მანანა სალაძე: სადაურსა სად წაიყვან ქართველი ემიგრანტის ცრემლნარევი ინტერვიუ (შემოკლებით)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


  ბატონი ალექსანდრე ბესტავაშვილი ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ იმ ქართველთაგან, რომლებმაც ორმოციან წლებში, ან უფრო ადრე დატოვეს სამშობლო. ბატონი ალექსანდრე თავის მეუღლესთან, ქალბატონ თორასთან ერთად სამხრეთ ლონდონში ცხოვრობს. მათ სამი შვილი ჰყავთ: გოგი, მერი და ქრისტინა, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრებენ.     ინტერვიუ - რომელიმე გამოჩენილი პირის საუბარი ჟურნალისტთან (ჟურნალ-გაზეთებში გამოსაქვეყნებლად, ან რადიოთი/ტელევიზიით გადასაცემად). მოჰიკანი - ინდიელთა ტომი ჩრდ. ამერიკაში მისი დიდი ნაწილი განადგურდა"
         
  ალექსანდრე ბესტავაშვილის ოჯახი პირველად ამ შემოდგომაზე მოვინახულე ჩემს მეუღლესთან და საქართველოს საელჩოს ყოფილ თანამშრომელ მაკა ბაქრაძესთან ერთად.      
         
  მაკასგან უკვე ვიცოდი ბატონი ალექსანდრეს ქართული ყაიდის ტალავერის შესახებ და სწორედ სიმაღლეზე გასული ვაზის სიმწიფეში შესულ მტევნებს ვათვალიერებდი, ზურგსუკან მხიარული ქართული რომ მომესმა: "შენ აქ რა შინაურივით დადიხარ, გოგო?" უეცრად ჩემს მშობლიურ ახმეტაში, ჩვენი მეზობელი გიორგი პაპას ეზოში მეგონა თავი: ის მეძახოდა ხოლმე "გოგო მანან"-ს.     ყაიდა - რამის წესი, რიგი, ხასიათი. ტალავერი - ხის ან რკინა-ბეტონის ბოძებით აგებული და ვაზით გადახურული საჩრდილობელი.
         
  ასე დაიწყო ჩემი ნაცნობობა ბატონ ალექსანდრე ბესტავაშვილთან, რომელიც იმ ჩემს საყვარელ გიორგი პაპას გარეგნობით არაფრით წააგავს, მაგრამ ისე პირწავარდნილი ქართველია, თანაც საოცრად უშუალო და თბილი.
შევატყვე, ბატონი ალექსანდრე მოწყურებული იყო ქართულ ენაზე საუბარს, ასე რომ, პეტერი და მაკა ქალბატონ თორას "გადავულოცეთ" და ჩვენ განვცალკევდით.

– ბატონო ალექსანდრე, სულ არ დაგვიწყებიათ ქართული.

– ქართულს რა დამავიწყებს, გოგო, გულში თავს ქართულად ველაპარაკები.

– აქაურ ქართველებს არ ხვდებით ხოლმე?

– ეჰ, ლონდონელი ქართველებიდან, მე მგონი, მარტო მე და დავით მოდრეკილაძეღა შემოვრჩით და ისიც ავად ყოფილა, თურმე.

– საქართველო არ გაკლიათ და არ გენატრებათ?

– ჩემი ოთახი პატარა საქართველოა. ნამდვილ საქართველოსთანაც მაქვს ფიზიკური თუ სულიერი კავშირი. 1963 წლის შემდეგ ხშირად დავდივარ იქ, მიმოწერაც მქონდა და მაქვს, უპირველეს ყოვლისა, ჩემს დასთან.

…ბატონი ალექსანდრე იგონებს:

1907 წლის 12 ნოემბერს დავიბადე ატენში. ეს ის დრო იყო, როდესაც ხიდისთავიდან ატენის ხეობაში მატარებელი დადიოდა და იქ მშვენიერი ატენის ხეობა იჩეხებოდა.

     
         
  მამაჩემი – ვასო ბესტავაშვილი – შეძლებული გლეხის, გიორგი ბესტავაშვილის შვილი იყო, თავად აგრონომი, პირველ მსოფლიო ომის დროს მანჯურიაში   მოხვდა, საიდანაც ცხენებითა და სურსათით ამარაგებდა დასავლეთის ფრონტს. მე და ჩემი და-ძმა გორში, დედულეთში,  გაგვგზავნეს სასწავლებლად. თავად მე გორის სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი     მანჯურია – ჩრდ.-აღმ. ჩინეთის ისტორიული სახელწოდება.
დედულეთი – დედის სამშობლო, სოფელი, დედის ნათესაობა.
         
