გიორგი მთაწმინდელი:   ცხოვრებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფჳმესი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


კურთხეულ არს ღმერთი, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაჲ, რომელი-იგი გამოუთქუმელითა მით განგებულებითა თჳსითა უმჯობესსა ყოველთასა განაწესებს, და მიუწთომელითა სახიერებითა თჳსთა გამოაჩინებს - სარგებელად კაცთა ნათესავისა და სადიდებლათ ღმრთეებისა ღჳსისა; რომელმან ჩუენთაცა ამათ ჟამსა შინა გამოაჩინნა ნეტარნი მამანი ჩუენნი: იოვანე და ეფთჳმე და იოვანე და არსენი ეპისკოპოსი ნინოწმინდელი და იოვანე გრძელის ძე და შემდგომით-შემდგომად სხუანიიგი მოწაფენი მათნი და მობაძავნი სათნოებისა მათისანი, რომელთა სახელები აღწერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა. რომელთა; მეოხებითა ჩუენცა გლახაკნი ესე ღირს გუყვენინ უფალმან მობაძავ ყოფად სათნოებათა მათთა და ნაწილსა მას მარჯუენათასა მიმთხუევად.

   

 რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ  რომელსაც ყოველი ადამიანის ხსნა სურს; მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ ჭეშმარიტების შეცნობა; გამოაჩინებს გამოაჩენს, მოავლენს; კაცთა ნათესავი ადამიანთა მოდგმა; ღმრთეება ღვთაებრიობა; ეფთჳმე (ეფთჳმი) იგივე ექვთიმე;

       
       

ხოლო ვინაჲთგან სიგრძე ჟამთაჲ ყოველსავე დავიწყებად მოიღებს, დაღაცათუ წინაშე ღმრთისა ყოველივე ცხად არს და საჩინო და უწყის ყოველთა დასაბამი და აღსასრული, და რომელთა-იგი სათნოდ მისა აღასრულეს ცხორებაჲ თჳსი, წინაშე მისსა ბრწყინვენ მარადის და არცა ერთი რაი უჴმს ჩუენმიერი ჴსენებაჲ,  არამედ ესრეთ განაწესა ყოვლად ბრძენმან მა განგებულებამან, რაჲთა წიგნთაცა შინა აღიწერნენ საღმრთონი იგი და ყოვლად შუენიერნი საქმენი სოფლის შესაქმისანი და საუფლონი იგი მცნებანი და ბრძანებანი მისნი და ღირსთა მათ და ნეტართა მონათა მისთა ყოვლად ქებულნი ცხორებანი და მოქალაქობანი, რომელნი თჳთოეულთა ჟამთა შინა ჯერ-იჩინნა გამოჩინებად სახიერებამან მისმან სარგებელად კაცთა ნათესავისა,; რაჲთა საღმრთოთა მათ და მაღალთა საქმეთა მიერ დიდების მეტყუელებად და სურვილად მისა აღვიძვროდით და საუფლოთა მათ ბრძანებათა მიერ განვნათლდებოდით და აღსრულებად მათდა მოსწრაფე ვიქმნებოდით.  ხოლო დიდთა მათ და საკუთართა მონათა მისთა ჴსენებითა შურად და ბაძვად მოვიდოდით საღმრთოთა მათ მოქალაქეობათა მათთა, რომელნი-იგი, (ვითარცა) ხატნი მეტყუელნი, წინა სხენან სახედ სათნოებისა და სწავლად სიბრძნისა და სიმჴნედ ახოვნებისა ყოველთათჳს, რომელთაცა ჰნებავს შესვლაჲ ცხორებასა საუკუნესა. და ესე ცხად არს დასაბამითგან სოფლისაჲთ და ვიდრე აქამომდე აღწერილთა წიგნთაგან და გამობრწყინვებულთა წმიდათა.  და რომეთა-იგი იღუაწეს და აღწერნეს ცხორებანი მათნი და ღუაწლნი და შრომანი, კეთილად ჴსენებულ არიან წმიდათა ეკლესიათა შინა და ღირს ლოცვისა და კურთხევისა.

   

თოეულთა ჟამთა შინა - სხვადასხვა დროს; სარგებელად - სასარგებლოდ; კაცთა ნათესავი ადამიანთა მოდგმა; დიდთა მათ ჴსენება - დიდ მამათა (იოანეს და ექვთიმეს) ხსენება; შურად და ბაძვად მოვიდოდით - საღვთო შური და მათი მიბაძვის სურვილი გაგვიჩნდეს; საღმრთონი იგი მოქალაქობანი  - მათი საღვთო ცხოვრება და ღვაწლი; ხატი მეტყუელი  - აქ: ცოცხალი ხატი; წინა სხენან - წინ სხედან. აქ: ჩვენს წინ არიან; სახედ სათნოებისა - სათნოების მაგალითად, ნიმუშად; სწავლად სიბრძნისა  - სიბრძნის შესაძენად, სიბრძნის დასაუფლებლად;

       

ვინაჲთგან უკუე ზემო ჴსენებულნი ესე ნეტარნი მამანი ჩუენნი არარაჲთ უნაკლულო იყვნეს პირველ გამოჩინებულთა წმიდათასა, არამედ ყოვლითავე სათნოებითა შემკულ და აღმასრულებელ მცნებათა ღმრთისათა, არა ჯერ-ვიჩინეთ მოუჴსენებელად დატეობაჲ ცხორებისა მათისაჲ და მამათაცა ჩემთა სულიერთა მიბრძანეს ამისი ჴელ-ყოფაჲ. ვინაჲცა ვევედრები ღირსებასა თქუენსა, ღმერთ-შემოსილნო მამანო, რაჲთა არა ბრალეულ ვიქმნე ამის პირისათჳს,

     
       

ხოლო დაღაცათუ ჩუენ შემდგომად მრავლისა ჟამისა ღმრთისა მიმართ მისვლისა მათისა ჴელ-ვყავთ მცირედთა ამათ სიტყუათა აღწერად, გარნა ურწმუნომცა ნუვინ არს, რამეთუ ჩუენ თავით თჳსით არარაჲ აღგჳწერია, არამედ რაჲ-იგი ვისწავეთ კაცთა სარწმუნოთაგან და სულიერთა მამათა, რომელთა-იგი ეხილვნეს და ემსახურა მათდა,რომელნი-იგი უცხო იყვნეს ყოვლითურთ ტყუვილისაგან და სავსე მადლითა ზეგარდამოჲთა. და თჳთ-მებრ მათ საქმეთაგან,რომელნი-იგი დუმილით წამებენ და ჴმა-მაღლად ქადაგებენ ღუაწლთა და შრომათა მათთა: ლავრაჲ ესე დიდებული და ყოვლითა შუენიერებითა შემკული და ყოვლითა სამკაულითა განშუენებული, რომელი-ესე მრავლითა შრომითა და ოფლითა აღაშენეს მათ ნეტართა განსასუენებელად სულთა მრავალთა, რომელსა შინა აღმართეს ეკლესიანი ცათა მობაძავნი და აღავსნეს იგინი წიგნითა მიერ ღმრთივ სულიერთა და განაბრწყინვნეს იგინი ხატთა მიერ პატიოსანთა. და მოუგნეს დაბანი და სოფელნი და მონასტერნი და დასაყუდებულონი და განუწესეს წესნი და კანონნი დიდებულნი და ყოვლად შუენიერნი და დაუსხნეს სიმტკიცენი და ჴელით-წერილნი ოქრობეჭედნი ღმრთის მსახურთა მეფეთანი. და შეკრიბნეს მას შინა მონაზონნი და მოწესენი ანგელოზთა მობაძავნი და შეამკვნეს და აღაყუავეს ენაჲ ჩუენი და ქუეყანაჲ თარგმანებითა წმიდათა წერილთაჲთა, სადაჲთ-ესე ჭეშმარიტად, ვითარცა სიონით, გამოვიდა შჯული და სიტყუაჲ  უფლისაჲ, ვითარცა იერუსალემით, სიტყჳსაებრ ჴმა-მაღლისა ესაჲაჲსა.

   

ღმრთისა მიმართ მისლვა  - გარდაცვალება; ელ–ვყავით - ხელი მოვკიდეთ, დავიწყეთ; მცირედთა ამათ სიტყუათა აღწერა  - მოკლედ აღწერა; რწმუნომცა ნუვინ არს - უნდო ნურავინ იქნება, ნურავინ დაეჭვდება; თავით თჳსით - აქ: ჩვენით მხოლოდ საკუთარი თავის იმედით; რაჲ–იგი რაც; ვისწავეთ - აქ: შევიტყვეთ; სარწმუნო სანდო; რომელთა–იგი ეხილვნეს და ემსახურა მათდა - რომელთაც ეხილათ (ენახათ) ისინი და სამსახური გაეწიათ მათთვის; რომელნი–იგი უცხო იყვნეს ყოვლითურთ ტყუვილისაგან - რომელთათვისაც სრულიად უცხო იყო სიცრუე; იყვნეს...სავსე მადლითა ზეგარდამოჲთა - აღსავსე იყვნენ ზეციური მადლით; მებრ  - აქ: მხოლოდ; და–თჳთ მებრ მათ საქმეთაგან - და (აგვიწერია, რაც შევიტყვვთ) თვით მათი ნამოღვაწარიდან; რომელნი–იგი დუმილით წამებენ  - რომელნიც (საქმენი) დუმილით მოწმობენ; ჴმამაღლად ქადაგებენ ღუაწლითა და შრომითა მათთა - ღაღადებენ მათ (ე.ი. იოანესა და ექვთიმეს) მოღვაწეობასა და საქმიანობაზე; ლავრაჲ  - დიდი მონასტერი აქ: სამონასტრო კომპლექსი; სამკაული - აქ: მონასტრის შესამკობელი (ღვთისმსახურების წმონდა ნივთნი: ბარძიმი, ფეშხუმი, სასანთლენი და სხვ.); განშუენებული - დამშვენებული; რომელი–ესე რომელიც (ლავრა); აღაშენეს მათ ნეტართა - ააშენეს ნეტარმა მამებმა; განსასუენებელად  - მოსასვენებლად, სადგომად; რომელსა შინა - რომელშიც, სადაც (ლავრაში); ეკლესიანი ცათა მობაძავნი  - ზეცას მიმსგავსებული ეკლესიები. ქრისტიანული ტაძრის ხუროთმოძღვრებასა და შიდა სივრცის მოხატულობაში აისახებოდა სულიერი სამყაროს წყობა. მაგალითად,  ცხრა ცის მსგავსად ტაძრის კედლები ცხრა სარტყლად იყო მოხატული იატაკიდან გუმბათამდე, რომელიც უმაღლეს ცას განასახიერებდა; აღავსნეს იგინი წიგნთა მიერ  - გაავსეს ისინი (ეკლესიები) წიგნებით; წიგნნი ღმრთივსულიერნი  - ღვთაებრივი სიბრძნის შემცველი წიგნები; მოუგნეს (ისინი) შეუძინეს, მოუპოვეს (ლავრას) დასაყუდებულო  - ბერთა განსამარტოებელი სენაკი; განუწესნეს წესნი და კანონნი - დაუწესეს სამონასტრო ცხოვრების წესები და განგება; დაუსხნეს სიმტკიცენი -  აქ; დაუსვეს დამტკიცების, დადასტურების ნიშნები; ჴელითწერილი - ხელწერილი, საბუთი; ოქრობეჭედნი  ღმრთისმსახურთა მეფეთანი - ღვთისმსახურ მეფეთა ბეჭდით, სამეფო ბეჭდით დადასტურებული სიგელები, საბუთები; მოწესენი ანგელოზთა მობაძავნი  - ანგელოზთა მბაძველი ბერები; თარგმანება - ნიშნავს განმარტებასაც და თარგმნასაც წმიდა წერილი - საღვთო წერილი (ძველი და ახალი აღთქმა); ზოგადა: სასულიერო წიგნები შეამკვეს და აღაყუავეს ენაჲ ჩუენი და ქუეყანაჲ თარგმანებითა წმიდათა წერილთაჲ  - (გიორგი მთაწმინდელის საღვთისმეტყველო წიგნთა თარგმნა არა მხოლოდ ენის, არამედ ქვეყნის აღორძინებადაც მიაჩნია);

       

რამეთუ ჭეშმარიტად ღირსი იყო და საყუარელი ღმრთისაჲ ნეტარი მამაჲ ჩუენი იოვანე, რომელმან-იგი, მსგავსად აბრაჰამისა, უცხოებაჲ აღირჩია და მწირობით (და სიგლახაკით) ცხორებაჲ, და მისცა თავი თჳსი მორჩილებასა სულიერთა მამათასა, ვინაჲცა, მსგავსად მისსა, ესეც ადიდა ღმერთმან და სახელოვან ყო ყოვლითა სათნოებითა და უფროჲს ყოვლისა სანატრელისა მის შვილისა მინიჭებითა, რომელ არს ნეტარი ეფთჳმე, რომლისა-იგი სახელი ოდენ კმა არს სათნოებათა მისთა სიმაღლისა გამოჩინებად, რომელი-იგი გამოჩნდა სამკაულად ნათესავისა ჩუენისა და მობაძავად წმიდათა მოციქულთა, განანათლა ქართველთა ენაჲ და ქუეყანაჲ რამეთუ, ვითარცა წამებენ მის მიერ თარგმნილთა წიგნთა შინა აღწერილნი ანდერძნი, ამის ღირსისა მოღუაწე-ბითა  განსწავლულ იქმნა ყოვლითა სიბრძნითა განმანათლებელად და შემამკობელად ეკლესიათა ჩუენთა, რომლისა-იგი ნამუშაკევი ახარებს შორიელთა და მახლობელთა, და თარგმნილთა მისთა წიგნთა სიტკბოებაჲ, ვითარცა ნესტჳ ოქროჲსაჲ ჴმამაღალი, ოხრის ყოველსა ქუეყანასა, არა ხოლო ქართლისასა, არამედ საბერძნეთისასაცა, რამეთუ ბალაჰვარი და აბუკურაჲ და სხუანიცა რაოდენნიმე წერილნი ქართულისაგან თარგმნნა ბერძნულად.

    რომელმან–იგი - რომელმაც; მსგავსად აბრაჰამისა უცხოებაჲ აღირჩია  - აბრაამის მსგავსად უცხოობაში (სხვა ქვეყანაში) ყოფნა არჩია. ბიბლია (წიგნი შესაქმისაჲ) მოგვითხრობს: „და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს:“გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ“. აბრაამის უცხო ქვეყანაში განსვლა ცხოვრების ადრინდელ წესთან კავშირის გაწყვეტას და ღვთის გზაზე შედგომას მოასწავებს. ჰაგიოგრაფის აზრით, ბიბლიური პირველმამის მსგავსად, იოანემაც ცხოვრების ჭეშმაროტი გზა აირჩია; მწირობა  - უცხოობაში, უცხო ქვეყანაში ცხოვრება; სიგლახაკე  სიღარიბე; ესეც ადიდა ღმერთმან  - ესეც (იოანეც) განადიდა, გამოარჩია ღმერთმა; უფროჲს ყოვლისა - ყველაფერზე მეტად; სანატრელისა მის შვილისა მინიჭება -  სანატრელი შვილის (ექვთიმეს) ბოძება.  ბიბლიის ანალოგიაა: იოანეს ისევე მიენიჭა ღვთისაგან ძედ ექვთიმე, როგორც აბრაამს  - ისაკი; განანათლა ქართველთა ენაჲ და ქუეყანაჲ - (გიორგი მთაწმინდელი ამჯერად ქართველთა ენისა და ქვეყნის განმანათლებლად მიიჩნევს ექვთიმე ათონელს); ნამუშაკევი - საქმე, ნამუშევარი; შორიელი - შორეული; ნესტჳ - ჩასაბერი საკრავი; ოხრის ყოველსა ქვეყანასა, არა ხოლო ქართლისასა, არამედ საბერძნეთისასაცა -  ხმოვანებს, ჟღერს მთელ ქვეყანაზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბიზანტიაშიც; ბალაჰვარი - იგივე „სიბრძნე ბალავარისი“, შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული თხზულება, რომელიც ქართულად არაბული ენიდან უნდა იყოს გადმოკეთებული, ხოლო ექვთიმე მთაწმინდელის ბერძნული თარგმანის მეშვეობით გავრცელებულა ევროპაში; აბუკურაჲ - მკვლევართა აზრით, ეს უნდა იყოს „მიქაელ საბაწმინდელის ცხოვრება“, რომელიც თავისი მოწაფეებისთვის უამბნია თეოდორე აბაკურას, არაბული წარმოშობის ცნობილ მწერალს; წერილი - აქ: ნაწარმოები, თხზულება.
       

გარნა რომლისა-იგი ზემორე მეგულებოდა თქუმაჲ, იგი ხოლო ვთქუა პირველად, და მერმე, რაჲ-იგი უფალმან მოგუმადლოს, მოკლითა სიტყჳთა მიგითხრა.  რამეთუ ვინაჲთგან დღეთა ამათ უკუანაჲსკნელთა მოვიწიენით და, ვითარცა ხედავთ, ფრიადი სიგრილე იხილვების ჩუენ შორის, ნუუკუე ვინმე ჰგონებდეს და აცთუნებდეს თავსა თჳსსა, თუ პირველითგან ესრეთ იყვნეს ძმანი ჩუენნი;  ნუ იყოფინ! არამედ ყოვლითა წესიერებითა და საღმრთოჲთა მოქალაქობითა ცხოვნდებოდეს, ვიდრემდის სამ გზის სანატრელნი იგი მამანი ჩუენნი იოვანე და ეფთჳმე განაგებდეს და იპყრობდეს წესსა წინამძღურობისასა, რომელნი-იგი ყოვლითურთ, მსგავსად პირველთა მათ ღმერთ-შემოსილთა მამათა, უძღოდეს მათდა რწმუნებულსა მას სამწყსოსა.  ვინაჲთგან კულა ნეტარმან იოვანე შეისუენა და ღმერთ-შემოსილმან მამამან ჩუენმან ეფთჳმე იჯმნა წინამძღურობისაგან, მიერითგან განმრავლდა ჩუენ შორის ყოველი სულ-მოკლებაჲ და სიგრილე.  არამედ ვევედრნეთ ღმერთსა, რაჲთა მეოხებითა მათითა კეთილად განაგოს ჩუენიცა ესე ცხორებაჲ და არა ჟუებულ გუყვნეს, არცა განგუაშორნეს სანატრელთა მათ მამათა და ძმათა ჩუენთა სიხარულსა და განსუენებასა საუკუნესა მას შინა ცხორებასა.

     
       

ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. ესე ნეტარი მამაჲ ჩუენი იოვანე იყო ნათესავით ქართველი, მშობელთა და პაპაჲთგან დიდებული და წარჩინებული და საჩინოჲ მთავართა შორის დავით კურაპალატისათა, მჴნე და ახოვანი და განთქუმული წყობათა შინა, მაღალი და შუენიერი ჰასაკითა და აგებულებითა გუამისაჲთა და ბრძენი და გონიერი გონებითა და გულისჴმის-ყოფითა, და სავსე შიშითა ღმრთისაჲთა კეთილისა საქმითა, და ფრიად საყუარელი და საკუთარი კეთილად ჴსენებულისა დავით კურაპალატისაჲ.

    პაპთაჲთგან - პაპათაგან; დავით კურაპალატი - დავით III დიდი, კურაპალატი (გარდ.  წელს). ადარნასე III–ის ძე, ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მის დროს გაძლიერდა ტაო–კლარჯეთი და გამოცოცხლდა ამ მხარის კულტურული ყოფა. დავით კურაპალატმა დიდად შეუწყო ხელი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნას; განთქმული წყობათა შინა  - ბრძოლებში სახელმოხვეჭილი; შუენიერი ჰასაკითა და აგებულებითა გუამისაჲთა - თვალ–ტანად მშვენიერი; საკუთარი  - დაახლოებული, თავისიანი;
       

ხოლო ვინაჲთგან ცეცხლი იგი ქრისტეს სიყუარულისა გულსა მისსამძაფრად აღეტკინა, ყოველივე დიდებაი ამის სოფლისაჲ შეურაცხ-ყო და ნაგევად შეჰრაცხა და მონაგებნი და სიმდიდრე და განსუენებაჲ, მეუღლე და შვილნი თჳსნი და ნათესავნი და, რაოდენიცა რაჲ არს ამის სოფლისაჲ სრულიად მოიძულა და უგულებელს-ყო და მერმე კუალად თავიცა თჳსი, სიტყვისაებრ უფლისა, და აღიღო ჯუარი მჴართა თჳსთა ზედა და ფარულად ყოველთაგან სივლტოლაჲ იჴუმია და იჯმნა ყოველთაგან და მხოლოჲ ლავრასა დიდებულსა ოთხთა ეკლესიათასა შევიდა.  და რომელნი-იგიმა შინა ბრწყინვიდეს სათნოებითა მათ ჟამთა, - მამაჲ მოსე და მამაჲ გელასი, ამათ გამოუცხადა თავი თჳსი და მათგან ფარულად კურთხევაჲ მონაზონებისაჲ მიიღო და ჟამ რაოდენმე ღუაწლითა ძლიერითა მორჩილებასა მისთა თაი თჳსი და ყოველნი იგი მუნ მყოფნი მოღუაწენი განაკჳრვნა.

   

მძაფრიად - მძაფრად, ძლიერად; აღეტკინა - აენთო, აეგზნა; დიდებაჲ ამის სოფლისაჲ - ამქვეყნიური დიდება; შეურაცხ–ყო - არად ჩააგდო; ყოველთაგან  - ყველასაგან; იხჴუმია - გამოიყენა, მიმართა; სივლტოლაჲ იჴუმია - გაიქცა;

       

ხოლო ვინაჲთგან იწყო განცხადებად საქმემან მისმან, ნეტართა მათ მამათა ლოცვაჲ მიიღო და საბერძნეთისა ქუეყანად მიჰმართა, რამეთუ ევლტოდა დიდებასა კაცთასა. და ესრეთ მთასა ულუმბოჲსასა მიიწია და მონასტერსა ერთსა შინა ჟამთა არა-მცირედთა ჯორთა მსახურებისა ღუაწლი ახოვნად თავსიდვა და სხუანი უნდონი მსახურებანი და შეურაცხნი სიმდაბლით აღასრულნა.

   

მთაჲ ულუმბოჲსაჲ - მთა მცირე აზიაში, ბითვინიაში, იგივე ოლიმპოს მთა; ჟამთა არამცირედთა - კარგახანს; ჯორთა მსახურებისა ღვაწლი - ჯორების მოვლა; ახოვნად - აქ: მოთმინებით, თავდადებით; თავს–იდვა - იკისრა, იტვირთა; უნდონი მსახურებანი - უპატიო საქმიანობა; სიმდაბლით აღასრულნა -  თავმდაბლურად შეასრულა (ისინი)

       

ხოლო ვინაჲთგან მათ ჟამთა შინა ბერძენთა მეფემან ზემონი ქუეყანანი დავით კურაპალატსა მისცნა და აზნაურთა შვილნი მძევლად ითხოვნა მისგან, ცოლის ძმათა მამისა იოვანესთა ძე მისი ეფთჳმე სხუათა თანა უფლისწულთა მძევლად მოჰგუარეს მეფესა. ესე რაჲ ცნა იოვანე, უნდა თუ არა, უნებლიეთ თავი თჳსი გამოაცხადა და სამეუფოდ ქალაქად აღვიდა და. ვინაჲთგან მეფენი მეცნიერ იყვნეს აბუჰარბისა, რომელი იყო სიმამრი მამისა იოვანესი, და იოვანესდაცა ფრიადი სიყუარული აჩუენეს მის ზედა და კეთილად მოიკითხეს.

   

ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი - მია–წყალი, რომელიც დავით კურაპალატს ბიზანტიის კეისრისაგან ებოძა ბარდა სკლიაროსისი წინააღმდეგ გაწეული დახმარების საფასურად. შემდგომ ამ მიწების გამო საქართველოსა და ბიზანტიას ხანგრძლივი ცილობა ჰქონდათ; სხუათა თანა უფლისწულთა - სხვა უფლისწულებთან ერთად; უფლისწული - ბატონიშვილი. აქ: დიდაზნაურის შვილი; ესე რაჲ ცნა იოვანე - ეს რომ შეიტყო იოვანემ; სამეუფო ქალაქი - დედაქალაქი, აქ: კონსტანტინეპოლი; აღვიდა - მივიდა. „მისლვის“ მნიშვნელობით „აღსლვა“ ითქმის იერუსალიმის და „მეორე იერუსალიმის“– კონსტანტინოპოლის მიმართ

       

და ამისა შემდგომად განგრძობილად სიტყჳს-გებაჲ იქმნა შორის იოვანესსა და  სიმამრისა მისისა ეფთჳმესთჳს, რამეთუ არა ენება მოცემაჲ მისი. და ფრიად აბრალა მას იოვანე, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა, და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!” . და ესრეთ განგებითა საღმრთოჲთა და ბჭობითა მეფეთაჲთა თჳსი შვილი მიიყვანა და კუალად ულუმბადვე უკუნიქვა.

    განგება საღმრთოჲ - საღვთო განგებულება, განწესება; ბჭობაჲ მეფეთაჲ მეფეთა გადაწყვეტილება; კუალად ულუმბადვე უკუნიქ- ისევ ულუმბოს (ოლიმპოს) მთაზე დაბრუნდა;
       

ხოლო შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, ვინაჲთგან განითქუა სახელი მისი და პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი, შეუძნდა საქმე ესე, და ამის პირისათჳს კუალად უცხოებასავე მიჰმართა. რამეთუ აღიღო ძე თჳსი და რავდენნიმე მოწაფენი და მთაწმიდას მოვიდა, ლავრასა დიდისა ათანასესსა, და მუნ შეეწყნარა და აქუნდა თავი თჳსი ფარულად და ყოველთავე საქმეთა მორჩილებისათა სიმდაბლით და უდრტჳნველად იქმოდა და დაყო მზარეულობასა შინა ორი წელი გინა უმეტეს.

   

პატივსა უყოფდეს  - პატივს მიაგებდნენ, პატივს სცემდნენ; შეუძნდა საქმე ესე - შეაწუხა ამ ამბავმა; ამის პირისათვის - ამის გამო; კუალად უცხოებასვე მიჰმართა  ისევ განმარტოვდა; აღიღო  აქ; წაიყვანა; მთაწმიდა - მთა საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, კონცხზე, რომელიც შეჭრილია ეგეოსის ზღვაში. V!!! საუკუნის ბოლოს ქართველ ბერებს მცირე სავანე დაუფუძნებიათ აქ. პირველი დიდი მონასტერი მთაწმინდაზე ააგო ათანასე დიდმა, დედით ლაზმა. აქვე დაარსდა ათონის ივერთა მონასტერი ღვთისმშობლის სახელზე; მუნ შეეწყნარა - იქ დაემკვიდრა; ყოველნი საქმენი მორჩილებისანი - ყოველგვარი უპატიო, შეურაცხი საქმე; ორი წელი, გინა უმეტეს - ორი წელი ან ცოტა მეტი;

       

და მათ ჟამთა შინა თჳსი მისი დიდი თორნიკ თჳსსა ქუეყანასა მონაზონ იქმნა და, რამეთუ ასმიოდა იოვანესთჳს, ვითარმედ ულუმბათა არს და ვინაჲთგან ფრიადი სიყუარული აქუნდა მისსა მიმართ, მას მოჰმართა და ულუმბათა შთამოვიდა და, ვინაჲთგან მუნ ვერ პოვა, ფარულად გამოიწულილა და ცნა, ვითარმედ მთაწმიდას არს, თჳნიერ ცნობისა მეფეთაჲსა, იდუმალ მთაწმიდას მოიდა და კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო.

