას ლაპარაკობდა, ჩვენ რომ ვიყავით ამ სიშორეზე, გელათელი მელანია ვერ მიხვდებოდა ვერაფერს. რომ გაათავა ამ კაცმა ლაპარაკი, ახლა მიწურებიდან ამომძვრალმა ხალხმა დაიწყო ბუტბუტი. ვერც მათსას გაიგონებდი რამეს, ყველა  ერთმანეთის გადასწრებას ცდილობდა.

- წამოდი, მოსე, მივიდეთ ახლოს და ვნახოთ, რასაა, რომ სჩადის ეს ხალხი, - მითხრა დათამ.

მოედნისკენ გამოვიწიეთ კიდევ. გავჩერდით და აგერ გეტყვი, რაც ამბავი ვნახეთ: ის კოჭლი მედავითნე თაბაგარი, წუხელის რომ გვემსახურებოდა და სეთურმა თავის მარჯვენა ხელად რომ გაგვაცნო, საგულდაგულოდ გადახერხილ კუნძზე გასულიყო და გულხელდაკრეფილი იდგა ზედ. მის წინ ორ მწკრივად გაშტრინგული ოცი თუ ოცდახუთი ქალი და კაცი რაღაც ლოცვას თუ ლექსს ლაპარაკობდა გაცხა რებით. ილაპარაკეს, ილაპარაკეს და გაჩუმდნენ. ისინი რომ გაჩუმდნენ, მაშინ კუნძზე შესკუპებულმა თაბაგარმა ჩაიბუტბუტა:

- ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს!

ნიშანი მისცა თაბაგარმა და დაიწყო ისევ მრევლმა ბუტბუტი.

კაი ხანს იბუტბუტეს, იმსიგრძეს რა დაიხსომებდა, მარა ერთი კია, ყველა პწკარი არქიფოთი თავდებოდა და „პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონით!“.

ეს სიტყვა მიტომ დამამახსოვრდა, რომ საჩხერეში იმედაძეს ერქვა ერთს.

პოლიქრონიონი ქართულად მრავალჟამიერს ნიშნავს, თურმე.

დამთავრდა ეს ამბავი და, თავისუფლადო, უბრძანა თაბაგარმა იმ ხალხს.

მოკეცეს ცალი ფეხი მუხლში.

- სპრიდონა სულანჯია, შე მამაძაღლო, არ არის შენთვის დღეს სამუშაო! - პუტპუტით გამოაცხადა თაბაგარმა, - პილატე სვანიძემ ჩაცხოს კისერში ერთი და გააგდოს მაქედან!

პილატე სვანიძემ ჩაცხო კისერში სპირიდონა სულანჯიას და მუჯლუგუნით გამოაგდო მწკრივიდან. მსჯავრდადებული კაცი განზე გავიდა, თოვლზე დაჯდა, მოთქმა დაიწყო, ვაი ჩემს ცოლ-შვილს და ვაი მეო! არავინ მიაქცია ყურადღება სპირიდონა სულანჯიას.

სმენა ბრძანა თაბაგარმა. მერე - მარჯვნისკენო, მერე - ნაბიჯითო, და წავიდა სადღაც ეშმაკებისკენ ის შემოფხრეწილ-შემობღლანძული ხალხი.

- საით მიდის ეს ხალხი, დედიკო? - კითხა დათამ ჩვენს დედაბერს.

- სამუშაოზე.

- ეგერ, ის დაგვალული კაციც სამუშაოზე მიდის, თუ?

- ეგ მიდის, თუ მიდის, თვარა...

- სპირიდონა სულანჯიამ რა დააშავა?

- მეტი ეკუთვნოდა, მაგ სასიკვდილეს. არქიფოს უმადლოდეს! - დედაბერმა ენაზე იკბინა და ჯორი შემოაბრუნა, - არაა თქვენი საქმე. ჭკუით იყავით, თვარა, ვნახავ თქვენი კუდებით ნასროლ ქვას და ვაი-უბედურებას!

