ვალერიან გაფრინდაშვილი: სანტიმენტალური ტრიოლეტი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს მხატვარი გიორგი ჩაჩანიძე

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი 
ვერსალი. 
   

სანტიმენტალური/სენტიმენტური - მეტისმეტად მგრძნობიარე, სევდიანი, გულისამაჩუყებელი. ვერსალი - სამეფო სასახლე საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში.  

შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა  ესაფეხურა, 
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად - მარტოობით ნაალერსალი.

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.

ესაფეხურა - აქ: ეთაყვანა; აამაღლა.