   

თჳსი - ნათესავი, ახლობელი; დიდი თორნიკ  - თორნიკე ერისთავი, ქართველთ სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით  კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი. ბერად აღკვეცის შემდეგ ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში, მოღვაწეობდა. შემდეგ თორნიკეს შეწირულებითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ათონის ივერთა მონასტერი. გარდაიცვალა  წელს; თჳსსა ქუეყანასა - თავის ქვეყანაში (საქართველოში); იდუმალ - ფარულად; კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო - ბერად აღიკვეცა იოანეს მიერ

       

რამეთუ, ვითარცა ვთქუთ, მთაწმიდას შთამოვიდა და ლავრასა დიდისა ათანასესსა მიიწია და, ვინაჲთგან დაფარვაჲ არღარაჲ ეგებოდა, ურთიერთარს გამოეცხადნეს და სიყუარულითა სულიერითა შეიტკბნეს და ფრიადი სიხარული იქმნა მონასტერსა შინა მას დღესა, რამეთუ არცა დიდი ათანასი უმეცარ იყო თორნიკის საქმესა და წარჩინებულობასა და ახოვნებასა. ამისთჳსცა მიერითგან დიდითა პატივითა ეპყრნეს იგინი, რამეთუ დაღაცათუ მათ არა უნდა ესე, გარნა ღირსთა თჳსთა ღმერთი გამოაცხადებს და ადიდებს

    ურთიერთას გამოეცხადნეს - ისინი ერთმანეთს შეხვდნენ; სიყარულითა სულიერითა შეიტკბნეს - სულიერი სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს;
       

და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა განითქუა ჰამბავი მათი და იცნობა, ვითარმედ მთაწმიდას არიან. და იწყეს მიერითგან ქართველთა მოსვლად და განმრავლებად. და ესე რაჲ ახილეს ნეტართა მამათა ჩუენთა, ვითარცა იყვნეს სავსენი ყოვლითავე სიბრძნითა, განიზრახეს, ვითარმედ არა ჯერ-არს ჩუენი მონასტერს შინა ყოფაჲ, რამეთუ სხუანიცა მოგუმართებენ და გარეშექცევაჲ შეუძლებელ არს”.  და ესრეთ განზრახვითა მამისა ათანასესითა ლავრისაგან განშორებულად ვითარ მილიონ ერთ უდაბნოსა შუენიერსა წმიდისა იოვანე მახარებელისა ეკლესიაჲ აღაშენეს და სენაკები და მუნ იყოფებოდეს მრავალ ჟამ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი.

    იცნობა, ვითარმედ მთაწმინდას არიან - ცნობილი გახდა, რომ მთაწმინდაზე არიან; იწყეს მიერითგან  ქართველთა მოსლვად და განმრავლებად - იმ დროიდან ქართველებმა დაიწყეს ჩამოსვლა და მრავლად დამკვიდრება; ვითარმედ - აქ: რადგანაც; არა ჯერ–არს ჩუენი მონასტერსა შინა ყოფაჲ  არ შეიძლება მონასტერში ჩვენი დარჩენა; სხუანიცა მოგუმართებენ - სხვებიც მოგვაშურებენ; გარეშექცევაჲ - უკან გაბრუნება; განშორებულად - მოშორებით; იოანე მახარებელი - იგივე იოანე ღვთისმეტყველი , მაცხოვრის უსაყვარლესი მოწაფე, ერთ–ერთი მოციქული, სახარებისა და გამოცხადების, ანუ აპოკალიფსის (ბიბლიის ბოლო წიგნი), ავტორი;
       

გარნა რომლისა-იგი ზემორე მეგულებოდა თქუმაჲ, იგი ხოლო ვთქუა პირველად, და მერმე, რაჲ-იგი უფალმან მოგუმადლოს, მოკლითა სიტყჳთა მიგითხრა. რამეთუ ვინაჲთგან დღეთა ამათ უკუანაჲსკნელთა მოვიწიენით და, ვითარცა ხედავთ, ფრიადი სიგრილე იხილვების ჩუენ შორის, ნუუკუე ვინმე ჰგონებდეს და აცთუნებდეს თავსა თჳსსა, თუ პირველითგან ესრეთ იყვნეს ძმანი ჩუენნი;  ნუ იყოფინ! არამედ ყოვლითა წესიერებითა და საღმრთოჲთა მოქალაქობითა ცხოვნდებოდეს, ვიდრემდის სამ გზის სანატრელნი იგი მამანი ჩუენნი იოვანე და ეფთჳმე განაგებდეს და იპყრობდეს წესსა წინამძღურობისასა, რომელნი-იგი ყოვლითურთ, მსგავსად პირველთა მათ ღმერთ-შემოსილთა მამათა, უძღოდეს მათდა რწმუნებულსა მას სამწყსოსა.  ვინაჲთგან კულა ნეტარმან იოვანე შეისუენა და ღმერთ-შემოსილმან მამამან ჩუენმან ეფთჳმე იჯმნა წინამძღურობისაგან, მიერითგან განმრავლდა ჩუენ შორის ყოველი სულ-მოკლებაჲ და სიგრილე.  არამედ ვევედრნეთ ღმერთსა, რაჲთა მეოხებითა მათითა კეთილად განაგოს ჩუენიცა ესე ცხორებაჲ და არა ჟუებულ გუყვნეს, არცა განგუაშორნეს სანატრელთა მათ მამათა და ძმათა ჩუენთა სიხარულსა და განსუენებასა საუკუნესა მას შინა ცხორებასა.

     
       

ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. ესე ნეტარი მამაჲ ჩუენი იოვანე იყო ნათესავით ქართველი, მშობელთა და პაპაჲთგან დიდებული და წარჩინებული და საჩინოჲ მთავართა შორის დავით კურაპალატისათა, მჴნე და ახოვანი და განთქუმული წყობათა შინა, მაღალი და შუენიერი ჰასაკითა და აგებულებითა გუამისაჲთა და ბრძენი და გონიერი გონებითა და გულისჴმის-ყოფითა, და სავსე შიშითა ღმრთისაჲთა კეთილისა საქმითა, და ფრიად საყუარელი და საკუთარი კეთილად ჴსენებულისა დავით კურაპალატისა

 

პაპთაჲთგან - პაპათაგან; განთქმული წყობათა შინა - ბრძოლებში სახელმოხვეჭილი; შუენიერი ჰასაკითა და აგებულებითა გუამისაჲთა - თვალ–ტანად მშვენიერი; საკუთარი - დაახლოებული, თავისიანი; დავით კურაპალატი - დავით III დიდი, კურაპალატი (გარდ.  წელს). ადარნასე III–ის ძე, ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მის დროს გაძლიერდა ტაო–კლარჯეთი და გამოცოცხლდა ამ მხარის კულტურული ყოფა. დავით კურაპალატმა დიდად შეუწყო ხელი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნას.

       

ხოლო ვინაჲთგან ცეცხლი იგი ქრისტეს სიყუარულისა გულსა მისსა მძაფრიად აღეტკინა, ყოველივე დიდებაი ამის სოფლისაჲ შეურაცხ-ყო და ნაგევად შეჰრაცხა და მონაგებნი და სიმდიდრე და განსუენებაჲ, მეუღლე და შვილნი თჳსნი და ნათესავნი და, რაოდენიცა რაჲ არს ამის სოფლისაჲ სრულიად მოიძულა და უგულებელს-ყო და მერმე კუალად თავიცა თჳსი, სიტყვისაებრ უფლისა,  და აღიღო ჯუარი მჴართა თჳსთა ზედა და ფარულად ყოველთაგან სივლტოლაჲ იჴუმია და იჯმნა ყოველთაგან და მხოლოჲ ლავრასა დიდებულსა ოთხთა ეკლესიათასა შევიდა.  და რომელნი-იგიმა შინა ბრწყინვიდეს სათნოებითა მათ ჟამთა, - მამაჲ მოსე და მამაჲ გელასი, ამათ გამოუცხადა თავი თჳსი და მათგან ფარულად კურთხევაჲ მონაზონებისაჲ მიიღო და ჟამ რაოდენმე ღუაწლითა ძლიერითა მორჩილებასა მისთა თაი თჳსი და ყოველნი იგი მუნ მყოფნი მოღუაწენი განაკჳრვნა.

    მძაფრიად - მძაფრად, ძლიერად; აღეტკინა - აენთო, აეგზნა; დიდებაჲ ამის სოფლისაჲ - ამქვეყნიური დიდება; შეურაცხ–ყო - არად ჩააგდო; ყოველთაგან - ყველასაგან; იხჴუმია -  გამოიყენა, მიმართა; სივლტოლაჲ იჴუმია -  გაიქცა;
       

ხოლო ვინაჲთგან იწყო განცხადებად საქმემან მისმან, ნეტართა მათ მამათა ლოცვაჲ მიიღო და საბერძნეთისა ქუეყანად მიჰმართა, რამეთუ ევლტოდა დიდებასა კაცთასა. და ესრეთ მთასა ულუმბოჲსასა მიიწია და მონასტერსა ერთსა შინა ჟამთა არა-მცირედთა ჯორთა მსახურებისა ღუაწლი ახოვნად თავს-იდვა და სხუანი უნდონი მსახურებანი და შეურაცხნი სიმდაბლით აღასრულნა.

    მთაჲ ულუმბოჲსაჲ -  მთა მცირე აზიაში, ბითვინიაში, იგივე ოლიმპოს მთა; ჟამთა არამცირედთა - კარგახანს; ჯორთა მსახურებისა ღვაწლი - ჯორების მოვლა; ახოვნად - აქ: მოთმინებით, თავდადებით; თავს–იდვა - იკისრა, იტვირთა; უნდონი მსახურებანი - უპატიო საქმიანობა; სიმდაბლით აღასრულნა -  თავმდაბლურად შეასრულა (ისინი).
       

ხოლო ვინაჲთგან მათ ჟამთა შინა ბერძენთა მეფემანზემონი ქუეყანანი დავით კურაპალატსა მისცნა და აზნაურთა შვილნი მძევლად ითხოვნა მისგან, ცოლის ძმათა მამისა იოვანესთა ძე მისი ეფთჳმე სხუათა თანა უფლისწულთა სხუათა თანა უფლისწულთა მძევლად მოჰგუარეს მეფესა. ესე ცნა იოვანე, უნდა თუ არა, უნებლიეთ თავი თჳსი გამოაცხადა და სამეუფოდ ქალაქად აღვიდა და ვინაჲთგან მეფენი მეცნიერ იყვნეს აბუჰარბისა, რომელი იყო სიმამრი მამისა იოვანესი, და იოვანესდაცა ფრიადი სიყუარული აჩუენეს მის ზედა და კეთილად მოიკითხეს.

    ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი - მიწა–წყალი, რომელიც დავით კურაპალატს ბიზანტიის კეისრისაგან ებოძა ბარდა სკლიაროსისი წინააღმდეგ გაწეული დახმარების საფასურად. შემდგომ ამ მიწების გამო საქართველოსა და ბიზანტიას ხანგრძლივი ცილობა ჰქონდათ; სხუათა თანა უფლისწულთა - სხვა უფლისწულებთან ერთად; უფლისწული - ბატონიშვილი. აქ: დიდაზნაურის შვილი; ესე რაჲ ცნა იოვანე - ეს რომ შეიტყო იოვანემ; სამეუფო ქალაქი -  დედაქალაქი, აქ: კონსტანტინეპოლი; აღვიდა - მივიდა. „მისლვის“ მნიშვნელობით „აღსლვა“ ითქმის იერუსალიმის და „მეორე იერუსალიმის“– კონსტანტინოპოლის მიმართ.

 

   

 

და ამისა შემდგომად განგრძობილად სიტყჳს-გებაჲ იქმნა შორის იოვანესსა და სიმამრისა მისისა ეფთჳმესთჳს, რამეთუ არა ენება მოცემაჲ მისი. და ფრიად აბრალა მას იოვანე, ვითარმედ: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა, და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!” და ესრეთ განგებითა საღმრთოჲთა და ბჭობითა მეფეთაჲთა თჳსი შვილი მიიყვანა და კუალად ულუმბადვე უკუნიქვა.

    განგება საღმრთოჲ - საღვთო განგებულება, განწესება; ბჭობაჲ მეფეთაჲ - მეფეთა გადაწყვეტილება; კუალად ულუმბადვე უკუნ-იქცა - ისევ ულუმბოს (ოლიმპოს) მთაზე დაბრუნდა.
       

ხოლო შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, ვინაჲთგან განითქუა სახელი მისი და პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი, შეუძნდა საქმე ესე, და ამის პირისათჳს კუალად უცხოებასავე მიჰმართა. რამეთუ აღიღო ძე თჳსი და რავდენნიმე მოწაფენი და მთაწმიდას მოვიდა, ლავრასა დიდისა ათანასესსა, და მუნ შეეწყნარა და აქუნდა თავი თჳსი ფარულად და ყოველნი საქმენი მორჩილებისანი სიმდაბლით და უდრტჳნველად იქმოდა და დაყო მზარეულობასა შინა ორი წელი გინა უმეტეს.

    პატივსა უყოფდეს - პატივს მიაგებდნენ, პატივს სცემდნენ; შეუძნდა საქმე ესე -  შეაწუხა ამ ამბავმა; ამის პირისათვის - ამის გამო; კუალად უცხოებასვე მიჰმართა -  ისევ განმარტოვდა; აღიღო - აქ; წაიყვანა; მთაწმიდა - მთა საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, კონცხზე, რომელიც შეჭრილია ეგეოსის ზღვაში. VIII საუკუნის ბოლოს ქართველ ბერებს მცირე სავანე დაუფუძნებიათ აქ. პირველი დიდი მონასტერი მთაწმინდაზე ააგო ათანასე დიდმა, დედით ლაზმა. აქვე დაარსდა ათონის ივერთა მონასტერი ღვთისმშობლის სახელზე; მუნ შეეწყნარა - იქ დაემკვიდრა; ყოველნი საქმენი მორჩილებისანი -  ყოველგვარი უპატიო, შეურაცხი საქმე; ორი წელი, გინა უმეტეს - ორი წელი ან ცოტა მეტი.
       

და მათ ჟამთა შინა თჳსი მისი დიდი თორნიკ თჳსსა ქუეყანასა მონაზონ იქმნა და, რამეთუ ასმიოდა იოვანესთჳს, ვითარმედ ულუმბათა არს და ვინაჲთგან ფრიადი სიყუარული აქუნდა მისსა მიმართ, მას მოჰმართა და ულუმბათა შთამოვიდა და, ვინაჲთგან მუნ ვერ პოვა, ფარულად გამოიწულილა და ცნა, ვითარმედ მთაწმიდას არს, თჳნიერ ცნობისა მეფეთაჲსა, იდუმალ მთაწმიდას მოიდა და კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო.

    თჳსი - ნათესავი, ახლობელი; დიდი თორნიკ - თორნიკე ერისთავი, ქართველთ სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით  კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი. ბერად აღკვეცის შემდეგ ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში, მოღვაწეობდა. შემდეგ თორნიკეს შეწირულებითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ათონის ივერთა მონასტერი. გარდაიცვალა  წელს; თჳსსა ქუეყანასა - თავის ქვეყანაში (საქართველოში); იდუმალ - ფარულად; კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო - ბერად აღიკვეცა იოანეს მიერ
       

რამეთუ, ვითარცა ვთქუთ, მთაწმიდას შთამოვიდა და ლავრასა დიდისა ათანასესსა მიიწია და, ვინაჲთგან დაფარვაჲ არღარაჲ ეგებოდა, ურთიერთარს გამოეცხადნეს და სიყუარულითა სულიერითა შეიტკბნეს და ფრიადი სიხარული იქმნა მონასტერსა შინა მას დღესა, რამეთუ არცა დიდი ათანასი უმეცარ იყო თორნიკის საქმესა და წარჩინებულობასა და ახოვნებასა. ამისთჳსცა მიერითგან დიდითა პატივითა ეპყრნეს იგინი, რამეთუ დაღაცათუ მათ არა უნდა ესე, გარნა ღირსთა თჳსთა ღმერთი გამოაცხადებს და ადიდებს.

    ურთიერთას გამოეცხადნეს -  ერთმანეთს შეხვდნენ; სიყვარულითა სულიერითა შეიტკბნეს - სულიერი სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს;
       

და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა განითქუა ჰამბავი მათი და იცნობა, ვითარმედ მთაწმიდას არიან. და იწყეს მიერითგან ქართველთა მოსვლად და განმრავლებად. და ესე რაჲ ახილეს ნეტართა მამათა ჩუენთა, ვითარცა იყვნეს სავსენი ყოვლითავე სიბრძნითა, განიზრახეს, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ჩუენი მონასტერს შინა ყოფაჲ, რამეთუ სხუანიცა მოგუმართებენ და გარე-შექცევაჲ შეუძლებელ არს”.  და ესრეთ განზრახვითა მამისა ათანასესითა ლავრისაგან განშორებულად ვითარ მილიონ ერთ უდაბნოსა შუენიერსა წმიდისა იოვანე მახარებელისა ეკლესიაჲ აღაშენეს და სენაკები და მუნ იყოფებოდეს მრავალ ჟამ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი.

    იცნობა, ვითარმედ მთაწმინდას არიან -  ცნობილი გახდა, რომ მთაწმინდაზე არიან; იწყეს მიერითგან ქართველთა მოსლვად და განმრავლებად - იმ დროიდან ქართველებმა დაიწყეს ჩამოსვლა და მრავლად დამკვიდრება; არა ჯერ–არს ჩუენი მონასტერსა ყოფაჲ - არ შეიძლება მონასტერში ჩვენი დარჩენა; სხუანიცა მოგუმართებენ - სხვებიც მოგვაშურებენ; გარეშექცევაჲ - უკან გაბრუნება; განშორებულად - მოშორებით; იოანე მახარებელი - იგივე იოანე ღვთისმეტყველი , მაცხოვრის უსაყვარლესი მოწაფე, ერთ-ერთი მოციქული, სახარებისა და გამოცხადების, ანუ აპოკალიფსის (ბიბლიის ბოლო წიგნი), ავტორი; ვითარცა - აქ: რადგანაც;
       

და მას ჟამსა იქმნა განდგომილებაჲ სკლიაროსისაჲ და ჴმელით კერძი ყოველი დაიპყრა და მეფენი და დედოფალი შეწყუდეულად იყვნეს ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითა. და ამას რაჲ შინა იყვნეს, განიზრახეს, ვითარმედ: ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არავინ არს”. და ვინაჲთგან გზანი ყოველნი სკლიარისსა დაეპყრნეს, კაცისა წავლენაჲ არა ეგებოდა, და დიდსა ზრუნვასა შინა იყვნეს, რამეთუ არცა ვინ იყო ეგევითარი კაცი, რომელმანმცა სრულ-ყო ნებაჲ გულისა მათისაჲ და ესრეთ რაი ეურვოდეს ამის პირისათჳს, ესმა იოვანესთჳს და თორნიკისთჳს და ცნეს, რამეთუ ლავრასა დიდისა ათანასესსა არიან, და მეყსეულად სევასტოფორი, კაცი წარჩინებული (მათ ჟამთა შინა) მთავართა შორის დედოფლისათა, წიგნებითა სამეუფოჲთა ლავრას წარმოავლინეს და, ვითარცა მოვიდა, მისცა წიგნები თითოეულად, ვითარცა აქუნდა ბრძანებაჲ, ერთი ათანასის და ერთი თორნიკს და ერთი იოვანეს  და ესე პირი მოეწერა, ვითა: „უღმრთოჲ სკლიაროსი გაგიადგა და ჴმელით კერძი ყოველი დაიპყრა. აწ ვევედრებით სიწმიდესა თქუენსა, რაჲთა თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა იოვანე-თორნიკ მოვიდეს მეფობისა ჩუენისა”. და სხუანი მრავალნი ვედრებანი და ქენებანი ეწერნეს სამეუფოთა მათ წიგნთა შინა.

    სკლიაროსი - ბარდა სკლიაროსი (X საუკ.), ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლურ პროვინციათა მმართველი.  წელს ისარგებლა უფლისწულების – ბასილისა და კონსტანტინეს – მცირეწლოვანებით და აჯანყდა. ეს აჯანყება ჩააქრო ქართველთა
ლაშქარმა თორნიკე ერისთავის სარდლობით; ჴმელით კერძი ყოველი დაიპყრა -  ხმელეთის მხარე მთლიანად დაიპყრო; მეფენი და დედოფალი - იგულისხმებიან მცირეწლოვანი უფლისწულები - ბასილი და კონსტანტინე - და მათი დედა; შეწყუდეულად იყვნეს ქალაქსა შინა -  გამომწყვდეულნი იყვნენ ქალაქში (კონსტანტინეპოლში); ამას რაჲ შინა იყვნეს - ამ დღეში რომ იყვნენ; კურაპალატისაგან კიდე - კურაპალატის გარდა; წარვლენაჲ - გაგზავნა, მივლინება; არა ეგებოდა - არ შეიძლებოდა; დიდსა ზრუნვასა შინა იყვნეს - დიდად წუხდნენ; რომელმანცა სრულყო ნებაჲ გულისა მათისაჲ -  რომელიც აასრულებდა მათ გულის წადილს; ესრეთ რაჲ იურვოდეს ამის პირისათჳს - ამის გამო ასე რომ წუხდნენ; ესმა იოვანესთჳს და თორნიკისთჳს - ესმათ იოანეს და თორნიკეს ამბავი; ცნეს - შეიტყვეს; წიგნები სამეუფოჲ - სამეფო წერილები; თითოეულად - ცალ–ცალკე; ვითარცა - როგორც კი, როცა; ვითარცა აქუნდა ბრძანებაჲ - როგორც ნაბრძანები ჰქონდა.
 
       

ესე რაჲ ესრეთ იქმნა, ფრიადსა უღონოებასა შთავარდეს ათანასე და იოვანე, და, უნდა თუ არა, შეუვრდეს თორნიკს და იწყეს ვედრებად მისსა, რაჲთა აღვიდეს მეფეთა წინაშე.   ხოლო მას რაჲ ესმა ვედრებაჲ მათი, ფრიად შეწუხნა და ეტყოდა, ვითარმედ: „წმიდანო მამანო, მე ცოდვათა ჩემთათჳს მოსრულ ვარ ამას წმიდასა ადგილსა და შეუძლებელ არს ჩემი მეფეთა წინაშე წარსლვაჲ, რამეთუ მე ვიცი, თჲ რომლისა პირისათჳს მიჴმობენ, და, ვინაჲთგან ღმერთმან ღირს-მყო და სახე მონაზონებისაჲ შევიმოსე, მე ამიერითგან არცაღა მეფეთა თანა მიც შესაპოვარი, არცაღა სხუასა ვის ქუეყანასა ზედა. აწ ვევედრები სიწმიდესა თქუესსა, ღმრთისა სიყუარულისათჳს შემინდვეთ და ნუ მაიძულებთ ამის პირისათჳს, რამეთუ, უკუეთუ წავიდე, ამის სოფლისავე შფოთთა შთამაგდებენ” და იგინი ევედრებოდეს, ვითარმედ: „უკუეთუ ამას ჟამსა ურჩ ვექმნეთ მეფეთა, დიდსა რისხვასა მოვაწევთ ჩუენ ზედა და მონასტერსა ამას ზედა”.  და ამას ცდილობასა ზედა გარდაჴდა შჳდეული ერთი. ხოლო უკუანაჲსკნელ, უნდა თუ არა, ყოველი ბრალი მამამან ათანასი და მამამან იოვანე მიიდვეს და ძლით დაარწმუნეს წარსვლაჲ.

    აღვიდეს მეფეთა წინაშე - წარდგეს მეფეთა წინაშე (იგულისხმება ბიზანტიის სამეფო კარი); რომლისა პირისათვის მიჴმობენ -  რისთვისაც მიხმობენ, რის გამოც მიწვევენ; უკუეთუ წარვიდე - თუ წავალ; ამის სოფლისავე შფოთთა შთამაგდებენ - კვლავ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩამაბამენ; ძლით დაარწმუნეს წარსვლაჲ - აიძულეს წასვლა.
       

ხოლო ბასილი და კოსტანტი მას ჟამსა წუთღა ყრმაიყვნეს და ყოველი გასაგებელი დედოფალსა ეპყრა და პარაკიმენონსა და ვითარცა აღვიდა თორნიკ სამეუფოდ, მეყსეულად შეიყვანა იგი პარაკიმანოსმან მეფეთა წინაშე და მეფენი და დედოფალი ზე აღუდგეს და პატივით მოიკითხეს და გუერდით დაისუეს. და უბრძანა დედოფალმან ბასილის და კოსტანტის და ფერჴთა შეუვრდეს და დედოფალმან მიუგო, ვითარმედ: „წმიდაო მამაო, რაჲცა ამათ ობოლთა თანა ქმნა, ღმერთმან მოაგოს სულსა შენსა!”

    ბასილი - ბასილი  (– წწ.), ბიზანტიის იმპერატორი  წლიდან. მის დროს ბიზანტიის იმპერია განსაკუთრებით გაძლიერდა და განივრცო; კონსტანტი -  კონსტანტინე, ბასილი იმპერატორის ძმა; წუთ-ღა - ჯერ კიდევ; ყოველი გასაგებელი დედოფალსა ეპყრა - ყველაფერს განაგებდა დედოფალი; პარაკიმენონი -  პარაკიმანოსი (ბერძ.), მესაწოლეთუხუცესი, მოხელე ბიზანტიის იმპერატორის კარზე; აღვიდა...სამეუფოდ - მივიდა სამეფო კარზე; ფერჴთა შეუვრდეს - ფეხებში ჩაუვარდნენ; რაჲცა ამათ ობოლთა თანა ქმნა - რასაც ამ ობლებისათვის იქმ; ღმერთმა მოაგოს სულსა შენსა - ღმერთმა შენ მოგიბრუნოს.