წარმოიდგინე, კრინტი აღარ დაგვიძრავს არც ერთს.

მიყვებოდა გვერდში მედავითნე თაბაგარი თავის ხალხს კოჭლობა-კოჭლობით და იძახდა:

- ატ, ტვა, ტლი! ატ, ტვა, ტლი!

- ავყევით დედაბერს. შეგვიძღვა სეთურის სახლში.

მუთაქებით და ჭრელი ბალიშებით მორთული ტახტი ქონდა სეთურს, იმაზე იყო წამოგდებული. დაგვინახა შესულები, ადგა, დიდი ამბით ჩამოგვართვა ხელი.

მზამზარეული სუფრა ედგა წინ: რა გინდა, სულო და გულო, ყველაფერი იყო ზედ, მიგვიწვია, დაგვსვა და მერე კითხა დედაბერს:

- ხომ კარგად მოუარე სტუმრებს, ასინეთა?

- უწესო კაცებია ორივე!

მასპინძელმა წარბი შეიკრა, დაფიქრდა და მიუგო:

- აჰააა!.. კაი, წადი შენ. მე მოვუვლი ამათ.

გაიხურა კარი ასინეთა-კუდიანმა. გადაგორდა ტახტზე სეთური. იმდენი იცინა და იხარხარა, მეგონა, ფაშვი ჩაწყდებოდა და დასამარხი შეგვექნებოდა. იჯერა სიცილით გული, შეიმშრალა ცრემლები და გვითხრა:

- ასეა, მამა და შვილო, უწესო კაცები ხართ. ხომ გაიგონეთ, რა თქვა ასინეთამ!

სიმართლე თუ გინდა იცოდე, რაც იმ დილით ვნახე, ისეთ გუნებაზე დაგვაყენა  იმან მეც და დათაც, ორივე, რომ იქნებ არაფერი გვეკითხა და ჩუმად გავპარულიყავით, მარა თვითონ დაიწყო ხუმრობა სეთურმა და შევგულიანდი მაშინ. ვიფიქრე, ვინ რას გაგვიბედავს ამ ორ სახელიან აბრაგს-მეთქი. მეც იმ ხუმრობის კილოზევკითხე ბალიშებში ჩაფლულ მასპინძელს:

- რა იყო, შე კაცო, ღამიანა რომ აგვაყენა მაგ შენმა ასინეთამ!

- ხუთ საათზე ვაყენებთ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი, რომ წესი ერთნაირია ყველასთვის, თვარა, თვითონაც შუადღემდე ძილს მომთხოვს და საქმე დაზარალდება.

საქმეს რომ ვამბობ, სამუშავარს კი არ ვფიქრობ - კაცებს ვფიქრობ, მათი ცხოვრებისთვის და კეთილდღეობისთვის ვლაპარაკობ... გრძელი ამბავია ეს, მოსებატონო!..

ერთი სახარება შეგვეწიოს, აგერ, ეს გადაზელილი ნამეტანი უხდება არაყს.

დავილოცეთ, დავლიეთ და კიდევ ვეუბნები სეთურს:

- სპირიდონა სულანჯიას რომ დაცხეს ამ დილას და კატის ცინდალივით გამოათრიეს იქიდან, ის, რავა, მისი ცხოვრების და კეთილდღეობის იყო?

- მასეა, აპა, რავა გგონია შენე?! კაცი შიშს და მოკრძალებას რომ დაკარგავს,  მაშინ გაუბედურდება სწორედ. არ იტყვი, რა აქვს ნათქვამი სპირიდონა სულანჯიას?

