სულხან–საბა ორბელიანი: სიბრძნე სიცრუისა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
დამხმარე მასალა: სასკოლო ლექსიკონები; სიბრძნე სიცრუისა
1. ფინეზ მეფე | |||
იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან, რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა, | სიქველე - მოწყალება, სიუხვე; | ||
თავად არ აღირაცხოდა; სიფიცხლე და
უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა. სიუხვე
მისის ნოტიოს ღრუბლისაგან უმრავლესად გაეგრილა და ყოველთა კაცთა ზედა
საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა. მისი შიში და ზარი ესრეთ
განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხისა უსაზარლესად
მიაჩნდათ. მისი სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ,
ჩჩვილთა წულთაებრ,
სძისა და ძუძუთა
უსაყვარლესად მიეზიდათ. |
ჩჩვილთა წულთაებრ - ჩვილი ბავშვების მსგავსად; სძისა - რძისა;
სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო - მისი სიბრძნე ცასა სწვდებოდა; ჭკუითა ხმელთათა სიგრძე და განი სრულად განეზომა - მთელი ხმელეთის საქმეები მთლიანად შეესწავლა; გულის ფიცართა გამოეწერა - გულის ფიცარზე ეწერა, ე.ი. ძალიან კარგად იცოდა; ტინი - სალი კლდე; ცვილი - თაფლის სანთელი; აუბნებდის - ალაპარაკენდა; გლახაკი - ღარიბი, ღატაკი, უქონელი; სეფეთუხუცესი - ძვ. კარისკაცთა შორის უფროსი |
||
2. მეფე ხორასნისა თქვა სედრაქ არაკი: იყო ერთი მეფე ხორასანსა დიდებული, კეთილ-გონიერი, უხვი და მოწყალე. დღესა ერთსა გახსნა სამნი სალარონი და უხმო ყოველსა საბრძანებელსა, რათა ყოველმან დიდმან და მცირემან, დიდებულმან, გინა გლახაკმან ათორმეტსა ჟამსა, რაცა ეძლოს, წარიღონ. და წარიღეს ყოველთა და ვერა დაასრულეს სამნი იგი სალარონი. მას დღესა ნადიმი გარდაიხადა, აფუცა ვაზირთა მისთა, თუცა რომელთა ასმოდეს, ანუ იცოდეს მისი მსგავსი მდიდარი და უუხვესი მეფე. ექვსთა ვაზირთა ფუცეს უსმენელობისათვის მსგავსისა მისისა. და უმცროსსა ვაზირსა გაეცინა. ჰკითხა მეფემან: რის მიზეზისათვის იცინიო? მან ფიცი სთხოვა მოუკვლელობისათვის და მეფემან თავისი თავი ფუცა. მას ვაზირსა რა გული შეუჯერდა, მოახსენა: ჩინეთის ქვეყანას ერთი ურია არის, მალქოზ ჰქვიან და მისი მოყმე არის დიდებული ვინმე. მისებრივ უხვი არც უწინარეს ყოფილა და არც დღეის წაღმართ იქმნებისო. ეწყინა მეფესა, მაგრამ ვაზირი იგი ფიცისად ვეღარ მოკლა და პატიმარ ჰყო. და თვით სამეფო სამოსელი განიძარცვა, სხვა შეიმოსა და წარვიდა მის კაცისა ნახვად. მუნ მივიდა, სადა იგი ესახლა. თურმე წესი იყო კაცისა მის: სადაცა ვის უცხოსა ნახევდის, თვისსა მოიყვანის, აბანის, შემოსის, გაასვენის, საბოძვარი მისცის და განუტევის. დღე ერთ ვლიდა ქალაქთა მათ გარემოს. და ნახა მეფე ესე სახითა გლახაკისათა; წარიყვანა და რომელი სხვათათვის წესი იყო, იგი მას უქმნა. რა შემოსა, ნახა, დიდად საპატიო იყო, ჰკითხა სადაურობა და ვინაობა და ყოველივე აამბობინა. ოდეს სცნა მეფობა მისი, დავარდა მიწასა უღირსად და დადვა თავი თვისი და ევედრებოდა უცნობობისათვის. აწვია და შეიყვანა სახლსა ერთსა ეგეთსა, რომე მას მეფესა მის სახლის მსგავსი არ ედგა უცხო და უცხოდ მორთული: ანუ საფენი, ანუ ფარდაგი ყოველივე სტავრა იყო. ნადიმი გარდაიხადა. ჭურჭელი ყოველივე შეწყობილი თვალი იყო. ყოველივე უძღვნა. ცხრა დღე განუსვენა, დღე ყოველ უმჯობესსა სახლსა დასმიდის. მჯობი და უძვირფასესი ჭურჭელი მოიღის, უმხიარულე ნადიმი დაუდვის და ყოველივე უძღვნის. უკვირდა მეფესა დიდება და უხვობა მის კაცისა. მეცხრესა დღესა ერთსა ასეთსა სახლსა აწვია, რომე დიდად უცხო იყო, და არცა მისი ქმნულება ითქმის. საფენი და ფარდაგი - საფერი, და ჭურჭელი მთელი თვალი იყო. გამოთლილი ყვავილნი იყვნეს და ხენი თვალისანი, შეფერებულნი მსგავსად, შვენიერნი. და ყოველივე უძღვნა. სამნი ესეთნი მგოსანნი ქალნი უძღვნნა, ვერც თვალი უკეკლუცესსა ნახევდა და ვერც ყური უამესსა ისმენდა. წამოვიდა მეფე. არა წამოიღო რა განძთაგან: ერთი ალმასის თასი, და ერთი იაგუნდის საწდე, და ერთი ყვავილი თვალისა და სამნი მგოსანნი ქალნი. მადლი უბრძანა მასპინძელსა: ღვთის მოწყალებით მეც შემოგზღოო. წამოვიდა და მოვიდა მისსა ქალაქსა. ვაზირი იგი პატიმარი პატიოსან ჰყო და ილხენდა. მის კაცისა პატრონი იგი ურია მისანი იყო. სცნა ყოველი იგი ყოფილი, გაწყრა კაცსა მას ზედა, შეიპყრა, აიალაფა, მეხრლმეთ მისცა სიკვდილად. წაიყვანეს მათ სიკვდილად. ევედრა მკვლელთა მათ მოუკლველობისათვის. და სამხრესა შინა ჰქონდა თვალი ძვირფასი; მით იყიდა სისხლი თვისი. მათ კაცთა ეგრე არქვეს: პატრონი ჩვენი, თვითვე იცი, მოგვია, და თუცა ხმელთა ვლიდე, სამისნოთა სცნობს და შენ წილ ჩვენ დაგვხოცს. აწე ამას გიზამთ: კიდობანსა ჩაგსვამთ და მკვდრის აკლდამათა შთაგდებთო. და ჩადვეს. ნახა ურიამან სამისნო მისი: ხმელთა ზედა აღარ იყო. დაიჯერა მოკლვა მისი. მას ჟამსა მპარავნი აღდგეს, რომე აღარ დაუტევეს სახლი, გინა საფლავი დაუთხრელი. მოიწივნეს სადაც იყო საფლავი და კიდობანი იგი, დათხარეს, პოვეს და გამოიღეს. ნახეს მუნ - შიგ კაცი ჯდა და განუტევეს. წავიდა კაცი იგი, მოვლო მრავალი ქვეყანა და უცნაურად მოვიდა ქალაქსა მას მეფისასა. მეფე მაღალთა დერეფანთა ზედა ჯდა ნადიმად და მგოსანნი იგი იმღერდეს. ერთმან მათგანმან იცნა პატრონი მისი ქვე გავლილი, ატირდა და ჩანგი ხელთაგან განვარდა. ჰკითხა მეფემან: რა დაგემთხვიაო? მან მოახსენა ნახული მისი. მონახეს კაცი იგი და პოვეს. აბანეს, შემოსეს, გამოასვენეს. მეორესა კვირასა შეჯდა მეფე, მიუხდა, ურია იგი მოსრა და საბატონო მისი მას მისცა. მას კაცს ესრეთ შეჰზღო. - ეს არაკი ამისთვის მოგახსენე: ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს. რუქავ, შენგან მიკვირს ეგეთი საუბარი! გამოხდეს ხანი და ჟამი რაოდენიმე. შეიწყალა ღმერთმან და მისცა მეფესა ძე ესეთი, რომე სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტისა დღისა მთვარე ნათელსა მისგან ითხოვდა, ვარსკვლავნი მისსა კამკამებასა გაეცვიფრებინა, შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანერთში აეყვავებინა. სახელად ჯუმბერ უწოდეს. რა მოიზარდა, გამოიყვანა მეფემან, ვაზირსა თვისსა სედრაქს და საპატრონოთა თვისთა აჩვენა. აიყვანა ვაზირმან, დალოცა და მოახსენა: - მეფეო, ღმერთმან გიცოცხლოს და ბედნიერმცა არს ძე შენი ესე და კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე. და მიეცეს ამას გულისხმიერობა ვირისა, ერთგულობა ძაღლისა და ძალი ჯინჭვლისა. ესმა რა ესე რუქა საჭურისსა, აღშფოთდა და უთხრა ვაზირსა: - რად მიიღე წყევა ძესა ზედა მეფისასა? ვაზირი გონიერი, წყნარი და სიტყვამარჯვე ხამს, ამად რომე ხელმწიფესთან მყოფს ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს: ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს; მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს; მესამე: პირიდამ ავი სიტყვა არ წაიცთუნოს; მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს; მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს. შეხედა სედრაქ და რქვა: - შენ ყოველსა მართალსა იტყვი, მაგრამ ოდეს მამაკაცსა სამამაკაცო დაეკვეთოს, დიაცის ბუნება მიეცემის. ამით სცან, რომე ულვაშნი და წვერნი მისნი თან აღმოიფხვრას. საჭურისსა სამნი საქმენი მართებან: პირველად: მხევლებრივ მორცხვობა; მეორედ: ავთა ენათა შენახვა; მესამედ: პატრონის ხვაშიადის დაკრძალვა; თვარემ მე ძე მეფისა არ დამიწყევლია. თუცა გინებს, ადრე სცნობ. ვირი ერთსა უყესა ტალახსა შიგან გაატარე, რათა დაეფლას. მერმე გზა იგი გაახმე. თუცა შენ ვირი გზასა მას ზედა გაატარო, უგუნურმცა არს. ძაღლი კაცისა გლახაკისა, მჭლე და დიდად უსუქარი, მიიყვანე და მდიდარსა კაცსა მიაბარე, რათა გაასუქოს. მერმე ორთავე უხმონ. თუცა პირველი, დამამჭლობელი, დაუტეოს და რომელმან გაასუქა, მას გაჰყვეს, ორგულ არს. ჯინჭველი შეიპყარ და ერთსა ჭიქასა ათორმეტნი დღენი დააყოფინე მშიერსა და მერმე გამოუტევე. თუცა თვისისა ზომისაგან ოთხი წილი მეტი არ აიღოს წაღებად, უსუსურმცა არს და მე სიტყვამცდარიო! მოასხეს სამნივე და ჰყვეს ეგრეთ და ყოველივე თქმულებრ იყო. იხარებდა მეფე დიდად ვაზირისა სიტყვასა და ძისა მისისა სიკეთესა ზედა. ღამესა ერთსა ეჩვენა მეფესა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, მსგავსი ლომისა, მხნე, ახოვანი, პირმწყაზარი, ტანსარო. ახლად სუმბული ამოსვლოდა და მცირედ ქუფრი მოჰხვეოდა საყვარლად სახილველი. უთხრა მეფესა: ღმერთმან გიდღეგრძელოს ძე ეგე შენი და თუცა მე არა მომაბარებ, ნება შენდა, ვერვინ გასწვართოს; თუ მეძებო, მპოვო, თუ არა, შენვე ინანდეო. სახე თვისი, ეტრატსა ზედა გამოწერილი, ხელთა მისცა და უთხრა: მეძებე, თავმან შენმანო და თვით წავიდა. გაეღვიძა მეფესა და ნახა, ხელთა ეტრატი ჰქონდა, სხვა არავინ იყო მისთანა. რა იგი ჭაბუკი ვეღარა ნახა, ეგრე დაჭმუნდა, ვითა ძე იგი მოკდომოდა და დიდი ურვა შეექმნა. შევიდა სედრაქ, ნახა მეფე საგებელსა ზედა მწოლი და დიდად დაღრეჯილი. მოახსენა: - მეფეო, მრავალნი ჟამნი არიან მე ჩრდილთა ქვეშე თქვენთა ვიმყოფები, ესრეთ შეჭირვებული არ მინახავხარ, სნეულება ღმერთმან მიგრიდოს. უბრძანა მეფემან: არა სნეული ვარ. სიზმარი მეზმანა და მით დამიღრეჯიაო. |
ფუცეს - დაიფიცეს;
განიძარცვა - გაიხადა; განუტევის - გაუშვის
სტავრა - ძვ. ძვირფასი ქსოვილი სქელი ფარჩა ოქროქსოვილი
საწდე - ღვინის ჭურჭელი, საღვინე
მოგვი - 1. ვარსკვლავთმრიცხველი, გრძნეული, მისანი; 2. ცოცხლად დამარხული და უსახოდ დიდი ადამიანები |
||
ერთსა ეჩვენა მეფესა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, მსგავსი ლომისა, მხნე, ახოვანი, პირმწყაზარი, ტანსარო. ახლად სუმბული ამოსვლოდა და მცირედ ქუფრი მოჰხვეოდა საყვარლად სახილველი. |
პირმწყაზარი - ლამაზი, მშვენიერი პირისახის მქონე; ტანსარო - საროს ტანისა, ტანწერწეტი, ტანწვრილი; ახლად სუმბული ამოსვლოდა - იგულისხმება ახალამოსული წვერ-ულვაში; მცირედ ქუფრი მოჰხვეოდა - ოდნავ აჩნდა შავად (წვერ-ულვაში) |
||
უთხრა მეფესა: ღმერთმან გიდღეგრძელოს ძე ეგე შენი და თუცა მე არა
მომაბარებ, ნება შენდა, ვერვინ გასწვართოს; თუ მეძებო, მპოვო, თუ არა,
შენვე ინანდეო. |
სახე თვისი, ეტრატსა ზედა გამოწერილი - ეტრატზე გამოსახული თავისი სახე
დაღრეჯილი - მოწყენილი, დაღონებული
|
||
3. გლახაკის სიზმარი |
უპოვარი - უქონელი, არაფრის მქონე; კირმანეული - უზალთუნი, ორი შაური |
||
4. ძუნწი ვაჭარი |
სალარო - ლარის დასაცავი, შესანახი ადგილი;
უმარავი - უამრავი, ურიცხვი, ბევრი
ეჩო - ხის სათლელი იარაღი, პირბრტყელი და თოხივით მოხრილი
არდაგი - წელსქვევით მოსაფარი, სელი ქსოვილი ხარგა - კარავი |
||
5. ცხრილიანი კაცი |
|||
6. უგუნური მცურავი |
|||
7. უბედური დიდვაჭარი |
ესვიდა - სწამდა;
გონებდა უფროსსა სარგებელსა - უფრო დიდი მოგება, სარგებელი უნდოდა; ღადო - ზღვის ღელვა, ტალღა
აყაფი - ხის აღვირი
ყია - ყელის ყანყრატო
წაუხვნეს - წაართვეს; ძოღან - ამას წინათ, ცოტა ხნის წინათ
სპა - ძვ. ჯარი, ლაშქარი; ტაიჭი - კარგი საჯდომი ცხენი, ბედაური; მსგეფსი (მზგეფსი) - დღიდან მის სწორამდის;
კორდი - უნამუშავარო მიწა (საბა) ბალახიანი მიწის ნაკვეთი, რომელიც წლების მანძილზე არ დამუშავებულა და ბალახის ფესვებით არის შეკრული
|
||
- მართალსა იტყვი. თუცა ბედკეთილი ვყოფილვიყავ, დღეს შენ არა გნახევდიო. ეჰა, შენი ბედსვიანობა ღირს? თუცა მამაკაცი ხარ, წვერი და ულვაში სადა არს? თუცა დიაცი ხარ, სადა არს თმანი ნათხზენი? თუცა ჭაბუკი ხარ, სადა არს ძლიერება მაჯათა? და თუცა ქალი ხარ, შვენიერთა ძუძუთა შემიხვიე: თუცა კაცი ხარ, არა გაქვს სიმხნე ასოთა, თუცა დედათაგანი ხარ, არა ძალ-გიც შობა შვილისა. ავბედო! შენი წესია, თვით არა ძალგიც და თუცა დიაცი დაინებო, სხვათა მიაყოლებ. შავბედო! მამაცისა საქმე არა გაც და ღმერთმან ნურც როსკიპი დიაცი გადაროს! სადაცა სიტყვა საჭურისისა გავიდეს, მუნცა ცოლი არა იყოს ცოლი ქმრისა თვისისა. | ნათხზენი - ნაწნავი | ||
8. საჭურისი და მონა თქვა ლეონ არაკი: იყო დიდებული ქალაქსა ალაბისასა და ყვა საჭურისი ერთი. დიდად გულითადი იყო. და ერთი სხვა მონა იყო მის კაცისა, სახითა და ზროთ მსგავსი მის საჭურისისა. დიდად მოყვარენი იყვნენ ორთავე. შეკრეს პირი. საჭურისი შეადგა ცოლსა თავის პატრონისასა და ეტყოდა: |
ზრო - (ისრის) ტანი გადატანით კაცის ტანზედაც ითქმის |
||
- მე ვიცი, უფალსა ჩემსა ნებავს განტევება შენი და შერთვა სხვისა! |
სცთა - შეცდა |
||
9. ინდოთ მეფე და ვაზირნი |
სიქიშპე - მტრობა |
||
|
არგანი - ხელჯოხი; ჯოხი; საბრჯენ-დასაყრდნობელი |
||
კითხა ამბავი მამისა მისისა, მისვლა და მოსლვა მისი. ვაზირმან სამოთხის
ამბავი მოახსენა და მრავალი ტყუვილი შემოშჭევრა, მართლ მართალსა ამჯობინა
და მერმე ეს მოახსენა: - რაც ჩემთან ესაქმებოდა, ყველა აღვასრულე. აწ ეს ოთხნი ვაზირნი იხმო და მაგათაც უფრო მალე გაახლებს, ცოტა საქმე აქვს. სიზმარს დაუჯერეს, ცხადად მოსულს ვინ არ დაუჯერებდა? მოასხეს ვაზირნი. უბრძანა წასვლა მეფემან. იგი ხრიკი მათ კი არ იცოდეს. ჩაყარეს ცეცხლში და დაიწვნენ. თავიანთ ნაქმარი მათვე გარდახდა. - ესე არაკი მისთვის მოგახსენე, მამაო სედრაქ, ყოველი კაცი ხარბია, უკანის არამც გამიმტერდენ და მიხრიკონ რამე. იამა მეფესა ესრეთ სიტყვატკბილობა მისი და უხაროდა. უბრძანა: - თუცა დამემორჩილო და წამომყვე, მეფობისა ჩემისა კიდე, რომელიცა მთხოვო, მოგცეო! |
|||
10. ჯოჯოხეთში დაუტევნელი |
|||
11. ბერი და ყრმა |
ცოხნა - ღეჭვა, საჭმლის კბილებით დაქუცმაცება
მთლივ შენთქა - მთლიანი შეჭამა
რასათვის ძნიად გიჩნს ყოფა ჩემთანა - რატომ გიძნელდება ჩემთან ყოფნა
სამსალა - საწამლავი |
||
12. უტკბესი და უმწარესი თქმა ლეონ არაკი: ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო! წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა. უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო! წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა. უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო! მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო. - აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ. |
|||
13. დუკა და აზნაური
|
დუკა - თავადი
ბეჩი - (უნგრ.) ქ.ვენა, ავსტრიის დედაქალაქი |
||
14. მეფე და მხატვარი |
ლავდიკია - ქალაქი ფრიგიაში, აგრეთვე - ირანისა, ინდოეთის საზღვარზე თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით
მორჩა - გადარჩა |
||
15. ქურდი მკერვალი |
|||
16. ორი მოლა |
|||
17. ბერად შემდგარი მელი |
სლვასა იქა-აქა - აქეთ-იქით სიარულისას
ქველის საქმე - სასიკეთო საქმე
თომარ-ჯიღა - სამეფო გვირგვინი
|
||
ოფოფმან უთხრა: ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი
ბატასინიო.