 

     

და ესევითარი რაჲ ჟამი დახუდა იოვანეს, შინა-გამოღებით მრავალ-ფერთა საქმეთათჳს ამხილა (დედოფალსა), და მან ყოველი სიმდაბლით შეიწყნარა და აღუთქვა, ვითა: „წმიდაო მამაო, რაჲცა მიბრძანოს მამობამან თქუენმან, თქუენსა ბრძანებასა, არა გარდავჰჴდე, ოდენ, ღმერთმან დაგარწმუნოს, შრომაჲ თავს-იდევ და, რომლითაცა სახითა გნებავს, წარვედ კურაპალიტისა წინაშე და ყოველი ჭირი ჩუენი აუწყე და ვესავ ღმერთსა, რომელ იოტოთ იგი უღმრთოჲ სკლიაროსი და ჩუენ ჭირისაგან განგუარინნეთ”. ფრიად ევედრა დედოფალსა, რაჲთამცა განათავისუფლა, და ვითარ იხილა მოუდრეკელობაჲ მისი, მიუგო ესრეთ, ვითარმედ: „მე ჩემთა ცოდვათათჳს შევიმოსე სახე ესე, და უწყის უფალმან, რომელ სწორად სიკუდილისა მძიმე არს ესე საქმე ჩემ ზედა. გარნა რაი ვყო, არ ვიცი, წმიდასა მეფობასა თქუენსა ურჩ ვერ ვექმნები”.  და კუალად დედოფალმან და პარაკიმანოსმან ჰრქუეს, ვითარმედ: „შენ ოდენ ამათ ობოლთა ჴელი აღუპყარ და, რაჲცა ბრალი იყოს, ღმერთმან ჩუენგან იძიენ” და ესრეთ წიგნები ვედრებისაჲ დაწერეს კურაპალატსა თანა და ესრეთ იჯმნა მეფეთაგან და რომლითაცა სახითა კურაპალატსა წინაშე მიიწია თორნიკ.

    წარვედ კურაპალატისა - მიდი კურაპალატთან; ვესავ ღმერთსა - ღვთის იმედი მაქვს; რომელ - რომ; იოტოთ - გააქცევთ, განდევნით; განგუარინნეთ - დაგვიხსნით, გადაგვარჩენთ; რაჲთამცა განათავისუფლა - აქ: რომ გაეთავისუფლებინა (ამ დავალებისაგან); შენ ოდენ ამათ ობოლთა ჴელთა აღუპყარ - შენ ოღონდ ამ ობლებს დაეხმარე; ბრალი - ცოდვა, შეცოდება; ღმერთმან ჩუენგან იძიენ - ღმერთმა ჩვენ მოგვკითხოს; წიგნები ვედრებისაჲ დაწერეს კურაპალატსა თანა - თხოვნის წერილები მისწერეს კურაპალატს;
       

ხოლო იხილა რაჲ იგი კურაპალატმან, ფრიად განიხარა და წიგნები მეფეთაჲ მიითუალა, და ყოველივე საქმე თორნიკ გააცადა, რომლისთჳსცა განიზრახვაჲ ქმნეს, რაჲთა ლაშქარნი წარმგზავნენ საბერძნეთს, და სპასალარად თორნიკ განაჩინეს. ხოლო თორნიკ კურაპალატისა და თავისა წიგნები მეფეთა წინაშე წარსცა და ყოველი ნებაჲ კურაპალატისაჲ აუწყა.  და მაშინ მისცნეს მეფეთა ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი კურაპალატსა, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ

    წიგნები მეფეთაჲ მიითუალა - მეფეთა წერილები ჩაიბარა; განზრახვაჲ ქმნეს - განიზრახეს, გადაწყვიტეს; რაჲღა ლაშქარნი წარგზავნეს საბერძნეთს - რომ ჯარები გაგზავნონ ბიზანტიაში; სპასალარი - მხედართმთავარი; განაჩინეს - დაადგინეს, დანიშნეს; მეფეთა წინაშე წარსცა - მეფეებს გაუგზავნა.
       

ხოლო თორნიკს მოუწერეს: „ვიცით, რომელ ღმერთი შეგეწევის და ნურარას ორგულობ და ოდეს ღმერთმან წარგიმართოს, ყოველნი წინააღმდგომნი ჩუენნი დაიტყუენენ და ყოველივე ნატყუენავი მათი შენი იყოს”.  რომლისათჳსცა მისცა კურაპალატმან თორმეტი ათასი მჴედარი რჩეული თორნიკს. და შეწევნითა ქრისტესითა აოტა სკლიაროსი და ვიდრე სპარსეთამდე მეოტად წარიქცია და მერმე შეიქცა და სიტყჳსაებრ მეფეთაჲსა დატყუენნა ყოველნი დიდებულნი საბერძნეთისანი და მონაგები მათი იავარ-ყო და რომელიმე ლაშქართა განუყო და რომელიმე თჳთ დაიმჭირა ნატყუენავი დიდძალი ფრიად: ოქროჲ და ვერცხლი და სტავრაჲ და სხუაჲ ესევითარი და უკუნიქცა და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა და იჯმნა და მეფეთავე წინაშე მოვიდა.

    აოტა - გააქცია; ვიდრე სპარსეთამდე მეოტად წარიქცია - გაქცეულს სპარსეთამდე სდია; ყოველნი დიდებულნი საბერძნეთისანი - ბიზანტიის ყველა დიდებული; იავარ-ყო - გაანადგურა; რომელიმე - ზოგი; თჳთ დაიმჭირა - თვითონ დაიტოვა; ნატყუენავი - ნადავლი, ალაფი; სტავრა - „სირმის ნაქსოვი“ (საბა), ოქროქსოვილი;  სხუაჲ ესევითარი - სხვა ამდაგვარი; უკუნ–იქცა - უკან მობრუნდა; დიდად მოიმადლა - დიდად დაასაჩუქრა, მოიმადლიერა (თორნიკემ კურაპალატი).
       

ხოლო იგინი დიდითა პატივითა მიეგებნეს და მოწლედ მოიკითხეს იჯმნა უკუე მათგანცა და გამოეთხოვა. და კუალად მთაწმიდასვე მოიქცა, ლავრად დიდისა ათანასესსა. ხოლო მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორს-უყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კუალად მოაქცია მშჳდობით.

    მოწლედ - გულითადად, სიყვარულით; უკუე - აქ: შემდეგ, მერე;
       

და ამისა შემდგომად განიზრახეს მამათა ჩვენთა და თქუეს, ვითარმედ; „აქა ყოფაჲ ჩუენი შეუძლებელ არს, კაცნი ვართ სახელოვანნი და ქართველნი მოგუმართებენ“, და ესე გამოარჩიეს, რაჲთა (კიდე) თავისუფლად თჳისი მონასტერი აღაშენონ.  დაღათუ უძნდა საქმე ესე იოვანეს, გარნა ქართველთა განსუენებისათჳს და უფროჲს ხოლო თორნიკის აშენებისათჳს თავს-იდვა (ამისი ჴელყო) ფაჲ.  და ღმრთისა მომადლებითა პოვეს ადგილი შუენიერი შუა მთაწმიდისა და აღაშენეს მონასტერი და ეკლესიანი წმიდისა ღმრთისმშობლისა სახელსა ზედა და წმიდისა იოვანე ნათლის-მცემელისასა ფრიადითა ოფლითა და ღუაწლითა.  და ადგილნი მრავალნი მონასტერნი და სა(და)ყუდებულონი  გარემოის დიდისა მონასტრისა ვიდრე იმერად ზღუადმდე თჳისითა საფასითა იყიდნეს, რომელნი–იგი შუენიერ არიან და საწადელ და მომზავებელ სულიერთა მონაზონთა საყოფლად.

    განიზრახეს მამათა ჩუენთა -  იფიქრეს, გადაწყვიტეს ბერებმა (იოანემ და ექვთიმემ); აქა ყოფაჲ -  აქ ყოფნა, აქ დარჩენა; მოგუმართებენ - მოგვაშურებენ (განმარტოებული ბერები ცდილობენ განერიდონ ხალხმრავლობას); ესე გამოარჩიეს -  ეს არჩიეს, ეს ამჯობინეს; ღმრთისა მომადლებითა - აქ: ღვთის წყალობით; შუა მთაწმიდისა - მთაწმინდის შუა ადგილას;
       

და ეგრეთვე ღმრთის მსახურთა მეფეთა, ღმრთის მსახურთა მეფეთა, ვინაჲთგან ესევითარნი მსახურებანი ჰმსახურნეს და დიდნი საქმენი უქმნნეს საქმენი უქმნნეს, რომელნიცა ადგილნი და სოფელნი სთხოვნეს, ყოველნი ოქრო-ბეჭდითა დაუმტკიცნეს რომელნი-იგი მრავალცა არიან და რჩეულ ფრიად , ვითარცა ამას ქუეყანასა შეჰგავს.

    ღმრთისმსახურნი მეფენი - იგულისხმებიან ბიზანტიის განმგებელი;  ვინაჲთგან ესევითარნი მსახურებნი - ჰმსახურნეს რადგან ასეთი სამსახური გაუწიეს; საქმენი უქმნნეს - საქმეები მოუგვარეს; ყოველნი ოქრობეჭდითა დაუმტკიცნეს -  ყველა დაუმტკიცეს სამეფო ბეჭდით დადასტურებული სიგელით;
       

ხოლო იყო რაჲ თორნიკ აღმოსავალეთს, მრავალნი ფიჩოსანნი და სახელოვანნი მონაზონნი ჩამოიტანნა, სიმრავლე არა–მცირედი და ენება რაითა ქართველნი ოდენ იყვნენ მონასტრისა ამის მკჳდრნი ყოველნი.  გარნა, ვინაჲთგან ამისი ქმნაჲ შეუძლებელ იყო, იიძულნეს ბერძენთაცა შემოყვანებად, რამეთუ ჩუენ, ვითარცა ხედავთ, ზღჳსა რაჲთურთით გამოცდილებაჲ არაჲ გუაქუს, და ჩუენი ყოველი გასარომელი ზღჳთ შემოვალს, და მერმე თჳნიერ მჭედელთა და ხუროთა და გალატოზთა და მევენაჴეთა და ნავის–მოქმედთა და სხუათა ესევითართა ამის ესევითარისა ვრცელისა ლავრისა დამჭირვაჲ უღონო არს.  და ესე ყოველი გამონახეს წმიდათა მამათა ჩუენთა და, თუ უნდა და თუ არა, ვითარცა ვთქუთ, შეიწყნარნეს იგინიცა. და ესრეთ ღმრთისა შეწევნითა სრულ იქმნა შენებაჲ მონასრტისაჲ .

     
       

ხოლო თორნიკ, ვინაჲთგან ჲოტა სკლიაროსი და კუალად აქავე მოიქცა ურიცხჳთა საფასითა და განძითა, – რამეთუ უფროჲს ათორმეტისა კენდინარისა მოიღო განძი ოდენ, სხუათა ტურფათაგან კიდე, — რომელი იგი ყოველივე მამისა თჳსისა სულიერისა  იოვანეს ჴელთა მისცა და თავი თჳსი სრულიად უარყო და არცა თუ მცირედი რაიმე დაუტევა ჴელმწიფებასა ქუეშე თჳსსა, არამედ ეგევითარმან (მან) განთქუმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაჲ თჳსი მოიკუეთა და სრულებით შეუდგა მოჩილებასა მისსა.  და ესეზომი მჴურვალებაჲ აჩუენა, რომელ, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, თჳნიერ მისისა ბრძანებისა არცამცა წყლისა გემოჲ იხილა და არცამცა სიტყუაჲ ერთი აღმოთქუა და არცა თუ ფოლსა ერთსა ზედა უფალ იყო, არამედ ყოველსავე მამაჲ იოვანე განაგებნ და მისცემნ, ვითარცა ენების და სადაცა ჯერ–იყვის.

    საფასე - ქონება, საჭურჭლე;  თავი თჳსი სრულად უარ-ყო - თავის თავზე სრულიად არ იფიქრა;
       

ხოლო ვინაჲთგან ათნოებათა ყოველთა თავი მორჩილებაჲ არს სულიერთა მამათაჲ და ნებისა თჳსისა განკუეთაჲ, და ესე სერეთ აქუნდა,  ვითარცა ვაუწყეთ ღმრთის-მოყვარებასა თქუენსა, და ფრიად უმაღლესად, რამეთუ უნდოდაცა გულის სიტყუათა ტირილით გამოუცხადებნ ნეტარსა იოვანეს და კანონსა და შენდობასა ითხოვნ სხუათა მათ სათნოებათა გამოწულილვით აღწერასა ნეფსით თანა-წარვჰჴედით, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე სათნოებითა სავსე იყო ნეტარი ესე: სიმდაბლითა, სიწრფოებითა და უმანკოებითა.  და მარადის იტყჳნ დიდსა იოვანეს, ვითარმედ: მამაო. თჳთ იცი, რომელ დიდად ცოდვილ ვარ და სიკუდილი ჩემი მოახლოებულ არს და უნებელი სიწმიდისა თქუენისაჲ არა ვარ, არამედ ნებაჲ ჩემი და თავი (ჩემი შემდგომად ღმრთისა) შენდა მომიცემია; ვითარცა გნებავს, აცხოვნე სული ჩემი”.

     
       

ხოლო ვინაჲთგან ათნოებათა ყოველთა თავი მორჩილებაჲ არს სულიერთა მამათაჲ და ნებისა თჳსისა განკუეთაჲ, და ესე სერეთ აქუნდა,  ვითარცა ვაუწყეთ ღმრთის-მოყვარებასა თქუენსა, და ფრიად უმაღლესად, რამეთუ უნდოდაცა გულის სიტყუათა ტირილით გამოუცხადებნ ნეტარსა იოვანეს და კანონსა და შენდობასა ითხოვნ  სხუათა მათ სათნოებათა გამოწულილვით აღწერასა ნეფსით თანა-წარვჰჴედით, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე სათნოებითა სავსე იყო ნეტარი ესე: სიმდაბლითა, სიწრფოებითა და უმანკოებითა.  და მარადის იტყჳნ დიდსა იოვანეს, ვითარმედ: მამაო. თჳთ იცი, რომელ დიდად ცოდვილ ვარ და სიკუდილი ჩემი მოახლოებულ არს და უნებელი სიწმიდისა თქუენისაჲ არა ვარ, არამედ ნებაჲ ჩემი და თავი (ჩემი შემდგომად ღმრთისა) შენდა მომიცემია; ვითარცა გნებავს, აცხოვნე სული ჩემი”.

     
       

ამას რაჲ ესევითარსა მჴურვალებასა მისსა ხედვიდა ნეტარი მამაჲ ჩუენიუ იოვანე, ფრიად მოსწრაფე იყო, რაჲთა არარაჲ იპოვოს რაჲთურთით მის თანა ნაკლულევანებაჲ რაჲმე და ჯეროვნად პატივ-სცემნ მას და ერიდებინ (და განუსუენებნ) და სწყალობნ სიბერესა მისსა.

    ერიდებინ - ერიდებოდა;
       

ხოლო ვინაჲთგან დიდი თორნიკ წყობათა შინა აღზრდილ იყო და სალაშქროთა საქმეთა, ამათ ესევითარცა პირთათჳს უბნობაჲ და ჰამბავი უყუარდა,  და, ვითარცა ვთქუთ, მამაჲ იოვანე ერიდებინ და არა უნდა, რაჲთამცა ამხილა მას, რაჲთა არა მოწყლას გონებაჲ მისი. და ვითარცა იყვნეს მას ჟამსა კაცნი წარჩინებულნი და პატიოსანნი, შევიდიან და ეუბნებოდიან მას ზემო თქუმულთა ამათ პირთათჳს. მაშინ, ვითარცა იხილა იოვანე, რამეთუ სიწრფოებით იქმს ამას, შეეშინა, ნუუკუე ამის სახისათჳს ზღვევაჲ რაჲმე სულიერი შეამღხჳოს ღირსსა მას და თჳსსაცა სულსა ამისთჳსცა ჰრქუამას მამამან იოვანე, ვითარმედ: საყუარელო , ძმაო, ვხედავ, რომელ მადლითა ღმრთისაჲთა კეთილად წარმართებულ ხარ მცნებათა შინა ღმრთისათა და არა მნებავს, რაჲთა კრძალვისა გზითა ზღვევაჲ. რაჲმე მოვატყუა სულსა შენსა. აწ დააცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობაჲ და ამიერითგან სხუასა ნუ ვისეუბნები, გარნა გაბრიელს (ხოლო) ხუცესსა”. ხოლო ხუცესი იგი ესევითარი კაცი იყო, რომელ პირსა მისსა მსოფლიოჲ სიტყუაჲ არა გამოვიდოდა, არამედ ყოველივე საღმრთოჲ და სულიერი.  ესე რაჲ ესმა ღირსსა მას, მეყსეულად დავარდა ფერჴთა თანა მისთა და ცრემლით ეტყოდა, ვითარმედ: და რად დაიდუმე აქამომდე და არა მამხილე, წმიდაო და ღმერთ-შემოსილო მამაო?” ხოლო მამამან იოვანე აღადგინა იგი და ჰრქუა: უფალმან შეგინდვენ, გარნა აწ ხოლო ეკრძალე!”.  და მიერითგან მონასტრისა ძმათა არღარა ვის ეუბნებინ, გარნა თუ უცხოჲ ვინ მოვიდის და მცირედი რაჲმე სიტყუაჲ მიუგის მას. და ესრეთ ესევითარსა ამას სულიერსა ცხორებასა შინა აღასრულნა დღენი თჳსნი და ღმრთისა მივიდა, და ჭეშმარიტად წამეს მამათა ჩუენთა მისთჳს, ვითარმედ: ღმერთმან შეუნდვნა ცოდვანი მისნი და საუკუნესა ცხორებასა ღირს-ყო”.

    წყობათა შინა აღზრდილ იყო სალაშქროთა საქმეთა - ბრძოლებსა და საომარ საქმეებში იყო სიყრმიდანვე გამოწრთობილი; ამათ ესევითართა პირთათჳს - ამათ (ლაშქრობათა) შესახებ; უბნობაჲ და ჰამბავი - საუბარი და თხრობა;  არა მოწყლას გონებაჲ - მისი გული არ ატკინოს; სიწრფოებით - ალალად, წრფელად; შეეშინა - შეეშინა; ნუუკუე ამის სახისათვის - ვაითუ ამის გამო; ზღვევაჲ - ვნება, ზიანი, სასჯელი; ზღვევაჲ რაჲმე სულიერი შეამთხჳოს ღირსსა მას -  სულიერი რამ ვნება შეახვედროს მას; დააცადე - შეწყვიტე, თავი დაანებე; სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობაჲ - ამქვეყნიურ საქმეებზე საუბარი; გარნა გაბრიელს ხოლო ხუცესსა - გაბრიელ ხუცესის გარდა; რომელ - რომ; პირსა მისსა - აქ: მისი პირიდან; მსოფლიოჲ სიტყუაჲ - ლოცვის გარდა სხვა რამ სიტყვა, საერისკაცო ჩვეულებრივი საუბარი; ეუბნებინ - ეუბნებოდა; ღმრთისა მივიდა - ღმერთთან მივიდა, გარდაიცვალა;
       

ამათ ღირსთა და სანატრელთა მამათა ჩუენთა დიდნი საფასენი და მრავალნი ტურფანი შეწირნეს დიდსა ლავრასა მას და ყოველთა მონასტერთა მთაწმიდისათა, რომელნი-იგი მას ჟამსა წუთღა გლახაკ იყვნეს და არა განმრავლებულ ესოდენ. და საშოვალსა, რომელ არს ყოვლისა მთისა შესაკრებელი, ფრიადნი საჴმარნი და მონაგებნი მისცნეს. და ყოველთავე ზოგად და თჳთოეულად კაცად კაცადსა ფრიადი საფასე განუყვეს, რომელთაგანი რაოდენიმე მოვიჴსენოთ და სხუაჲ იგი დავაცადოთ, რაჲთა არა ფრიადი სიმრავლე წერილისაჲ იქ, მნას და საწყინო ვიქმნნეთ მკითხველთა და მსმენელთა.

     
       

დიდსა უკუე ლავრასა მისცეს, ვითარცა ვთქუთ, ოქრო-ბეჭედი განძისა ორას ორმეოცდა ოთხისა დრაჰკნისაჲ, ჩიმიშკისა ბოძებული იოვანესდა, და ესე ყოველთა წელთა აქუს პალატით ლავრასა, და კუნძული, რომელსა ნეოს ეწოდების, ბასილი მეფისა ბოძებული იოვანესდავე, რომლისაგან გამოვალს გამოსავალი ყოველთა წელთა იდ ლიტრაჲ, გინა ათხუთმეტი და ოდესმე ოციცა.  და კუალად მისცეს ოქროჲ განძად ათუალული კე ლიტრაჲ, და ძელისა ცხორებისა ნაწილი  ვერცხლისა ბუდითა და ორნი ბარზიმნი დიდნი ვერცხლისანი და ფეშხუემი კოვზითურთ და ბრწკლით და ნაწილის შთასასუენებელით ვერცხლისაჲთ და ესე ყოველნი ოქრო-ცურვებულნი. საკურთხველის შესამოსელი ოქრო-ნემსული და მეორე ოქსინოჲ.  ორნი წიგნნი ოქროსპირისანი -მარგალიტნი, სხუაჲ წიგნი წმიდისა ეფრემისი, სხუაჲ წიგნი სწავლანი წმიდისა კჳრილესნი, სხუაჲ წიგნი, რომელსა სწერიან ყოველნივე ძუელნი წიგნნი და საწინაჲსწარმეტყუელოჲ და მაკანელთაჲ, სხუაჲ წიგნი სადღესასწაულოჲ საჩინოთა წმიდათაჲ, ოთხთავი სტავრაჲთა შემოსილი და ვერცხლისა ღილო-კილოჲთა და ჯუარითა.  ჯვარი სალიტანიე ვერცხლისაჲ ოქრო-ცურ|ვებული მელაზმაგისა ხატებითა, ჯუარს-ცუმისა ხატი ცვილოანი დიდი, ას დრაჯკნად ფასებული; სხუაჲ დიდი ხატი ვედრებისაჲ, სხუაჲ ხატი გარდამოჴსნაი, ნიკიფორ მეფისა ნიჭებული, სხუაჲ ხატი  კანკელი ათორმეტთა მოციქულთაჲ, სხუაჲ ხატი წმიდათა დიდთა მოწამეთაჲ, სხუაჲ ხატი ცჳლოანი ნათლის-მცემლისაჲ, სხუაჲ ხატი ცჳლოანი წმიდისა ევსტრატისი და ალვაჲ ასი ლიტრაჲ და ოთხნი ჯორნი ა სამნი ცხენნი, და ნავი ხუთასისა მოდისაჲ  და კელინნი, რომელთა ზედა (წააგეს საშენებელად: ზე)მოთა ზედა ხუთასი დრაჰკანი და ქუემოთა ასი დრაჰკანი და სხუაჲ ესევითარი  და ესე ყოველი თჳთ წმიდისა მამისა ეფთჳმეს ჴელთა ნუსხუსაგან დაგჳწერია, ვინაჲცა ჭეშმარიტ არს და უტყუელ.

     
       

ეგრეთვე საშოალსა მისცეს განძი ინდიკტიონსა ჱ ლიტრაჲათ-ოთხმეტი გასაყოფელად ყოველთა. და კუალად ია ინდიკტიონსა გაუყვეს სხუაჲ იდ ლიტრაჲ  და მისცეს კარიისა ეკლესიასა, რომელ არს შესაკრებელი ყოველთაჲ, ბარძიმ-ფეშხუემი ვერცხლისაჲ ოქრო-ცურვებული ხატებითა და კანკელი საუფლოთა დღესასწაულთაჲ და თარგმანებაჲ სახარებისაჲ და სამნი ხატნი დიდნი ვედრებისანი და ორნი სკარამანგნი და ორნი ჯორნი  და მისცეს იკონომოსსა საშოალისასა ლიტრაჲ ერთი განძი საშოალისათჳს წასაგებელად: სასყიდლად ქორაკანდელთა, ვეშაპაკთა და ჯაჭუთა და კელაპტართა.  და კუალად შემდგომად თორნიკის სიკუდილისა იგ ინდიკტიონსა მისცეს მთასა გასაყოფლად ლიტრაჲ ოცდარვა.  და ერისონს მისცნეს სახლნი, შჳდ ლიტრად სყიდულნი, ზღუდითურთ, სადგურად მიმავალთა ძმათა, და კუალად მისცეს მუნვე ვენაჴი რჩეული, ხუთ ლიტრად ფასებული.  და ესეცა ყოველი მამათავე ჩუენთა დაწერილისაგან დაგჳწერია. კაცად-კაცადისა კულა მიცემული ვინ აღრაცხოს, რომელსა-იგი თჳთოეული მათი ჴმა-მაღლად ქადაგებს და ღმერთსაცათა შინა აღუწერიეს!.  და მამამანცა ეფთჳმე, ამის ზწმო წერილისაგან კიდე, მისცა თჳსისა მონასტრისათჳს ეფთჳმე-წმიდისა საშოალსა ორასი დრაჰკანი, რომელ-იგი შემდგომად წინამძღურობისაგანჯმნისა აღაშენა მთასა გარე. აქა უკუე დავაცადოთ ესევითარისა ამის პირისათჳს სიტყუაჲ, რამეთუ, ვითარცა ვთქუთ, არცა თუ შესაძლებელ არს ყოველთა მათ ქველის საქმეთა მათთა (თითოეულად) წარმოთქუმაჲ, რომელთა-იგი უმეტეს ყოველთა სათნოებათა მოწყალებაჲ  შეეტკბო და ვითარცა სამოსელი შეემოსა.