არქიფო სწორედ იმდენს გვაძლევს, შიმშილით რომ არ დავწყდეთო! სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა. ვთქვათ და, მივეცი სპირიდონა დოყლაპიას, რომ ვაძლევ, იმაზე მეტი. კიდევ მეტი მოუნდება და, რომ აღარ ექნება, მაშინ გაუბედურდება - პარვას და შურიანობას მოკიდებს ხელს. თხა თუ გაძღა, მგელზე ნადირობას მოინდომებს, ხომ გაგიგონია? რა გამოდის აქედან?

კაცისთვის კაი თუ გინდა, არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო. რატომ თქვა სპირიდონა სულანჯიამ ის, რაც თქვა? გოჭები დაზარდა მაგან. ცხრა იყო, ექვსი მე წამოვიყვანე და სამი მას დავუტოვე. გაყიდა, ფული შეუვიდა ოჯახში და მიტომ.

რვა უნდა წამომეყვანა, მისთვის ერთი დამეტოვებინა და არაფერს იტყოდა მაშინ.

    სოლომონ წინასწარმეტყველი - იგივე სოლომონ ბრძენი, ბიბლიის მიხედვით, გაერთიანებული ისრაელის მესამე მეფე. ბიბლია მას მრავალ სიქველეს მიაწერს.
         
 

ასეა ეს. ახლა, ერთ კვირას არ გაიყვანს კაკოია თაბაგარი სამუშაოზე სპირიდონა ყბედს, დააკლდებათ მის შვილებს და ინანებს, რატომ ვთქვიო. სხვისთვისაც მაგალითი იქნება ეს, აღარავინ იტყვის მისთანას და თვითონ სპირიდონაც სიხარულითცას ეწევა, ისევ რომ მისცემენ სამუშაოს და საშოვარს. სპირიდონას ნათქვამიდიდი ცოდვაა ნამდვილად. თვითონ შეცდა და დაზარალდა, ეს არაფერი კიდევ,
მარა სხვასაც რომ წაუჯიკავა და უბიძგა, შენც თქვი და გაუბედურდიო - ისაა, რაცაა. მე თუ ამ ხალხის პატრონი ვარ, იმაზეც უნდა ვიფიქრო, რომ, რაც ხალხს დააზარალებს და გზიდან გადააცდენს, სანამდე გაზრდილა და მოღონიერებულა,ის იქამდე უნდა ჩაიქოლოს და ჩაქვავდეს. ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აპა, რისთვის ვარ მე! მოხვიდე ამ ქვეყანას, ჭამო,
სვა, დრო ატარო და ხალხისთვის არაფერი სიკეთე არ ქნა, რა ცხოვრება იქნება ასეთი ცხოვრება?! ორი სახარება შეგვეწიოს! აგერ ეს  დოში მაგ გადაზელილზე უკეთესია, ნახეთ, თუ არა.

     

 

 

დოში - ზუთხის, ორაგულის და ზოგი სხვა თევზის ლორად გამოყვანილი გვერდი.

         
 

ნახა ჩვენმა მასპინძელმა, მეც და დათაც გულდასმით რომ ვუგდებდით ყურს, წახალისდა უფრო და განაგრძო:

- ასეა, ჩემო ბატონო, შიში თუ არ აქვს ადამიანს, შიში, დაიღუპება უეჭველად.

მარა მარტო შიშიც არ კმარა. სხვაცაა საჭირო კიდევ. ერთი, რომ კაცი ჩონგურის სიმივით უნდა იყოს დაჭიმული სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი, მოდუნდება და დაძაბუნდება.

დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას. მერე, რაიცის დაძაბუნებამ?! ხო ხო, ხო! ათასი სენი, ავადმყოფობა შეუჩნდება სხეულს და მიდის კაცი საიქიოს. მიდის! რავარც მოაკლებ საზრუნავს და რავარც მოსუსტების და მოდუნების საშუალებას მიცემ, უმოკლდება წუთისოფელი. ასეა ეს. აბა, რატომაა, ღამიანად რომ ვაყენებ და სალდათურ ცხოვრებაზე რომ მყავს გადაყვანილი?