მელს სიხარბით და მსუნაგობით ჭკუა და მცნება დაეფანტა; ასე თქვა გულში: ეს ოფოფი ერთს ლუკმად არ მეყოფის და ერთი ბატი და იხვი ერთს კვირასაც მეყოფაო. ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს. მამალიცა და ძერაც იქივ შეუჭმელი დარჩა და თან გაჰყვა. ოფოფმან მელი ერთს ხევში დააწვინა, მონადირე ვინმე დახვდა ქორითა და მწევრითა და ძაღლებითა. ოფოფი წინ დაუჯდა. სეფქა უნდა ესროლა. აფრინდა. მელს ახლო დაუჯდა. მიჰყვნვნ მონადირენი. მანამდინ ქმნა, იმ ხევში მიიყვანა. მეძებრებმა კვალი ნახეს, მელი გაიხტუნეს, მწევრებმან ასე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთეს. ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაჰხვეწა. ოფოფმან დაუძახა: მელო, მოწამე ვერ გიშოვნეო! მელმან უთხრა: რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო! ოფოფმან ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას კი აღარა ეშველა რა. - ეგ კაცი ის მელი არის და ბევრგან ნავალი. ასეთს საქმესა იქმს, შენვე თავსა შემოიკრა და აღარა გეშველოს რა! ლეონ ნადირობდა და ლხინობდა, არას ზრუნევდა. დღესა ერთსა წავიდა ნადირობად. თვით თოხარიკსა ცხენსა შეჯდა. ჯუმბერს ხელთ ქორი შეუსვა, უცხენოდ წინ წაიმძღვანა, საღამომდინ არბენინა, ქორსა და ქორის ნაბულს ადევნა. მეორეს დღეს მწევრები მისცა ხელთა. მთათა და გორათა არბენინა. ფერხთსაცმელი გასცვივდა და ფეხები დაუსქდა, სისხლმან დენა დაუწყო. მესამეს დღეს წინ შიკრიკად გამოიმძღვანა. მეტად დაშვრა, მალ-მალ დაეცემოდის, და არ მოეშვა. მანამდინ არბენინა, სადგომს მიიყვანა. ესმა ესეცა რუქას და შეასმინა მეფესა. |
ბატასინი - ზღვის იხვი
სეფქა - ძვ. ერთგვარი ისარი, ფრთემაღალი, გრძელი, რკალშემობმული.
|
||
18. სამი ყრუ და ყადი |
რამაზანი - მაჰმადიანთა მთვარის კალენდრის მეცხრე თვე, რომლის განმავლობაშიც ისინი ინახავენ მარხვას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე |
||
19. მთიული და კაკლის ხე |
|||
20. სოფლის მაშენებელნი |
ერგასი - ორმოცდაათი
მოყვარ-ჟამ - დიდხანს
დაკოდილი - დაჭრილი |
||
21. უსამართლო შირვან-შაჰი თქვა ლეონ არაკი: შირვანს შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა. სადაცა მოჩივარი, ანუ გლახაკი ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი. დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კაცმან თქვა: მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო. იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა: ამისგან შენ ისწავლე და შენ მე მასწავლეო! წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი იგი განუტევა. გამოხდა დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ ორნი წოტნი იძახდენ. მოეგონა კაცი იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: ისწავლე მფრინველთ ენა მის კაცისაგანაო? მან მოახსენა: ვისწავლეო. უბრძანა: იგი წოტნი რას უბნობენო? ვაზირმან მოახსენა: ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო. ვაჟის მამა ასე ეუბნება: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი შვილი სხვა მყავსო, მათ საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰს დღე გაუგრძელდა, ბევრს სხვას ააოხრებსო! ეწყინა შაის და თქვა: მე აგრე უსამართლო ვარო? ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო. მას სიტყვის უკან ის შაი მოწყალე შეიქმნა. - მათ მსგავსად, თუ ეგ თქვენი საჭურისი ცოცხალია, ბევრი ამისთანა დღე გარდამხდება. ბრძანა მეფემან: საჭურისისა და დიაცის გული უსუსურია და ნუ დაიხსოვნებო! |
|||
22. ენით დაკოდილი თქვა ლეონ არაკი: ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა, მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის. მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა: პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო! წავიდა დათვი. და მერმე ეს კაცი ეწვია და თან ცული წაიღო: მოის შეშას დავკოდ და წამოვიღებო! მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა: თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო! მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა. მეორეს თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა: ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული არაო. - ეჰა, მეფეო, ენით მოკვდება კაცი, სხვით არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენამ ვეღარ აღადგინოს და აღარც ენით წყლულს ელხინოს. არაკად თქმულა: შენს იქით კაცის ისარის კვრა ბუხუას ცემას დაადარეო! ჩემი ვის რა სტკივა, თუ რა იყო? უბრძანა მეფემან: შეცდენით ერთი საქმე იქმნა, ნუღარ გახსოვსო! |
აწვია - მოიპატიჟა |
||
23. მეფე და ავსიტყვა |
საწუთროს დაცლა - იგულისხმება გარდაცვალება, სიკვდილი
|
||
მოახსენა: მე რა იქ ვიყავ, თქვენს სასახლეში
ბზესა
ჰყრიდენო და აწ აღარა
ვიციო. |
ბზე - ყანის (ნამჯის) ნალეწი | ||
24. ხალიფა და არაბი |
ხალიფა - არაბთა სასულიერო და სახელმწიფო მეთაური, ზოგი ისლამური სახელმწიფოს მეფის (მაგ. ოსმალეთის სულთნის) ტიტული |
||
25. უნაღვლოთა მძებნელი |
ურვა − მწუხარება, წუხილი, დარდი; შემაჭირვებენ − შემაწუხებენ. მინებს − მსურს, მინდა.
ყეფა−აქ: გალობა.
|
||
მათ მოახსენეს: ჩვენ უნაღვლონი არა ვართ, ყოველთა მწუხარეთა უსაწყლესი
გიპოვნივართო, ამად ღონე ამის მეტი არა გვაქვსო.
ცუდად დაგიშვრია
მაგ
საქმეზედ თავი შენიო. უამბეს მათ კაცთა მათი შეჭირვების ამბავი. |
ცუდად დაგიშვრია - ამაოდ, ტყუილად გარჯილხარ | ||
26. მეფე არაბეთისა |
კმა - საკმარისი, საყოფი
ლამბი - ქვაბის საკიდარი, რკალი |
||
27. ქობულეთის მეფის ძე |
მთიები - ცისკრის ვარსკვლავი, აფროდიტი, ვენერა, ყველა პლანეტებზე კაშკაშა; გრემა ქმნილიყო - გაფერმკრთალებულიყო, ფერი დაეკარგა
|
||
28. სასოწარკვეთილი |
|||
29. გრანდუკას შვილი |
შინ შეიქეც - შინ დაბრუნდი; შენი საქმე იურვე - შენ საქმეზე იზრუნე, იდარდე
გრანდუკი - დიდი თავადი
|
||
30. კეისრის სპასპეტი |
სპასპეტი - ჯარის წინამძღოლი |
||
31. ქვის მთლელი |
ასპანური - ფული |
||
32. დიდვაჭარი სპარსი |
საგდებელი - სასროლი თოკი, ქამანდი
ედესი - ახლა ქ. ურფა, მესოპოტამიის ჩრდილო ნაწილში |
||
33. ვლახეთის მეფის ძე |
ვლახეთი - ვლახია, რუმინეთის ნაწილის ისტორიული სახელწოდება
კრონოსი - ზუალი, ცთომილი ვარსკვლავი, სატურნი (მზის სისტემის მეექვსე პლანეტა) |
||
34. ბუღდანელი დიდებული |
ბუღდანია - მოლდავია |
||
35. თქვა მეათემან ავპირად: |
|
||
მეფეთაგან სამს ინატრიან ქვეყანანი: ზავთსა მართებულსა, სიმართლესა უზაკველსა და სიუხვესა მოუკლებელსა. | ზავთი - სიტყვით შეშინება; უზაკველი - უეშმაკო, უბოროტო | ||
მეფეთაგან სამს იქენებენ დიდებულნი: სიტკბოსა წესიერსა, ნადიმსა ამოსა და ჭირში - ჭირსა და ლხინში - ლხინსა. | იქენებენ - მოითხოვენ | ||
მეფეთაგან სამს ნდომობენ მხედარნი: ცხენსა მალსა,
საჭურველსა
მაგარსა და
დანახვასა ნამსახურისასა. მეფეთაგან სამს იღვწიან გლახაკნი: კარსა ღიასა, თხოვისა ბოძებასა და სიხარულით წარვლენასა. მეფეთაგან სამს ითხოვენ მონანი: სავსესა ტაბლასა, ჯამაგირთა მოუკლებლობასა და მალე შეუბეზღებლობასა. მეფეთაგან სამს ინდომებენ ვაზირნი: ყურის მიპყრობასა, სიტყვის გაგონებასა და რჩევის დაჯერებასა. მეფეთაგან სამს ინებებენ მოჩივარნი: საჩივრის სმენასა, აუჩქარებლობასა და დაუფერებლობასა. მეფეთაგან სამს ინატრებენ ვაჭარნი: თვალთა და ლალთა ცნობასა, ღირებულის მიცემასა და უფასურად ვაჭრობასა. მეფეთაგან სამს ევედრებიან მოგზაურნი: მეკობრეთაგან მორჩენასა, ზვერის წესად აღებასა, ფუნდუკთა უშუღართა დგომასა. მეფეთაგან სამს იხვეწებიან შესმენილნი: მობეზღრისა წაყენებასა, ურისხველად ბრძანებასა და მართლებასა თავისასა. მეფეთაგან სამს ითხოვენ პატიმარნი: შეცოდებისა შენდობასა, რისხვის წყალობად შეცვლასა და ხილვასა პირისა მისისასა. ესე არს წესი მეფეთა, ესე არს საბოძვარი თემთა, ესე არს გოდოლი სპათა, ესე არს ზღუდე ქალაქთა! რომელმან ჰყოს, იგი და ქვეყანა მისი დაემყაროს. რქვა რუქამ საჭურისმან ლეონს: - თუცა ეგოდენი კეთილი იცოდი და სამეფონი ქცევანი, გვემასა და შიმშილსა ეგ უმჯობე არ იყო, ჯუმბერისათვის გესწავებინა? |
საჭურველი - იარაღი
მეკობრე - ზღვის ყაჩაღი; ზვერი - ბაჟი; ფუნდუკთა უშუღართა დგომასა - მშვიდ სასტუმროებში ყოფნას შესმენილნი - დაბეზღებულნი შეცოდების შენდობა - დანაშაულის პატიება გოდოლი - კოშკი
|
||
36. ქოსა და ყადი |
ქოსა - ბუნებრივად უწვერულვაშო ადამიანი; უსხი - ძროხა მარჩილი - ძვ. სამი აბაზი; ვერ შერიგდნენ - ვერ მორიგდნენ, ვერ შეთანხმდნენ
ჭამებული - ნასუქარი
დასცა ქვე - ძირს დასცა; მეშველი დაუძვირდა - მიმშველებელი არ ჰყავდა
|
||
ყადი მივიდა, დია კარგად სამსახური დაუწყო. იამა ყადსა და დაზელა უბრძანა. დალაქმან ქოსამ მსახურთ ეგრე უთხრა: რა ზელას დავუწყებ, ტანმტკივანია, კვნესას და ზახილს იწყებს და ნურავინ შემოხვალთ. თუ უნებს რამე, მე გამოვალ და გეტყვიო. | თუ უნებს რამე - თუ რამე ენდომება | ||
მონანი გაიტყუა, წაკეტა კარი და ქოსამ კუდი გამოიძრო, ყადს ჰკითხა: რისა
არისო? ეხვეწებოდა ყადი და ეფიცებოდა მრავლის მიცემასა, მაგრამ ქოსა არ მოეშვა: ამდენი სცა, სიკვდილზე მიაყენა. გამოვიდა, მონათ უთხრა: სძინავს, ნუ შეხვალთ, ძილი არ გაუკრთოთ! მე კიდევ წამლის მოსატანად მივალო. ჩაიცვა ტანსა და წავიდა ქოსა. |
|||
რა მონანი შევიდნენ, ნახეს ყადი ავად დანაყილი და გასივებული დაზელის ნაცვლად. აიღეს, ხირაულით შინ წაიღეს და მუნ დააწვინეს. რა სულობას მოვიდა თქვა: მე ამ ქოსას აქ ვეღარ დავუდგები, ფათერაკს კიდევ გამაბამსო, აქლემები იქირავეთ, ქაბას წავალო. |
ხირაული - თხელი ფიჩვი (მატყლის ფარდაგი); ქაბა - არაბთა დიდი სალოცავი ქ. მექაში | ||
რა აქლემების თხოვნა დაიწყეს, ქოსამ მეაქლემეს ფასი მისცა სამის დღისა და
აქლემები ყადის კარს ჩაატარა. იკითხეს აქლემები და მან უთხრა: ვინც
იმიზდებს,
კაცს ვეძებო. იამათ, ყადს მოახსენეს, იმიზდეს. ყადი კუბოში ჩასვეს, აქლემს აჰკიდეს. ყადი ჩაჯდა და წავიდა. რაც ქონება ჰქონდა, იგიც ყველა თან წაიღო. |
იმიზდებს - იქირავებს | ||
მეაქლემე ქოსა გზა-გზა კარგს ზღაპარს ეტყოდა და ყადს იამებოდა. მონათუბრძანა ყადმან: წინ წადით, სოფლად სადგომი, ქერი, ბზე და ნუზლი მოამზადეთ და მე და მეაქლემე ნელიად წამოვალთო! |
ნუზლი - სამგზავრო სურსათი |
||
რა იგინი გაშორდენ, ქოსა ზღაპრად მას მოჰყვა, რაც მას და ყადს
გარდახდომოდათ. ყადმან უთხრა: ეგ ბევრჯერ მასმია, სხვა მიამბეო |
|||
|
|||
37. ძალა ერთობისა |
|||
38. ნალბანდი მგელი |
ქაჩაჩი - გაუპობელი ჩლიქი, (ცხენის, ვირის და მის მსგავსთა)
ნალბანდი - მჭედელი, რომელიც მუშა საქონელს (ცხენს, ხარს...) ნალებს აკრავს, ნალის დამკვრელი ხელოსანი |
||
39. ქურდის მემკვიდრე |
თავრიზი - ჩრდილო-დასავლეთ ირანის სავაჭრო ცენტრი |
||
40. მაოხრებელი მკვდარი |
კლარჯეთი - ისტ. საქართველოს პროვინცია, ძველად კლარჯეთის საერისთაო (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია); გზირი - ძვ. სოფლის მოხელე - მამასახლისის ხელქვეითი, მის განკარგულებათა შემსრულებელი |
||
41. სადაფი და კირჩხიბი |
სადაფი - მარგალიტის ნიჟარა, მარგალიტის ბუდე; პირაშკმული - პირდაღრენილი; კირჩხიბი - კიბორჩხალა |
||
42. მეხილე და მწყემსი |
ხელარგოსანი - ხელჯოხიანი (დაბალი მმართველი)
დარბაზთუხუცესი - სამეფო სახლის უფროსი მესტუმრეთუხუცესი - ისტ. მესტუმრეთა უფროსი
მოლარე - ლართა საუნჯის გამგებელი, ხაზინადარი
უგვანი - უმსგავსი
|
||
43. ძუნწი და ოქრო |
შეამცნივა - შეამჩნია, შენიშნა
|
||
44. დიდვაჭარი და მისი ძე |
ლიტრა - ძველი ქართული წონის ერთეული (სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული: უდრიდა 1-4კგ-ს) |