  1917-18 წლამდე, გოგო, ჩვენ ჯერ კიდევ ძველი ტრადიციებით ვცხოვრობდით: ახალი წელი, შობა, ნათლისღება – მტკვარ-ლიახვის პირად, აღდგომა – ოქონაში.  მერე დაიწყო არეულობა: მენშევიკები და ბოლშევიკები დაერივნენ ერთმანეთს...

 

 

    ოქონა – აქ: სოფელი ქარელის რაიონში.
ბოლშევიკი (რუს. большевик, სიტყვისგან больше  – მეტი) – ბოლშევიკური პარტიის წევრი, კომუნისტი (ბოლშევიზმი – რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის მიმდინარეობა). მენშევიკი (რუს. меньшевик, სიტყვისგან меньше – ნაკლები) – მენშევიკური პარტიის წევრი (მენშევიზმი – რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მიმდინარეობა).
         
 

საცხოვრებელი ადგილის ცვალებადობამ და ხალხის სხვადასხვაობამ ძალიან იმოქმედა ჩემზე…

– საქართველო პოლიტიკური მიზეზით დატოვეთ?

     
         
  – არა, საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ მაინტერესებდა უცხო ქვეყნების სოციალური ყოფა რადგან ცოტაოდენი ფრანგული ვიცოდი, საფრანგეთში მოხვედრა დავისახე მიზნად – მაშინ 3-4 წლით ვაპირებდი საზღვარგარეთ დარჩენას, რომ მერე ჩემი ცოდნა სამშობლოსთვის მომეხმარებინა.     სოციალური ყოფა – საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრება; სოციალური – რაც ადამიანების, საზოგადოების, ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და მათ ურთიერთობას ასახავს.
       
1929 წელს დავტოვე უნივერსიტეტი და ოსმალეთს მივაშურე. დასაწყისში მხოლოდ მე და ჩემი ორი გორელი ძმაკაცი – მიტო უხურგუნაშვილი, ვანო ზაზუნაშვილი დავადექით გზას. ახალციხიდან ორმოცდაათი დღე გვატარეს ფეხით. გავიარეთ არდაგანი, სარაყამიში, ყარსი, ერზრუმი. ტოკატოში  ოთხი თვე დავრჩით. ოსმალები ძალიან კარგად გვექცეოდნენ, პატივს სცემდნენ ქართველებს. დასახლების უფროსმა ჩვენი იქ ყოფნის ბოლოს გაგვიმხილა მხოლოდ, რომ წარმოშობით ქართველი იყო, სახელად მაჰმუდ-ბეი. კონსტანტინოპოლში  გადავინაცვლეთ, რათა უფრო ახლოს ვყოფილიყავით მიზანთან. იქაც ოთხი თუ ხუთი თვით მოგვიხდა დარჩენა, ვიდრე იქაური ქართველები ისეთ ქაღალდს გვიშოვიდნენ, თითქოს, ორი წლით პარაგვაიში  მივდიოდით, პლანტაციებში სამუშაოდ.     არდაგანი (ისტ. არტაანი), სარაყამიში, ყარსი, ერზრუმი – ეს ადგილები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა.

კონსტანტინოპოლი – ასე ეწოდებოდა ძველად სტამბოლს, როცა ის ბიზანტიის დედაქალაქი იყო (სტამბოლი – ქალაქი თურქეთში). პარაგვაი – ქვეყანა სამხრ. ამერიკაში.

       

– პარიზი … შორს დაგრჩათ?

– როდესაც შევიტყვე, რომ სამშობლოში ვეღარ დავბრუნდებოდი, პარიზში გავემგზავრე და სოციალური ეკონომიკის ინსტიტუტში ჩავეწერე, სორბონის    გვერდით...

     

სორბონა – საფრანგეთის დედაქალაქის, პარიზის, ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი.
 