    შემდგომად თორნიკის სიკუდილისა -  (ე.ი.  წლის შემდეგ);
       

შემდგომად თორნიკის მიცვალებისა განიზრახა ნეტარმან მამამან ჩუენმან იოვანე, რაჳთა აღიღოს ძე თჳსი და რავდენნიმე მოწაფენი ივლტოდის სპანიად, -რამეთუ პირველითგანვე უძნდა შუღლიანობაჲ და შფოთი, გარნა თავს-ედვა მუნ ჟამამდე თორნიკის აშენებისათჳს და რაჲთა შეიძინოს სული მისი,  რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არა-მცირედნი ნათესავნი და ერნი მკჳდრ არიან მუნ.   და ამის პირისათვის წარვიდა ვიდრე ავიდოსამდე, რაჲთა მიერ პოვოს ნავი, კერძოთა სპანიისათა მიმავალი, და წარვიდეს მუნ.  და რომელი-იგი მას ჟამსა მთავრობდა ავიდოსს, ფრიად საყუარელი იყო მამისა იოვანესი, და მეგობრობისა მისისათჳს გამოუცხადა მას გულის სიტყუაჲ თჳსი  ხოლო იგი წინააღუდგა და, რაოდენ შესაძლებელ იყო მისგან აბრკოლებდა. და ვითარ იხილა მამაჲ იოვანე დამტკიცებული თჳსსავე გულის სიტყუათა ზედა, გამოუცხადა და ჰრქუა, ვითარმედ: წმიდაო მამაო, არა უმეცარ ხარ შენ, თუ რაბამი სიყუარული აქუს მეფეთა ღირსებისა შენისაჲ და, უკუეთუ გაგიტევნე, დიდი ბოროტი მოწევნად არს ჩემ ზედა. მიუწერო მეფეთა და, ვითარცა ბრძანონ, ეგრეცა ქმენ”.  და, ვითარცა მიუწერა, უბრძანეს მეფეთა, რაჲთა სამეფოს წარავლინნეს  და ვითარცა აღვიდეს, დიდითა პატივითა მოიკითხნეს იგინი მეფეთა და დიდად აბრალეს და ჰრქუეს, ვითარმედ: წმიდანო მამანო, ჩუენ დიდი სიყუარული გუაქუს სიწმიდისა თქუენისაჲ, და რაჲ არს ესე, რომელ ესრეთ ივლტით ჩუენგან და უცხოსა ქუეყანასა წარხუალთ?”.  მიუგო ნეტარმან იოვანე და ჰრქუა: ღრმთის მსახურნო და თჳთმპყრობელნო მეფენო! გლახაკი ესე ერის კაცი ვიყავ სოფელსა შინა მყოფი და თანა-მდები ყოვლისა ბრალისაჲ და მენება, რაჲთა უცხოებასა სამე წარვიდე და სული ჩემი ვიცხოვნო და გლახაკებით ვიყოფებოდი და თუ ვითა მოჰჴდა, არა უწყი. მოვიდა თჳსი ჩემი თორნიკ და მისითა გზითა დიდთა შუღლთა შთავვარდი და ერის-კრებასა და მნებავს, რაჲთა ამის ყოვლისაგან თავისუფალ ვიქმნა და სულისა ჩემისა ზრუნვასა შეუდგე.  მრავალთა ჟამთა დიდითა პატივითა დაიმჭირეს და მერმე დიდითა ქენებითა ძლით დაარწმუნეს მონასტრადვე შექცევაჲ და დიდითა ბოძითა განუტევეს.  და ესრეთ კუალად შეიქცა თჳსსავე მონასტერსა და, შემდგომად მცირედისა ჟამისა, ნიკრისისა (სენსა) შთავარდა და მრავალთა წელთა ცხედარსა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა.  და მარადის ჰმადლობდა ღმერთსა და ესრეთ მხიარულ იყო სენსა მას ზედა სასტიკსა, ვითარცა საფასესა (ზედა) დიდძალსა და ვითარცა პატივსა და ნიჭსა სამეუფოსა

    განიზრახა...რაჲთა აღიღოს - განიზრახა, რომ წაიყვანოს; ივლტოდის სპანიად  - წავიდეს ესპანეთში; უძნდა - ეძნელებოდა; ასმიოდა -  გაგონილი ჰქონდა, შეეტყო, გაეგო; ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკჳდრ არიან მუნ - ქართველთა მოდგმის ხალხი არცთუ ცოტა მკვიდრობს იქ; ქენება - ხვეწნა, ვედრება; მონასტრადვე შექცევაჲ - მონასტერშივე დაბრუნება; ნიკრისის სენი - ნიკრისის ქარი, სახსრებისა და ქსოვილების დაავადება; ცხედარსა ზედა დავრდომილი მდებარე იყო - ლოგინად იყო ჩავარდნილი, საწოლს იყო მიჯაჭვული;
       

და ვითარ იხილა ესევითარი უძლურებაჲ თჳსი, ევედრებოდა მამასა ეფთჳმის, რაჲთა მიითუალოს ზრუნვაჲ მონასტრისაჲ.   ხოლო იგი მოწიწებით აჲძულებდა მას, რაჲთა შეუნდოს, რამეთუ უძნდა შფოთი ამის სოფლისაჲ და არა თავს-იდებდა შფოთთა შთავრდომად.   გარნა ვინაჲთგან შეუძლებელ იყო მამისა მოხუცებულისა და სენთაგან განკაფულისა ურჩებაჲ, უნდა თუ არა, მორჩილ ექმნა მას და, ვიდრე ჴორცთა-ღა შინა იყო, მორჩილებითა და ბრძანებითა მისითა განაგებდა საქმეთა მონასტრისათა ვითარცა იკონომოსი და თჳნიერ მისისა ბრძანებისა არარას იქმოდა.

    მიითუალოს ზრუნვაჲ მონასტრისაჲ - იტვირთოს მონასტერზე ზრუნვა; არა თავს–იდებდა - არ კისრულობდა; შფოთთა შთავრდომა - შფოთში თავის ჩაგდება; ურჩებაჲ - ურჩობა;
       

მას ჟამსა შინა სანატრელი და მწიდაჲ ბერი იოვანე გრძელის ძე ცხოვნდებოდა ვითარცა უჴორცოჲ დაყუდებით ოთხთა ეკლესიასთა ლავრასა შინა და ეგრეთვეარსენი ნინოწმინდელი, კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათაჲ, რომელმან-იგი ღმრთისათჳს დაუტევა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატისა წინაშე მოვიდა, ხოლო მან კეთილად მოჴსენებულმან ღირსად სიწმიდისა  მისისა მოიკითა და ოთხთა ეკლესიათა წარგზავნა ამათ უკუე ნეტართა მამათა ჩუენთა - იოვანეს და არსენის ფრიადი სიყუარული აქუნდა ერთმანეთისაჲ და მრავალ ჟამ იღუწიდეს მუნ კეთილსა მას ღუაწლსა მონაზონებისასა.  ხოლო ხედვიდეს, რამეთუ ვითარ-იგი უნდა მყუდროებით ცხორებაჲ, ვერ იყოფებოდეს, ამისთჳს რამეთუ აწყინებდიან მამასახლისნი და ძმანი მონასტრისანი, და კურაპალატიცა ზედაჲს-ზედა მიუწერნ და ევლოგიასა წარსცემნ, ეგრეთვე ეპისკოპოსნი და აზნაურნი. ამის უკუე მიზეზისათჳს განიზრახეს, რაჲთა წარვიდენ უცხო ქვეყანასა. რომელისათჳსცა წარვიდეს კერძოთა პონტოჲსათა უდაბნოთა ადგილთა და მიემთხჳნეს მამასახლისსა ვისმე სულიერსა, რომელმან-იგი სიხარულით შეიწყნარა და მისცა მონასტერი შუენიერი, ადგილსა უდაბნოსა, და ყოველსავე საჴმარსა მათსა უხუებით მისცემდა.

     
       

და შემდგომად რაოდენისამე ჟამთა ეუწყა მამათა ჩუენთა მათთჳს, ვითარმედ მუნ იყოფებიან.  და წარავლინეს ძმაჲ ერთი და მიუწერეს წიგნები, ვითარმედ: წმიდანო მამანო, გეუწყა სიწმიდისა თქუენისათჳს და ვცანთ მანს ყოფაი თქუენი და ფრიად გულ-კლებულ ვართ, რომელ არა ინებეთ ამას წმიდასა და სახელოვანსა მთასა მოსვლაჲ, რაჲთამცა თქუენი წმიდაჲ ლოცვაჲ მოგუეღო. აწ ვევედრებით სიწმიდესა თუენსა, რაჲთა მოხჳდეთ და ერთგან ვიყოფებოდით, ვინაჲთგან უწყით, რომელ ჩუენცა უცხოებასა ვართ”.

     
       

სეს რაჲ აღმოიკითხეს. მათცა გაესუენა და მეორესა ხოლო წელსა ჩამოვიდეს.  და ვითარცა ცნეს მამათა ჩუენთა, სიხარულითა აღივსნეს და მადლი შეწირეს ღმრთისა და მოწლედ მოიკითხნეს და სულიერად და ჴორციელად ნებისაებრ მათისა აღაშენნეს და უდაბნოსა ადგილსა სენაკები უშენეს და ღმრთისა სათნოჲთა მოქალაქობითა ცხოვნდებოდეს. ამისა შემდგომად სანატრელმან მამამან ჩუენმან იოვანე, პირველ-თქუმულსა მას სალმობასა შინა განკაფულმან, შეისუენა და ღმრთისა მივიდა, განმდიდრებული ტჳრთითა სათნოებათაჲთა და ნების-მყოფელი ღმრტისაჲ.
 

    შეისუენა და ღმერთთან მივიდა - გარდაიცვალა და ღმერთთან მივიდა; განმდიდრებული ტჳრთითა სათნოებათაჲთა - საღმრთო საქმეთა ჩადენით სულიერად გამდიდრებული.
       

და ეგულებოდა რაჲ აღსრულებაჲ, ყოველი ჴელმწიფებაჲ და უფლებაჲ მამასა ეფთჳმეს მისცა, რაჲთა, რომელიცა განგებაჲ და წესი ენებოს, იგიცა დაუდვას მონასტერსა და მას ზედაცა განკანონოს და შინა და გარე, ვითარცა ენებოს, ეგრეთ განაგოს.  და მერმე შემდგომად თჳსა უბრძანა, რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელი-იგი თჳსივე იყო მათი, კაცი სახელოანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა.  და კუალად უბრძანა, რაჲთა გიორგი შემდგომად მოსა სხუაჲ დაუტევოს წინამძღუარი, რომელი იპოოს სიტყჳთ და საქმით სხუათა უმჯობესი ძმათა შორის. და ესრეთ განაწესა რაჲთა თჳთოეული მამასახლისი, შემდგომად თჳსისა აღსრულებისა, სხუასა დაუტევებდეს წინამძღუარსა, ღირსსა და სათნოსა.  ხოლო უკეთუ ვინმე იპოვოს მშლელი განგებასა მამისა ეფთჳმისსა და მაშფოთებელი და წინააღმდგომი ძმათაჲ, კრეულობითა და შეჩუენებითა საშინელითა განკანონა ეგევითარი იგი და ღმრთისაგან განაგდო და ბრძანა, რაჲთა ეგევითარი იგი (მეყსეულად) კრებულისაგან განიდევნოს, რაჲთა არა ყოველსა გუამსა კრებულისასა განეზავოს მაკუდინებელი იგი სენი მისი და განმრყუენელი.

     
       

და განმგებლად და ეპიტროპად თჳთმპყრობელნი მეფენი განაწესნა და თქუა, ვითარმედ: „ვინაჲთგან მწყალობელი ვინმე და ჴელის ამპყრობელი და განმგებელი საჴმარ არს, რაჲ ვყო გლახაკმან ამან და უნდომან, რამეთუ, დაღაცათუ კადნიერ არს სიტყუაჲ ესე, არამედ მინდობითა ტკბილისა მას მოწყალებასა და სახიერებასა, რომელი-ესე მათითა წყალობითა და შეწევნითა აღვაშენე ლავრაჲ, მათთავე ჴელთა შევჰვედრებ და ჩემ თანა მონათა და მლოცველთა მათთა ეფთჳმეს და გიორგის.  რამეთუ დაღაცათუ ყოველსა ქუეყანასა სწყალობენ და ყოველთა გლახაკთა ეურვიან, არამედ ჩუენ უღირსთა ზედა უმეტეს (ყოველთასა) აჩუენეს წყალობაჲ ვინაჲცა საძირკუელითგან დიდთა მათ ქველის-მოქმედებათა მათთა მიერ აღვაშენე ლავრაჲ ესე”.

     
       

ხოლო ძმათა ჰრქუა, ვითარმედ: „თქუენ, სასურველნო და სატუარელნო, შვილნო ჩემნო, უკუეთუ მცნებათა ღმრთისათა დამარხვაი იღუაწოთ და წესისაებრ და კანონისა საღმრთოჲსა იყოფებოდით და წინამძღუართა მიმართ გაქუნდეს უზაკუველი მორჩილებაჲ და ურთიერთარს მშჳდობაჲ და ერთობაჲ, მრწამს ღმრთისაჲ, რომელ არარაჲ კეთილი არა მოგაკლოს ღმერთმან არამედ მეფენი და მთავარნი და ყოველნი კაცნი წყალობად თქუენდა აღძრნეს და უმეტეს და უმეტეს წარემატნეთ.  ამიერითგან ნუმცა ვინ განგაშორებს თქუენ საქმისა ამისგან კეთილისა და ღმრთისა საყუარელისა, რომელ არს უზაკუველი მორჩილებაჲ და განუკუეთელი ერთობაჲ და მშჳდობაჲ, რაჲთა ამასცა საწუთროსა უშფოთველი ცხორებაჲ აღასრულოთ და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროთ კაცთ-მოყუარებითა ქრისტეს მეუფისაჲთა. და იგი სახიერი და მრავალ-მოწყალე ღმერთი იყავნ მწყალობელ თქუენდა და წარგიძრღჳნ წმიდასა ნებასა მისსა და საღმრთოთა მისთა მცნებათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა.

     
       

სტუმრის-მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ და, რაჲ ღმერთსა ებოძოს, გლახაკთა მიუპყრობდით, მსგავსად ძალისა თქუენისა,  და მილოცევდით და მაჴსენებდით, საყუარელნო შვილნო და ძმანო ჩემნო, მარადის, რაჲთა ყოს ღმერთმან წყალობაჲ საწყალობელისა და ცოდვათა შინა განფრდილისა სულისა ჩემისა თანა და შემინდვნეს ყოველი ცოდვანი ჩემნი.  და ეგრეთვე სულიერსა ძმასამჩუენსა იოვანე სჳნგელოზსა, რამეთუ ფრიადითა სარწმუნოებითა მოვიდა ჩუენდა წმიდასა ამას მთასა, და სულიერისა მამისა ჩუენისა ათანასეს საჴსენებელსა წლითი-წლად აღასრულებდით და მოიჴსენებდით წმიდათა ჟამის-წირვათა შინა”. და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქუა და აღწერით დაუტევა, მერმე აკურთხა ნეტარი ეფთჳმე ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა, თთუესა იდ, და ეოხ არს ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, ხოლო პატიოსანი იგი გუამი მისი ღმერთ-შემოსილმან მამამან ჩუენმან ეფთჳმე ჯეროვნად შემოსა და თჳსაგან დაჰმარხა და ზედა ეკლესიაჲ წმიდათა მთავარანგელოსთაჲ აღაშენა. და რომელნიცა სარწმუნოებით მოუჴდენიან, მადლსა და ლხინებასა ღირს იქმნებიან, რამეთუ ეშმაკეული ვინმე მოუჴდა მას ოდესმე და სუა კანდლისა მისგან, რომელი ეკიდა საფლავსა ზედა მისსა, და მეყსეულად განიკურნა და ადიდებდა ღმერთსა.

    ჯეროვნად შემოსა - წესისამებრ შემოსა, გააპატიოსნა მიცვალებული; თჳსაგან დაჰმარხა - განმარტოებით დაკრძალა; ზედა ეკლესიაჲ წმიდათა მთავარანგელოზთაჲ აღაშენა - ზედ (იოანეს საფლავზე) წმიდა მთავარანგელოზთა სახელზე ააშენა ეკლესია; რომელნიცა სარწმუნოებით მოუჴდებიან - ვინც რწმენით მიეახლება, მივა; მადლსა და ლხინებასა ღირს იქმნებიან - წყალობისა და შენდობის ღირსნი გახდებიან.
       

ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ, ვითარცა-იგი ზემორე ვთქუთ, წარიყვანა სამეუფოჲთ შვილი თჳსი ეფთჳმე მამამან ოივანე  და პირველად ქართული სწავლაჲ ასწავა და მერმე ბერძნულად გაასწავლა ყოვლითავე სწავლულებითა სრულებით. და სიყრმითგანვე მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა და ღმრთისაგან მიეცა გულისხმის-ყოფაჲ წერილთაჲ და სულისა წმიდისა მადლითა აღავსო, ვითარცა ეუწყა ნეტარსა იოვანესა, მამასა მისსა, გამოცხადებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა.  რამეთუ ჟამსა სიჭაბუკისა მისისასა, ვიდრე ყრმა-ღა იყო,   სენითა მძაფრითა შეპყრობილ იქმნა და სიკუდილსა მიეახლა.  და იტყოდა ნეტარი იოვანე, ვითარმედ: „სასოებაჲ წარვიწირე ცხორებისა მისისაჲ, რამეთუ, ვჰგონებდი მეყსა შინა სულთა აღმოსვლასა, ვინაჲთგან არღაცა სიტყუაჲ დაშთომილ იყო მის თანა, არცა ჴმაჲ, და, ვითარ-იგი შეშფოთებულ ვიყავ, წარვედ რაძარსა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა და დავვარდი წინაშე ხატსა წმიდისა დედოფლისასა და ცრემლითა მჴურვალითა ვევედრებოდე უხრწნელსა მარადის ქალწულსა ღმრთის-მშობელსა, რაჲთა შემწე ეყოს და იყოს ლხინებაჲ.  და ვამცნე მღდელსა, რაჲთა მსწრაფლ აღმოვიდეს და აზიაროს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა და ვითარ-იგი შეშფოთებულ ვიყავ და აღვისწრაფდი ხილვად, თუ რაჲ-ძი იქმნა, განვაღე კარი სენაკისაჲ, სადა-იგი დამეტევა მწოლარე, და მეყსეულად ვიყნოსე სული სულნელებისაჲ საკჳრველი, რამეთუ იქმნა მოხედვაჲ წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ და ვიხილე ეფთჳმე რამეთუ მადლითა მისითა აღდგომილ იყო და ჯდა ცხედარსა ზედა ყოვლითურთ მრთელი და უვნებელი.

    ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ - ჩვენ კი ადრე თქმულს მივუბრუნდეთ; წარიყვანა სამეუფოჲთ - წაიყვანა მეფის სასახლიდან; სწავლაჲ - აქ: მწიგნობრობა; ბერძნულად გაასწავლა ყოვლითავე სწავლულებითა სრულებით  - ყოველგვარი სიბრძნე სრულად აათვისებინა ბერძნულად; ღმრთისაგან მიეცა გულისჴმის-ყოფაჲ წერილთაჲ - ღვთისაგან ებოძა წმინდა წიგნების წვდომის უნარი; ჟამსა სიჭაბუკისა მისისასა, ვიდრე ყრმა-ღა იყო  - ახალგაზრდობაში, სანამ ყრმა იყო; მძაფრი - აქ: მძიმე, მწვავე; სიკუდილსა მიეახლა -  (სიკვდილს მიუახლოვდა) სიკვდილის პირად იყო; სასოებაჲ წარვიწირე ცხორებისა მისისაჲ - მისი გადარჩენის იმედი დავკარგე; ვჰგონებდი  - მეგონა; მეყსა შინა - აქ: ყოველ წამს; არცა-ღა სიტყუაჲ დაშთომილ იყო მის თანა, არცა - ჴმაჲ - არც მეტყველების უნარი შერჩენოდა, არც ხმა; ვითარ-იგი  - რადგანაც; წმიდა დედოფალი - ღვთისმშობელი; ვევედრებოდე - ვევედრებოდი; უხრწნელი - წმიდა, უბიწო; შემწე ეყოს - შეეწიოს.; იყოს ლხინებაჲ - უშველოს; ვამცნე - ვაცნობე, შევატყობინე; აღვისწრაფდი ხილვად, თუ რაჲ–ძი იქმნა  - ვჩქარობდი მენახა, თუ რა მოხდა; სადა-იგი დამეტევა მწოლარე - სადაც დამეტოვებინა მწოლიარე; სული - აქ: სუნი; იქმნა მოხედვაჲ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ - წმინდა ღვთისმშობელმა წყალობით მოხედა; აღდგომილ იყო და ჯდა ცხედარსა ზედა - წამოწეულიყო და იჯდა საწოლზე;
       

და ვითარ-იგი განჰკრთა გონებაჲ ჩემი და ვჰკითხევდ მას, ვითარმედ: რაჲ არს ესე შვილი”, მომიგო და მრქუა მე, ვითარმედ: აწღა წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მრქუა ქართულითა ენითა: რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?” ხოლო მე ვარქუ, ვითარმედ: მოვკუდები, დედოფალო”. და ვითარცა ესე ვთქუ, მომეახლა და მიპყრა ჴელსა და მრქუა: არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი”. და აჰა ესერა, ვითარცა მხედავ, ყოვლადვე არღარაჲ მელმის”.   და იტყოდა ნეტარი იოვანე, ვითარმედ: მუნ ჟამადმდე ძნიად უბნობ ქართულად და ფრიად მწუხარე ვიყავ ამის პირისათჳს, ხოლო მიერითგან დაუყენებლად ვითარცა წყაროჲ, აღმოდინ უწმიდეს ყოველთა ქართველთასა,,   ხოლო მე, რაჲ ვიხილე ესე, დავვარდი წინაშე წმიდისა ღმრთის-მშობელისა და მადლი შევწირე სასოჲსა მის ჩუენისა და ვჰმადლობდი და ვადიდებდი ღმერთსა

    ვითარ-იგი - როგორც კი; განჰკრთა გონებაჲ ჩემი - გამოვფხიზლდი, გონს მოვედი; ვჰკითხევდ  - ვკითხავდი; აწდა - ახლახან, ეს-ესაა; წარმომიდგა   - გამომეცხადა, მეჩვენა; რაჲ არს, რაჲ გელმის? - რა არის, რა გტკივა? მოვკუდები  - ვკვდები; მიპყრა ჴელსა -  ხელზე შემეხო; არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა - არაფერი გჭირს; ქაეთულად ჴსნილად უბნობდი! - ქართულად თავისუფლად, გამარტულად ილაპარაკე! და აჰა ესერა - და, აი; ყოვლადვე არღარაჲ მელმის  - სრულიად აღარაფერი მტკივა; მუნ ჟამადმდე ძნიად უბნობნ ქართულად - იმ დრომდე ძლივს ლაპარაკობდა ქართულად; დაუყენებელად - შეუფერხებლად, შეუჩერებლივ, თავისუფლად; ხოლო მიერითგან დაუყენებელად ვითარცა წყაროჲ აღმოდინ უწმიდეს ყოველთა ქართველთასა - იმ დრომდე ძლივს ლაპარაკობდა ქართულად.
       

ეტყვნ მამაჲ იოვანე, ვითარმედ: შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი სენი ღმრთისაგან”.  და იგი, ვითარცა იყო ყოველსავე ზედა მორჩილი, მოსწრაფედ შეუდგა ბრძანებასა მისსა და იწყო თარგმნად და ყოველნივე განაკჳრენა, რამეთუ ეგევითარი თარგმანი, გარეშე მათ პირველთასა არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩუენდა და ვჰგონებ, თუ არცაღა გამოჩინებად არს.

    ეტყჳნ - ეუბნებოდა; ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან  - საქართველოში წიგნების დიდი ნაკლებობაა; მრავალნი წიგნნი აკლან - ბევრი წიგნი აკლია; ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა - ვხედავ, ღმერთს შენთვის რაც მოუნიჭებია; აწ იღუაწე - ახლა იშრომე;  სასყიდელი  - ფასი, გასამრჯელო;  შეუდგა ბრძანებასა მისსა - მიჰყვა, დაემორჩილა მის ნათქვამს; ეგევითარი თარგმანი, გარეშე მათ პირველთასა, არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩუენსა - ასეთი მთარგმნელი, იმ ადრინდელ მთარგმნელთა გარდა (იგულისხმებიან ბიბლიის წიგნთა მთარგმნელები), არ მოვლენია ჩვენს ენას; ვჰგონებ, თუ არცა-ღა გამოჩინებად არს  - მგონია, რომ აღარც გამოჩნდება (არც იქნება).
       

და მრავალნი წიგნნი წარსცნის წინაშე დავით კურაპალატისა, რომელნი-იგი იხილნა რაჲ, ვითარცა იყო მორწმუნე, სიხარულითა აღივსო და ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა, ვითარმედ: მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა”.  და ზედაჲსზედა მოუწერნ, რაჲთა თარგმნიდეს და წარსცემდეს.   და იგი სანატრელი შეუსუენებელად თარგმნინ და რაჲთურთით რა-სცემდა განსუენებასა თავსა თჳსსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოთასა შურებოდა, რომლისა მიერ დაატკბო ენაჲ ჩუენი და ეკლესიაჲ.  რამეთუ თარგმნნა წიგნნი საღმრთონი,  რომელთა აღრიცხუვაჲ კნინ-ღა შეუძლებელ არს, რომელთაგანნი რაოდენნიმე მოვიჴსენნეთ, რაჲთა მათ მიერ სხუათათჳსცა ეუწყოს ქრისტეს მორწმუნეთა.  რამეთუ არა ოუ ულუმბათა და მთაწმიდას ოდენ თარგმნნა, რაჲთამცა აღვრიცხუენით თითეულად, არამედ სამეუფოსცა და გზასა და სხუათა ესევითართა ადგილთა.

    მრავალნი წიგნნი წარსცის წინაშე დავით კურაპალატისა - ბევრ წიგნს უგზავნიდა დავით კურაპალატს; ვითარცა - აქ: რადგან, რაკი; ოქროპირი  - იგულისხმება იოანე ოქროპირი, ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, ეკლესიის მამა, ღვთისმეტყველი და უბადლო მჭერმეტყველი, რის გამოც შეარქვეს „ოქროპირი”; ზედაჲსზედა  - ზედიზედ, ხშირად; მოუწერნ - მოსწერდა ხოლმე; რაჲთა თარგმნიდეს და წარსცემდეს -  რომ თარგმნოს და გაუგზავნოს ხოლმე; თარგმნინ - თარგმნიდა ხოლმე; რაჲთურთით - სრულიად; არა სცემდა განსუენებასა თავსა თჳსსა - თავს მოსვენებას არ აძლევდა, არ ისვენებდა; ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრტოთასა შურებოდა - საღვთო წიგნების ტკბილი თაფლისთვის იღწვოდა; ე.ი. ფუტკარივით შრომობდა; რომლისა მიერ  - რომლითაც;
       

თარგმნა უკუე, ვითარცა ვთქუთ: თარგმანებაჲ იოვანეს თავისა სახარებისაჲ. სწავლანი წმიდისა მამისა ჩუენისა დიდისა ბასილისანი. მისივე თარგმანებაჲ ფსალმუნთაჲ. წიგნი წმიდისა კლემაქსისი. წიგნი წმიდისა მაკარისი. მაქსიმეს სწავლანი. წიგნი წმიდისა ისაკისი, რომელსა შინა არიან სხუათაცა მამათა გამო რჩეულნი სწავლანი. წიგნი წმიდისა დოროთესი წამებაჲ და სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა დიმიტრისნი. ცხოვებაჲ და წამებაჲ წმიდისა კლემენტოს ჰრომთა პაპისა. წამებაი წმიდისა კლიმი ანკჳრელისაჲ. ცხოვრებაჲ წმიდისა და დიდისა ბასილი კესარიელისაჲ. (წამებაჲ წმიდისა აკეფსიმაჲსი). ცხორებაჲ წმიდისა გრიგოლ ღმრთის-მეტყუელისაჲ და თქმულნი მისნი. ცხორებაჲ წმიდისა ბაგრატისი. წამებაჲ წმიდისა მინა-ერმოგინეთა. .წმიდისა გრიგოლ ნოსელისა თქუმულნი: შესხმაჲ ძმისა თჳსისა დიდისა ბასილი და ქალწულებისათჳს და წმიდისა მამაო ჩუენოჲსა” თარგმანი და წმიდათა მარხვათათჳს და წმიდისა მოსე წინაჲსწარმეტყუელისა ცხორებისა თარგმანი, სახედ დაყუდებისა, რომელი ძმასა ვისმე ეთხოა, იოვანე მახარებელისა ხილვაჲ და ხილვისა თარგმანი ანდრეა კრიტელ ისაჲ თქუმული წმიდისა იოვანე დამასკელისაჲ ორისა ბუნებისათჳს ქრისტესისა. სხუაჲ წმიდისა ღმრთის-მშობლისა შობისათჳს. ცხორებაჲ დიდისა ათანასესი წამენაჲ წმიდათა სამთა ყრმათა: ალფიოს, ფილადელფოს და კჳრინესი, ცხორებაჲ წმიდისა ონოფრი მძოვრისაჲ. ცხორებაჲ წმიდისა მარიამ მეგჳპტელისაჲ. სწავლანი წმიდისა ზოსიმესნი. სწავლანი წმიდისა მამისა ეფრემისნი სარწმუნოებისათჳს. სჳნაქსარი საწელიწადოჲ, უმცროჲსი. . მიმოსლვანი და ქადაგებანი წმიდისა იოვანე მახარებლისანი. . თარგმანებაჲ გალატელთა და თესალონიკელთა ჰრომაელთა ეპისტოლისაჲ. . დასდებელნი მარხვათანი სრულიად, და მრავალთა წმიდათა გალობები. . წამებაჲ წმიდისა მოწამისა პროკოპისი. თარგმანებაჲ წმიდისა მათეს თავისა სახარებისაჲ. . მიმოსლვანი და ქადაგებანი წმიდისა ანდრეა მოციქულისანი.  სქემის კურთხევაჲ ბერძნული და მონაზუნის კურთხევაჲ. რჩულის კანონი წმიდისა იოვანე მმარხველისაჲ და მეექუსისა კრებისაჲ. ძეგლის-წერაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ. ლოცვანი წმიდისა მარტჳლიისანი. წამებაჲ წმიდისა ფებრონიაჲსი, წამებაჲ წმიდისა ანთიმოჲსი და წმიდისა ელასისი და ორთა ბევრთაჲ. წამებაჲ წმიდისა თეოდორე სტრატელატისაჲ და თეოდორე პჳრგელლისაჲ და წმიდათა ევსტრატეთი და წმიდისა ევსტათისი და შვილთა მისთაჲ. სწავლანი წმიდისა კასიანესნი. წიგნი დიალოღონი. წმიდათა მთავარანგელოსთა სასწაულნი. ცხორებაჲ წმიდისა ნიკოლაოზისი. წიგნი ღმრთის-მეტყუელისა გრიგოლისი. მაქსიმესი რვათა გულის-სიტყუათათჳს. ბასილის თქუმული კაენის შჳდთა შურის-გებათათჳს. შუაღამისანი ბერძნული. ლოცვანი ბერძნულნი მამისანი და კანონნი. ცხორებაჲ წმიდისა დიდისა ანტონისი.