||
45. მეფე და სამი მისი ძე |
უხუცესი - უფროსი
|
||
46. ორნი ძმანი |
მრწემი - უმცროსი |
||
47. ორმოში ჩაგდებული მეფე |
ვირემ - სანამ
მარტვილი - ყრმა, ჭაბუკი
|
||
48. აქლემი და ვირი |
დაღლეტილი - ტვირთის კიდებით გადატყავებული; აგარა - ძვ. სადგური(სამყოფელი) საზაფხულო,(საბა)
კარაული - სახედარი, ვირი
|
||
49. მეფე და სიკვდილი |
დარაკა - ფარი |
||
50. ღვინის ძალა |
საპყარი - კუტი, ფეხებდაშვებული, დავრდომილი |
||
51. უნებლიე მკითხავი |
უსასყიდლო - უძვირფასესი, ფასდაუდებელი
კროჭი - კოლოფი
|
||
შიგ თურე მკალი იჯდა და ზმად ჩამოართვეს კაცსა მას. | მკალი - მკალია; ზმა - წინადადების სიტყვათა თავბოლო მარცვლებით ახალი სიტყვების მიღება, სიტყვების თამაშით ოხუნჯობა | ||
გაიყვანეს და სამეფო სამოსელი შეჰმოსეს, მეფის საწოლს დააწვინეს და
მეფისავე ცხედარი დაუგეს და გარს
სეფეწულნი
მოუყენნეს, ესრეთ დიდი პატივი
დასდვეს. იგი მისანი ამას სცდილობდა, თუცა სეფეწულთ დაეძინოსთ და მე
გავიპაროო. თურე იგი თვალი ერთს სეფეწულთაგანსა მოეპარა და, რა სხვათ დაეძინათ, იგი მომპარავი ფერხს მოეხვია: მე მოვიპარე და ნუ გამამხელთო! მას კაცს დია იამა და აგრე უთხრა: მე დილასავე ვცან, მარა ჭაბუკობა შენი შემბრალდა და არა ვთქვიო. აწ წადი, მეფის საბატესა შიგან ერთსა ღერღეტსა ჩაანთქი და მხარი მოსტეხე, და შენ შენდა განისვენეო! რა გათენდა, ახალი მისანი მხიარულად ასპარეზსა შიგან დადგა. გამოვიდა მეფე და ჯარი. ჰკითხეს თვალისა. გამოიღო წიგნი, ნახა და თქვა: რაც მეფის ღერღეტნი იყვნეს, მოასხითო! რა მოასხეს, ნახა, იგი ნიშანი არ იყო, თურე მუნვე გაეშვათ. უთხრა მათ მომყვანთა კაცთა: ერთი მხარმოტეხილი აკლიაო. გაუკვირდათ ყოველთა და იტყოდენ მისთვის ქებასა . მოიყვანეს იგიცა. უთხრა: გაუპეთ უპე, მაგას ჩაუნთქავსო. გაუპეს და თვალი გამოუღეს. იამა მეფესა და მრავალი საბოძვარი მიანიჭა და ერთი თავისი სახედარი ცხენი, ოქროთ აკაზმული, მისცა. ეს კაცი თავის გაზრდაში ცხენს არა მჯდარიყო და იგი ცხენი ჩვეული იყო, რა მოედნის აქათ გამოვიდის, მეფე იქითვე თურე გაარბევდის. რა შეჯდა და გამოვიდა ამ თავსა, გაბრუნდა ცხენი იგი და გაჭენდა. მან კაცმან თავი ვეღარ დაუჭირა, შეშინდა და შექმნა ძახილი: მიშველეთ, მიშველეთო! რა საჯინიბოსთან მივიდა, საჯინიბო დაიქცა და მეფის ცხენები სრულიად დახოცა, და ეს ცხენიც დადგა. მერე მან ახალმან მისანმან თქვა: მოედანს იქით რა გაველ, ეს საქმე ვცან და ვიძახდი მიშველებასა და არავინ მიეშველენითო. იგი ცხენი მეფესავე მიართვა და მეფემან სხვა ურიცხვი საქონელი უბოძა. რა შინ მივიდა, აიყარა და გარდაიხვეწა. იცოდა ბოლოს მისი სიმტყუვნე სააჯმნოდ შეიქმნებოდა და მით მორჩა. - აწე, ძეო მეფისაო, შენი ლეონ აწვე გაიპაროს, იგი უჯობს, თვარა მაგის სიცრუვესა სცნობთ და არ უჯობს. |
სეფეწული - უფლისწული - მეფის ან დიდებულის ვაჟი
ღერღეტი - ძვ. ბატი
|
||
|
|||
52. ცრუ და უმეცარი იყვნენ ორნი ძმანი. ერთი მეფეს ახლდა და ერთი შინ
იჭირვოდა. მეფეს რომელი ახლდა, ცრუ იყო და მრავალს აძლევდა. შინ რომელი
იყო, უცოდინარი იყო და ძმას ეტყოდის: |
გარაო - მჟავით შემწვარი ხორცი (ფრინველის, ნადირის)
ტალი - კაჟი, ნაპერწკლების მყრელი ქვა
|
||
|
|||
53. სამნი ამხანაგნი |
ისპაანი - ქალაქი, ირანის ცენტრი, ცნობილია ქსოვილებით, იარაღით და ოქრო-ვერცხლის ნაწარმით; გილანი - ირანის პროვინცია, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთის ნაპირზე; განჯა - ქ. კიროვაბადის (აზერბაიჯანი) ძველი სახელწოდება |
||
ისპაანელმან კაცმან თქვა: |
მხიბლავი - გრძნეული |
||
54. თვალხილული და უსინათლო |
არგანი - ხელჯოხი; ჯოხი; საბრჯენ-დასაყრდნობელი
დასტურ - ნამდვილად |
||
|
|||
|
|||
55. ვირი, ვეფხი, მელი და მგელი |
|||
|
|||
56. მეფე და დალაქი |
|||
57. მხვნელი, ფეიქარი და მკერვალი თქვა რუქამ არაკი: სამნი ძმანი იყვნენ: ერთი მხვნელი, ერთი ფეიქარი და ერთი მკერვალი. უხუცესი მხვნელი და ბერი კაცი იყო. ცოლი მოუკვდა და სხვის შერთვა მოინება. ძმათ უშალეს და არ დაიშალა. რა არ იქმნა, ერთი ხანდაზმული ბებერი დიაცი მოჰგვარეს, ვითა მას ჰფერობდა და ქორწილი უყვეს. მასვე ღამესა ერთი აქლემი, აკიდებული განძითა, კარსა მიადგა. მათ მექორწილეთ აქლემი მოკლეს, ორმოში ჩააგდეს და ტვირთი დამალეს. პირი შეკრეს: თუცა მაძებარი მოვიდეს, სხვა სიტყვა უთხრან. |
|||
ქორწილობა გარდაწყდა. აქლემის პატრონიც მოვიდა. უხუცესი სახვნელითა ხვნიდა, მუნ მივიდა, სცნა აქლემის პატრონობა. უთხრა მეაქლემემ: ჯილღას გამარჯვებაო! |
ჯილღა - ოთხ და ხუთ უღელბმული გუთანი |
||
მან მხვნელმან უთხრა: ასლსა ვთესავო. |
ასლი - ერთგვარი ხორბლეული |
||
გაუკვირდა მეაქლემეს და ჰკითხა: აქლემი დავკარგე, თუ იცი, მითხარ და ბევრი მოგცეო. | |||
მან უთხრა: თუ ზაფხული იყოს, დიდი ანეული მოიხვნისო. |
ანეული - ზაფხულის სახნავი (შემოდგომაზე დასათესად) |
||
მეაქლემემ უთხრა: აქლემისასა გკითხავ, ხვნისას არაო. მან უთხრა: ზანგელა ხარი უარშიოობსო. |
ზანგელა - შავ-წითელი; უარშიობს - არ გუობს, არ ემორჩილება |
||
შემოსწყრა მეაქლემე და წავიდა. |
ნასთი - ნართი; დართული ძაფი
|
||
58. მგელი, თხა და თივა რუქამ უთხრა: ერთს ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ხორომი თივა ესრეთ თითო-თითო გაიტანე, მგელმან თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოს. დაჰყვა ძე მეფისა. გადვა რუქამ წანწალა. მოასხნა მგელი და თხა და ერთი ხორომი თივა მოიღეს, მოვიდა ჯუმბერ, აიყვანა თხა, გაჰხდა ხიდსა და დასვა მუნ. გამოჰხდა, აიყვანა მგელი, გაჰხდა ხიდსა, მგელი მუნ დაუტევა და თხა ამიერ გამოიყვანა. თხა დასვა, თივა აიღო, გაჰხდა ხიდსა და თივა მგელთან დადვა. გამოჰხდა, თხა აიყვანა, გაიყვანა იგიცა იმიერ. და უთხრა რუქას: - აჰა შენი სიბრძნის იგავი, და აწ შენ ჩემი იგავი სცან. მე ხელით მიქნია და შენ სიტყვით ჰყავო. უთხრა რუქამ: - რომელი? უთხრა ჯუმბერ: - რადგან საჭურისი ხარ, ცვისათვის დიაცისა შეუქმნიხარ და მისი ქმნა შენი ხელია. |
ხორომი - თივის კონა, ბალახი
წანწალა - ხიდად გადებული ხე |
||
59. სამნი ცოლ-ქმარნი და მდინარე |
|||
60. მოჩივარნი ძმანი |
|||
61. მღმერთობელი მეფე და მისი ვაზირი |
ფუნდურა - ნეხვის ჭია |
||
62. კუ და მორიელი |
|||
63. ბრძენი და მდიდარი |
ჩინ-მაჩინი - ჩინეთი
უნჯი - საუნჯე, განძი, ძვირფასი საქონელი |
||
64. მეპატრონე და მემარნე |
|||
65. მკალავი და ვირი |
მკალავი - ხელოსანი, რომელიც კალავს (სპილენძის ჭურჭელს)
ქვრიმა - ღომის მსგავსი ფეტვი; ებრენიკი - თეთრმარცვალა დიკა (ხორბალი); ალქატი - ცუდი, უხეირო
|
||
66. ქრისტიანი და ურია |
საპატიჟო - სატანჯავი
დრო შემოიგდოს - დრო იხელთოს |
||
67. დარბანდელნი მთიბავნი |
დარუბანდი - ახლანდელი დერბენდი, ქალაქი დაღ.ასსრ-ში, VII-IX სს-ში არაბთა სახალიფოში შედიოდა სამანი - საზღვარი, მიჯნა |
||
68. გილანელი მოლა |
ქაშანი - შამბსა და თოვლზე გაქელილი გზა; ლელი - წვრილი ლერწამი
უღელი - გათლილი ხე, წყვილი ხარის ან კამეჩის ქედზე დასადგმელი ურემში (გუთანში...) შესაბმელად; ტაბიკი - უღლის საყრელი ჯოხი
|
||
69. ორი მდიდარი |
რის უფალია - რა სიმდიდრის პატრონია
|
||
- ნახევარს კაცსა რასათვის ოცის კაცის გული გიძს? ჭინჭრაქა ესრე უგუნურია: რა იქუხებს, გულაღმა გარდაბრუნდება, თუცა ცა არ დაიქცეს ფეხი მივაშველო, რომ ქვეყანა არ წახდესო; და წერო ამპარტავნობით, თუ არ სლვაში, ორ ფეხსა არ დასდგამს, ჩემის სიმძიმით ქვეყანა არ ჩატყდესო. რა გგონია ეგ შენი ბილწი თავი, ანუ რა ხარ? | ჭინჭრაქა - ბეღურას ტოლი ფრინველი | ||
70. მელი და წერო |
ოსპი - ლობიოს მსგავსი საჭმელი; შეუგბო - მოუხარშავი |
||
71. ყადი და ეშმაკი |
ჰალაბი - სირიის ძველი სავაჭრო ქალაქი
ფლური - ოქროს ფული = 6 ან 7,5 აბაზს
ავშარა - ულაგმო აღვირი; კუმკუმი - ვერცხლის კუტალი, ხელის საბანი მაღალყელიანი ჭურჭელი;
ხელი - გიჟი, გადარეული, შეშლილი |
||
72. სპარსი და ინდო |
ქიშმირი - მდ. ინდის სათავეებში - მთიანი ქვეყანა, ცნობილია შალის, ვარდის ზეთისა და იარაღის წარმოებით |
||
73. მჭედელი და ეშმაკები |
შამი - ქ. დამასკო სირიაში, ცნობილია აბრეშუმისა და მატყლის წარმოებით
თოქმაჩი - თითბერის ჩამომსხმელი, თუნუქის მეჭურჭლე |
||
74. ყარყატის
თავგადასავალი |
ტალა - მოგზაური დარაჯი ღამით, მცველი
|
||
მესამე - მსხემი უამებელი. |
მსხემი - უმკვიდრო ადგილზე გამოზრდილი |
||
თქვა რუქამ: - ვხედავ განგარისხე! თქვა ჯუმბერ: - სამნი განარისხებენ კაცსა: ერთი - შვილი ურჩი და უსმინარი; მეორე - დიაცი მაგინებელი; მესამე - მონა ყბედი. |
|||
75. ფილოსოფოსნი |
|||
76. დათვი და მონადირენი |
|||
77. ობოლი და მისი დედა |
|||
79. უმეცარი დალაქი |
ბისტი - ძვ. სპილენძის ფული, წერილი შავი ფული (უდრიდა 2 კაპიკს)
|
||
80. იტალიელი მხატვარი |
|
||
წამოველ მუნით, მოვხვდი კაცთა ვისმე სამთა. მინდვრად სხდეს მებოძირთა გზათა თანა. იგინიცა მას დღესა შეყრილიყვნენ, ძმათა სტიროდენ და ცოლებს აგინებდენ. მიველ, ვკითხე: რა წაგკიდებიათ-მეთქი! |
მებოძირი - გზათ შესაყარი, გზაჯვარედინი |
||
მითხრეს: ცხენით გარდამოხედ, დაჯედ და გეტყვითო! | |||
|
|||
81. მოშურნე რძალი |
სიმწყაზრე - სიკეთე, სილამაზე |
||
82. პურის პურით ჭამა ჯალაბნი მომძულდენ და გავეყარე. |
ჯალაბი - ოჯახი |
||
83. წაჯე-უკუჯექის ცეცხლი |
|||
84. თავში სპილენძის ჩამდგმელი |
ჭაშა - შუბლის ზევით თავის ძვალი |
||
85. მკლავის გახსნით მკურნალი |
ფოლორცი - შუკა, ქუჩა |
||
86. ვირის წვივის ჩამდგმელი |
|||
87. ბრძენი მკურნალი |
უსაცილოდ - უსათუოდ |
||
88. მეფე და აქიმი |
ყია - ყელის ყანყრატო |
||
89. პირდაქცეული ბმოს მკურნალი |
ბმო - დიდი მუწუკი; შაშარი - სისხლისგამოსაშვები ნესტარი |
||
90. ქირმან-შაჰის ძე |
არ იშვნია - ვერ შეირგო, ვერ შეიშნოვა |
||
91. საგათის მკურნალი |
საგათა - სენი, რომელიც ავადმყოფს მკვდარს ამსგავსებს |
||
92. მტერობით განკურნებული თქვა მეცხრემან მეზობელი ჩემი დასნეულდა. ყოველი მონაგები მკურნალზე წარაგო, და ვვრავინ რა ჰკურნა. ესმა: შირაზის ქალაქსა ერთი აქიმი არის, რა სნეულს ნახავს, სცნობსო, თუცა სასიცოცხლოა, წამლის ნუსხას მისცემს, ეს იწამლეო, და თუ იწამლა, უეჭველად მორჩებაო და, თუცა სასიკვდილოა, პირს მიიმრუდებს და არას ეტყვისო. რა ეს ამბავი ესმა, წავიდა სნეული იგი, ერთი მონა წაიტანა და მივიდა. რა მან აქიმმან ნახა, ფიცხლავ პირი მიიმრუდა და არა უთხრა რა. სნეული უღონო შეიქმნა, გამორიდა და მონასა თვისსა უთხრა: - შენვე იცი, რამდენი ვეცადე და ვეღარ მოვრჩი, მოკვდავი ვარ. წადი, მაწონი მიყიდე, გული მითქვამს: ვჭამ, მოვკვდე. ერთს წალკოტს შიგან გარდასვა, მიაწვინა. მოუტანა მაწონი და აჭამა. სრულად ვერ შეჭამა. გადანარჩომი მიაბარა. მიღმართ ხის ძირს დადგა. მონა ფხიზლობდა და სნეულს ეძინა. მოვიდა ერთი ასპიტი და მაწვნის ჯამში თავი ჩაკიდა, სრულად შენთქა. მან შიშით ვერა განაძო. ასპიტმან ისევ ამოანთხივა, ჯამშიგავ ჩაასხა და წავიდა. მონა იგი პატრონისა სნეულობით აბეზარ ქმნილიყო: თუცა ჭამოს, მოკვდეს და თავისუფალ ვიქმნაო! რა გაეღვიძა, მაწონი მოითხოვა. მოართვა. სრულ ასრე შეჭამა, ჭურჭელიც მოლოკა, დაწვა და დაიძინა. დაასხა ოფლმან და განიკურნა. გაიღვიძა, გამრთელებული ადგა, აღარა სჭირდა რა. უთხრა მონასა: წავიდეთ, აქიმი იგი გავკიცხოთ, სიკვდილი ჩემი ეგონა და უწამლოდ მოვრჩიო. რა აქიმთან შევიდნენ, აქიმმან დაასწრო, აგინა და ეგრე უთხრა: ვინ მოგცა? ასპიტის ნათხევი გიჭამია და მით მორჩომილხარო! მან კაცმან ეგრე უთხრა: რას მიჰქარავ, უმეცარი ხარ და ვერა სცანო! ამას ზედა შესცილდენ. მონა იგი წამოდგა კრთომით და ყოველივე უამბო. მერე მან აქიმმან ეგრე უთხრა: - მე მაშინვე ვსცან, შენ ასპიტის ნათხევი გაგკურნებდა, მაგრამ რა მექნა, ძმაო? შეპყრობა არ ძალმედვა და, თუცა კიდეც შემეპყრა, ვით ვანთხევინებდი? აწ ღმერთს შენთვის წყალობად მოუვლენია და მორჩომილხარ. |