   
   

1937 წელი იყო, ბელგიაში  წასვლა გადავწყვიტე: მაინტერესებდა იქაური კულტურა და ბელგიელების ცხოვრების წესი. დრომ სწრაფად გაირბინა და, 1940 წელს გერმანიამ ბელგიას რომ შემოუტია, მეც ავიღე ჩემი პატარა ჩემოდანი და დასავლეთისკენ დავადექი გზას. 15-16 მაისისთვის დანკერკში  მოვხვდი. საიდან სადაო და, მისი უდიდებულესობა ჟორჟ მეხუთის  საბრძოლო ხომალდზე აღმოვჩნდი. სამი დღე დავყავით საპორტო ქალაქში და მერე ლონდონში გაგვამწესეს. აქ ბელგიელებს თავიანთმა საელჩომ  მიხედა, ებრაელებს – ებრაელების გონიერმა ორგანიზაციებმა, მე და მაქსიმე ქიქოძე კი, როგორც "ლტოლვილები საჭოთა კავშირიდან",  გრინვიჩის მიდამოში, ერთი ინგლისელის ოჯახში მოგვათავსეს. უცნაური შეგრძნება იყო. ათი წელი გავიდა, რაც სამშობლო დავტოვე და ახლა, დაახლოების ნაცვლად, უფრო დავშორდი მას – თანაც ინგლისურად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი – არასოდეს მიფიქრია ინგლისში ცხოვრებაზე და არც ამ ენის შესწავლაზე მიზრუნია.

…სამი თვე უსაქმოდ ყოფნის შემდეგ, უბნის სამმართველოში თავაზიანად ამიხსნეს, რომ დრო იყო, რამე საქმისთვის მომეკიდა ხელი. რომ შეიტყვეს, წყლისა და გაზის აპარატურის სპეციალისტი ვიყავი, ერთ მშენებელს მიმაბარეს, რომელმაც თავისთან წამიყვანა სამუშაოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში.

– როგორ შეეწყვეთ აქაური ცხოვრების ყაიდას?

 
     ბელგია – ქვეყანა დას. ევროპაში. დანკერკი – ჩრდ. საფრანგეთის საპორტო ქალაქი.
მისი უდიდებულესობა ჟორჟ მეხუთე – საუბარია დიდი ბრიტანეთის მეფეზე. საელჩო – 1. დიპლომატიური (ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული) წარმომადგენლობა ელჩის მეთაურობით; 2. შენობა, რომელიც უჭირავს ასეთ წარმომადგენლობას. ელჩი – ერთი სახელმწიფოს უმაღლესი რანგის დიპლომატიური წარმომადგენელი მეორეში. გრინვიჩი – ქალაქი და ოლქი დიდი ბრიტანეთში, ცნობილია ასტრონომიული ობსერვატორიით.
       

– გოგო, ინგლისელები ისეთები არ აღმოჩნდნენ, როგორებიც მეგონენ. 1940-დან 48-მდე, რაკი მოგზაურობის უფლება არ მქონდა, საფუძვლიანად გავეცანი ლონდონს, მივხვდი, როგორი დიდი ზღვარი იდო მუშათა კლასსა და დაწინაურებულ სოციალურ ფენებს  შორის. ბევრი ადამიანი გავიცანი... დრო გადიოდა, დილით რომ გავდიოდი სამუშაოდ, არ მეგონა, საღამოს შინ თუ დავბრუნდებოდი. გასაკვირი იყო, რომ საქართველოდან მაინც მომდიოდა წერილები – ჩემიანებმა იცოდნენ, რომ ცოცხალი ვარ.

…ომის დამთავრების შემდეგ ჩემს ინგლისელ კეთილისმყოფელს ჩამოვცილდი და გათბობის გაყვანილობის საკუთარი ფირმა ჩამოვაყალიბე. მაშინ გადავწყვიტე ჩემი გრძელი ქართული გვარის ცოტა შემოკლება და "ბესტი" დავირქვი. მოკლე დროში ეს სახლი შევიძინეთ, მერე ბავშვებიც გაგვიჩნდა – ერთმანეთის მიყოლებით – და კარგი ოჯახი შევქმენით.

– მართლაც ძალიან კეთილშობილი მეუღლე და შვილები გყავთ. თუ ლაპარაკობენ თქვენი შვილები ქართულად?

– სამწუხაროდ, არა. მოგეხსენებათ, დედა ინგლისელი ჰყავთ და იმხანად არც დრო და არც საშუალება მქონდა საიმისოდ, რომ მათთვის ქართული მესწავლებინა. ისე, საქართველო და ქართველები ძალიან აინტერესებთ.

– ბატონო ალექსანდრე, ძველი პოლიტიკური ემიგრანტებიდან  თუ იცნობდით ქართველებს?

    სოციალური ფენა – საზოგადოებრივი ჯგუფი, საზოგადოების ნაწილი, რომელიც
გამოირჩევა რამე თავისებურებით.

 

 

 

 

 


პოლიტიკური ემიგრანტი – პირი, რომელიც პოლიტიკური მიზეზით სამშობლოდან
უცხოეთში გადასახლდა.