     
       

 ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმანნა ღმერთ-შემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი. და უმრავლესნი ზემო თქუმულთა ამათ წიგნთაგანნი თარგმნნა, ვიდრე-ღა მამაჲ მისი იოვანე ცოცხალ იყო და ყოველი ზრუნვაჲ სასაურავი მონასტრისაჲ მას ეტჳრთა.  რამეთუ, ვითარცა ზემო ვთქუთ, ნეტარმან იოვანე მრავალნი წელნი დაყვნა სნეულებასა შინა და იგი ჰმსახურებდა უძლერებასა მისსა დღე და ღამე და კუალად წინამძღურობასა შინა დაყო ათოთხმეტი წელი და სამასისა სულისა ზრუნვაჲ და დიდისა ლავრისა განგებაჲ და მთაწმინდელთა უფროჲსნი საურავნი მის ნეტარისა მიერ იურვებოდეს და თჳსსა კანონსა დიდსა და მძიმესა ძლიერად აღასრულებდა.  და ამის ყოვლისა თანა კეთილსა მას შრომასა თარგმანებისასა არა დააცადებდა, არცა სცემდა განსუენებასა თავსა თჳსსა, არამედ ყოვლადვე იჭირვინ და ღამეთა ათევნ, რამეთუ უფროჲსნი წიგნნი ღამით სანთლითა უთარგმნიან, ვითარცა ვთქუთ, ფრიადისა უცალოებისაგან და საურავთა.

    ესრეთ აღაორძინა.. მისდა რწმუნებული იგი ტალანტი - ასე გაამრავლა მისთვის ბოძებული ტალანტი; კუალად - აქ: მერე; წინამძღურობასა შინა დაყო ათოთხმეტი წელი - წინამძღვრობაში გაატარა თოთხმეტი წელი; სამასისა სულისა ზრუნვაჲ - სამას სულზე (ბერზე) ზრუნვა; მთაწმიდელთა უფროჲსნი საურავნი მის ნეტარისა მიერ იურვებოდეს - მთაწმინდელ ბერთა უმთავრეს საზრუნავზე ნეტარი (ექვთიმე) ზრუნავდა; კანონი - წესი; მძიმე - აქ: ძნელი; ძლიერად - მტკიცედ; ამის ყოვლისა თანა  - ყოველივე ამასთან ერთად; შრომასა თარგმანებისასა არა - დააცადებდა თარგმნას არ მოსცდებოდა; ყოვლადვე იჭირვინ - სულ შრომობდა, იჭირვებდა; ღამეთა ათევენ - ღამეებს ათევდა ხოლმე; უფროჲსი - უმეტესი; სანთლითა უთარგმნიან - სანთლის შუქზე უთარგმნია (ისინი); ფრიადისა უცალოებისაგან და საურავთა - მეტისმეტი მოუცლელობისა და საზრუნავის გამო.
       

ვიდრეღა მამაჲ იოვანე ცოცხალ იყო, მო-ვინმე-ვიდა მონაზონი ჰრომისა ქუეყანისაჲ, კაცცი განთქუმული სათნოებითა, რომლისა სათნოებაღა წამებდა ქუეყანაჲ ჰრომისა და საბერძნეთისაჲ, ძმაჲ ვენევენტოს დუკისაჲ, წარჩინებული ნათესავით. ესე მოვიდა ექუსთა მოწაფეთა თჳსთა თანა მთასა ამას წმიდასა ლოცვად.  და ვითარ იხილეს მამათა ჩუენთა მადლითა შემკობილი სახჱ მისი, ვითარცა თჳსი და მეცნიერი ესრეთ მოიკითხეს და სიხარულით შეიწყნარეს და ევედრებოდეს აქა ყოფასა და ეტყოდეს, ვითარმედ: ” ჩუენცა უცხონი ვართ და შენცა უცხო ხარ”. და ძლით დაარწმუნეს, რამეთუ ენება, რაჲთამცა ერთგან იყვნეს მონასტერსა შინა. . ხოლო იგი, ვინაჲთგან საჩინოჲ კაცი იყო და სახელოანი, ვითარცა ცნეს ჰრომთა, რომელნი იყვნეს სამეფოს და სხუათა ქალაქთა, მრავალი ერი შემოკრიბა, რრაჲთამცა მონაზონ იქმნნეს მისგან.  მერმე მამათაცა ჩუენთა გააზრახეს წმიდასა მას ბერსა, ვითარმედ: ”წმიდაო მამაო, ვინაჲთგან ესოდენთა სულთა აცხოვნებ, უმჯობეს არს, რაჲთა მოჰპარსნე და მიზეზ ცხორებისა ექმნა სულსა მათსა და ღმერთსა მიუპყრნე. უწყით, რამეთუ სხუაჲცა ერი მოსვლად არს, რაჲთა სახჱ მონოზონებისაჲ ჴელთა შენთაგან მიიღონ. ჩუენ გიყიდოთ ადგილი და ყოვლითავე საჴმრითა შეგეწინეთ”.  ხოლო დაღაცათუ უძნდა წმიდასა მას კაცსა შფოთი და ზრუნვაჲ, არა ინება ურჩებაჲ ბრძანებისა მათისაჲ. ვინაჲცა აღაშენა მონასტერი შუენიერი და ძმანი, მრავალნი შეკრიბნა და თანადგომითა მამათა ჩუენთაჲთა სრულ-ყო ყოველივე საქმე შენებისაჲ.  და ზედაჲს-ზედა მოვალნ იგი ხილვად მათდა და დაყვნის დღენი მრავალნი და კუალად მიიქცის თჳსსავე მონასტერსა.  და იგი მონასტერი არს ჰრომთაჲ დღეს მთაწმიდას და კეთილად და წესიერად ცხოვნდებიან კანონსა და განგებასა ზედა წმიდისა ბენეტიკტესსა,, რომლისა ცხორებაჲ წერილ არს დიალოღონსა შინა.

     
       

პირველ მოკჴსენებულსა მას ღირსსა მღვდელსა გაბრიელს ქართველსა და ამას წმიდასა ბერსა დიდსა ლეონს ჰრომსა ფრიად სიყუარული აქუნდა სულიერი და, ოდესცა მოვიდის ხოლვად მამათა, მახლობელად სენაკსა გაბრიელისსა აქუნდა სენაკი და მუნ დაყვნის დღენი იგი.  და თჳსისა ენისაგან კიდე არცა მან იცოდა, არცა მან. და ვითარცა შებნელდის, გამოვიდიან თჳსთა სენაკთაგან და ლოცვა-ყვიან და დასხდიან და ვიდრე ცისკრისა რეკადმდე უბნობდიან სიტყუათა საღმრთოთა და ვიდრე წარსვლამდე ამას ესრეთ ჰყოფდიან ყოველთა მწუხრთა. . და იტყოდეს მამანი ჩუენნი, ვითარმედ: ”გარემოჲს მათსა იყვნეს სულიერნი ძმანი და ფიცით დაგვარწმუნეს, ვითარმედ: ”ოდესაცა მოვიდის დიდი ლეონ, მარადის ესრეთ ჰყოფენ იგი და გაბრიელ მღვდელი”, და წამებდეს, ვითარმედ: ”მათისა სიწმიდისაგან ყოველივე შესაძლებელ იყო და სარწმუნო, რამეთუ დიდ იყვნეს იგინი წინაშე ღმრთისა და სრულ”.

     
       

მათ დღეთა შინა იყო ვინმე კათალიკოზი თესალონიკეს, საღმრთოჲ და სულიერი, მეგობარი მამათა ჩუენთაჲ და აქუნდა ჩვეულებაჲ მამასა ეფთჳმეს და მრავალ გზის მივალნ მისა და ოდესმე მან მიიყვანის იძულებით.  ხოლო იყო თესალონიკეს ჰურიათაჲ ვინმე შჯულის მეცნიერი, და უნდა კეთალიკოზსა, რაჲთამცა მოაქცია იგი ქრისტეანედ და ზედაჲს-ზედა ეუბნებინ. . და იყო რაჲ მის თანა მამაჲ ეფთჳმე, ევედრა კათალიკოზი, რაჲთა ეზრახოს ჰურიასა მას, და ვითარცა მოუწოდეს, იწყეს ზრახვად შჯულისა.  და ვითარცა შეიწირდა და უღონო იქმნა ჰურიაჲ იგი წინაშე ნეტარსა მამისა ეფთჳმესა, იწყო გმობად ქრისტეანეთა უბიწოსა სარწმუნოებასა.  და ვითარცა ესმა მამასა ეფთჳმეს, შეწუხნა და შეჰრისხნა და ჰრქუა მას: ”დაიყავნ პირი შენი, ბილწო ჰურიაო”. და მასვე ჟამსა უტყუ იქმნა და გარე-მიექცა პირი მისი,  იყვნეს მუნ მდგომარე სხუანიცა ჰურიანი. და შეუვრდეს ფერჴთა მამია ეფთჳმესა, რაჲთა შეუნდოს.  და მან მიუგო, ვითარმედ: ”რომელი-იგი გმო, მისგან შეინდოს და სარწმუნოებად მოვიდეს, და მე შემინდობია”. და მერმე ევედრა კათალიკოზი, რაჲთა შეუნდოს და ლოცვა-ყოს. . და ვითარცა ლოცვა-ყო და ჯუარი დასწერა, მასვე ჟამსა მოიქცა პირი მისი და სიტყუად იწყო. და მეყსეულად შეუვრდა ფერჴთა მისთა და ქრისტეანე იქმნა და დიდად მორწმუნედ კაცად გამოჩნდა.

     
       

სხუაჲცა ვინმე ჰურიაჲ შჯულის მეცნიერი და სწავლული ფრიად და განთქუმული ცილობასა ზედა, ზუაობითა ჰურიებრივითა ოუჴდა მამასა ეფთჳმეს და ენება სიტყუად.  ხოლო ნეტარსა მას უძნდა საქმე ესე, არამედ ბრძანებითა იოვანესითა იიძულა ზრახვად მისა, და ვითარცა იწყო ცილობად და კითხვად, აღუჴსნიდა მას და განუმარტებდა ყოველსავე უაღრეს ცნობისა. . და მზაკუვარმან მან, ვითარცა იხილა ძლეულებაჲ თჳსი, იწყო თქუმად სიტყუათა გმობისათა.  შეუძნდა ესე სანატრელსა მას და ჰრქუა, ვითარმედ: ”უკუეთუმცა სიტყუასა წერილთასა იკითხევდ, განგიმარტეთმცა და, უკეთუმცა ჩუენ გუკითხევდ, მიგიგეთმცა, ვინაჲთგან კულა გმობასა მაღლისა მიმართ იტყჳ, დაიყავნ პირი შენი მგბარი!”.  და ვითარცა ესმა, მეყსეულად უტყუ იქმნა და ხვალისა დღე სულნი წარჰჴდეს. იქმნა ოდესმე გუალვაჲ ფრიადი და მაისი და ივნისი და ივლისი და აგჳსტოსი უწჳმრად გარდავლო და დიდად მისჭირდა ქუეყანასა, ვიდრეღა ფურცელი ხეთა და ვენაჴთაჲ გაჴმა და სცჳოდა, და დიდსა ურვასა შინა იყვნეს კაცნი.  არს მცირე მონასტერი მონასტრისა ჩუენისაჲ მთასა ზედა, სადა-იგი შენ არს ეკლესიაჲ წმიდისა ელია წინაჲსწარმეტყუელისაჲ. და ვითარ მოიწია დღესასწაული წმიდისა ელიაჲსი, პირველ დღისა ერთისა უბრძანა მამამან იოვანე შვილსა თჳსსა ეფთჳმეს, ვითარმედ: ”წარიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაჲსსა და ღამე ათიეთ და ჟამის-წირვაჲ აღასრულეთ” . და ოდეს ამას უბრძანებდა, მრავალნი ძმანი შეკრებულ იყვნეს წინაშე მამისა იოვანესსა და რეცა განცხრომის სახედ უბრძანა, ვითა: ”ყრმანო, საწჳმრები უკუნა წაიღეთ, რამეთუ ვესავ ღმერთსა, რომელ, არა შევიქცეთ ამაოდ”.  წარვიდეს და ღამე ათიეს, და ვითარ მოიწია ჟამის-წირვისა ჟამი, შეიმოსა წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმე. და ვითარ იწყეს ლოცვად, პირველ სახარებისა წაკითხვისა გამოჩნდა მცირე ღრუბელი ერისონსა ზედა, და მასვე ჟამსა აღივსო ცაჲ ღრუბლითა დ ვიდრე ჟამისა ზიარებამდე შეიქმნა წვიმაჲ საშინელი და დაათრო ყოველი ქუეყანაჲ.  და ვითარცა იხილეს ესე, ღმერთსაჴელ-აპყრობით ჰმადლობდეს; და ვითარცა ჟამის-წირვაჲ აღასრულეს და საზრდელი მიიღეს, წარმოვიდეს შინა, და რომელთა ძმათა აქუნდა საწჳმრები, მოლხინებით შთამოვიდეს მონასტრად, ხოლო რომელთა არა აქუნდა, - შრომით და ჭირით. და ესრეთ ორნივე ჰმადლობდეს ღმერთსა და ნეტარსა მამასა იოვანეს
 

     
       

ოდესმე ინება წმიდამან მამამან ჩუენმან ეფღჳმე აღსვლაჲ მთასა ათონისასა ფერის-ცვალებად და, ვითარცა არს წესი მთაწმინდელთაჲ, ერი ფრიადი შეკრბების თხემსა ზედა მთისასა ამას დღესასწაულსა და ღამესა ათევენ.  და ვითარ ღამჱ განათიეს და მოიწია ჟამი ჟამის-წირვისაჲ და შეიმოსა წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმე და სხუანი მღვდელნი მის თანა და ვითარცა სიწმიდე შეიყვანეს და ”წმიდა არსი” აღიღეს, იხილა მამაჲ ჩუენი ეფთჳმე ვითარცა ცეცხლი მგზნებარჱ, და ზარმან შეიპყრნა ყოველნი. . და მასავე ჟამსა ისმა ჴმაჲ ვითარცა ყივილი ერისა მრავლისაჲ, და შეიძრა მთაჲ იგი ძრვითა დიდითა, და ყოველნივე პირსა ზედა დაეცნეს.  და ვითარცა აღადგინნა იგინი მამამან ეფთჳმე, შიშისაგან ვითარცა მკუდარნი იყვნეს, და ვითარ იხილნა ესრეთ შეძრწუნებულნი, ჰრქუა მათ: ”ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაჲ საღმრთოჲ იქმნა, და ქრისტემან თჳსი დღესასწაული ადიდა”. ხოლო მათ ყოველთა ნუგეშინის-ეცა და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა. საყდართა შორის საკათალიკოზოთა საჩინო არს და წარჩინებულ საყდარი წმიდისა ეპიფანე კჳპრელიასაჲ, და ჟამთა ბასილი მეფისათა ოდესმე აღესრულა მთავარეპისკოპოსი, რომელი იყო მუნ. და ფრიად აიძულა მეფემან ნეტარსა ეფთჳმეს, რაჲთა მიითუალოს განგებაჲ მისი.  ხოლო მან ყოვლადვე არა თავს-იდვა, რამეთუ ყოვლითა მოსწრაფებითა ევლტოდა დიდბასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა და სიმდაბლესა შეიტკბობდა.
 

     

 

     

და ვითარცა იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სავსე ზეგარდამოჲთა მადლითა, ეგრეთვე საღმრთონი წესნი და განგებანი დაესხნეს მონასტერსა თჳსსა: პირველად წესნი ეკლესიისანი და განგებანი ყოვლისა წელიწადისანი, ვითარცა წერილ არს დიდსა სჳნაქსარსა, სრულები და დაუკლებელად.  და მარადის ევედრეინ ძმათა, რაჲთა მოსწრაფე იყვნენ მისვლად ეკლესიად და წესიერად დგომად და მჴურვალედ ლოცვად. . და თჳთ მის ნეტარსა საყოფელი სიმაღლესა იყო, გოდოლსა ზედა მაღალსა, და ვერვინ ვერ მიუწრის ცისკრისა ლოცვასა.  და თჳნიერ კუერთხისა და კედელსა მიყრდნობისა გდან იგი ეკლესიას ყოვლითა მოსწრაფებითა და კრძალულებითა.  და ოდეს მცირე რაჲმე საქმე არნ, მოწაფესა თჳსსა საიდუმლოდ უბრძანის და იგი წარვიდის. და განა თუ იკონომოსისადა ებრძანის გინა თუ პარიკონომოსისადა, მოზიდნის ნელიად და შტოსა გაიყვანის და მუნ უთხრის ბრძანებაჲ მამისაჲ.  და ოდეს რაჲმე დიდი იყვის, თჳთ გავიდის შტოსა და დაიუბნის  ეკლესიასა კულა შინა ყოვლადვე უბნობასა ვერვინ იკადრებდა.  და დაღაცათუ ძმანი კედელსა თანა დგიან, გარნა კედელსა არავინ მიეყრდნობინ, რამეთუ იგინიცა მას ნეტარსა ჰბაძვიდეს მსგავსად ძალისა. ჭაბუკთადა გაეწესა საშოვალ ეკლესიასა დგომაჲ და ორ-კეცად და სამ-კეცად დგიან ჴელ-მოჭდობით და მოწიწებით. და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ, ეგრეთვე ორ-კეცად და სამ-კეცად დასხდიან.  და დეკანოზი ოდეს აუწევნ ანუ მნათჱ გინა წიგნის კითხვასა გინა წარდგომასა გინა თუ რომელსაცა სამსახურებელსა ეკლესიისასა, გუერდით მივიდის და თაყუანის-სცის და უთხრის, რომელ მას ოდენ ესმინ, და მან თაყუანის-სცის და წარემართის თჳსსა მსახურებასა.

     
       

ორნი ეპიტირიტისნი, რომელ არიან დამხედვარნი, დაედგინნეს, კაცნი საღმრთონი და ღმრთის მოშიშნი, ერთი უხუცესი და ერთი უმრწემესი მისა ქუეშა, _ რომელსა წარავლინებ სენაკებსა ძმათასა და მოიყვანებნ შინა დაშთომილთა.  უკუეთუ ვინმე არა მოვიდის დაწესებულთა ზედა ცისკრისასა, განკანონის ჯეროვნად, ვითარცა განაწესა მამასა. . და რომელნი ძლიერად შურებოდიან დღე ყოველ და არა მოეცალებიან ძილი, დღისი იგი შრომაჲმათი ლოცვადვე დაუთუალის.  რომელნი კულა ანუ მოცალებით იყვნიან ანუ სუბუქთა სამსახურებელთა გინა თუ ხუცესნი გინა თუ დიაკონნი გინა თუ მჟამობელნი, უკუეთუ ჭაბუკნი იუვნიან, ასი მუჴლი მოადრეკიის საკურთხეველსა წინა, უკუეთუ კულა ბერნი და უძლურნი იყვნიან, უღჳნობაჲ და უსა(ჭ)მლობაჲ განუწესის მას დღესა შინა. ლოცვასა ყოვლადვე ეკლესიისა კართა თანა დგანნ უხუცესი ეპიტირიტისი და გამავალთა ძმათა ჰკითხავნ მიზეზსა გასვლისასა.  უკუეთუ რაჲმე დიად საჭიროჲ საქმე არა აქუნ, ვერვინ იკადრის გასვლაჲ. ხოლო უკუეთუ რაჲმე საჭიროჲ იყვის, უთხრის ეპიტირიტისსა და კუალად მოსწრაფედ შეიქცის. . უკუეთუ კულა დაეყოვნის, დიდად აბრალის და დაუმოწმის, ვითარმედ: ”ამას ნუღარა იქმ”!  და უკუეთუ კულა ქმნის-ღა, სატრაპეზოს არა შეუშჳს, არამედ ჴმელსა პურისა ჭამაჲ განუწესის მას დღესა, ანუ ასი მუჴლი მოადრეკიის. მშრომელთა და მაშურალთადა განაწესა მამასა და შემდგომად დაწესებულთა წარვიდიან და გამოისუენიან ვიდრე მეორეს რეკადმდე და მერმე კუალად ეკლესიადვე მოვიდიან.  უკუეთუ კულა დაჴსნიდის (?), ეპიტირიტისთა მოიყვანიან.

     
       

უკუეთუ ვიეთნიმე შეილალნიან, ძმანი, მოუჴმის მამამან და ნახნის და ბრძანებასა მისსა არა ურჩ ექმნებოდეს, მშჳდობაჲ ქმნიან.  უკუეთუ კულა გილ-ფიცხელნი იპოვნიან და მასვე ზედა დაადგრიან, განაწესა, რომელ ვიდრე დაგებადმდე ტრაპეზსა ვერ შევიდენ და პურსა ხოლო და წყალსა იჴმარებდნენ. ხოლო უკუეთუ წინამძღუარი არა არნ, იკონომოსმან განკანონნის.ოდესცა ეკლესიას შევიდოდიან - პირველად მამაჲ ეფთჳმე და მერმე ძმანი ყოველნი-ვიდრე მუჴლთა ზედა არა მოდრკიან და თაყვანის-სციან წმიდასა ღმეთის-მშობელსა, რომელ არს ბჭეთა ზედა , არა შევიდიან.  და ოდესცა მამასა წინა წაულიდიან ძმანი-გინა ეკლესიას გინა სადაცა-ვიდრე არა მოდრკიან და თაყუანის-სციან მდაბლად, არა წარჰვლიდიან. . და ეგრეთვე ნეტერი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე არა თუ საპატიოთა კაცთა ოდენ, არამედ მათ ახლად მოსრულთაცა ქუე მოდრეკით თაყუანის სცემნ და წყალობით მოიკითხავნ.  და უკუეთუ ვინმე იხილნის მოსწრაფენი ძმანი, რომელნი ზრუნვიდიან სულთა თჳსთათჳს, ეგევითართა მათ მიღმართ არას უბრძანებნ.  უკუეთუკულა ვინმე იხილნის უდებნი და დაჴსნილნი და ახლად-მოსრულნი, მათ ზედაჲს-ზედა ეუბნებინ, ასწავებნ, ამხილებნ და ნუგეშინის-სცემნ და ჴელოსანთა დაჰვედრებნ, რაჲთა მარჯუედ ექცეოდიან და არარას მიაჭირვებდენ.  რაჲ სერობისა ილოციან, არა ჴელ-ეწიფებოდა ძმათა არცა სენაკსა შეკრებად უბნობისათჳს, არცა მონასტერსა შინა უბნობად.  და თუ ვინმე პოვნიან, ეპიტირიტისტთა დააცხრვნიდიან და თჳსთა კელინთა წარმგზავნიან. . უკუეთუ კულა წინააღდგომაჲ ვინმე იკადრის მათი, მამამან უბრძანის და ფიცხლად განკანონნის. ოდეს იხილნიან ვინმე ჭაბუკთა ძმათაგანნი გინა ერთმანერთსა თანა უბნობად ანუ სიცილად ანუ ჴელის მიყოფად, ფიცხლად ამხილიან.  და უკუეთუ მეორედ ქმნიან-ღა , მამასა მოაჴსენიან, და მან მძიმედ განკანონნის.

     
       

ნეტარი მამაჲ ჩუენი ღჳნოსა არა ოდეს იჴმარებნ თჳნიერ ჟამის-წირვისა ანუ დიდისა რაჲსამე მიზეზისა ვიდრე სიბერედმდე.  ხოლო ტრაპეზსა ოდესცა დაჯდის, ებრძანა მეტრაპეზისადა, რომელ ძმათა ღჳნისაგან ყოვლადვე თასითა ღჳნოსა დაუდგმიდეს, და გემოსა იხილვან. . და უკუეთუ მარჯუედ არნ, არარაჲ ბრძანის, უკუეთუ კულა ანუ ძმრიანი არნ ანუ მეტი წყალი ერთის, შემდგომად ტრაპეზით ადგომისა დაეუბნის მევაჟინესა, ვითარმედ: ”ძმაო, ამათ ძმათა ნუგეშინის-საცმელი სხუაჱ არასადაჲთ აქუს ამის ტრაპეზისაგან კიდე  უკუეთუ სუბუქი ღჳნოჲ იყოს ყოლა ნუ ურთავ წყალსა, და უკუეთუ საშუვალი იყოს, ჯერისაებრ ურთე, უკუეთუ უმჯობესი-რე იყოს, ვითარცა ჯერ-იყოს”.  ეგრეთვე დაღაცათუ თჳთ არას იჴმარებენ, ძმათა საჭმელი მოაღებიის თავისა წინა და მისიცა გემოჲ იხილოს.  და უკუეთუ ზეთი აკლდის, კელარი დაიუბნის და ამცნის განმართებაჲ, ხოლო უკუეთუ უმგბარი იყვის ანუ უმარილოჲ ანი მარილიანი, ოდეს ტრაპეზით აღდგის, მზრეული დაიუბნის და ჰრქჳს, ვითარმედ: ”შიშითა ღმრთისაჲთა იქმოღე, ძმაო, სამსახურებელსა შენსა და ნუ იტუჳ, თუ კაცთა ვჰმსახურებ, არამედ ესრეთ გაქუნდინ, ვითარმცა ანგელოსთა ღმრთისათა ჰმსახურებდი, რაჲთა სასყიდელი შენი არა წარგიწყდეს”.