აგერ, კუზიანი ასინეთა მასე რომ არ მყავდეს, რა აცოცხლებდა ამდენ ხანს. იცის,

სიცოცხლეს რომ ვუგრძელებ, და მიტომაა ჩემი მადლიერი და ერთგული. ახლა, რაა კიდევ, თუ იცით? „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო“, - კაკოია თაბაგარმა იცის მალ-მალე ამის თქმა და ნამდვილი ნათქვამია ეს. ადამიანი უგუნურია და მე მათთვის რომ ვარ, ისინი ჩემს წინააღმდეგ და ეშმაკეულის მხარეს არიან, აპააა! სიკეთე თუ გინდა ხალხისთვის, სიყვარული უნდა ჩაუთესო გულში.

უგუნური თუა, სიყვარულს რანაირად ჩაუთესავ? მარტო შიშით ვერ ჩაუთესავ. აპა, როგორ? რაფერ და, დღედაღამ შენი სახელი უნდა აძახებიო და შენი ქება გააგონო და საკუთარი პირით ათქმევიო. თაბაგარი ამისთვის წამოვიყვანე კვირიკედან.

დავაწერინე ლოცვები - ზოგი ლექსად, ზოგი სიმღერად და ზოგიც ისე. ნამეტანი კარგად და ძვირფასად აკეთებს ამას. უყენია ეს ჩემი ხალხი, ამეორებიებს დღეში სამჯერ: ერთს - დილით, მეორეს - სამუშაოზე და მესამეს - შინ რომ ბრუნდებიანსაღამოთი, მაშინ. დროდადრო გამოცვლა უნდა ლოცვებს. ბერდება ლოცვა და ძალას კარგავს, დიდხანს ერთი და იგივე თუა... დავლიოთ ახლა და, მთლად მთავარი რაცაა, გეტყვით იმასაც. სამი სახარება შეგვეწიოს! ზეთისხილს არ ჭამთ არც ერთი. არ გიყვართ, ალბათ. მიატანეთ ზეთისხილი, ნამეტანი კაი გემოს დატოვება იცის პირში.

- აბელი რომ გერქვა, არქიფო რატომ დაირქვი? - ლაპარაკის ხასიათზე იყო სეთური და, კითხვა თუ იყო, ახლა უნდა მეკითხა.

- რატომ და, აბელი ბერძნულად რას ნიშნავს, თუ იცი? აბელი ნიშნავს...

მომაწოდე, ეგერ რომ წიგნი დევს, თუ კაცი ხარ... მასე. აგერ, ა!.. მოფუსფუსე, შეწუხებულ კაცს ნიშნავს და, სხვაფრად, არარაობას და მოჩვენებას... ბნელი ხალხი იყო ჩემი მშობლები, არ იცოდნენ ეს. ახლა, არქიფო... არქიფო! აგერ, ა, თავლის უფროსს, ცხენთა უფროსს!

- შენმა ხალხმა თუ იცის, ცხენების და თავლის უფროსი რომ დაირქვი?

- იცის, აპა, რავა გგონია შენე?! ხალხს თუ უთხარი, ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგიერობა გავწიო და გამოდი მაქედანო. გამოხვალ, დაჯდება შენს მაგიერ და გაუბედურდება. ცხენი და სახედარი ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჯერებენ ამას. თვითონაც იციან, ასე რომაა, იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასეა ეს, მარაპირდაპირ არ უნდა ელაპარაკო, შეპარვით უნდა უთხრა, ქარაგმით!

ესეც რომ გვასწავლა თავლის უფროსმა, კარს მიაყურა და დაიძახა:

- შე სასიკვდილე, ასინეთა, შემოდი ახლავე, ტკიპასავით რო მოკვრიხარ მაგ კარს!

შემოვიდა ასინეთა და, ჩვენ რომ მოგვესალმა, ისე მიესალმა სეთურსაც.