ასპიტი - შხამიანი გველი |
||
93. სოკოს მკურნალი |
ქურთისტანი - ქურთთა ქვეყანა
მოიმართებულეთ - მართებულად მოექეცით, პატივი მიაგეთ
სასალუქო - საკეკლუცო, საკოხტაო
ცხედარი - საგებელი, საწოლი
|
||
94. შავარდენი და წერო თქვა ერთმან დიდებულმან: წეროს შავარდენი მოვუტივე. შეიპყრა და ქვე ჩამოიღო. მიველ, ვნახე: შავარდენს თავი აღარ ება. ვთქვი: ნუთუ წერომ მოსწყვიტა-მეთქი! ვძებნე და ვერ ვპოვე. რა შავარდნის ქუდი ვნახე, შიგ იდვა. თურე მოტევებაში ქუდის საფხუწი ვერ მოვუფონე და ძლიერ გამექნივა; გაგდებაში თავი მომეწყვიტნა. შავარდნის სიკეთემ ეგოდენი მისტანა, უთავომ წერო შეიპყრა და მერმე მოკვდა. |
|||
95. ბრმა ავაზი თქვა სხვამან: ავაზი მყვა, მამისაგან დანარჩომი, რომე ნადირი ვერ გარდეხვეწის. სენიანობით თვალები დაუბრმავდა. დავღონდი და ვეღარა ვუწამლე რა. მიმძიმდა მისი წახდენა. მისთანა აღარ იშოებოდა. ერთმან კაცმან მითხრა: - მაგას თავსა ზედა კატა დააკარ და ნადირს ადევნე; კატა ნახავს და ავაზა შეიპყრობს. ეგრე ვქმენ და ვეღარას ღონით ნადირი ვეღარ გარდაეხვეწა. |
ავაზი - ავაზა, ვეფხვზე მცირე და მისი მსგავსი ცხოველი, მოშინაურებულით ნადირობენ |
||
96. ბზიკის მწვრთნელი თქვა სხვამან: მე ბზიკს ასრე გავწვრთნი, ჰაერიდამ მფრინავი წერო და ვარხვი ჩამოიღოს. პირველ მოუწონეს. მერმე ჰკითხეს: ვითაო? მან თქვა: - ლერწამში ჩავსხამ, რა დაიმართება, რა წეროს კავკავი მოვა, ამოვუტევებ, ჰაერში ავლენ ორნივ, ერთი ერთს თვალში უცემს, მეორე - მეორეში. თვალნი დაუბრმდებიან და ჩამოცვივიან. იწყინა ვაზირმან და მეფესა ჰკადრა: რა შენი საკადრისია, ასეთსა სიტყვასა მოგახსენებს! ეგება ეს კი იქმნას და მართალი იყოს: ის ბორა ბუზი რომ არის, იმან ამ რიგად ქმნას, რომ შეაწუხოს მეკალოვე ხარივითა და ძირს ჩამოიღოს. თავმან შენმან, ამისთანა კაცი შენ წინ არ უნდა მოიყვანო! |
ვარხვი - წყლის გრძელნისკარტიანი დიდი ფრინველი
ბორა - მკბენარე ბუზი |
||
97. მათრახიანი ხოხობი თქვა სხვამან: ნადირობას ვიყავ. მამალი ხოხობი გაფრინდა. ქორი მოვუტიე. მერმე დედალი გაფრინდა. აღარა მაქვნდა რა. მათრახი შევსტყორცნე. მათრახის ბილდირგა ხოხობს ყელს გადაეცვა და წავიდა. მეორეს წელს შემოვიარე, მას ხოხობს ღლაპნი დაეფრინნეს და ყველას ყელზე წვრილნი მათრახნი ეკიდნეს. |
ბილდირგა - ხელის ან თითის გასაყარი თასმა (მათღახის ტარისა, ხმლის ვადისა და სხვ.) |
||
98. თავტაფიანნი თქვა აქიმმან: მე ნადირობისა არა ვიცი რა და ეს ვიცი: მე სომხითის მეფისა აქიმი ვიყავ. მასთან ვჯე. ერთი შემცოდე კაცი მოიყვანეს. მეფემ მისის თავის წარკვეთა ბრძანა. მე მცირედი დავაყოვნე, მუნვე წამალი შევაგებე. რა თავი მოჰკვეთეს მას კაცს, იგი წამალი ყიას ჩავასხი და ტაფა ყელზე დავაკარ. აღარ მოკვდა კაცი იგი და თავის ნაცვლად ტაფა ება. სიკვდილს უკან სამი-ოთხი შვილი ეყოლა და თავი არც ერთს არ ება და წვრილი ტაფები ებნეს თავთა ნაცვლად. |
|||
99. ბნელეთისა პირსა მსახლობელი კაცი თქვა ვაზირმან: მე ვიყავ ბნელეთისა პირსა მსახლობელი კაცი. გლახაკი და უპოვარი ვიყავ. ერთი ცოლი მყვა და ერთი სახლი მედგა. გავედ მინდვრად მარტო და ვლიდი ცუდად. ვნახე, ერთსა მგელსა პირთა ყრმა სჩრია და მოაქვს. შევუზახე. ყრმა დააგდო და გაიქცა. ავიყვანე ყრმა და ვჰკითხე: ვისი ხარ-მეთქი? მან მრქვა: ქაჯის შვილი, მგელმა მომიტაცა. აწ რადგან მომარჩინე, დამმალე, მამაჩემი მოვა ძებნად, ჩემს წონას თვალსა და მარგალიტს მოგცემს, ნუ მიმცემ, ვირემ თავისი მარნის კლიტე არ მოგცეს. იგი შენ გეყოფისო. ჩავსვი ჯირკსა შიგან და წამოსასხამი ჩემი მივაფარე. მოვიდა ქაჯი და მითხრა: - მგელმან შვილი მომტაცა: თუ იცი და მასწავლი, ეგოდენს ოქროს მოგცემ, დასასრულამდე გეყოს. მე ბევრი მიზეზი დავიდევ: ვიდრე მარნის კლიტეს არ მომცემ, არა იქნება-მეთქი. მარნის კლიტე დია დამძიმებით მომცა და შვილს აბრალა, თვარა შენ რა იცოდიო და კლდე დამანახვა: მას კლდეს მიაყრდენ და კარი გაეღებაო! და წავიდა. მიველ მას კლდესთან, კარი გავაღე. შეველ, არა იყო რა. ერთი ვირი ება. მეწყინა და ასე ვთქვი: ქაჯი იყო და მაცდინა, თვარა მრავალს მაძლევდა, ამის კლიტეს რას ვაქნევდი-მეთქი. გამწყრალმან ვირს არგანი ვკარ. ვირმან უკანით ხაზინა გახსნა. სულ ვეცხლი და ოქრო გაყარა. რა ეს ვნახე, დიდად მიამა და შინ მოვიყვანე. ცოლს ვახარე. შევიყვანე სახლში, დავაბი. ქვეშ ვარცლი შევუდგით ხოლმე, ვცემდით და ვეცხლი და ოქრო გამოგვიყარის. გამოხდა ხანი. გაავმპარტავნდი. აბანოში წაველ. მას ვირზე შეჯდომა მოვინებე. ცოლმა დამიშალა: მაგ ვირს ნუ წაიყვანო! არ დავუჯერე. შევჯე, წაველ, ვირი აბანოს კარზე დავაბი და მე შინ შეველ. თურე მეაბანოვე სხვაგან იყო, მოვიდა, აბანოს კარზე ვირი ნახა, არგანი ჰკრა და აგინა. ვირმან თავისი ხაზინა გახსნა. მეაბანოემ ნახა, იამა, მოიპარა და სხვა მისი მსგავსი ვირი დამიბა. გავათავე აბანო, გამოველ, შევჯე, წაველ. რამდენი ვსცემე, ჩონჩორიკის მეტი აღარა გაყარა რა. დამიწყო ცოლმან ბრალება და საყვედური. წაველ კიდევ მარნისაკენ, მეგულებოდა რამე. მიველ, შეველ, ერთი ხელსაფქვავი იდვა. სხვა ვერა ვნახე რა. წამოვიღე დაღონებულმან, მომეხმარება-მეთქი. მოველ. თუ წაღმართ მოვაბრუნი, სრულ სასმელ-საჭმელი, რაც მინდის, ყოვლის ნივთისა გამოყარის. აწ მით დავიწყე რჩომა. კიდევ გაავმპარტავნდი და მეფის წვევა მოვინდომე. ცოლმა დამიშალა: ნუ იწვევო! არ დავიშალე, ვიწვივე. რა ფიცი მინდა, კარგა დავხვდი. შემიტყეს და ხელსაფქვავი წამიღეს. დავრჩი დაღონებული. წაველ მარნისაკენ, ჩემი ღონე იქივ მწევდა. შეველ, ერთი გოგრა ეკიდა. სხვა აღარა იყო რა მის მეტი. წამოვიღე და წამოველ. მაშვრალი, მოწყენილი გზაზე დავჯე და გულისთქმა მომივიდა და თავს ვაბრალე: რად ვქმენ, მე აბანოს რას ვაქნევდი, ან მეფის წვეულობასა? ამისთანა ვირი და ამისთანა საფქველი დავკარგე. ნეტამც ოთხი კაცი ხელარგნოსანი მომაყენა და ეგოდენი მირტყა, რომ სულად მიმწურა. გოგრიდამ ოთხი კაცი ამოძვრა, ეგოდენი მირტყეს, სულად მიმაგდეს. რა მოვისვენე, მიამა. წამოვიღე გოგრა, მოველ ქალაქის პირსა. ვთქვი: ნეტამც თორმეტი ათასი კაცი ამოვიდეს, მეფეს ვირიცა და საფქველიც წამირთონ და მომიტანონ-მეთქი! ამოძვრნენ ამდენი კაცი გოგრიდამ, ჩაესივნენ ქალაქს, ვირიც და საფქველიც წაართვეს და მომიტანეს. ცოლმან მითხრა: სხვა თემს წავიდეთ, ჩვენი ყოფნა აქ აღარ იქნებაო! წამოვედით, ზღვაში ჩავსხედით. აღელდა ზღვა, ხომალდი დაამტვრია. ყველა დაინთქა. მე მარტო ფიცარს შევრჩი, ღადომ გამომაგდო კიდურსა. მოველ აქა და ამ დიდებას მივხვდი. |
|||
100. აბდულ-აზიმ დავრიში თქვა მეფემან: მამის მამა ჩემი, აბდულ-აზიმ, დავრიში იყო და ვლიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ესეთისა ტილისმისა ხელოვნობა ჰქონდა, რომე მას საქმე ვერ გადურჩებოდა. მრავალს უცხოსა და საკვირველს საქმესაც იქმოდა. თურე სადაც მიწათა, ანუ კლდეთა საუნჯე შეამცნივის, ამოუღებელი არ გაუშვის და რაც ზედ ძნელი ტილისმა ნახის, მოშალის და განძი გლახაკთ განუყვის. დღესა ერთსა ნახა ერთს ქვაბის კარს ტილისმათა ნიშანი და დაუწყო მას ჩხრეკა. მას გზაზე მრავალი უცხო ტილისმა ნახა შექმნილი. ნახა პირველად ხრმალი, რომელი იქცეოდა, და მოშალა. შევლო, ნახა წყალი, მდუღარე მომდინარე, რომ გასვლა არ ეგებოდა, და გაახმო. მასთან - მაიმუნი სპილენძისა, მებრძოლი სასტიკად, და იგიცა მოშალა. შევლო, ნახა ტბა ვეცხლისა წყლისა. ეს კლდის ბილიკი ვერას ტილისმას, ვერას მხარს ვერ გადაუვლის, ზედ მიადგება. ვეცხლის წყლის მოშლა დიდად ძნელია და იგიცა განვლო. ნახა ცოტა სახლი, მას შიგან ზარდახშა დაბეჭდილი, აიღო, გამოიღო. ნახა ერთი ბალნით და ჩალით დაწნული ქუდი, ერთი დაბალი მაშია და ერთი სასანთლე იდვა. გაუკვირდა და თქვა: ეს რა უნდა იყოს? ამას რაერთი ფასი აცნ, რომ ერთი უცხო და მძიმე ტილისმანი დაუცან ამისთვისო? მუნით წამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა. ქუდი თავს ერქვა. ვისაც ეტყოდის რასმე, იგინი არას მიუგებდენ და უკვირდა დიდად. რა იგი ქუდი მოიხადის, ყოველმან კაცმან ხმა გასცის. თურე ვირემ თავს ერქვა, ვერა თვალი ვერ დაინახევდა. ეს იყო ქუდისა მისისა საქმე. თქვა პაპამან ჩემმან: - ქუდი შევიგენ რა არის და აწ ამათი რა ვყო? შევიდა სახლად და ამოიღო სასანთლე და აანთო. და რა სანთელი დაანთო, ერთი დიდი, შავი და მაღალი ჭაბუკი წამოდგა და ხელს აკოცა და დადგა. ჰკითხა პაპამან ჩემმან: ვინ ხარო? მან მოახსენა: მე მონა მაგ სანთლისა ვარ. ვისცა ეგ აქვს, მას ვმსახურებო. პაპამან ჩემმან უბრძანა: - რა სამსახური ძალგიც? მან მოახსენა: - ასეთს კაცი ვერას მომიდებს, რა გინდ ძნელი საქნარი იყოს, არა ვქმნა. პაპამან ჩემმან ბევრი რამ შეუკვეთა და რაც უთხრა მოსატანი, მოუტანა, საქმნელი უქმნა. მერმე უბრძანა: ინდოეთს მინდა წასვლა და მალ მიმიყვანეო! მან კაცმან მოახსენა: - მე ამ სანთლის მსახური ვარ და ესეები შემიძლია, და სხვა უდიდესი საქმე და ეგ თემზე ტარება მაგ მაშიის წესია. ჩაიცვი, ფერხი ქვეყანასა ჰკარ და სადაც გინდა, წუთზედ მიხვალ. ქუდი თავს დაირქვა, სასანთლე უბეს ჩაიდვა, მაშია ჩაიცვა, ფერხი მიწას ჰკრა: ინდოეთს მივიდეო, და წუთსავ მუნ მივიდა მეგობრის კარზე. მაშინ რა მაშიის, სანთლისა და ქუდის საქმე სამივ სცნა, მოვლო ყოველი ქვეყანა. ამ თემს დიდი მძლავრი მეფე ჯდა, მოუსივა სასანთლის მონა, იგი მეფე მოკლა და თვით დაემკვიდრა. - აქა მათმან ტყუვილმან გამაკვირვა. მრავალი სხვა ასეთი ტყუვილი ითქვა, ვერც დავისწავლე და არც მეფეთ წინაშე იკადრება. |
დავრიში - მაჰმადიანთა მოხეტიალე მათხოვარი, მაჰმადიანი ბერი
მაშია - ფეხსაცმელი |
||
100.1. მისანი ყვავი წამოველ მუნით და მოველ თემსა ევლათისასა. ვერას ღონით პური საჭმელად ვერ ვიშოვნე. ძუნწნი, უღთონი და ავნი კაცნი იყვნენ. ორი დღე მშიერი ვიარე. მერმე ეს ღონე მოვიგონე: ყვავს ჯოხი შევსტყორცე, მხარი მოვტეხე და უბეს ჩავისვი. ვაჩხავლებდი. მით მისნობა დავიწყე. მოვადეგ ერთსა სახლსა. მარტო დიაცი იყო. კარი არ გამიღო, სახლად არ შემიყვანა. ღამე მესწრა. ღონე არ მქონდა, კარზედ მივეყრდნენ. დიაცმან ცეცხლიდამ ფუნთუშის პურები ამოიღო, კიდობანში ჩადვა. ცოტა ხანი გამოვიდა. მის სოფლის მამასახლისი მოვიდა, დოქით ღვინო და ერთი ნამზადი ბატი მოიტანა. ღვინო და ბატი სარკმელში შედვა. დასხდეს, მცირე იალერსეს. კარზე ერთი ცხენოსანი კაცი მოადგა. რა ცხენის ხმა ესმათ, მამასახლისი, გოდორი იდგა, მას ქვეშ შესვა. დიაცი მიწვა. მე ყოველივე ვნახე. ეს კაცი თურე მის დიაცის ქმარი იყო, საქმარზე წასულიყო და არ მოელოდენ. მოვიდა, მე მკითხა: ვინ ხარო? მოვახსენე: ღვთის სტუმარი ვარ-მეთქი და სახლში არავინ შემიშვა-მეთქი. კაცმან უყივლა. დიაცმან ხმა გვიან გასცა, ვითამ მძინარობა შეიფერა. ცეცხლი აანთო, შემიყვანა. ორნივ მშიერნი ვართ. ცოლს საჭმელი სთხოვა. ცოლმან ზუზვით ორი მჭადი მოიღო და მოსცა: საჭმელი ვინ მომცა, შუაღამეაო! მე ყვავი უბეში მიჯდა, მკლავი მოვუჭირე და დავაჩხავლე. მან კაცმან მკითხა: რა არისო? მე ვუთხარ: მისანი ყვავია და ყველას სცნობს, ამისი ენა კარგა ვიცი-მეთქი. იამა მას კაცსა და წლის მოსავლისა მკითხა. ყველა კარგი ვუთხარი. მერმე დავაჩხავლე და მკითხა: რა თქვაო? ვუთხარ: ეს თქვა-მეთქი: მჭადს რად სჭამთ, კიდობანში ორი თეთრი ფუნთუში ძევს და ისა სჭამეთო. მერმე დავაჩხავლე და ბატისა ვუთხარ და იგიც ამოვაღებინე. კიდევ დავაჩხავლე და ღვინოც მოვაღებინე. კაცმან ცოლი დატუქსა: თუ ეს გქონდა, რად არ მოგვართვიო? მან თავის გამართლება დაიწყო: სამშობლოს მივიდოდი, ნუზლად მინდოდაო. რა გავძეღ, მეტი აღარ მინდოდა, ყვავი კიდევ დავაჩხავლე. მასპინძელმა მითხრა: რა თქვაო? მე ვუთხარ: ეს თქვა-მეთქი: თქვენ რომ სმად სხედხართ და მშიერი მამასახლისი გოდორ ქვეშ ზის, უკაცრაოდ რატომ დარჩებით, მასცა ლხინი აჩვენეთო. მამასახლისსა რა ესმა, გოდორი თავს გარდაივლო, კარში გამოვარდა, კაცი თან გამოჰყვა, მე ჩემს გზას მივმართე. |