     

– ქართველები ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მოგვიანებით ქართული სათვისტომოც  ჩამოვაყალიბეთ, რომლის მეთაურად 1951-ში მე ამირჩიეს. ჩვენს მოვალეობას, უპირველესად, ის შეადგენდა, რომ ერთმანეთს დავხმარებოდით. ტრადიციულ ქართულ დღესასწაულებსაც აღვნიშნავდით; ერთად ვაბარებდით ინგლისურ მიწას ჩვენგან წასულ ქართველებს; კავშირი დავამყარეთ საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან.

– როგორც ვიცი, პირველად 1963 წელს ჩახვედით საქართველოში. როგორ მოახერხეთ ეს იმ პერიოდში? მოგეხსენებათ, ქართველი ემიგრანტი კი არა, "ჩიტი ვერ გადააფრინდებოდა" საბჭოთა კავშირის საზღვრებს...

– ამის გამო ბევრი აქაური ქართველი ეჭვის თვალითაც მიყურებდა. გამგზავრების წინ არც ერთმა არ მომხედა და ჩემი მცირეწლოვანი შვილები ჩვენს ერთ ინგლისელ მეგობარს დავუტოვეთ.

 

    სათვისტომო – სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანება.
     
 

მამა მომიკვდა, გოგო, მამა, რომელთანაც კაცური ლაპარაკი არ მღირსებია. თანაც იმისი შემეშინდა, დედაც რომ უნახავი მომიკვდეს, როგორ უნდა ვიცოცხლო-მეთქი. სიმწარემ გამაფუჭა, მაგრამ, ამავე დროს, ისეთი ძალა შემძინა, არავითარ წინააღმდეგობას არ შევუშინდი. სამი თვე ვებრძოლე საელჩოს, ბოლოს ათი დღის ვიზა ვიზა  მომცეს, ოღონდ მითხრეს: გორში სასტუმრო არ არის და პირდაპირ თბილისში უნდა წახვიდეო. ცოლიც თან გამომყვა – შენი იქ დატოვება თუ დააპირეს, მე ინგლისის მოქალაქე ვარ და ჩემთან ერთად ისე იოლად ვერ მოგკიდებენ ხელსო.

მოსკოვიდან მატარებლით ვიმგზავრეთ. ორი დღის მგზავრობის მერე, გორი რომ გავიარეთ, თვალები ცრემლებით ამევსო: იცი, რა სიმწარე იყო, რომ გორში ვიყავი და მატარებლიდან ჩამოსვლის უფლება არ მქონდა?!

ჩემი ნათესავები თბილისის სადგურზე დამხვდნენ. დედაჩემმა ხელი გამოიშვირა თავისი 34 წლის უნახავი შვილისაკენ და, შენ დამღუპეო, მითხრა. გული ჩამწყდა, გოგო (დედის სიტყვების გახსენებაზე, ისევ ცრემლებით აევსო თვალები ბატონ ალექსანდრეს). ჩემი ძმა, გოგია, მოვიკითხე. თვალი ვერ გამისწორეს: შვიდი წელი, თურმე, გარდაცვლილ ძმასთან მქონია მიმოწერა.

შემდეგ წელს მთელი ოჯახით ჩავედი საქართველოში, რათა შვილებსაც ენახათ მამის სამშობლო. მაშინ გორში მთელი ექვსი კვირა გავატარეთ.

აქამდე რვაჯერ ვესტუმრე საქართველოს, ბოლო ორი მოგზაურობისას – 1997– 98-ში – უფრო საფუძვლიანად მივიხედ-მოვიხედე გორი-თბილისის გარშემო და გული მომიკვდა. ქვეყანას გამრჯე კაცის ხელი აკლია. ჩვენმა მამა-პაპამ საკუთარი სისხლით მორწყეს ჩვენი მიწა და ისე შემოგვინახეს. დღეს კი მთელი ქვეყანა უპატრონოდ არის მიგდებული.

– თქვენი აზრით, რა უშველის ჩვენს ხალხს?

– რა კი არა, ვინ? ქართველებს საქმის მცოდნე, გონიერი დამრიგებლები სჭირდებათ და საქმის წამოწყების პირადული გრინვიჩის  ინიციატივა.

დილის გაზეთი, 03"08"2001

   
ვიზა – სახელმწიფოში შესვლის, იქიდან გამგზავრების ან მის ტერიტორიაზე გავლის
ნებართვა, რომელიც პასპორტში აღინიშნება.

 

 

 

 

 

 

 

 

ინიციატივა – თაოსნობა რამე საქმეში, რამე წამოწყებაში; წამყვანი როლი რამე
მოქმედებაში..