რაფიელ ერისთავი: სამშობლო ხევსურისა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


  სადც ვშობილვარ, გავზდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა–პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმიყვე ვჩვეულვარ, – ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალს კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან–ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქ მარილიანი….
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…
ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისკენვე იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქთკენ იხარის,
იქ მიჯობ შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოტხეზედა!…
ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არ ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა
არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…

10 მკათათვე, 1881 წელი