     
       

წესი იყო მამისა ჩუენისაჲ, რომელ ტრაპეზსა ზედა ყოვლადვე არა უბნობნ, გარნა თუ ვინმე უცხონი იყვნიან და იშჳთ სადმე ნელიად სიტყუაჲ მიუგის.  გინა თუ წყალი უნდის გინა თუ ევლოგიასა ვისმე წარსცემნ გინა თუ რაჲმე საჭიროჲ საქმე იყვის ტრაპეზსა ზედა, მოუჴმის მოწაფესა და იდუმალ უბრძანის, რომელ სხუამან ვერვინ ცნის. . სხუაჲ კულა ძმათაგანი ყოვლადვე ვერვინ იკადრებნ უბნობასა.  მეტრაპეზე კულა და ჴელოსანნი, უკუეთუ საჭიროჲ რაჲმე საქმე იყვის, იდუმალ დაჩურჩნიან. ეგრეთვე ძმათა, უკუეთუ საჭიროჲ რაჲმე საქმე იყვის, გინა თუ წყალსა ითხოვდიან გინა თუ სხუასა რასმე, უდუმალ ითხოვიან. და ესეცა გაეწესა მეტრაპეზისადა, ვითარმედ: ”უკუეთუ ვინმე იხილო გინა უბნობად გინა სიცილად გინა ლაღობით ტრაპეზსა ზედა, შეუთუალე, ვითა: ”მაგას ნუღარა იქმ, თუ არა მამასა გაუწესებია, რომელ გარე გაგიყვანო”.  უკუეთუ ვინმე იპოვის გინა მტერისაგან გინა სასუმლისაგან და კუალადცა იწყის უბნობად, გინა განცხრომად, შეეთუალა მამასა ეკლესიასა შინა ძმათადა, ვითა: ”დამიმცნია მეტრაპეზისადა, რომელ არავინ აღგიდგეს წინა გარე განყვანებისაღჳს”. . და არცა ვინ იკადრებდა წინააღდგომასა, და გარე გაიყვანის ეგევთარი იგი, ვიდრემდის სახჱ განიგის.  მშრომელთადა დღესასწაულთა და კჳრიაკეთა და გინა თუ ჰაერი არნ, მაშინ გაეწესა მსახურებაჲ, და შრომისა დღეთა შინა-მყოფნი და ხუცესნი და დიაკონნი ჰმსახურებდიან, ვითარცა მიხუდებინ, და სხუაჲ მოცალე ერი.

     
       

წესი იყო მამისა ჩუენისაჲ, რომელ, უკუეთუ დიდი რაჲმე საქმე არნ გინა სამეფოჲ გინა ბჭისაჲ, ეკლესიას დაიუბნნის ძმანი.  და უკუეთუ საკრებულოთაჲ რაჲმე არნ, ძმათა უჴმის, რომელთა აქუნ მის საქმისა მეცნიერებაჲ, - გინა თუ სამჭედლოჲ იყვის გინა სახუროვნოჲ გინა სავენაჴჱ, - და მათ თანა დაურვის სამამოს. . ესე კულა სხუანი საქმენი წურილნი იკონომოსსა თანა დაიუბნის, რამეთუ, დაღაცათუ ყოველსა საქმესა მეცნიერ იყო სამ გზის სანატრელი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე, გარნა დიდითა მით სიმდაბლითა თჳსითა თჳნიერ კითხვისა არა რას იქმოდა. და სიბერესა მისსა ზედა არა თავს-იდებდა არგნითა ეკლესიად შესვლად.  ხოლო უძლურთა ძმათადა გაეწესა, და ეკლესიისა შტოსა დგიან მიყრდნობით კუერთხთა მათთა ზედა. . ხოლო რომელნი მეტადრე უძლურნი იყვნიან, მათდა ებრძანა, რომელ შტოსავე შინა სხდენ იგინი სკამთა ზედა. და უფროჲს ყოვლისა ესე უძნნ წმიდასა მამასა ჩუენსა: უკუეთუ ვიეთმე ტყუვილით გინა ეკლესიისაღჳს გინა ძმისა ვისღჳსმე სიტყუაჲ რაჲმე უთხრიან.  და ამისთჳს მტკიცედ დაემოწმა, რაჲთა, უკუეთუ ზედამიწევნით არა იცოდიან, ყოვლადვე არა იკადრონ მოჴსენებად. . ხოლო უკუეთუ ტყუვილით რაჲმე მოაჴსენიან, მძიმედ განკანონნის.  და ამის მიზეზისათჳს მრავალნი ძმანი მონასტრისაგან გაასხნა, რაჲთა კრებული მშჳდობით იყოსო.

     
       

თქუესა შინა ორ გზის და სამ გზის კჳირიაობათა დაიუბნნის ძმანი სწავლითა სულიერითა და, ვითარცა იყო სავსე მადლითა ღმრთისაჲთა, წმიდათა წერილთაგან ასწავებნ მათ სარგებელსა სულთა მათთასა.  და ესოდენ ლმობიერ იქმნიან ყოველნი, ვიდრე-ღა მრავალი ცრემლი დასთხიიან და ჰმადლობდიან ღმერთსა და სიტყუაჲ მისი ესრეთ შეიწყნარიან, ვითარცა ქრისტესი. . ხოლო ასწავებნ მათ სიყუარულისათჳს და სიმდაბლისა, მორილებისათჳს და კრძალულებისა, სიმშჳდისათჳს და უშფოთველობისა, მოთმინებისათჳს და მსახურებისა და მოსწრაფედ მისვლისათჳს ეკლესიად და სხუათა ყოველთავე წესთა კრებულისათა მჴურვალედ აღსრულებისათჳს.  და ეტყჳნ, ვითარმედ: ”ესრეთ ვიხარკოთ, ძმანო, რომელ შეკრებაჲ ჩუენი ამას წმიდასა არა ცუდად იყოს, არცა ამაოდ იქმნას განსვლაჲ ჩუენი ამიერ სოფლით. და სხუანი მრავალნი სწავლანი, ვითარცა ღმერთმან მოსცის პირსა მისსა, მიუთხრნის. და ყოვლისავე ჴორციელისა საჴმრისაგან უზრუნველ იყვნეს ძმანი და ყოველსავე იგი მისცემნ ვიდრე საწვლასმდე და ნემსადმდე.  და მიზეზი გარდაეკუეთა, რაჲთა არას ვინ ზრუნვიდეს და არცა გაჰყიდდეს და არცა იყიდდეს და არცა რას მოიწერდეს და არცა რას მოიგებდეს ღჳნიერ მისისა ბრძანებისა. . და უკუეთუ ვისმე უნდის ძმისა რაჲმე მიცემაჲ, თჳნიერ მამისა ბრძანებისა ვერვინ იკადრის მიცემაჲ, ვიდრე არა ჰკითხის.  და უკუეთუ ვინმე გარდაჰჴდის მცნებასა მისსა და იყიდის, - გინა შესამოსელი გინა სხუაჲ რაჲმე გინა საფასე მოიგის, - ფიცხლად ამხილის და ძლიერად განკანონის.  და მრავალ გზის გჳხილავს, რომელ გინა საბეჭურნი იყვნიან გინა შესამოსელი ანუ თუ კუნკული, ცეცხლითა დაწუნის ზღუდესა შინა.

     
       

რამეთუ იყო ვინმე მთავარ-დიაკონი, ღირსი კაცი და შერაცხილთა შვილი არა-მცირედი საფასე მიეცა მონასტრისადა  და თჳსი შესამოსელი, რომელი დაედვა ეკლესიას, არა ჰნებავნ, რაჲთამცა ვინმე შემოსა იგი თჳნიერ მისსა. . დღესა ერთსა ენება წმიდასა მამასა ჩუენსა შეწირვაჲ უსუსხლოჲსა მსხუერპლისაჲ და ჰრქუა სხუასა ვისმე მთავარ-დიაკონსა, რაჲთა შეიმოსოს კუართი იგი შესამოსელი პირველ ჴსენებულისა მის მთავარ-დიაკონისაჲ  ხოლო მან მიუგო, ვითარმედ: ”მამაო სულიერო, ნუუკუე შეწუხნეს ძმაჲ იგი, რამეთუ არა ჰნებავს, რაჲთამცა ვინმე შეიმოსა კუართი მისი”.  ესმა რაჲ მამასა, მოუწოდა მთავარ-დიაკონსა მას და ჰრქუა სიმშჳდით და ტკბილად, ვითარმედ: ”გნებავს(ა), რაჲთა შეიმოსოს ძმამან მან კუართი შენი და ჰმსახუროს საკურთხეველსა ჩუენ თანა?”.  და იხილა, რამეთუ შეწუხნა იგი და არა უნდა, რაჲთა შეიმოსოს. და ვითარცა აღასრულა წმიდაჲ ჟამის-წირვაი, მოუწიდა ზემო ჴსენებულსა მას მთავარ-დიაკონსა და ეტყოდა, ვითარმედ: ”მითხარ შეშმარიტი, რაჲ დაგიტევებიეს სოფელსა შინა?”.  ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ: ”წმიდაო მამაო, არა უმეცარ არს ღირსებაჲ შენი, რამეთუ მშობელნი და ძმანი და საფასენი და მონაგებნი არა-მცირედნი დამიტევებიან და რაჲ-იგი ჴელთა შენთა წმიდათა მომიცემიეს, თჳთ უწყი”.  ჰრქუა მას მამამან ჩუენმან: ”და ჯერ-გიჩნსა, შვილო, რაჲთა მაგის ყოვლისა მადლი და სასყიდელი წარიწყმიდო კუართისა ამის შენისათჳს?”. ხოლო მან ჰრქუა: ”ნუ იყოფინ მამაო!”.  და მეყსეულად უბრძანა მოღებაჲ ცეცხლისაჲ და თჳსითა ჴელითა შთააგდო კუართი იგი ცეცხლსა და ესრეთ დაიწუნა, ხოლო ძმაჲ იგი შეუვრდა წმიდათა ფერჴთა მისთა და შენდობაჲ ისთოვა.  და ეგრეთვე, უკუეთუ ვისმე აქუნ შესამოსელი გინა სხუაჲ რაჲმე საჴმარი და არა ჰნებავნ მას, რაჲთამცა აჴმარა იგი ძმასა თჳსსა, რაჟამს მას, ეგრეთვე დაწჳს ცეცხლითა და ეტყჳნ, ვითარმედ: ”სულთა ჩუენთა დადებაჲ ბრძანებულ(ა) ძმათა ჩუენთათჳს და შენ განხრწნადსა საჴმარსა აღირჩევ უფროჲს ძმისა შენისა და არა გეკდიმებისა?”.  ხოლო მათ ასწავლაჲ მისი ვითარცა წამალი ცხორებისაჲ მიითუალიან და ჰმადლობდიან ღმერთსა, რომელმან მიჰმადლა მათ ესევითარი მკურნალი სილთაჲ.

     
       

მარადის ასწავებნ ძმათა, ვითარმედ: ”ჯერ-იყო, რაჲთამცა არა რას ვეძიებდით სხუასა გარეშე ტრაპეზისა, ვინაჲთგან უწყით, თუ ვითარითა იწროებითა წარვლეს წმიდათა ყოველთა საწუთროჲ ესე, რომელ არცა თუ წყლითა განიძღებდეს თავთა მათთა, კაცნი, რომელთა ღირსავე არა იყო სოფელი ესე, უბრალონი და უბიწონი და წმიდანი ყოვლისაგან(ვე) ცოდვისა.  ხოლო ჩუენ, რომელნი-ესე სავსე ვართ ყოვლითა ცოდვითა, არა კმა არსი ჩუენდა განსუენებაჲ ტრაპეზისაჲ და ორ გზის დღესა შინა მიღებაჲ საზრდელისაჲ სავსებით და უნაკლულოდ ღჳნითა და საჭმლითა? კმა არს ჭეშმარიტად და ნამეტნავ. . ხოლო ვინაჲთგან არა გუნებავს მცირედცა იძულებაჲ თავთა თჳსთაჲ და მრავალთა მიზეზთა ვმიზეზობთ, უკუეთუ ვინმე ტრაპეზსა ოდენ ვერ დასჯერდებოდის და გინა მე და გინა ჴელოსანმან მისცეს საჴმარი რაჲმე, თჳთ მან ხოლო მარტომან იჴმარენ და სხუასა ძმასა ბრალსა ნუღარა შთააგდებნ და უკუეთუ ესე არა ქმნას, ორთავე ბრალსა ღმერთი მისგან იძევს”. ესე კულა სყიდაჲ გინა ღჳნისაჲ გინა თევზისაჲ ყოვლადვე არა ჴსენებულ არს მონასტერსა შინა თჳნიერ ზეთისა, და იგიცა რომელნი მკითხველნი იყვნიან ანუ მწერალნი და წასანახავად ანუ საწერლად აინთიან. სხუაჲ კულა არა იყო წესი, რაჲთამცა ანუ კანდელსა ინთებდეს, ანუ ხატთა დაისუენებდეს სენაკთა შინა, არამედ ჯუარი ერთი გინა ხატი ერთი ესუენის, რაჲთა რაჟამს ილოცვიდენ, მათ წინაშე თაყუანის-სცემდენ და ემთხუეოდინ  ოდეს კულა ანუ ზეთი იტიდის ვინმე ანუ ღჳნოჲ თჳნიერ მამისა სიტყჳსა, დაუთხიიან ავლინსა შინა.

     
       

ხოლო თჳნიერ დიდისა უძლურებისა საჭმელსა არავინ შეიქმოდა, რამეთუ შევიდის მამაჲ სამზარეულოს და უკუეთუ კოჭობნი იხილნის ცეცხლის კიდესა, იკითხის მზარეულისაგან, თუ ვისნი არიან.  და უკუეთუ უძლურთანი იყვნიან, მიუშჳს, უკუეთუ კულა ნაყროვნებით ვინ იქმნ, ზოგჯერ გარე განთხევაჲ უბრძანის და ზოგჯერ საეროსა საჭმელსა თანა ჩასხმაჲ. მრავალნი მოვიდიან საფასითა დიდითა მოქალაქენი და სხუათა ადგილთაგან, რაჲთამცა მო(ი)პარნეს ფაითრგუნნის ჟამ-რაოდენიმე და განუსუენის და მერმე უბრძანის: ”შეგჳნდვეთ, ვერ მოგპარსავთ: თქუენ კაცნი ხართ სახელოანნი და ჩუენ კაცნი ვართ გლახაკნი და უცხონი, და ოდეს საფასე მისცეთ ეკლესიასა, გასუენებით გნებავს ყოფაჲ და ნუუკუე ვერ გაგისუენოთ, და მერმე შესწუხდეთ; და კუალად ძმანი ყოველნი ძლიერად შურებიან და უკუეთუ ვიეთნიმე მოცალედ იყვნენ, იგინიცა შეწუხდებიან. და ესრეთ მრავალთა უჯმნის და წარვიდიან. . ხოლო უკუეთუ ვინმე მოვიდის ძმაჲ მშრომელი და მდაბალი, იტყჳნ მამაჲ, ვითა: ”გრწმენინ ძმანო”. . იყვნეს პირველითგან დიდებულნი კაცნი: ილარიონ კანანახი, აღდგომისა დიაკონი, პირველ შენებასა მონასტრისასა მოსრულ იყო აქა და მისსა იკონომოსობასა აღაშენა მონასტერი და ვითა თჳსსა ძმასა ხედვიდეს მამანი ჩუენნი.  და ევედრა მათ, რაჲთა წარვიდეს იერუსალემს. და წარმგზავნეს მუნ და მრავალნი წელნი დაყვნა დიაკონობასა შინა. . და მამათა მრავალ გზის მიუწერეს და კუალად მოიყვანეს აქავე.  და პირველსავე მოსვლასა და მეორესაცა, რომელ მოიღო ვერცხლად და ოქროდ და სტავრად და საჴედრად, უფროჲს ოცისა ლიტრისა იყო.  და მას მისცეს მოწაფჱ და გაკუეთილი შეუქმნეს, თავისა კრასოვულისაგან კიდე, კოკაჲ ერთი ღვინოჲ თუესა შინა და ყველი ერთი და სამი ლიტრაჲ ზეთი და დღივ ერთი პური. და ესე იყო გაკუეთილი მისი.
 

     

კუალად მოვიდა გჳრპელი, ჯოჯიკის მეგანძურთა-უხუცესი , და მოინათლა, რამეთუ სომეხი იყო, და არსენი უწოდეს. და დისწული თჳსი ჰმსახურებდა მას.  და შემდგომად მრავალთა წელთა კუალად გამოეთხოვა, რაჲთამცა ნახნა თავისა უფლისწულნი. . და ორსავე მოსვლასა უფროჲს ათხუთმეტისა ლიტრისა მოიღო და მისცა მონასტერსა.  და იგივე კანანახისა გაკუეთილი მას შეუქმნეს. კუალად მოვიდა ათანასე პერით(ურელი) ძითურთ, დიდად საჴმარი ეკლესიისაჲ, და ჯქონდა კარეას მონასტერი, რომელი-იგი და სხუაჲ ფრიადი საფასე მოსცეს მამათა ჩუენთა.  ხოლო მათ გაყიდეს მონასტერი იგი სამას ორმეოც დრაჰკნად, და იგივე კანანახისა გაკუეთილი მას ჰქონდა. და მათ ჟამთა შინა, ვინცა ვინ მოვიდის ეგევითარი კაცი, ნახევარი საფასისა თჳსისაჲ ეკლესიასა შეწირის და ნახევარი საპყარად მისცის.  წმიდისა მამისა ჩუენისა მოღუაწებათა და ერისა საურავთა თანა და წიგნთა თარგმნასა ესეცა დიდი ზრუნვაჲ ეტჳრთა, რამეთუ არცა პროტი. არცა სხუანი მამასახლისნი თჳნიერ მისისა ბრძანებისა არარას იქმოდეს და იშჳთი დღჱ გარდაჴდის, რომელსა ათი ანუ ათხუთმეტი მამასახლისი არა მოვიდის მათ წინაშე.  და კუალად ზრუნვაჲ დიდისა ლავრისაჲ, საქმე მძიმე და მრავალ-ფერი მის ზედავე იყო, რამეთუ დიდსა ათანასის მისდა მიენდო საურავი და დახედვაჲ და განგებაჲ მისი.

     
       

და მისთა შრომათა და ღუაწლთა ზედა, ოდესცა რაჲმე საეროჲ საქმე არნ მონასტრისაჲ, თჳნიერ უცალოებისა თანავე გავიდის გინა თუ ნავისა გამოზიდვასა გინა თუ ნავი მოვიდის ხუარბლითა გინა თუ ვენაჴთა ასარვასა გინა თუ აჯოჯვასა გინა თუ სთულებასა რამეთუ ვინაიდგან ახალ-ნერგ იყვნეს წუთღა ვენაჴნი, ყოველთა სარითა განგებაჲ უნდა. და უფროჲსნი დღენი ვენაჴთა შრომასა შინა დაყვნიან, და ყოვლადვე მამაჲ მათ თანავე იყვის, თჳნიერ დიდისა მიზეზისა.

    შრომათა და ღუაწლთა ზედა - შრომისა და გარჯის გარდა; ოდესცა რაჲმე საერო საქმე არნ მონასტრისაჲ - როცა მონასტრის რამე ამქვეყნიური (სამეურნეო) საქმეა ხოლმე; თჳნიერ უცალოებისა - მოუცლელობის მიუხედავად; თანავე გავიდის გინათუ ნავისა გამოზიდვასა - სხვებთან ერთად გადიოდა ნავის გამოსათრევადაც კი; ხუორბალი - ხორბალი; ვენაჴთა ასარვა - ვაზის აკვრა სარზე; აჯოჯვა - გაფურჩქვნა, ვაზისთვის ზედმეტი რტოების ჩამოშორება; სთულებაჲ  - რთველი; ახალნერგ იყვნეს წუთ-ღა ვენაჴნი - ვენახი ჯერ სულ ახალი გაშენებული იყო; ყოველთა სარითა განგებაჲ უნდა - ყოველ ვაზს სარით გამართვა სჭირდებოდა; უფროჲსნი დღენი ვენაჴთ შრომასა შინა დაყვნიან - უმეტეს დღეებს ვენახის მოვლაში ატარებდნენ; ყოვლადვე - სულ, ყოველთვის; მამაჲ - იგულისხმება ექვთიმე; იყვის - იყო ხოლმე; თჳნიერ დიდისა მიზეზისა  - გარდა მნიშვნელოვანი მიზეზისა, თუ რამე დიდი მიზეზი არ იყო.
       

და კუალად ბურღალთაგან ყოველნი სოფელნი ჭირსა შინა იყვნეს და კნინღა უკაცრულ ჭირისა მაგიერ უფროჲსი სათესავი მთასა შინა იქმნებოდა თოჴითა: საწუნე და დიკაჲ და სელი და თივისა თიბაჲ და ამას ყოველსა ძმანი შურებოდიან და, ვინაჲთგან ყოველნი იქმოდეს, არა უმძიმდა, არამედ უდრტჳნველად და სიხარულით ექმოდეს.  და ამათ ყოველთა საქმეთა მამათაჲ ზედაჲს-ზედა მივალნ და ნუგეშინის-სცემნ სიტყჳთ და საქმით და საზრდელითა  სასუმლითა. ყოვლადვე ეტყჳნ ნეტარი მამაჲ ჩუენი იკონომისსა, ვითარმედ: „უწუელულთა მუშათა ნუ შეიწყნარებ, ამისთჳს რამეთუ მავნებელი არიან ძმათანი: და ზოგთამე გონებითა ევნების და ზოგთა შეხედვითა.  ნურას უხუეჭ საფასისა დდაკლებასა; უმჯოვეს არს, რომელ დაგუაკლდეს ათი და თხუთმეტი დრაჰკანი, და ძმათა სავნებელი არაჲ შეემთხჳოს”.

    სოფელნი ჭირსა შინა იყვნეს - სოფლებს უჭირდათ; კნინღა უკაცრულ - თითქმის უკაცრიელი, დაცლილი; ჭირისა მაგიერ -  გაჭირვების გამო; სათესავი  - ყანა; სათესავი მთასა შინა იქმნებოდა თოჴითა - ყანის მეტი ნაწილი მთაში მუშავდებოდა თოხით; საწუნე - საწვნე; მარცვლეული, რომლისგანაც წვნიანი კერძი მზადდება; დიკაჲ - „გაზაფხულნათესი ხვარბალი” (საბა); სელი - კანაფი; თივისა თიბაჲ - ბალახის თიბვა; შურებოდიან - მუშაობდნენ ხოლმე; ვინაჲთგან ყოველნი იქმოდეს, არა უმძიმდა - რადგან ყველა საქმიანობდა, არ ეძნელებოდათ;  ზედაჲსზედა - მივალნ ხშირად აკითხავდა;
       

კუალად უკუეთუ ძმათა ვიეთმე მოიყვანნიან თჳსნი ნათესავნი უწუერულნი, მამასაცა ჰნებავნ, რაჲთამცა ისწავლეს სწავლაჲ და ჴელოვნებაჲ,  გარნა მონასტერსა არა დაიმჭირნის, არამედ გარე სოფელთა გაგზავნნის, სადა იცოდის უმჯობესი და სულიერი და გამოცდილი იკონომისი, და მუნ აღიზარდნიან.  და ოდეს წუერითა შეიმოსნიან, მაშინ შემოიყვანნის მონასტრად.  საჯორეს ყოველნი ძმანი იყვნიან მეჯორედ: და ორნი ერისგანნი ჰყვიან მსახურად და მხუეტელად, და სხუანი ძმანი იყვნიან.  და არა თუ უმძიმნ, არამედ უფროჲსად უხარინ, რამეთუ მორწყულ იყვნიან სულნი მათნი სწავლითა და მოძღურებითა წმიდისა მამისა ჩუენისჲთა, რამეთუ ყოვლადვე იტყჳნ ვითარმედ: „კრებულსა შინა მყოფნი ამით სამითა საქმითა ცხოვნდებიან: სიმდაბლითა და ორჩილებითა და თჳსისა ნებისა დატევებითა”.  ხოლო ოდეს იხილის ძმათაგანი ვინმე უდბად და მოძილად ეკლესიისა ლოცვასა, ჰკითხის, ვითარმედ: „რად გძინავს ეკლესიასა შინა? არა გეყოფისა სენაკსა შინა ძილი?”.  და თუ უთხრის, ვითარმედ: ”შინა ვიღჳძებ და მით მეძინებიან”, უბრძანის, ვითარმედ: ”ეგე, საყუარელო, მტერისა საფრჴჱ არს, რაჲთა მცირისათჳს დიდი დაგაჭირვოს. ეკლესიას მიმავალისა კაცისაგან ეძიებს ღმერთი, რაჲთა ფრთხილად და ლმობიერად დგეს თუ ესე ვერ შეგიძლია, რაჲთამცა ეკლესიასაცა იღჳძებდი და სენაკსაცა ძილითა გაძღებოდე? და აქა ნუ დაიძინებ, თუ არა, მძიმედ გაგკანონებ”.  მეკარესა მონასტრისასა ყოვლადვე ფრთხილსა და სულიერსა. კაცსა დაადგინებნ.  და ესრეთ დაემცნო, უკუეთუ ესე ადგილსა მრორინენი მონაზონნი მოვიდოდინ, უკუეთუ მწუხრსა მოვიდენ, ისერონ და სამხარი ჭამონ და გაუჯმენ და დაუმოწმე, რომელ უჟამოდ არა მოვიდოდინ  ხოლო კელართადა ებრძანა, რაჲთა ერისგანცა იგინი ისტუმრებდენ და უჯმნიდენ.  და კელრისა კარსა რაჲთურთით არა გასწყდებოდა შეკრებად მრავალ-ფერთა ვნებათათჳს.  ხოლო უცხონი თუ მოვიდიან, მესამე დღესა შემდგომად ჭამისა ებრძანა, რაჲთა მეკარე უჯმნიდეს.  ესე კულა კართა ურგებსა რაჲთურთით არავინ იკადრებდა ყოვლადვე.