- დამითვალე და ჩამიანგარიშე ნათქვამი, ხომ? წადი ახლა და ჩაჯექი ნაობახტში შენით! ცეცხლის დანთება არ გაბედო, თვარა სამ დღეს არ გაკმარებ, დაგიმატებ კიდევ!

- კი წავალ ნაობახტში და ჩავჯდები, მარა შენთვის არ მიგდია ყური მე. ამ კაცებზე ვიყავი მიყურადებული.

- რავა, ამათ ნათქვამს მე ვერ გავიგონებდი, თუ?

- კი გაიგონებდი, მამავ და მარჩენალო, გაიგონებდი, აპა, ვერ გაიგონებდი?

მარა ორი ადამიანი რომ გაიგებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გაიგებს და მიხვდება ისე?

სეთური დაფიქრდა, ხელი ნიკაპზე მიისვ-მოისვა და თქვა:

- კაი. ნაობახტში ნუ წახვალ, მიპატიებია. შედი კოკინაშვილისას და მის პელაგიას შეაპარე ლაპარაკში, ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს, რომ არქიფოზე ულაპარაკია რაღაც და მისი ნალაპარაკევი თაბაგართან კოლპინოვს

მიუტანია-თქვა. გაიმეორე!

დაემხო დედაბერი მუხლებზე და კაკოია მედავითნის შეთხზული ლოცვა - ჩაბულბულების რა მოგახსენო, ენა ღრძილებიდან უვარდებოდა და ყვავის ბახალის  ხმაზე ლაპარაკობდა - მარა სხაპასხუპით და ყოჩაღად თქვა. ადგა ზეზე. თავისი მარჩენალის ნათქვამი გაიმეორა, ისევე სალდათურად გამოემშვიდობა, გაბრუნდა და კარებამდე ნაბიჯი აკლდა, გააჩერა სეთურმა.

- კოკინაშვილის პელაგია თუ არ იქნა შინ, კოლპინოვებისას შედი და მის ტერეზიას შეაპარე ლაპარაკში, სპირიდონა სულანჯიას ნათქვამი თაბაგართან კოკინაშვილმა მიიტანა-თქვა. უკუღმაა ეს, მარა სულერთია. აპა-ჰე!

წავიდა ასინეთა დედაბერი და ისევ ჩვენ მოგვიტრიალდა სეთური:

- ადამიანი სანამდე მარტოა და არავის არ ენდობა, იქამდე ვარგა სხვისთვისაცდა თავისთვისაც. პირის შეკვრას რომ ისწავლიან, მერე კაი აღარაფერი გამოვა მათი ხელიდან. მერეა, ყველაფერ უბედურ საქმეს რომ ბედავს კაცი. ისე, რომ თქვას ადამიანმა, არ ვქენი ღვთისნიერი საქმე, ასინეთა რომ ენის მისატანად გავაგზავნე, ხომ ასე გამოდის ვითომ? მარა სინამდვილეში სწორედ ღვთისნიერ საქმეს ვაკეთებ მათთვის: ნდობა აღარ ექნებათ ერთმანეთის, მარტო იქნებიან, რამდენნიც არიან, და ყველა სათითაოდ მოერიდება პირის შეკვრას, ცუდ საქმეს და გაუბედურებას.

ბრალი ჩემი, რომ ეშმაკობა მიხდება და გაწვალებული ვარ, მარა სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია, თვითონ თუ არ დაიჩაგრე და თუ არ დაიტანჯე. დაინანებს თავს კაცი - კეთილ საქმეს ვეღარ იზამს... სამი სახარება შეგვეწიოს!

- სამი სახარება იყო უკვე! - შევახსენე სეთურს.

- აჰ! არ ყოფილა სამი სახარება. სამი სახარების მადლი შეგვეწიოს... რაცხა, არ ჭამთ არაფერს და მიწუნებთ, მგონია, პურ-მარილს.

არ ღირდა შედავება და მეოთხე სახარების მადლი მესამე სახარებად