ევლათი - ქალაქი გამაგრებული ნავსადგური ტრანსიორდანიაში, მეწამული ზღვის ყურეში, ეგვიპტიდან და სირიიდან მომავალი ქარავნების საკრებულო
|
||
100.2. ცოცხლად დამარხული და უსახოდ დიდი ადამიანები მოველ ქვეყანასა ერთსა. უცხო და უცხო რიგი და საკვირველი წესი ჰქონდათ. შეველ ქალაქად. მშიერი ვიყავ. ხუთი ბისტის ხორცი მინდოდა მეყიდნა. მათ კაცთა ასე მიპასუხეს: შენ უცხო თემის კაცსა ჰგავხარ, თვარა მაგდენი ხორცი მიმინოს ვერ კმა ეყოფისო. ერთი მათი უხუცესი კაცი იყო, ოქროს სელზე ჯდა, მასთან მიმიყვანეს და ეს სყიდვა აცნობეს. მან ჩემი სადაურობა მკითხა. მე ცოტა რამ ვუამბე და უცხო ვარ-მეთქი. მან მითხრა: კარგს ვისმე გამსგავსე. მე ძე არ მყავს, უმკვიდრო ვარ, ერთი ასული მივის, იგი შეირთევ და ჩემი მონაგები და მამული შენ დაიმკვიდრეო. მე დავჯერდი. ვნახე ქალი მისი, მეტად შვენიერი იყო. შემრთო, ქორწილი მიყო. თვით შინ დაჯდა და მე მას ოქროს სელზე დამსვა. ხორცის სყიდვის საქმე მე მაურვებინა. რა ათი დღე გამოვიდა, ქალი დასნეულდა და ოთხს დღეში მოკვდა. მომკაზმეს უცხოდ, რაც უკეთესი ჰქონდათ. შემმოსეს პატიოსნითა თვალითა და მარგალიტითა. ძვირფასები ჩამაცვეს მეცა და მას მკვდარს ქალსაცა. მე ვუთხარ: რასა იქმთ? უნდა ვსტიროდე, თავი დავაკლა და თქვენ მკაზმავთ-მეთქი. მე რა ვიცოდი, რას მიპირობდენ? მათ მითხრეს: ჩვენი წესი ეს არის და ასრე უნდა ვყოთო. მოიღეს ქოსი, ტაბლაკი, დაფი და დაფდაფი, ნაფირი. ჰკრეს და ლხინით მკვდარიც წაიღეს, მეც წამიტანეს. მაღლა გორაზე ერთი დიდი ციხე იყო, იქ ავიდენ. ციხეში ერთი დიდი ღრმა აკლდამა იყო, მართ ორი უტევანი განი ჰქონდა. მკვდარი ჩაიტანეს, მეც ჩამსვეს, შვიდის დღის ნუზლი ჩამატანეს. კიბე აგრევ აიტანეს და დავრჩი მუნ მარტოკა. ავდეგ, მივიარ-მოვიარე, ვნახე, ის აკლდამა სრულ მის ქალაქის სასაფლაო იყო და, რაც ქვეყანას კარგი და პატიოსანი იარაღი, ან სამკაული იყო, იქ ეყარა. ქალისათვის საქალო იარაღი ჩაეტანებინათ და ვაჟისათვის - სავაჟო. დიდად გამიკვირდა. ოთხი დღე დავყავ. ქოსისა და ნაფირის ხმა მომესმა. მოვიდნენ. თურე ერთი დიდებული კაცი მომკვდარიყო. ახალ ნაქორწილევი ცოლი თან მოსდევდა. მკვდარიცა და მისი ცოლიც მუნ ჩემთან ჩამოსვეს. შვიდის დღის ნუზლი მას ჩამოატანეს. ქალი შეჭირვებული იყო, თვარა დია უზომოდ კეკლუცი იყო. სიმწყაზრემან მისმან გამაკვირვა. კიბე აიღეს და იგინი აგრევ წავიდნენ. ვჰკითხე მას ქალსა: ეს რა არის, რასათვის ასრე გვიყვეს-მეთქი? მე ჩემი ამბავი ვუთხარ. მან ქალმან მიპასუხა: - ამ თემს ასრე წესობს. თუ ცოლი მოკვდება, ქმარი უნდა თან ჩაჰყვეს, და თუ ქმარი ამას - ცოლი. შვიდის დღის ნუზლს მისცემენ და მერე უნდა ზედ დააკვდესო. მას უკან აღარ უნდა იცოცხლოს, ვეღარც დღე ნათელი ნახოს. მე დიდად დამიმძიმდა და გულითა ვეტყოდი: - ვაიმე, ჩემი ჟამი უსახელოდ მივლია, მე ცოლს რას ვაქნევდი, ანუ დიდებასა, თუ ასრე ადრე დამშხამდებოდა! ბევრი ვიზრუნე, მაგრამ ღონის მოშვება არას მარგებდა. მას ქალს სხვა რიგი საუბარი დავუწყე. ამას ვეტყოდი: ვინც მოკვდა, რა სარგებელია? ჰხედავ, რამდენი მკვდარი ძევს, სულობით წამხდარი? მე და შენ ღმერთს შესაყრელად ვუნდოდით და აწ გულის ნებას ვეწიოთ-მეთქი. ამგვარი რამე შევუმრავლე, გავიტკბევით და, რა შევრიგდით, ვნახე, ერთი დიდი ძღარბი, მართ ღორისაგან უფრო დიდი, შემოვიდა. ციხე თურე შემოეთხარა, ქვეშ მიწა სოროდ შემოეხვრიტა, მკვდრის ხორცს შემოსჩვეოდა საჭმელად. რა იგი ვნახე, გავიხარე და მას ქალს ვუთხარ: აწ ღმერთმან დაგვიხსნა ჯოჯოხეთისაგან-მეთქი. მუნ მრავალი აბრეშუმის თოკი ეყარა, მოვძებნე სოროს პირი და მასზე მახე მოვუდგი. შევიპყარ ძღარბი, უკანას ორსავ ფეხზე თოკი მოვაბი და მივუშვი. შევიდა სოროსა. თოკს გამოვზიდე. ძღარბმან მიწას თითებით ბრდღვნა დაუწყო. ამგვარად ბევრჯერ ვქმენ. ასე გამოთხარა, რომ ჩვენ გავეტეოდით. დავუწყე მიწას ყრა და სორო გავსწმინდე. რაც ორთავ თვალ-მარგალიტი და ოქრო გვეზიდებოდა, ავიკიდეთ და გამოვძვერით. გამოვედით. დღისით დამალულნი ვიყავით და ღამით ვიარებოდით. ერთი კვირა ეგრე ვიარეთ. მერმე ორი ცხენი ვიყიდეთ. შევსხედით და სისტანის ქვეყანას მივედით. ვნახე ერთი კაცი, დიდად უსახოდ დიდი, წინ დამხვდა, მკითხა: ვინ ხარ, სად მიხვალო? მე შიშით ხმა ვერ გავეც. მან შემატყო შეშინება და ეგრე მითხრა: ნუ გეშინიან, არას გავნებ. ამ ქალს თუ მომცემ, შვილურად შევიტკბობ, თვარა ქალსაც წაგგვრი და ბევრსაც გავნებო. მე ჩემს თავს ვუთხარ: თუ მშვიდობით გარდარჩები, სხვაც დაუსართე -მეთქი. მივეც იგი ქალი. დია იამა, გამეწყო, უბეს ჩამისვა და წამიტანა. მისი სიდიდე ამისგან კიდე რაღა გითხრა? რა მთას ავედით, ორნი დიდნი კაცნი შუღლობდენ. ჩემსა უფრო იყვნენ, თვარა მისოდენი არ იყვნენ. ამაზე შეცილებულიყვნენ. ერთს კაცს ზურგს ერთი რუმბი ღვინო ჰკიდებოდა და აღმართში დამძიმებოდა, მეორე მოსწეოდა და ეთქვა: თუ გემძიმება, მე ამკიდე, მთამდის ავიტან და მუნ ერთი ხლაპი მაქნევინეო. მას ღვინის პატრონს ეთქვა: თუ მთამდის ამიტან, ხლაპსაცა და ხლუპსაც გაქნევინებო. რა წვერზე ასულიყო, რუმბისათვის პირი დაედვა და ღვინო ერთ ყლაპად შეესვა. ღვინის პატრონი ეშუღლებოდა: სულ რატომ შემისვიო. და იგი კაცი სხვასა სთხოვდა: დამპირდი, ხლაპი შევსვი და ხლუპად აღარ მერგოო. ამ ცილობაზე მან კაცმან აღარც ერთი აუბნა. ორივ შეიპყრა. ერთი ერთს მოგვში ჩაისვა, მეორე - მეორეში. მივიდა შინ. ცოლი მოეგება, დიდობაზე კეკელა ქალი იყო. უთხრა: მოგვი გამხადეო! გაჰხადა ერთი - კაცი ჯდა, მეორე გაჰხადა, - მეორე ჯდა. მე უბით გამომიყვანა. მოიწონა თავი და ცოლს დააქადნა: ჩემისთანა კაცი გინახავსო?! და იგი ქალი რომ წამგვარა, იგიცა უბეს უჯდა, გამოიყვანა და ცოლს მისცა. თურე ცოლი იგი მოტაცებით მოეყვანა და მისი სამშობლო არ ენახა. მან ქალმან უთხრა: მამაჩემს ვერ ედარებიო. იწყინა მან კაცმან და ეგრევ უბეში ჩამისვა და წავიდა სიმამრის ნახვად. მისი სიმამრის სიდიდე ამის მეტი რაღა გითხრა: ყანასა რწყევდა და მისი სარწყავი რუ რომ მიაქვნდა, ამ მისმან სიძემ შიგ გასვლა მოინდომა. ცხენით კაცამდინ წყალმან აიტაცა და წაგვიღო. რა სიმამრმან ნახა წყალს ცხენი და კაცი მიაქვს, ამოჰკრა ბარი და ცხენკაცით აიღო და მშრალზე დასვა. ჰკითხა: ვინ ხარო? მან მისი ამბავი უამბო. მან კაცმან უთხრა: ვაგლახთა! - ჩემი სიძე ყოფილხარ, კინაღამ მოგკალო! გააშრო, დასვა. წუთი გამოხდა. ცოლი მოუვიდა, სადილი მოუტანა. სადილი ვჭამეთ, მეც მაპატივებდენ. მათის ქვეყნის თაგვის ოდენი თუ ვიყავ! მერმე სიდედრი შინ წავიდა და სიძე აწვია. წაიყვანა. იგი დიაცი უცხენოდ მოვიდოდა. მათი სანუზლე გოდორი ზურგს ეკიდა. სიძე ცხენს მიაჭენებდა და ვერ მიეწია. სიდედრმან მოიხედა, სიძე დავარდნილი ნახა, დადგა, აიყვანა ცხენით, გოდორში ჩაისვა, აიკიდა და წაგვასხა. მივიდა შინ. კარგად დახვდა. რა დაღამდა, ერთი ცალთვალი კაცი მოვიდა, თურე მის დიაცის აშიყი იყო; ბანიდამ სვლა დაიწყო, დიაცი სიძის სირცხვილით არ გავიდა. მას კაცსა გულმან არ მოუჭირვა, ჩამოვიდა. მისი სიძე აითვალწუნა და დიაცს კოცნა დაუწყო. სიძემ იწყინა, მას სახლს სვეტნი გამოუყარნა თავს დასაქცევლად და თვით კარი გაიარა. დიაცმან ორივ ფეხი ძელებს სვეტად მისცა, ვირემ კაცი მის ალერსს აღასრულებდა. მერმე მან კაცმან სვეტნი შეუდგნა, სახლი აღარ დაიქცა და გამოგვიდგა. ჩვენ ვიარეთ. ნახა ერთი კაცი ცერცვსა სთესვიდა. საფარცხავი ფეხზე ება და თან ფარცხვიდა. კალთას ცერცვი ეყარა. თითოს მჭელს პირში შეიყრიდის და იტყოდის: ეს ჰოო! თითოს მჭელსა დასთესდის და იტყოდის: ან ჰო, ან არაო. მჭელი - პეშვი იგი კაცი მას შეევედრა: ერთი ცალთვალი კაცი მომდევს და მიშველეო! მან კაცმან ცხენიანად აგვიყვანა და ცერცვიან კალთაში ჩაგვისხა. პირში რომ ცერცვი ჩაიბნივა, ცხენ-კაციანად თან ჩაგვატანა. ერთი ქვევითი კბილი მოტეხილი ჰქონდა, იმაში ცხენი უკუაყენა და მორჩა. მოვიდა, მან ცალთვალმან კაცმან ჰკითხა, მან უთხრა: აქათ არ გამოუვლიაო. გაბრუნდა, წავიდა. მან კაცმან კალთა ინახა, აღარ ვიყავით. სინანული შექმნა, ჩანთქმა ეგონა. შიგნიდამ გამოეძრახა კაცი იგი: აქა ვარ და ცოცხალ ვარო! გამოგვიყვანა და ქვეყანაზე დაგვსხა. მერმე შეევედრა კაცი იგი: ეს კბილი რას მოუტეხიაო? მან კაცმან თავისი ამბავი უამბო და უთხრა: ჩვენ თორმეტნი ამხანაგნი შევიყარენით, ყველა ჩემსა უახოვნე იყო. წავედით სამეკობროდ. აგვიდგა ქარი და ბუქი. მინდორი დიდი იყო და სახვეწარი აღარსად გვაქვნდა. ვნახეთ, ერთი ხმელი კაცის თავი ეგდო. ესრეთ დიდი იყო, რომ ჩვენ თორმეტნივ შიგ დავეტიენით. რა მცირე განვისვენეთ, თურე ერთის მწყემსისათვის მგელს თიკანი მოეტაცნა და მას მოსდევდა. ხან ჯოხი ესროლა, ხან ქვა. რა ჩვენთან მოვიდა, ესრეთ დიდი კაცი იყო, აიღო იგი თავი, ჩვენ თორმეტნი შიგ ვისხედით, შეგვსტყორცა მგელსა და მგელი, რაღა კითხვა უნდა, იქავ დანაყა. თერთმეტი ჩემი ამხანაგი მოკვდა და მე ეს კბილი მაშინ მომტყდაო. მასცა გაუკვირდა მათი სიდიდე და ძალი, თვარა მე რომ გამკვირვებოდა, რა უცხო იყო? წამოვიდა ცოლთანა, მოვიდა, უთხრა: ყველას მართალს მეუბნებოდიო. მე ერთი ჯორი მომცა, სამოსელი შემმოსა, ნუზლი მომცა, ინდოეთამდინ მიმიყვანა: არავინ რა გაწყინოსო და, დაბრუნდა. |
სისტანი - ირანის პროვინცია ავღანეთის საზღვარზე
დაუსართე - დაუმატე
კეკელა - ლამაზობის მოყვარული; მოგვი - 1. ვარსკვლავთმრიცხველი, გრძნეული, 2. მისანი ცოცხლად დამარხული და უსახოდ დიდი ადამიანები
მჭელი - პეშვი
|
||
100.3. ინდოელი ჯამბაზები მიველ ინდოეთს და მრავალი უცხო რამე ვნახე: ანუ ხე, ანუ ხილი, ანუ პირუტყვი, ანუ მფრინველი, მაგრამ მისის მოხსენებისათვის სიტყვა გაგრძელდების და მეფეს თავი შეეწყინება. მრავალი უცხო მოთამაშე მოვიდა ხელმწიფესთანა და სამის კაცის თამაშობა დიდად მეუცხოვა და გამიკვირდა. ერთი კაცი მოვიდა და დადგა. ორმოცი მისი შეგირდი მოიყვანა. ერთი ავიდა. მას ოსტატსა ერთი ფეხი მარჯვენას მხარზე დაადგა, მეორე - მარცხენაზედა. დადგა მასზედა სხვა, აგრევე მას ზედ სხვა. ორმოცნივ ერთმანერთზე შედგნენ. არც ერთი არ ჩამოვარდა, არც გადრკა და არც ქვევითმან კაცმან მათი სიმძიმე შეიმჩნივა და აგრეთვე ხან სვლა იწყო კაცმან მან, ხან დაჯდის, ხან აღდგის. ბოლოს გაირბინა, შეხლტა და კაცნი გარდმოყარნა. არცერთი ზურგზე არ დაეცა, ყოველნივე ფერხზე დადგნენ. მოვიდა მეორე მოთამაშე. ხენი ფიცრულად დაეთალნეს და მის მფრინველის მსგავსად მხარნი და ფრთენი გაეწყვნეს. შეიხსნა იგი და იწყო ფრენა. ხან მთაზე გავიდის, ხან მინდვრად ჰაერში ფრინევდის, რომ ყოველს კაცს მფრინველი ეგონა. მისი ფრენა არწივს არ ძალუცს. მოვიდა მესამე მოთამაშე და ერთი კანაფის გორგალი მოიტანა. ერთი წვერი ხელთ დაიჭირა და გორგალი ჰაერში შეაგდო. წავიდა. გორგალი გაიშალა და ჰაერში ავიდა. რა სრულობით გაიშალა და ჰაერში აღარ გამოჩნდა, მან მოთამაშემ კანაფს დასწია, ვერ ჩამოიღო, კიდევ დაზივა. არ იქმნა. თქვა: გავალ ამ თოკზე, ჰაერში რამ დააბაო?! გავიდა თოკზე, იარა, ავიდა ჰაერში. მოთამაშე დაიფარა, აღარ გამოჩნდა. რა ცოტა ხანი გამოხდა, ერთი კივილი და კიჟინა შეიქმნა, თოფის სროლა და გრიალი, კაცი გაჩემდებოდა. ჰაერიდამ ზოგან კაცის თავი ჩამოვარდა და ზოგან მოკვეთილი ხელი და ფერხი და ზოგან გაკვეთილი კაცი. ვნახეთ, ეს ჩვენი მოთამაშეც შუა გაკვეთილი ჩამოვარდა. ეწყინა მეფესა და ყველას დაგვიმძიმდა. მოვიდა მის მოთამაშის ცოლი და ორი შვილით ცეცხლში შევიდა და დაიწვნენ. ნაცარი გაანიავეს, ვითა ინდოთა წესია. რა მცირედი ხანი გამოხდა, მოთამაშე ჰაერიდამ გამოჩნდა, თოკზე ჩამოეხვია. უთხრეს ეს საქმე: ცოლისა და შვილის დაწვა. მან თქვა: - მე არცარა ომი მინახავს, არცარა ყიჟინა მსმენია. მეფემან სამძიმარი უთხრა და სამეფო სამოსელი შეჰმოსა, სიასამურისა ტყავი წამოასხა. მივიდა, ხელმწიფეს თაყვანია სცა. ერთი კალთა გაიბერტყა, ცოლი ცოცხალი დააგდო; მეორე გაიბერტყა, შვილები დაყარა. გაუკვირდა ყოველსა კაცსა: ამისებრი მოთამაშე არავის უნახავსო. მრავალი უბოძა და გაისტუმრა. |