     
       

საკელროჲსა წესი ესრეთ გაეწესა, რაჲთა საჭმელსა არა იქმოდინ, გარნა თუ უცხოი იყვნიან ანუ მშრომელნი ვინმე და მათთჳს ზოგჯერ ადგილსა შექმნიან და ზოგჯერ სამზარეულოს და მუნ წაიღიან.  კელარნი კულა სამხარად ყოვლადვე სატრაპეზოსმივიდიან, - ერთი პირველსა და მეორე მეორესა ტაბლაა, - და ეგრეთვე მევაჟინენი.  მაგრა კელართა მწუხრსა თუ რაჲმე ეჴმარებინ, შინა იჴმარიან  . ყოვლისა უფროჲს ეპისტატისათჳს. რომელ არს მუშათა უხუცესი, ჰვედრებნ მამაჲ ეფთჳმე და ეტყჳნ, ვითა: ”ნუმცა რაჲ დააკლდების ეპისტატსა, რომელ არა შეწუხდეს და ოცდაათი ანუ ორმოცი მუშაჲ არა მოაცთუნოს, და ესთენი განძი ბედით წაჴდეს, რომლისაჲ თანა-გუაც მათდა მიცემაჲ.  მოსენაეთა კულა მოწაფენი ყოველსავე საეროსა სამსახურებელსა გავიდოდიან.  და მზარაულისადა დაემცნა, რაჲთა საჭმელი მან შეუქმნას.  და თუ საჭიროჲ რაჲმე საქმე არა არნ, მამასაცა მოწაფენი ძმათავე თანა წავიდიან მსახურებასა.  და უფროჲსჯერ მოსენაენიცა ძმათა სათნოებისათჳს ძმათავე თანა გავიდიან, უფროისღა, ოდეს მამაჲ მუნ იყვის.  . აპოთიკი და ბოსტანი და წისქჳლნი კელრისა საურავნი იყვნეს.და ამათგანსა, რაჲცა ვის ეჴმარებინ, კელარი ეურვინ იკონომოსსა თანა და მამასახლისსა  ხოლო საპარიკონომოსოჲ და საწანგროჲ და საჯორე და სამჭედლოჲ და ხურონი და კალაფატნი და მანდრინნი და ვენაჴნი და მენავენი - ესე იკონომოსისა გასაგებელნი იყვნეს.  კელარსა ვენაჴთა ზედა ყურძნისათჳის არა ჰქონდა ჴელმწიფებაჲ, ეგრეთვე იკონომოსსა ხილისათჳს; გინა შინა მონასტერსა გინა გარე მეტოქთა კელრისა გასაგებელნი იყვნეს, - გინა თუ ზეთისხილი იყვის, გინა თუ ნიგოზი გინა თუ სხუაჲ ხილი.  ოდეს კულა რაჲმე წასაცემელად საჴმარ არნ, კელარსა გაეზრახის იკონომოსი.  ხოლო ოდეს მოიწიფის, კელარნი ზედაჲს-ზედა გავიდოდიან მეტოქთა და მოჰნახვიდიან ხილნართა და მუნ მყოფთა მოუჩუენიან და დაამცნიან, ვითარმედ: ”შინა და გარე დიდად ეჴმარების ძმათა და ეკლესიასა; რომლითა გაერებოდი, იგი ხოლო დაიმჭირე და ნურას დააკლებ”.  და ვერარას იკადრებდეს უწესოსა საქმესა ქმნად, ყოველი კელარსა შევიდოდა და უხუებით ჰქონდა მისაცემელი სატრაპეზოს და სადაცა საჴმარ არნ წარსაცემელად.  უკუეთუ კულა ეჴმარებოდიან კელარსა ანუ მონაზონნი ანუ ერისგანნი, იკონომოსმან მისცნის.

     
       

ოდეს მამაჲ შინა არნ, რაჲცა ვის ეჴმარებინ, თჳთ მამასა მოაჴსენეს, იკონომოსსა არას ვინ სთხოვნ, და თუ ვინმე სთხოის, მამასა თანა მიავლინის.  ოდეს კულა შინა არა არნ, მერმე გააგებნ იკონომოსი. . . იკონომოსისა განწესებული შჳდი კრასოვული იყო და ოდეს ტრაპეზსა დაჯდის მწუხრსა, ოთხი კრასოვული მიართჳან.  უკუეთუ კულა შინა არა იყვის, დაემცნა მამასა: ”საჭმელსა ერთსა შეუქმოდეთო და ხილსა და ზეთისხილსა და რაჲცა ითხოოს, მისცემდით”.  და რაჲცა დაუშთის, საკელროსავე წარსცის. მაშინ წესი ესე იყო რომელ კელრისადა დაემცნა წინამძღუარსა საჴმრისა მიცემაჲ ძმათა და ჴელოანთაჲ: გინა თუ გაკუეთილი მათი გინა თუ მეტსა ვინ ითხოვნ.  და ამისთჳს იკონომოსსა თანა არავინ რას მივალნ. უკუეთუ მამაჲ შინა არა არნ, უკუეთუ კულა სტუმარნი ვინმე მოვიდიან , მაგრა იკონომოსმან განაგის.  სხუაჲ კულა საჴმარი იკონომოსისაგან ითხოვიან, —გინა თუ მოგუნი გინა თუ ჩაფლანი გინა თუ ტყავი გინა თუ საბლები გინა თუ სელი,—ესევითარი იკონომოსისაგან ითხოვიან.  და ესრეთ ყოველივე საქმე განწესებულად იყო და უშფოთველად იყვნეს ყოველნი  . აგარათა მონასტრისათა,—ვითა სისიკონი არს და კარავანი და ღმრთის-მეტყუელი და სხუათა ესევითართა, —თავისა გასარომელსა სრულებით მისცემდიან მონასტრით.  და რაჲცა იქმნინ მუნ, ყოველსა ქუე მოიღებდიან, თჳნიერ რაოდენისამე, რომელი მუნ მყოფთა დაუტევიან მათდა საჴმარად.  კუალად მოსენაეთადა გაეწესა წმიდასა მამასა ჩუენსა: და უკუეთუ პური დაუშთის, არა აქუნ ჴელმწიფებაჲ სადავე მიხემად, არამედ კელარსავე მისციან.

     
       

იყვნეს უკუე შინაცა და გარეცა სულიერნი და ღმერთ-შემოსილნი მამანი: სანატრელი არსენი და წმიდაჲ ბერი იოვანე გრძელის ძჱ და სულითა შემოსილი იოვანე ბერი მარტოდ-მყოფი და სხუანი მობაძავნი მათნი, კაცნი ზეგარდმოჲთი მადლითა განათლებულნი და ანდელოსთა მობაძავნი ცხორებითა.  და სხუათა მათ სათნოებათა მათთა ზედა და მოხუცებულებასა ამასცა იქმოდეს, რომელ ვარარაჲთ ვერ დაარწმუნა მამამან, რაჲთამცა სნეულთა პური და ღჳნოჲ აიღეს, არამედ ძმათა პურსა და, თუ ეჴმარებინ, კრასოვულსა მათსა კმა-იყოფდეს.  დაღაცათუ არა-მცირედი შესაწირავი მიეცა მონასტრისადა, არამედ არარას თავს-იდებდეს აღებად გარეშე საჭიროჲსა მის და უნდოჲსა ჴორცთა საჴმრისა.  და კუალად ყოველთა აზნაურთა ჩუენთა დიდი სარწმუნოებაჲ აქუნდა მათისა ღირსებისა მიმართ და მრავალ გზის ევლოგიასა წამოსცემდეს მათ წინაშე.  ხოლო მათ ჴელად მიიღიან და ულოციან და, ვითა დაბეჭდული იყვის, ეგრეთვე მამასა თანა წარციან  მრავალ გზის ევედრებინ მამაჲ, რაჲთა რაოდენიმე გლახაკთა მისცენ, გინა სადაცა ენებოს, ხოლო მათ ნეტართა ჰრქჳან, ვითარმედ: „წმიფაო მამაო, ჩუენ სასულენი ვართ ეკლესიისანი და სასულეთაგან ღმერთი ესევითართა საქმეთა არა ეძიებს”.  და პურსა, რომელ მონასტრით წაიღიან არცა მისგან მისციან გლახაკთა, არამედ თქჳან, ვითარმედ: „მონასტერი ზრდის გლახაკთა”. . ხოლო უკუეთუ აქუნ ხილი გინა სასუმელი, სესვითარი რაჲმე მისციან გლახაკთა. . უკუეთუ კულა პური დაჰმეტდის, მეორისა მსგეფსისაჲ არღარა აღიღიან.  და კუალად ლიტონთა დღწთა თჳს-თჳს იღუწიდიან ვითარცა უჴორცონი, ხოლო დღესასწაულთა და კჳრიობათა ერთგან აღასრულიან წესი ლოცვისაჲ და პირი ერთგან იჴსნიან.  და იყო ხილვაჲ ცხორებისა მათისაჲ, ჭეშმარიტად, ვითარცა ანგელოსთა ღმრთისათაჲ და სიტყუაჲ წესიერ და ტკბილ.  და ესრეთ აღასრულეს ცხორებაჲ მათი. და სრულნი ყოვლითა სათნოებითა წინაშე ღმრთისა მიიცვალნეს და იხარებენ ყოველთა წმიდათა თანა და ჩუენთჳს ითხოვენ ღმრთისაგან წყალობასა.  და ჭეშმარიტად წამა მათთჳს ღმერთ-შემოსილმან მამამან ჩუენმან ეფთჳმე, ვითარმედ: „უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა არღარა გამოჩინებად არიან ესევითარნი სრულნი და მაღალნი სათნოებითა”, რამეთუ არარაჲ იყო სათნოებაჲ, რომელიმცა არა აქუნდა მათ სრულებით და მაღლად და უცთომელად.  ხოლო განწმედილნი იგი და შრომითა განკაფულნი გუამნი მათნი დაისხნეს საფლავსა შინა წინაშე ტაძარსა წმიდისა სჳმეონ მოხუცებულისასა, ერთსა შინა სამარხვოსა, მახლობელად თჳსთავე მათ მოღუაწებისა სენაკთა, რომელ არიან კარავათა

    იყო ხილვაჲ ცხორებისა მათისაჲ ჭეშმარიტად, ვითარცა ანგელოზთა ღმრთისათაჲ  - მათი ყოფის შემყურეს ნამდვილად გაახსენდებოდა ღვთის ანგელოზები; მბრძოლი იგი წმიდათაჲ წმინდა ბერებთან მებრძოლი, მტერი.
       

მბრძოლი იგი წმიდათაჲ და მოშურნე კაცთ ცხორებაჲ ბელიარ, ხედვიდა რაჲ სულიერთა ამათ წესთა, რომელ დაესხნეს მამასა ჩუენსა ეფთჳმეს, და წარმატებასა ძმათასა და თარგმნასა წიგნთა საღმრთოთასა, ფრიად ელმოდა და განილეოდა შურითა და პოვა ვინმე საწყალობელი, სახითა მონაზონი, და აღძრა იგი მოკვლად წმიდისა მის; რამეთუ გამოუჩნდა და ჰრქუა მას: „უკუეთუ მოჰკლა მბრძოლი ჩემი ეფთჳმე, ფრიადი კეთილი ეყო შენ თანა”. ვინაჲცა შეიმზადა მახჳლი და ენება მოკვლაჲ მისი, არამედ ცუდ ყო ღმერთმან განზრახვაჲ მისი.  რამეთუ დღესა ერთსა, აღვიდა რაჲ გოდლად და დაჰჴშა კარი მოწაფემან და თჳთ შთავიდოდა თჳსსა სენაკსა, და ვითარცა მცირედი შთავლო კიბეთა გოდლისათა, შეემთხვა მას განცოფებული იგი მონაზონი და ჰრქუა, ვითარმედ: „წინაშე მამისა აღვალ და მიჟამე”.  ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ესრეთ უჟამოდ აღსვლაჲ მამისა”. და იგი ეტყოდა: „შეუძლებელ არს, ვითარმცა არა აღვედ!”.  და ვითარ არა უტევებდა აღსლვად სანატრელი იგი მოწაფჱ მამისაჲ, მეუსეულად განცოფებულმან მან იჴადა მახჳლი იგი საეშმაკოჲ და ესრეთ უწყალოდ დაჩხუეპა სანატრელი იგი ძმაჲ და თჳთ ივლტოდა წარსვლად, და ვითარ-იგი ივლტოდა, შეემთხჳა მას სხუაჲცა მოწაფჱ მამისაჲ და იგიცა დაჩხუეპა მახჳლითა.  ხოლო იქმნა რაჲ ჴმაჲ და ამბოხი, ცნა ესე წმიდამან მამამან ჩუენმან და მეყსეულად შთავიდა და სრულ ყვნა იგინი სქემითა და აზიარნა წმიდათა საიდუმლოთა, და ესრეთ, გჳრგჳნითა წამებისაჲთა შემკულნი. მიიცვალნეს წინაშე ღმრთისა.   ხოლო მედგარმან მან აღიარა მტერისა-მიერი იგი აღძრვაჲ თჳსი და, ღირსად უკეთურებისა თჳსისა, მწარედ წარჴდა უბადრუკი იგი სული მისი.

    მბრძოლი იგი წმიდათაჲ -  წმინდა ბერებთან მებრძოლი, მტერი; მუშურნე  - შურიანი, ავის მსურველი; კაცთ ცხორებაჲ - ადამიანთა ხსნა, გადარჩენა; ბელიარ  - ეშმაკი, სატანა; რომელ - აქ: რომელნიც; დაესხნეს - დაედვა (ისინი). აქ: დაენერგა (ისინი); წარმატებასა ძმათასა - ბერების წინსვლა, სულიერი აღორძინება; ფრიად ელმოდა - ძლიერ სტკიოდა. აქ: ძლიერ შფოთავდა; განილეოდა შურითა - შური კლავდა; სახით - გარეგნულად, შესახედავად; აღძრა იგი მოკვლად წმიდისა მის  - განაწყო იგი წმინდანის (ექვთიმეს) მოსაკლავად; გამოუჩნდა - ეჩვენა, გამოეცხადა; ფრიადი კეთილი ეყო შენ თანა - დიდ სიკეთეს მოგაგებ, მოგანიჭებ; გოდოლი  - კოშკი; არა უტევებდა - არ აუშვა; იჴადა მახჳლი - იშიშვლა მახვილი; უწყალოდა დაჩხუეპა - უმოწყალოდ დაჭრა (მახვილის წვერით); წმიდანი საიდუმლონი  - მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს შვიდ საიდუმლოს, რომლებიც მაცხოვარმა დააწესა. ესენია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება, ზეთით კურთხევა; მიიცვალნეს წინაშე ღმრთისა - გარდაიცვალნენ.გარდაიცვალნენ; მეგდარი - აქ: ბოროტი, მზაკვარი; მტერისამიერი  - ეშმაკისმიერი; აღძვრაჲ - წაქეზება; ღირსად უკეთურებისა თჳსისა - თავის ბოროტების შესაფერისად მწარედ - აქ: საზარლად, საშინლად; წარჴდა  - აღმოხდა.
       

კუალად სხუასა ჟამსა აღძრა ეშმაკმან მებოსტნე მონასტრისაჲ და აზრახა მასცა მოკვლაჲ წმიდისაჲ მის.  და ვითარცა ჴესლ-ყო, მეყსეულად უქმ იქმნა ჴელი მისი და დაშთა ვითარცა შეშაჲ განჴმელი, ვიდრემდის აღიარა ყოველი და ლოცვითა მისითა მიიღო კურნებაჲ და ადიდებდა ღმერთსა.  ყოველთა მათ სათნოებათა თანა აქუნდა ესეცა დიდი სათნოებაჲ, რამეთუ თჳნიერ განკითხვისა არარას იქმოდა ყოვლადვე, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: „მინდობაჲ თავისა თჳსისაჲ და თჳსსა განზრახვასა შედგომაჲ წარმწყმედელი არს სულისაჲ, ხოლო განკითხვაჲ წინამძღუარი არს ცხორებისაჲ, ვითარცა თქუეს წმიდათა მამათა ჩუენთა”. და ესე წესი ვიდრე აღსასრულამდე თჳსად დაიმარხა
 

    მებოსტნე - მებაღჩე; აზრახა - შთააგონა; ვითარცა ჴელ-ყო - როგორც კი შეეხო; უქმ იქმნა ჴელი მისი  - ხელი გაუუქმდა, გაუშეშდა; შეშაჲ - ძელი, ხე; განჴმელი  - ხმელი, გამხმარი; თჳნიერ განკითხვისა  - გამოუძიებლად;  მინდობაჲ თავის თჳსისაჲ - თავის თავზე დანდობა; თჳსსა განზრახვასა შედგომაჲ - საკუთარი ზრახვების აყოლა; განკითხვაჲ წინამძღუარი არს ცხორებისაჲ - გამოძიება ხსნის საწინდარია; ვიდრე აღსასრულამდე თჳსა - მის სიკვდილამდე; დაიმარხა  - დაიცვა, შეინახა.
       

იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ევთჳმი სახითა მყუდრო და გონებითა წრფელ და მდაბალ და სულითა განათლებულ და წმიდა და გუამითა ძლიერ საღმრთოთა შინა საქმეთა და მოღუაწებათა და ჰასაკითა წესიერ,  და თჳნიერ წამებითა წერილთაჲთა არარას დაამტკიცებნ თავით თჳსით, გინა იტყჳნ,  და ეკლესიას დგომასა მჴნე, რამეტუ გდან იგი თჳნიერ კუერთხისა და კედელსა მიყრდნობისა ჴელ-მოჭდობით ცითარცა სუეტი შეურყეველი.  და პირი და თუალნი მისნი იყვნიან ქუეყანად მიმართ მხედველ.  ხოლო სენაკსა შინა მოღუაწებათა მისთა აღრაცხვაჲ ვისმცა ძალ-ედვა, რომელნი-იგი ღმერთმან მხოლომან უწყნის! რამეთუ ყოველნივე ფარულად აღესრულებოდეს მის მიერ.  ხოლო არნ სამოსლად მისა ძაძაჲ და ძაძისა მის ზედა ჯაჭჳ მძიმჱ.  და რომელიცა ვინ სათნოებაჲ გამოიძიოს, მის თანა პოოს მის მიერ აღსრულებულად კეთილად და შუენიერად.  ხოლო სიწმიდე და ქალწულებაჲ შეუხებელი და უბიწოჲ დაემარხა, ვითარცა ანგელოზსა ღმრთისასა და ცათა შინა მყოფსა. ხოლო თარგმანებაჲ წიგნთაჲ აქუნდა ნამეტნავად ყოველთა სათნოებათა და გჳრგჳნად და განმანათლებელად ნათესავისა ჩუენისა.

    სახითა მყუდრო - მშვიდი სახისა; გონებითა წრფელი - უზაკველი, მართალი; გუამითა ძლიერ - სხეულით ძლიერი; სიწმიდე დაემარხა - სიწმინდე დაეცვა; .
       

აღასრულნა წმიდამან მამამან ჩუენმან ევთჳმი ათოთხმეტისა წლისა ჟამნი, შემდგომად მამისა თჳსისა აღსრულებისა, წინამძღურობასა შინა და მერმე ვედრებითა ზემო ჴსენებულთა მათ წმიდათა ბერთაჲთა —არსენი ეპისკოპოსოსაჲთა და იოვანე გრძელის ძისაჲთა - იჯმნა წინამძღურობისაგან.  რამეთუ ხედვიდეს ღირსნი იგი ბერნი, რომელ მიზეზითა მრავალ-ფერთა ზრუნვათაჲთა დაეხრწეოდა თარგმანებისაგან წმიდათა წერილთაჲსა, და ესრეთ მოიცალა და თჳსსა სენაკსა დაჯდა. . და წინამძღურობაჲ ძმათაჲ შეჰვედრა გიორგის, რომლისათჳს ემცნო მამასა იოვანეს, თჳსსავე ნათესავსა. . და თავადი წიგნთა სამღრთოთა თარგმანებასა შეუდგა და ფრიადნი წიგნნი თარგმანნა, რომელთაგანნი რაოდენნიმე ზემო გჳჴსენებიან.  ხოლო აქუნდა ზრუნვაჲცა დიდისა ლავრისაჲ და, ვიდრემდის ერჩდეს, კეთილად; განაგებდა. . ხოლო უკანაჲსკნელ იწყეს თავჴედობად და ამბოხებად და წინამძღუართა ზედაჲს-ზედა ცვალებად და უმეტეს და უმეტეს აღორძინდებოდა ამბოხებაჲ მათი, ვიდრემდის სამეუფოდ აღვიდეს და აუწყეს კოსტანტი მეფესა შფოთისა მათისათჳს ხოლო ცნა რაჲ მეფემან, ვითარმედ დიდი ევთჳმი არს განმგებელი მათი, აღუწოდა მას სამეუფოდ, რაჲთა ყოველი ჭეშმარიტი ისწაოს მისგან, რამეთუ დიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათჳს
 

    ვიდრემდის ერჩდეს  - სანამ ემორჩილებოდნენ, სანამ უგონებდნენ; უკუანაჲსკნელ - ბოლოს, ბოლო დროს; იწყეს თავჴედობად - გათავხედდნენ (ბერძენი ბერები); უმეტეს და უმეტეს - უფრო და უფრო; აღორძინდებოდა ამბოხებაჲ მათი - მატულობდა მათი შფოთი; ვიდრემდის სამეუფოდ აღვიდეს  - ვიდრე სამეფო კარზე (კონსტანტინოპოლში) არ მივიდნენ; აუწყეს.. შფოთისა მათისათჳს  - უთხრეს მათი შფოთის ამბავი; აღუწოდა მას სამეუფოდ - უხმო მას (ექვთიმეს) სასახლეში; რაჲთა ყოველი ჭეშმარიტი ისწაოს მისგან - რათა მისგან შეიტყოს სრული სიმართლე; დიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული ჰქონდა მის მიმართ ღირსებისა მისისათჳს -  დიდი ნდობა და სიყვარული ჰქონდა მისი (ექვთიმეს) სათნო ბუნების გამო.
       

და ვითარცა წარვიდოდა წინაშე მეფისა, შეკრიბნა ძმანი ყოველნი და ნუგეშინის-სცა და ტაბლაჲ კეთილი განუმზადა და ლოცვასა დაევედრა. . და მერე წარვიდა სანატრელისა და ქრისტეს ნების-მყოფელისა თეოფანე ხუცისა, რომლისა მიმართ დიდი სიყუარული აქუნდა მამასა ევთჳმეს, რამეთუ სიყრმითგან აქა აღზრდილ იყო და ყოვლითა სათნოებითა განშუენებულ იყო. . და იყო იგი მღდელი სათნოჲ უფლისაჲ და სწავლული ფრიად და ჴელოვნებით მწერალი წიგნთა საღმრთოთაჲ რომლისათვის წამებდა მამაჲ ეფთჳმე, ვითარმედ: ”უფროჲს ათას ხუთასისა დრაჰკნისა უწერიან წიგნნი მონასტრისანი შინა და გარე. . და ვინაჲთ არსენი და იოანე შეისუენეს, მრავალ გზის მას ჰკითხავნ სულიერად მამაჲ ჩუენი. . ამის უკუე ნეტარისა ბერისა წარვიდა და მოიკითხა იგი ტირილით და ლოცვასა დაევედრა. . ხოლო იგი მოეხჳა და ცრემლით ჰრქუა, ვითარმედ: ”ვაჲმე უბადრუკსა , რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ჴორციელად, ჵ წმიდაო მამაო!” და თჳთ მამაჲცა ეფთჳმე ეწამებოდა სიტყუათა მისთა, რომელი-იგი იქმნაცა და აღესრულა ორთავე წინაჲსწარმეტყუელებაჲ.

     
       

რამეთუ, ვითარცა ვთქუთ, აღვიდა ღმერთ-შემოსილი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სამეუფოდ.  და ვითარცა ცნა მეფემან მისვლაჲ მისი, დიდითა პატივითა მოიკითხა იგი და გამოჰკითხა საქმე ლავრისაჲ. . და ვიდრე დაურვებადმდე ყოვლისა საურავისა მრავალნი ჟამნი გარდაჴდეს და მოიწია დღესასწაული წმიდისა იოვანე ღმრთის-მეტყუელისაჲ და ვითარცა აქუნდა ჩუეულებაჲ, დიდებულად გარდაიჴადა და მრავალნი გლახაკნი იღუაწნა და მონაზონთა კეთილად ნუგეშინის-სცა და თჳთ თავით თჳსით ჰმსახურა და ყოვლითა კეთილითა აღავსნა. და ამისა შემდგომად თავადმან პირი იჴსნა და მცირედ განისუენა შრომისაგან.  და ვითარცა აღდგა, მოეჴსენა ხატი წმიდისა იოვანე მახარებლისაჲ, რომელი მხატვრისადა მიეცა განსაგებელად, და უბრძანა მოწაფესა, რაჲთა წარვიდეს და უთხრას, ვითარ ჯერ-არს შეკაზმვაჳ მისი.  და მერმე ჰრქუა, ვითარმედ: ”ვითარ-იგი გჳჴმს ჩუენ, ნუუკუე და ვერ გაიგონო, შვილო! არამედ დამისხენ საჴედარსა და მე თჳთ წარვიდე”.  ხოლო იყო ჯორი იგი ახლად სყიდული და მანკიერი, და მათ არა იცოდეს სიმედგრე მისი და ზნოანებანჲ. და ვითარ წარვლეს ხანი რაოდენიმე, პოვა ვინმე გლახაკი, რომელი ითხოვდა ქველის-საქმარსა, და დადგა წმიდაჲ მამაჲ ჩუენი, რაჲთამცა მისცა მას ქველის-საქმარი ხოლო იგი აღდგა შემოსილი ძონძებითა და მოჰმართა მიღევად ქველის-საქმისა.  ხოლო ვითარცა დახედნა მანკიერმან მან საჴედარმან, მყის განჰკრთა, და იწყო სივლტოლად და აქა-იქი ეკუეთებოდა, ვიდრემდის ფიცხლად მოწყლა წმიდაჲ იგი და სანატრელი მამაჲ ჩუენი.  და ვითარცა გარდამოაგდო, ფრიადი ერი შეკრბა მის ზედა, რამეთუ ყოველნი მეცნიერ იყვნეს და ყოველნი ტიროდეს და იგლოვდეს. და მერმე წარიღეს მონასტრად, სადა-იგი სავანე იყო.