|||
100.4. თურიჯანელი მეტილისმენი წამოველ მუნით და მოველ ქვეყანასა თუნჯარისასა. მუნ მრავალი ტილისმა და გრძნება იციან. ასეთი ჭკუათამყოფელი კაცი არ მივა, მათი რამ გაიგოს. ძველთაგან ვისმე ერთი კლდე გამოუხვრეტია შიგ დიდს მთაშია და შიგნით კამარებით ერთის დღის სავალი შეუკრავს ბნელითად და ერთი დიდი რკინის კარი შეუბამს და ასეთი ტილისმა დაუცს: წელიწადში ერთხელ გაეღება, ექვსსა ჟამსა ღია არის და აგრევ დაიხშვის. მას შიგან ტყავის ქარტების წიგნები შეუკრავს და ზედ არაბულად ტილისმანი და გრძნებანი დაუწერია. ვისაც მისი სწავლა უნდა, ერთის წლის ნუზლს და მის სანთელს მზას იქმს და მას კარზე დადგება. რა გაიღება, შევა. წლამდის შიგ უნდა იყოს, მონახოს. რა ძნელი ტილისმა უნდა, ჰპოებს და გარდასწერს. რაც გრძნება უნდა, მუნ შეიგნებს და რა წელიწადზე კარი გაეღება, გამოვა, და რაც უნდა იქმს. აწ მე მუნ ვიყავ, და ამბავი მოვიდა და მე კი თვალით არ მინახავს. |
თურიჯანი (თუნიჯარი) - ტუნისი, ქვეყანა ჩრდილო აფრიკაში
ტყავის ქარტა - ტყავის ფურცელი |
||
100.5. გრძნეული აქიმი ერთს აქიმს ერთი შეგირდი გაეწრთვნა. თურე ის აქიმიც მას საგრძნეულოში ყოფილიყო და მერმე იგი შეგირდიც შესულიყო და მას უფრო უცხოები ესწავლა. ორნივ ინდონი იყვნენ. შეგირდი მეფის ქალაქში მივიდა. ერთი ჭაბუკი ნახა, დიდად მოეწონა, კარგი და ახოვანი კაცი იყო, მაგრამ დია გაყვითლებულიყო, დამჭლობილიყო, წყალჯავარი მოჰშლოდა და ვარდი ზაფრანად შეჰქმნოდა. ჰკითხა აქიმის შეგირდმან: რა გჭირს, ძმაო, რა სენის უფალი ხარო? მე მოგარჩენო. მან კაცმან უთხრა: შენ არა და, ქვეყნის აქიმნი შეიყარნენ, მე ვერას მარგებენ; დამთმე, წადიო! მან აქიმის შეგირდმან ფიცი უთხრა: ესეთი არა გეჭირება რა, მე არ გიწამლოო. უთხრა მან კაცმან: შენ ამას რას მიწამლებო? დღესა ერთსა მეფის ასული აბანოდ მივიდოდა და სარკმლით დავინახე და მას ვეტრფიალე. მას ჩემი გული გაჰყვა და მან გამხადა. შენ რით მიშველი? შოვნა არ ძალგიც, და თხოვნა და ქორწილი, და მე უმისოდ არ მოვრჩებიო. აქიმმან უთხრა: შენ მეფიცე, ხვევნა-კოცნის კიდე არა დააკლო-რა, და მე მალე გიწამლებო. ეფიცა კაცი იგი და აქიმმან რაღაც ულოცა. ერთი ასეთი გრძნება ჰქმნა, რა დაღამდა, ქალი ზეწარში გახვეული შემოვიდა, მან კაცმან გვერდს დაისვა, ეხვია, უალერსა და, რა რიჟრაჟი შეიქმნა, ქალი აგრევ წავიდა. რა შინ მივიდა ქალი, ცნობას მოვიდა, შექმნა ტირილი, კივილი, მეფე-დედოფალი შემოვიდნენ, კითხვა დაუწყეს: რა დაგემთხვიაო? მან ყოველი უამბო. შექმნეს დიდი მოწყენა. ჰკითხა მეფემან ვაზირთა და მათ მოახსენეს: არა, მეფეო, ეგე კაცი ამა თემისა არ არის, სხვაგნით მოვინმევიდა. აწე ამას ღამესაც წაიყვანენ ასულსა შენსა, და ამცენ, რათა ხელი მელნით გაისვაროს და, რა მივიდეს, კართა ხელი ჰკრას, ზედ ხელი გამოისახვის. ხვალ მოვნახოთ. სადაც ხელი ჯდეს მელნიანი კართა, იგი იქმნება და შევიპყრათ, და რაც გენებოს, ჰქმენო. ჰყვეს ეგრე და მას ღამეს წავიდა ქალი და კარი მელნით შეუსვარა. დილა გათენდა. მან აქიმმან უთხრა მას ჭაბუკსა: შვილო, თუცა ჩვენი ესე საქმე ცნეს, ავია, და გარე გადი და ჩვენს მიდამოს ნიშანი არა იყოს რაო! გამოვიდა კაცი იგი, კართა ხელი ნახა. შევიდა და აქიმს უთხრა. აქიმმან ერთი რაღაც შეულოცა. მას ქალაქის სახლის კარზედა ხელი ყველგან გამოისახა. ვაზირმან მრავალი ხელარგნოსანი კაცი შეყარა ხელის საძებრად. წამოვიდა, ნახა თავისავე კარზე ხელი გამოსახული. გაუკვირდა და შეშინდა. მოვიდა მეფის კარზე, ნახა ხელი აგრევე და, რაც კარი გაიარა, ყველგან ხელი გამოსახული იყო. მოვიდა მეფესთან და მოახსენა: თქვენს ასულს ამაღამ ქალაქი სულ დაუვლიაო. შექმნეს რჩევა და თქვეს: ამას ღამესა ხელმანდილსა შიგან ფეტვი ჩაიყაროს, ძირი გაუხვრიტოს და მუნამდის ბნევით წაიღოს და ხვალ მივყვეთ და ვპოვებთო. ჰყვეს ეგრე. მეორეს დღეს გამოვიდა კაცი იგი, ნახა და აქიმს უთხრა: - ფეტვი მოუფანტავთ ჩვენს კარზე. ჰქმნა გრძნება. მოვიდა მრავალი ჭივჭავი და სრულობით აკენკეს. რა ვაზირთ ვეღარცარა მით შეიგნეს, ქალი ვაჟად მოკაზმეს. ოცი კაცი თან გაატანეს და ფოლორცთა სლვა დააწყებინეს და უთხრეს: სადაცა იგი კაცი ჰნახო, ხომ იცნობ და უთხარ კაცთა ამათ და შეიპყრანო. დაიწყეს სლვა და ნახეს ჭაბუკი იგი ბაზართა ჯდა. აქიმი მუნ არ იყო. შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. მეფემან ბრძანა: - ეგე ძელსა დამოჰკიდეთ და ყოველი კაცი გამოვიდეს, ვინც ხმასა ჩემსა ერჩის. თოფი და ისარი დაუშინონ და ზედ ძელზე დაწყვიტონ! გამოვიდა ყოველი კაცი და აქიმიც მათთანა. რა აქიმმან მისი შვილი ძელზე დაკიდებული ნახა, ჰქმნა გრძნება და ვინც თოფი შესტყორცა და ან ისარი, უკუიქცის და მსროლელსავე ეცის და მოკვდის. ამოსწყდა მრავალი ჯარი. მოახსენა ვაზირმან მეფესა: - ამ კაცსა ჩვენ ვერას დავაკლებთ, სხვაფრივ ვიურვოთ, მცირეს ხანს საპყრობილეში დავაბათ და მერე, რომელიც სჯობდეს, ვყოთ. ბრძანა მეფემან კაცისა მის ჩამოშვება და პატიმრად შენახვა. მივიდა აქიმი. მესაპყრობილეს ერთი ფლური მისცა და უთხრა: ეგ კაცი ჩემი მოვალეა და კარი გამიღე, შევიდე, ვნახო, ვახში არ დამეკარგოს, და მერმე გამოვალო. შეუშვა აქიმი და გარეგან კარი დაკლიტა და საქმარზედ წავიდა. რა მოვიდა და კარი გააღო, ნახა საპატიმრო სახლი წალკოტი შექმნილა. თურე აქიმს გრძნება უქმნია. მრავალი კარგი ხილი დგას, უცხო ყვავილნი ყვავიან, სურნელება ფშვის, აუზნი წყლით სავსენი არიან და ორნი კაცნი მაღლა ოქროს ტახტზე მსხდომარენი არიან. ეგრევ კარი დახშა. მივიდა, ვაზირს უთხრა: ვაზირმან მეფეს მოახსენა: მათგან დასაჯერიაო, წავიდეთ, ვნახოთო! მივიდნენ მეფე და ვაზირი, შევიდენ, ნახეს. ქების უმეტესი იყო. ყოველივე ნახეს. აუზის პირს ერთი ატამი იდგა. მეფემ მოკრიფა და დაჯდა, ჭამა ენება. ვირემ მეფე ერთს ატამს გაფცქვნიდა, ვაზირმან პირზე წყალი შეისხა, დიაცად შეიცვალა, ვითომ კაცისა ვისმე ცოლი იყო და მოვიდა მისი ქმარი, აგინა და წაიყვანა. დიაცი დაორსულდა, ვაჟი ეყოლა, მან ყრმამან ფეხი აიდგა. დიაცს ისევ ვაზირის ბუნება ჰქონდა. წამოვიდა საპატიმროსა, ვაჟი თან მოჰყვა, ეგრევე კაცად შეიცვალა. მეფეს ჯერ ატამი არ გაეფცქვნა. ჰკითხა ვაზირმან: ეგ ატამი წლეულია თუ შარშანდელიო? მეფემან უთხრა: რას ამბობო? ახლა არ შემოვედითო? ვაზირი სიტყვას შეეცილა, თავისი დიაცობა და ყრმის შობა უამბო. გაკვირდენ და თქვეს: რადგან ვერას თავს გაუვედით, ესე ვქმნათო. მეფის ასული მას კაცს შევრთოთ და ვაზირისა აქიმსაო! ქორწილი უყვეს და ლხინობდეს. გამოხდა ხანი. ვაზირს თავისი აუგი არ დავიწყებოდა. თავისი ქალი ცოლად მისცა და ამცნო; რა აქიმი შენთან დაწვეს და წყალი გაათბოს საბანებლად, ვირე იბანდეს, მაცნობეო! რა წყალი გაათბო აქიმმან, ცოლმან დაუქცია და მამას აცნობა. მოვიდენ. აქიმმან გრძნება ვეღარ ქმნა და შეიპყრეს. მივიდა მეფესთან ვაზირი და ორისავ დახოცა არჩივეს. მეფემ ქალს ჰკითხა, მან არა ჰყო: რადგან ერთს ავს კაცს მიმეცი, მე აღარ ვიკადრებ ამის გამოცვლასო. ქალმან იგი არ მოაკვლევინა, და აქიმისა ზოგმან თქვა: მოკლესო და ზოგმან თქვა: არ მოუკლავთო. უდიდეს გრძნებას ამბობდენ. და მე ამათ სიკვდილი უფრო მეჯერება. ის გრძნებაები კაცისაგან არ იქმნება, და, რა კაცის სახელი გაითქმის, ბევრს მოუმატებენ, თვარა მოკლეს. მაგრა ვინც მოუკლაობას ამბობს ამას იტყვის: აღარ მოკლეს, გამოაძესო. და მოკვლა ტყუვილი იყო და გამოძება მართალი. რა ეს გრძნებაები შეიტყო ამ აქიმის ოსტატმან, გაწყრა იმ შეგირდზე და მოსაკლავად წავიდა, რომ უარესსა საქმეს იქმსო. რა მივიდა, უამბეს: შენი ოსტატი მოვიდა და სიკვდილს გიპირობსო. შეგირდი შეშინდა, ტრედად იქცა და გაფრინდა; ოსტატი შავარდნად იქცა და გამოუდგა. რა მოწევნას ლამობდა, ჩინეთის მეფე ნადირობდა, გვირგვინად იქცა შეგირდი და თავს დაერქვა. შეექმნათ სიხარული, რომე ზეცით გვირგვინი მოვიდაო. ოსტატი მეჭიანურედ შეიცვალა და მივიდა. მეფე სმად ჯდა, უცხო ხმები ჰკრა და ტკბილად იმღერა. ჰკითხეს: სადაური ხარო? მან უთხრა: საიდამაც გვირგვინი მოვიდა, მეც მუნებური ვარო. ეს უფრო გაიხარეს. მეფეს აფიცა მეჭიანურემ: რადგან ორივ ერთის ადგილიდამ მოვსულვართ, მაგ გვირგვინის თავს მაკოცნინეო! მეფემ რა კოცნა ბრძანა, გვირგვინი ბროწეულად იქცა და ჩამოვარდა. დაეცა, გასქდა და გაიბნია. ოსტატი მამლად იქცა და მარცვალს კენკა დაუწყო. გაშტერდენ ყოველნი კაცნი. იმ ბროწეულის ქერქიდამ კაცი გამოძვრა და მეფეს მუხლს მოეხვია: მიშველე რამე, ჩემი ოსტატია და მკლავსო! შეიქმნა კითხულობა. მამალიც კაცად შეიცვალა. მეფემ ყველა შეიტყო. მას აქიმს აღთქმა დაადებინეს, რომ კვლა გრძნება აღარა ქმნაო, მაგრამ მე სიკვდილი უფრო მემართლება, რომ ამგვარი გრძნება არ იქნებაო. რა ლეონ გრძნეულთ ამბავი დაასრულა, სხვის ამბის თქმა აღარ დააცალა რუქამ და მოახსენა მეფესა: - დღეს აქამომდე ავად მიქმნია ქიშპობა ლეონისა, რადგან ესრეთ მცოდინარეა და ამდენის კარგის საქმის სწავლულია და ამდენის თემის მნახავი, ეს შესანახავია და ნურც მოიშორებთ. რაცა თქვა, ქმნაც ძალუცს. აქ გამოაჩინა ლეონ თავისი გრძნების ხელოვნება. |
წყალჯავარი - ეშხიანობა, მიმზიდველობა; ვარდი ზაფრანად შეჰქმნოდა - გაყვითლებულიყო |
||
101. გლახაკი და ფლური თქვა ჯუმბერ არაკი: ერთი კაცი დია გლახაკი იყო. დღე ყოველ ღმერთს გამდიდრებას ევედრებოდა. გამოხდა ხანი, და მას კაცს მუცლის ტკივილი და ყვანა დაემართა. რა კარში გავიდის, ტკივილი დაუწყის. აზომ შეწუხდა, მიწას გლეჯა დაუწყო. რა მიწა მოგლიჯა, ერთი ქილა ფლური ჰპოვა. მან კაცმან ღმერთს მადლი მისცა და თქვა: დიდად მოწყალ ბრძანდები, მაგრამ ვირემ კაცსა სისხლს არ დაანთხევინებ, არას მისცემო! - ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, რომ ლეონ ვირემდის სამჯერ-ოთხჯერ სიკვდილად არ წააყენე, არ მოეხმარე და აწ წყალობა უყავ! ლეონ უთხრა ჯუმბერს: - ძეო მეფისაო, ყრმა ხარ და მოხმარებას ჰგონებ, თვარა აწ დამკლა სრულიად. მტერი რა კაცსა მტერობით ვერას დააკლებს, დაემოყვრების და მით გაუსრულებს მტერობას. |
|||
102. ორნი მომტერენი თქვა ლეონ არაკი: იყვნენ ორნი მომტერენი. არ იქმნა, ვერა დააკლო რა მან კაცმან მის მტერსა. გამოხდა ხანი. დამოყვრდენ, დიდად გაიწყვნენ. წავიდენ გზასა და ოთხნი ამხანაგნი სხვა გაიტანნეს. მივიდნენ ერთი კაცის სახლში და დადგნენ. ეს სტუმრები გამოღმართ დაწვნენ და სახლის პატრონი მისის ცოლით გაღმართ დაწვა. რა ცეცხლი დანელდა, აიპარა ეს კაცი და მას დიაცთან განსვენება მოინდომა. დიაცმან დაიძახა, ქმარი წამოაყენა. კაცი იგი გაიპარა და მუნვე თავის ლოგინში დაწვა. ადგა სახლის პატრონი, მივიდა, ეს სტუმრები დაჩხრიკა. გულში ყველას ხელი ჩაუყო. ბნელა იყო, სხვით ვერათი იცნა, და შემცოდეს გული უძგერდა. ზედ ქუდი ნიშნად დაადვა, ცეცხლს დავანთებ და ამ კაცს ვსცნობო. იგი კაცი ვირემ ცეცხლს დაანთებდა, მან კაცმან ქუდი თავისაგან აიღო და მას ძველთაგან მტერს და ახალს მოყვარეს დაადვა. მას გულით ეძინა, ვერა შეიგნა რა. ცეცხლი აანთო, ნახა ამ საბრალო უბრალო კაცს ქუდი აძევს. მან მისი უბრალობა რა იცოდა, შემცოდე იგი ეგონა. დაჰკრა თავში ცული და მოკლა უბრალო დაუნაშავებელი კაცი. ყოველი მტერი ასრე უზამს, თვარა რით მომეხმარა, გრძნების ქმნა და ეშმაკობა შემომითქვა. |
|||
103. უსაქმო კაცი თქვა კიდევ ლეონ არაკი: იყო ერთი მოცლილი, უსაქმო კაცი. არას ნივთისაგან საქმარი არა იცოდა რა. შემოუვიდა გულშიგან და იწყო მიწის თხრა და ნიავება. სამს-ოთხს თვეს მის მეტი არცარა საქმე ჰქონდა და არცარას ისაქმებდა. მოუვიდა კაცი მოურავისა, სამკალად აწვიეს და არ წავიდა: სამუშაო შინ მიცსო, გარ რად ვიმუშაოო. მოუვიდა მეზობლის კაცი, მამა მოჰკდომოდა, და აწვიეს: მოდი მიტირეო და აღაპიც მიჭამეო! არც მუნ წავიდა. მოუვიდა სხვა მექორწილის მაწვევარი და ეგრე უთხრა: ძლივ ერთს საქმეს შევმართე, ვირემ გავასრულებდე და ამისაგან მოვიცლიდე, არც სეფაზე წავალ და არც სატირლად მცალიან და არც ლხინს ვნახაო. რა დავათავებო, მას უკან ყველას ვიქმო. - მის მსგავსად, ვიდრემდის ჩემის საქმისაგან ეგ არ მოიცლის, მაგას არცარა ქორწილისა, არცარა ვაებისა, არც მეფისა და არც ერისა არა უნდა რა, და მასუკან სხვას რასმე მოიგონებს, თვარა ჩემის მეტი საწუხარი და სალხინო მაგას არა აქვს რა. თქვა რუქამ: - არა ახალია ეს საქმე. ძველთაგან თქმულა: არას კაცს კარგის მოქმედისათვის კარგი არ უქმნია და მის მაგიერ ავი მიუგია. თვარა ლეონ რას მემტერება? ერთი დაკარგული კაცი არავის შეეწყნარებინა და მოვიდა, მეფეს გავაწყევ და დიდი წყალობა მიანიჭა. აწ მე რას მიპირებს? |
აღაპი - მკვდრის მოსახსენებლად გამართული ლოცვა და ჭამა-სმა |
||
104. კაცი და გველი თქვა რუქამ არაკი. ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა: ამ გველს მოვარჩენ, მადლია ჩემთვისაო. მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახლტა და ყელს შემოეღვლარჭნა, მაგრა მოუჭირა. ჰკითხა მან კაცმან: რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო! გველმან უთხრა: კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო. კაცი შეეხვეწა: ამდენი მაცალე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა მიყავო. ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან. ჰკითხა მან კაცმან: ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ ასე მიზამსო. მან ჭანდარმან ეგრე უთხრა: ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი, თუ არ ჩემს ჩრდილში, ვერ განისვენებს. მოვლენ, მოიგრილებენ, დავაჩრდილებ, მერმე შტოებს დამამტვრევენ, ზოგს დასწვენ, ზოგს კოლოფებად აკეთებენ: რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! მოუჭირა ყელსა გველმან. კიდევ შეეხვეწა კაცი გველსა: ცოტა მოუშვიო, აგერ ხარი სძოვს, მას ვჰკითხოთო! წავიდნენ, ხარს ჰკითხეს. ხარმან უთხრა: მოვხნავ, დავფარცხავ, გავლეწ და ზაფხულ-ზამთარ სულ კაცთათვის ვმუშაობ, დამაწვენენ და დამკვლენ: რაო და, სტუმარი მომივიდაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! მოუჭირა კიდევ ყელსა. შეეხვეწა კაცი: ცოტა კიდევ მაცალე, აგერ მელი არის და მასაც ვჰკითხოთო! მივიდნენ, მელს ჰკითხეს. კაცმან თავისი საჩივარი და გველმან ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა. მელმან უთხრა თავის ხერხიანის სიტყვითა გველს: ლომნადირთ ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი ვარო, ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები, როგორ იქმნებაო? შემოეშვი და შენც დამიჩოქე და ამ კაცმანცაო! რა გველი შემოეშვა და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელმან ტოტი თავში, გველი მოკლა და თქვა: გველის სამართალი ეს არისო! მერმე მან კაცმან ის მელა აღარ დაინდო და შუბის ცემა მოინდომა: კარგი რამ ბეწვი აქვსო. შეუტყო მელმან, გაექცა და თავსა აბრალა: დავაშავე, მოვარჩინეო! - აწ შენც ლეონ, მას გველსავით გამომიყვანე, მარჩობ და რა ვქმნა? ლეონის სიტყვა ჰხამს. |
|||
105. კეთილი გველი თქვა ლეონ არაკი: ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი, ერთი შავი და ერთი წითელი, იბრძვის და შავი ერეოდა. და თქვა მან კაცმან: ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარებიო. მივიდა, შავს გველს ჯოხი დაჰკრა და მოკლა. მოვიდა წითელი გველი, თავი ადგილზედ დაუკრა და კალთას კბილით მოეკიდა და გაზიდა. გაჰყვა ეს კაცი. ერთის კლდის ქვაბში მიიყვანა. ეგზომი განძი აჩვენა, მეფეს არა ჰქონდა იმდენი, და გამდიდრდა კაცი იგი. - რუქავ! როგორიც კაცი შენა ხარ, ის გველიც, შენი ნათქვამი, შენისთანა ყოფილა, თვარა კარგისათვის ავს ვინ უზამს კაცსაო. |
|||
106. გლახა და მდიდარი თქვა რუქამ არაკი: ერთი გლახა კაცი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო. ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონა და თქვა: მივიტანო და გამოვცადო კაცი ესე თუ რასა იქმსო? წავიდა, ხუთასი მარჩილი დათვალა და ათი დააკლო. დაბეჭდა და ბანიდამ ჩაუგდო. დათვალა კაცმან მან და ათი აკლდა. თქვა: ღმერთო, შენმც კურთხეულ ხარო! ერთი მარჩილიც გებოძა, იმასაც დავიმადლებდი, არამც თუ ეს დაგამწყრალოო. ჩამოვიდა იგი მდიდარი კაცი და უთხრა: ჩემია, გამოგცადე. მომეც, წავიღოო! მან შორს დაუჭირა: შენთვის არ მითხოვნია, ღმერთსა ვსთხოვე და მომცაო. შეიცილნენ და ყადთან საჩივლელად წავიდნენ. მან გლახამან უთხრა: მე არა მაცვია რა და შენ კარგად მორთულხარ, ეგ შენი ტყავ-კაბა მათხოვე და წამოვალო. მან კაცმან ამდენს სიკეთეზე ისიც დაამატა, ათხოვა. ჩაიცვა, და წავიდენ ყადთან. იჩივლეს. მერმე მან გლახაკმან თქვა: ეგ ასეთი მაცილობელი კაცია, თუ ამ ტყავ-კაბასაც არ შემომეცილება, ნახავთო! მან კაცმან უთხრა: ახლა არ გათხოვეო? ამაზე ყადი გაწყრა, მრავალი ჯოხი ჰკრეს, მდიდარი კაცი გააძეს. ასრე კარგი პასუხი უყო, კიდევ გაძარცვა და ათრევინა. - კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ნუ ამბობ! |
|||
107. მოხერხებული არაბი თქვა ლეონ არაკი: ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ მაშინვე მოუტანინა. მან არაბმან უთხრა: ერთს ძაძაში ჩამიყარეთ, თვარა რით წავიღოო? ჩაუყარეს და მისცეს. მოჰკრა არაბმან ვეცხლს ხელი, გარდაჰკიდა ცხენსა, შეჯდა, გააჭენა ცხენი. გამოუდგნენ სულ ხალიფას ჯარი კაის ცხენებითა. გზა და კვალი ვეღარ გაიგნეს. მობრუნდენ დაღონებულნი. მესამეს დღეს არაბი მოვიდა, ცხენი მოიყვანა. ჰკითხეს: რატომ ჰქმენო? მან მოახსენა: შორს ვიდეგ, საკიდარი არა მყვანდა რა, ვეცხლი მძიმე არის, ვერ ვზიდევდი, წავიღე და, ახლა ცხენი მომიყვანიაო. მერმე უთხრეს: ვინღა მოგდევდა, ცხენი რადღა მოგყვანდაო? მან გაიცინა და უპირობა უზრახა: კარგის პასუხად ეგ მექმნა, ღმერთი რას მიზამდაო? - თუ არაბმან იცის კარგისათვის კარგი, სხვას კაცს ვის არ ეცოდინება. ან ავს ვინ იქმს, თუ არა ღვთის შემცოდე. თვარა მისთვის მას კაცს რა კაი ექმნა, ან მან რა კაი უყო? ღმერთს მისთვის წაურთმევია და ამ საბრალოს კაცისათვის მიუცემია. |
|||
108. ჭაბუკი და მეკობრენი თქვა რუქამ არაკი: ერთი კაცი, კარგი ჭაბუკი, მოვიდოდა და ხმალიც კარგი ერტყა. ყოველი საჭურველი კარგი ჰქონდა. ცოლი თან მოჰყვანდა, დია, ლამაზი და კარგი ქალი. გაიარა გზა და მიჰხვდა ადგილსა სამეკობროსა. ხუთნი ამხანაგნი იდგნენ და ბევრს კაცს აზიანებდენ. იგი კაი ჭაბუკი უცნაური იყო და უფიქროდ მივიდოდა. ვიდრემდის ხელი არა სტაცეს, ვერა შეიტყო რა. გაძარცვეს, ხელი შეუკრეს და წაიყვანეს. ერთს მათგანს ამხანაგს მისი ხრმალი თურე მოეწონა, მალვით უთხრა: ამ შენს საჭურველსა და სხვას ქონებას შენ გაგაყოფინებ. შენი ხრმალი წილად მე მომახვედრე და შენს ცოლს მოგცემ და გაგიშვებო. მან კაცმან ფიცი მისცა: თუ მე გამაყოფინებ, ჩემს ხრმალს შენ მოგახვედრებო. წაიყვანეს. ერთს სამზირალს ალაგს ციხე იდგა, მუნ დაესადგურათ. ათი კაცი სხვა მხარშეკრული იდვა და ნაძარცვი აუარებელი. მან განდობილმან ამხანაგმან თქვა: ეს დღევანდელი კაცი სულის კაცსა ჰგავს და მოდი ამას გავაყოფინოთო! ნება დართეს სხვათაც და ხელი გაუხსნეს. დაუწყო ყოფა მან კაცმან; ერთ წილად თავისი ცოლი დასვა და ერთ წილად ერთი ფარი და ზედ შიშველი თავისი ხრმალი. ანაზდად დაავლო ხელი, უწინ, რომელსაც ხრმალი უქადა, სცა მას და მოკლა. ერთი სხვა მოკლა. სამნი გაექცნენ. მუნ ხელდაკრულნი კაცნი დახსნნა, ხრმლები მისცა, გამოუდგნენ და ყველა დახოცეს. მან კაცმან თავისი ცოლი წაიყვანა და თავისი საჭურველი. სხვა მათ კაცთ მისცა: მე ეს მეყოფაო. - რადგან მან ერთმან ამხანაგმან ამდენი სიკეთე უყო, რომ ენდო, ხელი გაუხსნა, გააყოფინა, ცოლი მისცა, ეს მის სიკვდილ რასღა ემართლებოდა? კარგისათვის კარგი არაოდეს ქმნილა, რასაც შენ არა სტყუი და ახლა არ იგონებო! ლეონ უთხრა: - კარგი ჰქმენი, მას კაცსა მათზე ავის ქმნა დაუწუნე. ცოლი წაართვეს, გაძარცვეს, თავი დაიხელთა და ის მოკლა, ავად უქმნიაო. მე მასცა ვუძრახავ, უწინვე რასათვის ასრე ღალფად დარჩა? თუცა უკანის არა ექმნა რა, შენებრი კაცი იქმნებოდა |
|||
109. დიდვაჭარი და მეფუნდუკე თქვა ლეონ არაკი: |
|||
ბოლნისისა მთისა ძირსა, გზის გადასავალსა, ერთი კარგი ფუნდუკი აეშენათ, და მუნ ერთი მეფუნდუკე იდგა. ასეთი კაცი იყო, რომე, რაც მგზავრი გაიარდა, მას ღამეს სამადლოდ ასვის, აჭამის, ცხენის ქერი და ბზე მისცის, ფასი არ აიღის, და მეორეს დღეს გაისტუმრის. |
ბოლნისი - ადგილის სახელია; გზის გადასავალს - უღელტეხილზე, გზის გადასასვლელზე; ფუნდუკი - მგზავრთა სადგომი სახლი; ქარვასლა, სასტუმრო; მეფუნდუკე - ფუნდუკის (სასტუმროს) პატრონი; ქერი - პურეული მცენარე. აქვს ფხიანი თავთავი. იხმარება ცხოველების საჭმელად; ბზე - ყანის (ნამჯის) ნალეწი |
||
ერთი დიდი ქარავანი მოვიდა და დადგა. კარგა დახვდა. მას ღამეს ასეთი თოვლი მოვიდა, მთა შეიკრა: ვეღარ გარდავიდა და ვეღარც გამობრუნდა. მას ზამთარს მას ფუნდუკში დარჩა. მან მეფუნდუკემ არა რა დაახარჯვინა, სულ კაცთათვის და აქლემთათვის თავისი ხარჯი მისცა. გაიწყვნენ დიდვაჭარი და მეფუნდუკე, და ჰკითხა: შვილი გყავსო? |
ქარავანი - საპალნიანი საკიდარი ცხოველები. უმეტესად აქლემები (აღმოსავლეთის ქვეყნების უდაბნოებსა და ველებში); მთა შეიკრა - გზა ჩაიკეტა; გაიწყვნენ - შეეწყვნენ ერთიმეორეს |
||
მეფუნდუკემ უთხრა: არა მყავსო. თურე არ უჩენდა, კეთროვანი იყო და ამ ჩემს სტუმარს არ ეზიზღოსო, და ჩემი ლხინი აღარ იამებაო. მუნამდინ შვილი კარში არ გამოუტევა, ვირე ვაჭარი არ წავიდა | კეთროვანი - კეთრით, კანის მძიმე გადამდები და უკურნებელი სნეულებით,დაავადებული; გამოუტევა - გამოუშვა | ||
გაზაფხული მოვიდა, მთა გაიხსნა. ეს დიდვაჭარი წავიდა, დია მადლიერი იყო და ნაცვალს პასუხსაც სცდილობდა. |
მთა გაიხსნა - გზა გაიხსნა, მიმოსვლა შესაძლებელი გახდა |
||
მერმე მეფუნდუკემ შვილი გამოუშვა. შემოსწყრა შვილი და უთხრა: მე მაინც გძულვარ და აქეთგან წავალო. |
შემოსწყრა - დაემდურა; გაუნაწყენდა |
||
გამოუდგა უკან ქარავანსა და მოეწია. ჰკითხა დიდვაჭარმან: ვინ ხარო? |
|||
მან უთხრა: მეფუნდუკის შვილი ვარ. შენ ამაზე უშვილობა გითხრა, ნახვას მოინდომებს, გონჯია, აღარა იამება რაო. ახლა მეც შემოვსწყერ და წამოველ, წავალ სადმე, ან ვიშველებ და ან დავიკარგებიო. |
გონჯი - მეტისმეტად ულამაზო, მახინჯი |
||
მან დიდვაჭარმან ფიცი უთხრა: თუ რამ გეშველება, გიშველიო! წაიყვანა და წავიდა. |
|||
მივიდა შინ. აქიმი მოაყვანინა, ვერა ღონე დაუდვა. |
ვერა ღონე დაუდვა - ვერაფერი გააწყო, ვერაფერს გახდა |
||
ერთმან აქიმმან უთხრა: ერთს კაცს რომე ერთის მეტი ვაჟი არა ჰყვანდეს, ორის წლისა იყოს, ლამაზი, კარგი. მამამან ნებით მისცეს, დაკლას, და მისი სისხლით შეიბღალოს, მით მორჩებაო! | შეიბღალოს - დაისვაროს | ||
დაღონდა. ამას ვინ მისცემდა? თურე მასვე ვაჭარსა ჰყვანდა ამისთანა ვაჟი, მის მეტი არა ჰყვანდა რა. | |||
ასრე თქვა: თუ ეს ჩემი შვილი არ დავკლა, მაშ მამისა ამის ნაკეთარი რით გადავიხადო? |
ნაკეთარი - გაკეთებული, გაღებული სიკეთე |
||
ცოლი სხვაგან გაიტყუა. დაკლა შვილი. სისხლით კეთროვანი შებღალა, და მაშინვე