    ვიდრე დაურვებამდე ყოვლისა საურავისა - ყოველი საზრუნავის მოგვარებამდე; მრავალნი ჟამნი გარდაჴდეს - დიდი დრო გავიდა; დღესასწაული წმიდისა იოვანე ღმრთისმეტყუელისაჲ - საეკლესიო კალენდრით  ივნისს აღინიშნება; გლახაკნი იღუაწნა - ღარიბ-ღატაკნი განიკითხა; მონაზონთა კეთილად ნუგეშინის-სცა -  ბერები გაამხნევა; მცირედ განისუენა - ცოტა დაისვენა; მოეჴსენა - მოაგონდა, გაახსენდა; რომელი მხატვრისადა მიეცა განსაგებელად - რომელიც (ხატი) მხატვრისთვის მიეცა შესაკეთებლად, განსაახლებლად; დამისხენ საჴედარსა - ჯორი შემიკაზმე; ახლად სყიდული - ახლად ნაყიდი, ახალშეძენილი; მანკიერი - ავზნიანი;  არა იცოდეს - არ იცოდნენ; სიმედგრე - აქ: სიგლახე, უვარგისობა, ურჩობა; ზნოანებანი  - ავზნიანობა; ვითარ წარვლეს ხანი რაოდენიმე - ერთხანს რომ იარეს; ქველისსაქმარი - მოწყალება;  დადგა - შეჩერდა; რაჲთამცა მისცა - რომ მიეცა; მოჰმართა - მოაშურა; დახედნა - დახვდა, დაინახა; განჰკრთა - დაფრთხა; მოწყლა  - დააშავა. აქ: მოკლა; სადა-იგი სავანე იყო - სადაც მას ექმნა სავანე;
       

და ვითარ ესმა კოსტანტი მეფესა, დიდად შეწუხნა და წარავლინა თჳსი ვინმე საკუთარი და მოიკითხა იგი.  და ეგრეთვე მოქალაქეთა, დიდებულთა და მთავართა და პალატისათა დიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული აქუნდა, და ყოველნი მოვიდოდის და ცრემლითა ილტობვოდეს და ამბორს-უყოფდეს და წარვიდოდეს.   ქართველთათჳს კულა რაჲ ვინ თქუას? რამეთუ ყოვლადვე განუშორებელ იყვნეს ანგელისთა მობაძვასა მას გუამსა მისსა და ტყებითა ფრიადითა გლოვდეს სიობლესა თჳსსა.   და ესრეთ ლოცვასა შინა და მადლობასა ღმრთისასა გარდაიცვალა სამ გზის სანატრელი იგი და ღმერთ-შემოსილი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე და ფრიადი მწუხარებაჲ მოიწია ჩუენ ზედა, რომელნი დავაკლდით ტკბილსა მას და საწადეწლსა მამასა ჩუენსა.  ხოლო იგი წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა, და მეოხ არს ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა წინაშე სამებისა წმიდისა.  ხოლო პატიოსანნი ნაწილნი მისნი აღმოიყვანნეს თჳსსავე მონასტერსა და დაისხნეს სამარხოსა ლუსკუმასა, ტაძარსა შინა წმიდისა იოვანე ნათლის-მცემელისასა. და რომელნი სარწმუნოებით მოუჴდებიან, კურნებასა მადლითა აღმოივსებენ უხუებით კადნიერებითა მისითა წინაშე ღმრთისა.  აღესრულა სამ გზის სანატრელი მამაჲ ჩუენი ევთჳმი თუესა მაისსა ათცამეტსა, დღესა ორშაბათსა, ინდიკტიონსა ათერთმეტსა, წელთა დასაბამითგან სოფლისაჲთა ექუს ათას ხუთას ოც და მეათექუსმეტესა წელსა,   სადიდებელად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

    თჳსი ვინმე საკუთარი - ერთი თავისი ახლობელი; პალატისანი - კარისკაცები; მოქალაქე - ქალაქელი, ქალაქის მცხოვრები; ლტობა - დასველება; ცრემლითა ილტობოდეს - ცრემლად იღვრებოდნენ; წარვიდოდეს - მიდიოდნენ; ქართველთათჳს კულა რაჲ ვინ თქუას? - ქართველებზე კი ვინ რა თქვას; ყოლადვე განუშორებელ იყვნეს ანგელოზთა მობაძვასა მას გუამსა მისსა - სულ არ მოშორებიან ანგელოზა მსგავს მის ნეშტს; ტყება - თავში ცემით მოთქმა, გოდება; ეგლოვდეს სიობლესა თჳსსა - გლოვობდეს დაობლებას; იგი წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა - წარდგა ღვთის წინაშე მარადიულ ნათელში, გარდაიცვალა; პატიოსანნი ნაწილნი - წმინდანთა ნეშტი; აღმოიყვანნეს თჳსსავე მონასტერსა - აასვენეს მისსავე მონასტერში; დაისხნეს  - დადებულ იქმნენ; სამარხო ლუსკუმა - კუბო, „მაღალი საფლავი” (საბა); აღესრულა მამაჲ ჩუენი ეფთჳმი.. წელთა დასაბამითგან სოფლისაჲთ ექუს ათას ხუთას ოცდამეათექუსმეტსა წელსა - ჩვენში ქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 0 წელს ითვლიდნენ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი წინაპრები დათარიღებისას იყენებდნენ ბიზანტიურ სისტემასაც, რომლის მიხედვით, ეს პერიოდი 0 წლით განისაზღვრებოდა. ასეა აქაც.  წელს უნდა გამოვაკლოთ 0 წელი და მივიღებთ ექვთიმე ათონელის გარდაცვალების თარიღს (0 წ.); წმინდა წერილი - წმიდანი საღმრტონი წიგნნი ძუელისა და ახლისა შჯულისანი საღვთო წიგნები ძველი და ახალი სჯულისა, ბიბლია.
       

ხოლო ვინაჲთგან წმიდამან მამამან ჩუენმან ევთჳმე წინამძღურობაჲ მონასტრისაჲ დაუტევა და, ვითარცა ზემო ვთქუთ, გიორგი მამად დაადგინა, კნინღა-და უმეტესნი ზემო ჴსენებულთა მათ წესთაგანნი შეცვალნა და თჳსსა ნებასა და განზრახვასა შეუდგა; და სხუათა რათმე წესთა და კანონთა ენება დამტკიცებაჲ. . ხოლო დიდსა ევთჳმს დაღაცათუ უძნდა საქმე ესე, არამედ, ვინაჲთგან მშჳდობის მოყუარე იყო და სავსე სიყუარულითა, ყოვლადვე არა აცილა, არამედ თჳსსა მსახურებასა განკრძალულ იყო და წიგნთა საღმრთოთა თარგმნასა შექცეულ. . ხოლო იგი ჴორციელთა საქმეთა ზედა ფრთხილ იყო და მის ჟამისა წარჩინებულთა და მთავართა წინაშე სახელოვან და მთაჲ ყოველი დიდად პატივ(ს)-სცემდა და ეკრძალვოდა. . და კუალად ბერძენნი ფრიად რაჲმე შეიყუარნა და განამრავლნა და სრულიად მათდა მიმართ მიდრიკა, ხოლო ქართველნი, ვითარცა ნასხურნი რაჲმე და უნდონი, უგულებელს-ყვნა და შეამცირნა. . რამეთუ, ვითარცა უწყით ყოველთა, ადრე შევირყევით და მიმოსულასა მოსწრაფედ შეუდგებით და ამით მიზეზითა ფრიად ვავნებთ თჳსთაცა სულთა და ადგილსაცა. . ხოლო იგი ვითარცა იყო ფრთხილი და მძიმე კაცი, მეტნი რაჲმე შეპოვნებანი და ლიქნანი ვერ შეეძლნეს, და კუალად, ვინაჲთგან იხილა, რომელ ფრიადი ერი საჴმარ იყო სივრცისათვის მონასტრისა და სიმრავლისათჳს სამსახურებელთაჲსა, და ჩუენ არა დავდგებოდეთ, ბერძენთა მოექცა და იგინი განამრავლა. . გარნა ვინაჲთგან ჭეშმარიტისა ჯერ-არს თქუმაჲ, უკუეთუ მოვიდის ვინმე0 ქართველი, რომელსა კრებულსა შინა შეეძლის მსახურებაჲ, რაჲცა ეჴმარებინ, ყოვლითავე ფერითა აღაშენის, ხოლო უკუეთუ კრებულსა შინა არა ენების ყოფაჲ, სადაცა სოხასტერთა მონასტრისათა ენების დაჯდომაჲ, პურსა არავის უყენებნ ქართველსა; . ესე კულა ვითა შავი გრიგოლ იყო და ზაქარია მირდატის ძე და არსენი და სხუანი ესევითარნი კაცნი, დიდითა პატივითა პატივ-სცემნ და მოწლედ მოიკითხავნ და, ვითარცა ჰნებავნ, აღაშენებნ.

     
       

და ამას ესევითარსა საქმესა შინა გარდაჴდეს ჟამნი რავდენნიმე და ამის შემდგომად, ჟამთა რომანოზ მეფისათა, დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ. და მერმე--თუ ვითარ იქმნა, ღმერთმან უწყის განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს დიოგენისა ვისთჳსმე, რომლისათჳს თქუეს, თუ მისი უნდაო მეფობაჲ გიორგის და ამის მიზეზისათჳს ექსორია-იქმნა გიორგი მონოვატს და მუნ აღესრულა ექსორიობასა შინა. . და მონასტერი და ჩუენ ყოველნი, რომელნი დაშთჴმილ ვიყვენით მას ჟამსა, დიდსა ღელვასა და მიმოტაცებასა შთავცჳვენით, რამეთუ სამ გზის დაიტყუენა მონასტერი და, ტაჲცა დრისტი ტურფაჲ იყო მამათა ჩუენთა მოგებული, ყოველი იავარ-იქმნა, და ეგრეთვე განძი და კუმაში.

     
       

და ვინაჲთგან ბერძენთა ესევითარი ჟამი პოვეს, ჴელ-ყვეს ყოვლითა ღონისძიებითა, რაჲთამცა ქართველნი ამის მონასტრისაგან აღმოჰფხურნეს. . და ამის პირისათჳს დიდი მოსწრაფებაჲ აჩუენეს და მთაჲ ყოველი თანა-შეიწიეს და საბერძნეთისა დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მიდრიკნეს და მრავალი შრომაჲ და ჭირი და რუდუნებაჲ ჩუენ ზედა მოაწიეს. . და, რაჲთა მოკლეს ვთქუა, რამეთუ არა თუმცა უფალი შეწეულ იყო ჩუენდა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ და მათ წმიდათა მამათა ჩუენთა მადლი და ლოცვაჲ. დღეს არცამცა ერთი ქართველი არა იპოების ესევითარსა ამას ვრცელსა და დიდებულსა ლავრასა შინა, რომელი-ესე ფრიადითა წარსაგებელითა და მრავლითა ოფლითა მათ წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა ჩუენ ქართველთათჳს აღშენებულ იყო და აღმართებულ.
 

     
       

. და ამის პირისათჳს, რაჲთა ესევითარი ესე ბოროტი, რომელი მოაწიეს ჩუენ ზედა ბერძენთა, არა დავიწყებულ იქმნას, და კუალად შემდგომად ჩუენსა მომავალნი ესევითარსავე ჭირსა შთაცჳვენ, —ამისთჳს ზოგადითა განზრახვითა ყოველნი ძმანი ერთად შევკერბით და ერთითა განზრახვითა ესე ქუემო წერილი მოსაჴსენებელი დავწერეთ ამით პირითა და სახითა ჟამთა სჳმეონa მამისათა და ესრეთ ვიტყჳთ: . ”ვინაჲთგან მადლითა და წყალობითა ღმრთისაჲთა აღიძრნეს წმიდანი მამანი იოვანე და იოვანე და ევთჳმი და ამას წმიდასა მთასა მოიწინეს ნავთსაყუდელად სულთა მრავალთა გა განმამრავლებელად ნათესავისა ჩუენისა და დიდითა ღუაწლითა და ფრიადითა წარსაგებელითა აღაშენეს დიდებული სეს ლავრაჲ სამკჳდრებელად ქართველთა და მერმე ღმრთის-მსახურთა ბე[რძენ]თა* მეფეთა მსახურ[ებითა] და მომადლებითა, ჟამთა გ[ანდ]გომილისა სკლიაროსისათა, განავრცეს და განამდიდრეს და მოუგნეს დაბანი და მონასტერნი და ოქრო-ბეჭედნი, ვითარცა ზემო წერილ არს, და კეთილითა აღსასრულითა დაიძინეს და წარვიდეს ცხორებად საუკუნოდ; . და მკჳდრად და განმგებელად დაუტევეს ნეტარი ევთჳმი, რომელმან ყოვლითა წესითა კეთილითა განაშუენა წმიდაჲ ესე ადგილი და თარგმანებითა წმიდითა წერილთაჲთა განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაჲ ჩუენი და ჟამთა მრავალთა კეთილად დამწყსო სამწყსოჲ. ესე მისდა რწმუნებული და, ვინაჲთგან სიშორჱ ქუეყანისა ჩუენისა დიდ იყო, და სივრცე ადგილისა ამის დიდებულისაჲ ფრიად იყო, შემწედ და მსახურად შეიწყნარნა ბერძენნი უმანკოებით და სიწრფოებით და ესრეთ განმრავლდა ნათესავი ბერ[ძე]ნთაჲ ლავრასა ამას; . და შემდგომად მცირე[დისა ჟ]ამისა იჯმნა წინამძღჲრო[ბი]საგან და ღჳსი ნათესავი გიორგი მამადდაადგინა და თავადი მყუდროებით ცხოვნდებოდა, რომლისა-იგი სათნოებათა სახელი და ღირსებაჲ ყოველსა საქართველოსა განეფინა და არა ხოლო საქართველოსა ოდენ, არამედ საბერძნეთსაცა; . და ამის მიზეზისათჳს მრავალნი ღირსნი და წმიდანი კაცნი მოვიდოდეს0 მისა და განათლდებოდეს ხილვითა მისითა, ვითარცა სახედ: იოვანე გრძელის ძჱ და არსენი ეპისკოპოსი ნინოწმიდელი და ღირსი იოვანე ხახულელი და ოქროპირი და სხუანი მობაძავნი მათნი და მერმე ნეტარი ბერი გრიგოლ, ახალი აბრაჰამ სტუმრის-მოყუარჱ და ზაქარია მირდატის ძჱ და არსენი და სხუანი მობაძავნი მათნი, რომელნი-იგი ვითარცა მამამან სახიერმან შეიტკბნის და ყოვლითა განსუენებითა განუსუენის; . [და ესრე]თ სათნოდ ღმრთის[ა მოქალაქ]ობასა შინა უფლისა მიმ[ართ მიიცვ]ალა, ვითარცა ზემო მოვიჴ[სენეთ,] და ძმანი ქართველნი მამა[სა] გიორგის და მამასა გრიგოლს შეჰვედრნა. . და არა მრავლისა ჟამისა შემდგომად მამაჲ გიორგი დავიწყებად მოვიდა, და არცა ერთი რაჲ ზრუნვაჲ აქუნდა ქართველთა აღორძინებისაჲ, არამედ სრულიად ბრძენთა მიექცა და იგინი განამრავლნა, და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მიიცვალა ექსორიობასაშინა, ვითარცა ზემო მოვიჴსენეთ. . და მიერითგან წმიდაჲ ბერი გრიგოლ იყო ნავთსაყუდელ ქართველთა ნათესავისა და ნუგეშინის-მცემელ. . ხოლო ვითარცა მამაჲ გიორგი ექსორიობასა შინა მიიცვალა და ჩუენ ფრიად შემცირებულ ვიყვენით, ჟამი პოვეს ბერძენთა და ვითარცა ცეცხლნი აღეგზნნეს ჩუენ ზედა და სრულიად აღმოფხურაჲ ჩუენი ენება და დაპყრობაჲ სამკჳდრებელისა ჩუენისაჲ.  და უმძიმესი ესე იყო, [რამეთუ, რომელსა-იგ]ი მაშინ წინამძღურობაჲ ე[პყრა, იგი იყო] შემწე მათდა, გიორგი უ[კეთური, არ]აჲთ უმოლხინესი პირველი[სამის გიო]რგისი, რომელი წინააღუდგებოს[ა დი]დსა ათანასის, დაღა ცათუ უკუანაჲსკნელ შეინანა. . და ამის მიზეზისათჳს დიდსა ჭირსა შინა0 ვიყვენით და საწუნელ და საძულელ მათდა. და თჳთოეულად არცა თუ შესაძლებელ არს ყოვლისავე წარმოთქუმაჲ, რავდენნი გინებანი, რავდენნი შეურაცხებანი და ყუედრებანი მოიწეოდეს მათ მიერ ჩუენ ზედა დღითი-დღე,a და ცემითა და გუემითა და მწვალებელად (ხად)ითა შეიწრებულნი დიდსა ურვასა შინა ვიყვენით. . და ესეცა ენება, რაჲთამცა სახელიცა მაშენებელთაჲ აღმოჰჴოცეს. . ამას ყოველსა რაჲ ხედვიდა ნეტარი მამაჲ გრიგოლი, ელმოდა გული მისი და შეიწუებოდა წყალობითა ჩუენითა და მარადის ცრემლით ევედრებინ ღმერთსა, რაჲთა უმჯობესი ჩუენი განიგულოს. . და ესრეთ რაჲ ეურვოდა, მისცა ღმერთმან კაცი ორითავე მარჯუჱ და სავსე გონიერებითა, — ნეტარი არსენი, რომელმან-იგი არა შეიწყალა თავი თჳსი, არამედ ყოველივე მოსწრაფებაჲ აჩუენა დამტკიცებისა ჩუენისათჳს, სხუათა რავდენთამე ქრისტეს მოყუარეთა ძმათა თანა, რომელთა-იგი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი!. . რამეთუ არცა თუ ეგების რავდენნი ღუაწლნი მოითმინნეს, ყოველთავე თითოეულად აღრიცხვაჲ: მიმოსვლაჲ ჩუენი ზღჳთ და ჴმელით, და აფხაზეთს და ქართლს სავედრებელთა წიგნთათჳს ბერძენთა მეფეთა წინაშე, და რავდენ ზგის მოვიდით წიგნი თჳთმპყრობელთაჲ და ჩამოვიდითa, და კუალად გინებითა და შეურაცხებითა წარგუდევნნიან უსაგზლონი და უჴამურნი ჟამსა ღელვათა-ტეხისა და ზამთრისასა და ესრეთ ანუ თხოვით აღვიდით კუალად სამეუფეოდ ანუ ღმრთის-მოყუარეთა კაცთა წყალობითა და კუალად შევსტიროდითa და ვესამართლებოდითa მეფეთა. . და კუალად მუნ აღგჳდგინნის ღმერთმან მოურნენი და გუზრდიდიან, ვითარ-იგი ქრისტეს-მოყუარენი ძმანი ჩორჩანელი და ფარსმან, რომელთა-იგი დიდიად აღჳპყრეს ჴელი წყალობისაჲ, —ა თას წილად მიაგენ უფალმან!. . და ამათ რაჲ ჭირთა შინა ვიყვენით, არა-მცირედნი განსაცდელნი მოიწეოდეს დღითი-დღე ძმათა ზედა და უფროჲსად ნეტარსა არსენის, რამეთუ იგუემაცა და მრავალი შრომაჲ დაითმინა და საპყრობილედ შეწყუდევაჲ და კიცხვაჲ და ბასრობაჲ. და ეგრეთვე ძმათა ყოველთა. . ხოლო წმიდაჲ ბერი გრიგოლ ნუგეშინის-გუცემნ და განგუამჴნობნ, რაჲთა არა სულ-მოკლეa ვიქმნნეთ. . ესე ყოველი რაჲ იხილა ღმერთმან ყოვლად ძლიერმან, სახიერებითა თჳსითა ლმობიერ ყო გული მიქაელ ქრისტეს-მოყუარისა მეფისაჲ და წყალობად ჩუენდა მოაქცია და შემდგომად დიდთა ბჭობათა და გამოძიებათა ღირსი მამაჲ ჩუენი გრიგოლი წყალობით მოიკითხა და ნებითა ღმრთისაჲთა კუალად დაგჳმკჳდრა ადგილი ჩუენი და საყოფელი წინაძღომითა და მოღუაწებითა გრიგოლისითა და არსენისითა და ყოველთა ძმათა ჩუენთაჲთა, რომელთა-იგი იღუაწეს ვიდრე სისხლთა დათხევადმდე.  და (ჩუენ)0 შემოვკერბით და მადლი მივეცით ღმერთსა და მრავალთა მათ ჭირთაგან განვისუენეთ. . და გარდაჴდეს რაოდენნიმე ჟამნი და მიხაელ მეფჱ თესალონიკეს ჩამოვიდა. კუალად აღეტყინნეს ჩუენ ზედა ბერძენნი და მთაჲ ყოველი აღძრეს და დიდებულნი ყოველნი განდრიკნეს ჩუენ ზედა და ენება, რაჲთამცა პირველი იგი ბჭობაჲ და ღმრთისა-მიერი ჩუენ ზედა წყალობაჲ ცუდმცა ყვეს და ამაო. . არამედ განაცრუვა ღმერთმან ზრახვაჲ მათი და ამაო ყო აღძვრაჲ მათი, რამეთუ კუალადცა ჴხელი წყალობისაჲ აღგჳპყრა ღმერთმან და არა განგუთხინა წმიდამან ღმრთის-მშობელმან ტაძრისაგან თჳსისა, რომლისა-იგი ჴელ-ყვეს ყოვლითავე ღონისძიებითა, რაჲთამცა, ვინაჲთგან მონასტერი ვერ წაგჳღეს, ბარემცა დიდი ეკლესიაჲ რაჲთ მიგჳღეს. . რეცა სამართალიცა შესწევდა, რამეთუ, ვინაჲთგან აღშენებულ იყო, მათ ჰქონებოდა იგი ეკლესიაჲ, და, ვითარცა ჰხედავთ, უაღრეს ქებისა აღმატებულ არს ჰაეროვნებაჲ და შუენიერებაჲ0 მისი, რომელ ამას მთასა შინა დაღაცათუ ფრიად არიან მონასტერნი, გარნა მსგავსი მისი არა იპოების, და არა მხოლო მთასა, არამედ სხუათაცა მრავალთა ადგილთა. . გარნა ესრეთცა ურგებ იქმნა ჴელ-ყოფაჲ მათი, რამეთუ წმიდამან ღმრთის-მშობელმან ჩუენ გლახაკთა გჳბოძა დიდებული იგი დიდებისა თჳსისა ტაძარი და ყოვლადვე გჳღუწის და გუფარავს უღირსთა ამათ და უცხოთა მადიდებალთა და სამწყსოთა თჳსთა. . და, ვითარცა ვთქუთ, რაჟამს ესრეთ მძიმედ ბრძოლა-გჳყვეს, დაჯდა კუალად ქრისტეს-მოყუარჱ მიხაელ მეფჱ და ფრიადითა გამოძიებითა განბჭო და ეკლესიაჲ და მონასტერი ყოვლითურთ მონაგებით და სიმდიდრით ჩუენ გჳბოძა და ფრიადი წყალობაჲ და სიტკბოებაჲ მოგუფინა, —მიაგენ ქრისტემან ათას წილად სულსა მისსა! . მამჲ გრიგოლ პირველ ამის მეორისა ბჭობისა მიცვალებულ იყო. ხოლო არსენი შემდგომად ამის მეორისა ბჭობისა მიიცვალა. და ესე მრავლისაგან მცირედი მოგჳჴსენებია. . და ვინაჲთგან ესე ყოველი და ამისა უმრავლესი მოიწია ჩუენ ზედა და მრავალნი ძმათა ჩუენთაგანნიცა გარდაიქცეს და მიექცეს ჩუენთა წინააღმდგომთა, და ამის ყოვლისაგან შეგუეშინა და მოსაჴსენებელი ესე აღვწერეთ და დავდევით შემდგომად ჩუენსა მომავალთა ნათესავთათჳს, რაჲთა არა დავიწყებულ იქმნას და გარეწარ ესევითარი ესე მრავალფერი ღელვაჲ. . და ერთითა ერთობითა ამას ვიტყჳთ, ვითარცა ერთისა პირითა ყოელთა ქართველთა თანა, რომელნი სადაცა არიან აღმოსავალისათა და შავისა მთისათა და იერუსალემისათა და სადაცა არიან ძმანი ჩუენნი: . უკუეთუ ვინმე გამოჩნდეს ნათესავისა ჩუენისაგან კაცი, —გინა მამასახლისი გინა იკონომოსი, გინა სხუაჲ ვინ, —და რაჲთაცა ღონითა ანუ მანქანებითა ანუ საფასისაa სიხარბითა ანუ სუყუარულითა ბერძენთაჲთა ანუ კაცისა ვისმე შეპოვნებითა ანუ სხჳთა0 რაჲთამე ზაკუვითა ეორგულოს ამას წმიდასა ადგილსა, გინა განსცეს მიწაჲ მთასა გინა გარე, ანუ ქართველთა შინა-განმცემელ ექმნეს და ასწყჳდნეს და ესე ადგილი ქართველთა თავისა რაჲთმე საქმითა გამოუგდოს და იგინი გაასხნეს და ჩუენი საჴსენებელი ამოსწყჳდოს, ყოველთა წმიდათა ჯუარითა და მადლითა კრულმცა არს და წყეულ და შეჩუენებულ და განკუეთილ წესისაგან ქრისტეანეთაჲსა და მათ თანამცა შერაცხილ არს, რომელნი-იგი შინა-განმცემელ ექმნეს უფალსა ჩუენსა იესუ წრისტესა, და ა-მცა-ჴოცილ არს იგი ნაწილისაგან ქრისტეანეთაჲსა!  და რომელნი თანა დახუდენ და ეწამნენ ძმათა ჩვენთაგანნი ესევითარსა მას მზაკუვარსა, იგინიცამცა წყეულ არიან და შეჩუენებულ! . და რომელთა ქართველთა განმრავლებაჲ იღუაწონ და ესე წმიდაჲ ადგილი ნათესავსა ჩუენსა დაუმტკიცონ, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჳ მათი! . და რომელნიცა ძმანი ამის დიდებულისა ლავრისა სამართლობასა და დამტკიცებასა თანა მოღუაწეa ექმნნეს0, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი წმიდათა მათ მამათა ჩუენთა და მაშენებელთა და ყოველთა მათ პირველ-მოჴსენებულთა ღირსთა და სათნოთა ძმათა ჩუენთა, რომელნი წმიდასა ამას ადგილსა შინა გამოჩნდეს გინა გამოჩნდენ! . მადლითა და ლოცვითა გუაკურთხენ და აღგუაორძინენ უფალმან და საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან გჳჴსნენ და სასუფეველსა ცათასა მკჳდრ გჳჩინენ მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა და წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესითა და ყოველთა წმიდათაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ სიმტკიცჱ და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

     
       

სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა მე, მამამან გიორგი, მამობასა ჩემსა მოვცვალენ ნაწილნი წმიდისა ეფთჳმესნი ნათლის-მცემელისა ეკლესიით დიდსა ეკლესიასა ღმრთის-მშობელისასა . და გაუკეთეთ ზეთი მე და ძმათა ყოველთა წელიწადსა შინა მეტრაჲ ერთი სამსახურებელად სამარხოსა მათ წმიდათა მამათათჳს, რომელ იმსახურებოდის თუესსა მაისსა იგ. დღესასწაულსა ამის წმიდისასა, მიეცემოდის კანდელაკსა შემდგომითი-შემდგომად. . და ნუმცა ვინ იკადრებს დაკლებასა, და რომელმან იკადროს, მან გასცეს ღმერთსა პასუხი და წმიდასა მამასა ეფთჳმეს და მათ წმიდათა მამათა მსგავსათვე მისთა! . და რომელმან შეჰმატოს მსახურებასა გულს-მოდგინებით, საუკუნომცა არს საჴსენებელი მისი და კურთხევაჲ მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესითა და ყოველთა წმიდათა მისთაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  ჵ წმიდაო და ღმერთ-შემოსილო მამაო ეფთჳმე, შეგჳწყალენ მონანი ესე შენნი, მწირნი და გლახაკნი, უცხოებასა ამას და გჳთხოვე შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთა აურაცხელთა დღესა მას განკითხვისასა და ამასცხორებასა დაგჳცვენ საბრჴეთაგან ეშმაკისათა და მზაკუვარებათაგან კაცთაჲსა.  ტკბილო მამაო სულითა და გონებითა, საუკუნომცა არს საჴსენებელი მამისა გიორგისი,