მას კაცს ხესავით ქერქი გასძვრა და მორჩა. მკვდარი შვილი აკვანში ჩააწვინა
და ზეწარი წაჰხურა. იქ იმ ვაჭრის ცოლს მუცელმან და ძუძუებმან ტკივილი და
წვა დაუწყო, მოიჭრა. ქმარს უთხრა: ძუძუნი მეწვიან, მარტვილს თუ არა სჭირს
რაო? ქმარმან უთხრა: რა სჭირს, კარგად სძინავსო. მივიდა, დედამ ძუძუ მისცა, მარტვილმან წოვა დაუწყო. ამოიყვანა კარგად მყოფი, დედას სიცილი და ფოფინი დაუწყო. ყელზე ოქროს სალტესავით აჩნდა რამე. ქმარს დაუძახა: ეს რა არისო? ქმარმან ღმერთს მადლი შესწირა და ცოლს ყოველი ყოფილი უთხრა. შენ რომ ამბობ, კარგისათვის კარგი არავის უქმნიაო, აჰა, ნაკეთარიც ნახე! რა გამოიმეტა წამლად და ღმერთმან რა წყალობა უყო? ავს კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია, თვარა რა სიტყვაა. |
მარტვილი - ყრმა, ჭაბუკი |
||
110. სამნი ბრმანი თქვა რუქამ არაკი: იყო ერთი გლახაკი ყრმა. წავიდა სხვაგან სამწიროდ. დაჰყო ერთი წელი. ცხრა ფლური მოიღვაწა. წლის გასრულებაზე წამოვიდა თვისსა თემსა. რა ქალაქს მოახლოვდა, მდინარე იყო და გაშიშვლდა, დაიბანა და ტანს ჩაიცვა. წამოვიდა, ფლურები თურე მუნვე დარჩა. მოაგონდა ფლურები და აღარ აქვნდა. ღმერთსა აღთქმა დაუდვა: თუ ჩემი ფლურები ვიპოვნე, ერთი შენს სახელზე გლახაკს მივსცეო. მივიდა, სადაც ტანი ებანა, მუნვე პოვა. წამოვიდა ქალაქად. ერთი უსინათლო გლახა პოვა, უთხრა თავისი ამბავი: ასე აღთქმა დამიც და აჰა ფლურიო! იგი გლახა ორისავ თვალით ბრმა იყო. ასე უთხრა: რადგან ღვთისათვის შეგიწირავს, ცხრავე მომეც, მე რომელიც მნებავს, გამოვარჩევო. დაენდო კაცი იგი, და ცხრავ მისცა. მან ბრმამ ცხრავ ჯიბეში ჩაიდვა. ამ კაცმან თხოვა დაუწყო. გლახამ ზახილი შექმნა: მიშველეთ, ეს კაცი რას მიპირობსო? მოწამე არა ჰყვანდა. წაართვა მან ბრმამან ფლურები. დაღონდა ის საბრალო კაცი, თან გაჰყვა: ამ ჩემ ფლურებს რას უზამსო? შევიდა ეს გლახა თავის სახლში, ერთი ქილა ამოიღო, სულ ფლური ედვა, ისიც ზედ დააყარა და უთხრა: ჩემო ხუთასო ფლურო, ეს ცხრაც შემოგმატეო! სამჯერ შეაგდო ქილა და დაიჭირა. მეოთხედ რა შეაგდო, მან კაცმან ჰაერში ხელი მოჰკრა და დაუმალა. ეძება ბევრი, მაგრამ სადღა ჰპოვებდა? გამოვიდა და დაიწყო ტირილი. მოვიდა სხვა უსინათლო გლახაკი და უთხრა: რა გატირებსო? უამბო მის ამბავი: ასე, ხუთასი ფლური დავკარგეო! მან მეორე ბრმამ უთხრა: აგრე უნდა ფლურის შენახვაო! ამ ჩემს მრუდს ჯოხში შვიდასი ფლური ძეს, სადაც დავაგდებ, ვინც აიღებს, მევე მომიტანსო! უწინდელმა ბრმამ სთხოვა: მაჩვენეო! რო მიაძლია, ეს საბრალო კაცი იქივ იდგა, მან გამოართვა. რა დაგვიანდა, თხოვა დაუწყო. მან უთხრა: არ მოგიციაო. ამაში შუღლი გამოერიათ ორთავ ბრმათა. ამ ჩხუბზე ერთი სხვა უსინათლო ბრმა მოვიდა, ჰკითხა: რა გაშუღლებსთო? მან მისი ქილისა უთხრა და მან მისი ჯოხის ამბავი. მან მესამემ ბრმამ უთხრა: ვაი თქვენს ჭკუასა, რა კარგა შეგინახავსთ ფლურებიო! ამ ჩემს ძველს ჩოხაში ათასი ფლური ძეს, სადაც გავაგდებ, მევე მომცემენო. საბრალო იგი კაცი მუნვე დგა. ესმოდა, წავიდა, თაფლი იყიდა და ჩოხაზე შესცხო. ფუტკარი დაეხვია. ბრმამ ჩოხა გაიხადა. ისიც მან საბრალო კაცმან წაიღო. შექმნეს ამ სამთავ ბრმათ ყვირილი და ტირილი. ეს საქმე სამეფოდ გახდა. მეფემ კაცი დააძახა: ვინც ჰქმენით, მოდით, მე მიამბეთ, თვარა სულ ამოგწყვეტთო! იგი საბრალო კაცი შეშინდა. მივიდა და ყველაყა მოახსენა: ესრე კარგი ვუყავ და სიკეთის პასუხი ეს მიყოო. მას საბრალო კაცს მეფემ ესრე უბრძანა: რადგან კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ას-ასი ფლური შენს სამლოცველოდ მიეც და სხვა შენი იყოსო. უთხრა ლეონ: ეგ კარგისათვის ავი პასუხი არ არის. მას საბრალოს კაცსა ღვთის აღთქმა გარდაუხდია, ბრმა დაჰხარბებია, სამთავ უსამართლოებით ნაშოვნი ჰქონიათ და ღმერთს სულ იმ საბრალოსთვის მიუცია. |
წავიდა სხვაგან სამწიროდ - წავიდა სხვა, უცხო ადგილებში ყარიბობისათვის, სახეტიალოდ; ფლური - ოქროს ფული = 6 ან 7,5 აბაზს; მოიღვაწა - იშოვა, მოიპოვა; წლის გასრულებაზე - წლის დასასრულს, წლის ბოლოსთვის.
ძეს - დევს, არის.
ეს საქმე სამეფოდ გახდა - ეს საქმე მეფის გასარჩევი და გადასაწყვეტი შეიქნა. |
||
111. მაგისტროსი კეისრისა თქვა ლეონ არაკი: იყო მაგისტროსი ერთი, დია კარგი და სახელოვანი ჭაბუკი, ყმა კეისრისა. და გაგზავნა კეისარმან მოციქულად საფრანგეთს. დია ქველის მოქმედი კაცი იყო, უფროსად ფარულად იქმოდის. წავიდა. რა გზა განვლო, ნახა, ერთს ადგილს ერთი შიშველი მკვდარი კაცი გდია. წავლო პაშტა ადგილი, მოსამსახურეთ უთხრა: თქვენ წადით, მე ნუ მელითო! რა ისინი გაიცალა, დაბრუნდა, ტანს გაიხადა, ორი პერანგი ეცვა, ერთი მას მკვდარს წახურა. ჩაიცვა აგრევ და მსახურთ მოეწია. მივიდა ქალაქსა ერთსა. ნახა, ფოლორცში მწვირე დგას და შიგ საპყარი გლახა ეგდო. არცავინ ამომყვანი პყვანდა და არცავინ მიმცემი რისამე. თვით მაგისტროსი ჩამოხდა სახედრით და ამოიყვანა საპყარი, ხმელზე დასვა და ერთი ფლურიც მისცა. წავიდა საფრანგეთს, ჩაჯდა ნავში, ზღვა აუღელდა, ნავი დაემსხვრა და მაგისტროსი უფსკრულში დაინთქა. მოუხდა კაცი ერთი, მოჰკრა ხელი და ხმელზე გამოიყვანა და უთხრა მაგისტროსს: მე ის გლახა ვარ, შენ რომ წუმპით ამომიყვანე; მე მის მაგიერ ეს მიქნიაო! წავიდა საფრანგეთს, ყოველი კეისრის ბრძანებული გაასრულა, მობრუნდა, მოვიდა კონსტანტინეპოლედ. მოედანზე ცხენი გამოაჭენა, წაექცა, წვივი სრულებით დაილეწა. გამოვარდა მეფე და სრული ჯარი. აიყვანეს მაგისტროსი, შეიყვანეს, დააწვინეს, მკურნალნი დააყენეს. ვერა უწამლეს რა. მაგისტროსს ერთი გულითადი მონა ჰყვა, სულ საწოლს უწვის, იგი შეუყენა დასტაქართა: ჩემთვის რას იტყვიანო? დასტაქარნი გავიდენ, მონა გაჰყვა, დასტაქართ თქვეს: ხვალ მოვიდეთ, თუ მუხლში მოგვაჭრევინოს, უწამლოთ, და კიდეც მორჩება, თვარა მოკვდება და ხელს ნუ მივყოფთო! მივიდა მონა და ყველა უამბო. რა მაგისტროს მოისმინა, ასე თქვა: მე ცალფეხს სიცოცხლეს, მოვკვდე, დია მიჯობსო! მრავალი იტირა და მიეძინა. და მონა იგი ფერხთით უწვა. შუაღამისას შემოვიდა კაცი ერთის სარკმლიდგან, თეთრი პერანგი ემოსა, დაჯდა. მაგისტროს მოიკითხა და ფერხის ამბავი ჰკითსა. მერმე უთხრა: მაჩვენე ფერხი, რა რიგად გაქვსო? გაუხსნა და უბეთა ერთი მოთხე ედვა, ამოიღო. მას შიგან წამალი რამ იდვა, ამოიღო, თითი დააწო და ფერხი დაუზილა. უთხრა: გაიძარო! არ მოეხსნა და გააძვრევინა. ფერხი კარგა გაიძრა. მეორედ კიდევ წასცხო წამალი და უთხრა: ადეგ, მამეყრდენო! მაგისტროს კიდევ უარი თქვა და არ მოეხსნა, აღადგინა და მიიყრდნა. დააწვინა და მესამეც წასცხო და უთხრა: აღდეგ, წარვლე, მორჩიო! წარვლო, მთელი კაცი შეიქმნა. უთხრა: მე იგი მკვდარი ვარ, შენ რომ გზაზე მნახე და პერანგი წამხურეო. მე მის სიკეთის პასუხი ეს მიქნიაო! - აწ, ძმაო რუქავ, დიდმან იცის და მცირემან კარგისათვის კარგი პასუხი. გლახაკმან და ვაჭარმან, მკვდარმან და საპყარმან ესე ქმნა და შენ რად იტყვი კარგისათვის ავსა და მაგიერის უქმნელობასა? |
მაგისტროსი - აქ: მოძღვარი, ოსტატი
პაშტა - საკმაოდ დიდი, საკმაოდ ბევრი |
||
112.
მეფე ანაკოფიისა თქვა რუქამ არაკი: მეფე იყო ანაკოფიისა. მრავალი ერი მონებდა და ყოველი კაცი უყვარდა. ერთგულისას ამას იტყოდის: რა გინდ ბევრი ვაწყინო, ისევ ერთგული ბუნება აქვს და არ დამთმობსო და ორგულს ეგოდენს წყალობას ვუზამ, გავიერთგულოო. გამოხდა ხანი. ორგული არ გაუერთგულდა და ერთგულიც გაუორგულდა. მტერნი აუჩნდნენ. მეფე სამკვიდროზე ვეღარ დადგა და სხვას თემს ივლტოდა. თან ორივ გარდაჰყვა: ერთგულიცა და ორგულიცა. რა დიდად გასჭირდა ხანთ სიგრძისაგან, თუ რამ ორგულს უბრძანის სამსასური, აყვედრის: რა მეწყალობება? სახლი გაუშვი, მამული და შენ გახლავარ. აწ კიდევ აქა-იქ ტანტალს არ მაჯერებო! რა ერთგულს უბრძანის, უთქმელად ჰყვის. გამოხდა ხანი და უფრორე გაუძნელდა საქმე. რა აღარას ხსნა იყო, მოახსენა ერთგულმან: გარდმოვარდნილხარ და საგანძური დაგლევია, აღარა გეშოვება რა. მე გამყიდე და ჩემის ფასით სხვანი დაარჩინე! შეწუხდა მეფე და არა ქმნა ენება. მაგრა ღონე აღარ იყო. გაყიდა ერთგული და მისი ფასი იხმარა. მან ერთგულმან, რა თავი გაიყიდა და გაჰშორდა, გამოიპარა და პატრონთან მოვიდა. რამდენჯერ გაუჭირდის, თავი გაიყიდის და გამოიპარის და პატრონთან მოვიდის. ჟამთა ვითარებით, მეფე იგი მუნვე მამულსა თვისსა მოვიდა და გამეფდა. მას ერთგულის ნამსახურს აღარა პატივი მისცა და მისი მამულიც მიუღო, და ორგულს ბევრი შეჰმატა, რომ ეს მხნე და გამძრავი კაციაო, და შენ უღონო და გულდედალი კაცი ხარო! - ამით სცან, რომ კარგისათვის კარგი არავის უქმნიაო. უთხრა ლეონ რუქას: - რამცაღა გითხარ, ესრეთ შმაგხარ, მეფეს პირისპირ ეტყვი: კარგისათვის კარგი არ ძალგიც და ავისათვის ავიო. მე შენ დღეის წაღმა აღარას გეუბნები, თავმან მეფისამან! მან სიტყვის მდინარემან, ამბავტკბილმან, ენამრავალმან ვაზირმა სედრაქ დაუწყო წვრთნა რუქასა და ეტყოდა: - რუქავ, მე რა ამაღლებულისა და ღრუბელთა უმაღლესისა ხელმწიფისა საფარველს ქვეშე შემოვსულვარ და შენ შემისწავლიხარ, ძმასა და შვილსა ორსავ მირჩევნიხარ და არცა შენგან უკეთესი მეგობარი მყოლია. ამას გეტყვი და გასწავლი: რა კაცი კაცს გაუმტერდება, სიქიშპე ვეღარას დაანახვებს, თვარა შენგან მართებული არ არის. რასაც კაცისათვის ავი და ბოროტის მთქმელი იყო, ყოველს კაცსა სიყვარულს უნდა აჩვენებდე, თვარა, რა გაუმტერდე და ვეღარ შეიძლო, დაძაბუნდები. თათვალი არის ინდოეთს მფრინველი ერთი, რომელსა თათვალს უხმობენ, მიმინოს უფროა და მფრინველს ნადირობს, თუცა მოუხდა. რასაც დღეს მფრინველი ვერ ინადირა, მივა და გუშინდელს ნაჭამს ძვალს მონახავს, დაჯდება და თითო-თითო ძვალს აიღებს ნისკარტითა და უკანით შეიყოფს. თუ სრულიად დაეტია, მერმე ჩანთქამს. იცის რომე მოვიდნობო და განსავალითაცა გავაო. და თუცა არ დაეტია, აგრევე დასდებს, რომ ვერ მოვიდნობო, და არცა ხელჰყოფს ჭამად. - თუცა მფრინველს ეგოდენი გონი აქვს, წინასწარ გამოიკითხავს საქმესა, შენ ხომ კაცი ხარ და მეფის წინ აღზრდილი, რად იქმ უგვანსა, რად არ დაადუმებ ცუდის საუბრისაგან ენასა. კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის. ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია. ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია. ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა. ამხანაგი მარტოსათვის ხმის გამცემია, ჯართათვის მარგებელია და ცოტას კაცთა შემაქცეველია. ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია. ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვნი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და ამხანაგს შესწყობოდეს. ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა. |
ანაკოფია - ძვ. ქალაქი აფხაზეთში
დაძაბუნება - დაუძლურება, დასუსტება |
||
113. სალამანდრა უთხრა რუქამ არაკი: ინდოეთს არის სულიერი ერთი, რომელსა სალამანდრას ეძახიან. სადაც სააგურე ენთება, ან აბანოს სახმილი, ან საკირე, მას ცეცხლში იქმნება და მუნ იპოვების. რა ცეცხლი მოაკლდება, მაშინვე მოკვდება მეტის სიგრილისაგან. ცეცხლის სიცხე არჩენს. მუნებური მეფე მის ტყავს შეიმოსს სიგრილისათვის. მას ეგეთი აგებულება აქვს, რომე ცეცხლი თუ მოაკლდა, მოკვდება და სხვას სულიერს, თუ ცეცხლი მიეხლო, დასწვავს. რა რიგადაც სხვადასხვა რიგი აგებულობის პატრონი მფრინველია, აგრევ სხვადასხვა რიგისა კაცია. შენ მაგ ბუნების პატრონი ხარ, რომე ყოველი კაცი გიყვარს და მე ყოველნი მძულან. მე კი არავინ მძულს, მაგრამ მე ყველას ამაზე ვძულვარ, მეფის ერთგული ვარ. მე ამის მეტი არავინ ვიცი და არცავის ვეფერები, ვირემ მეფე ცოცხალია, არცავინ მინდა. თქვენ ყველაყანი სხვასა დაეკვრით და სხვას პირს ჰკრავთ, თვარა მე ვისზე რა დანაშაული მაქვს, რაც ცუდად არ ამიმტერდით. |
სალამანდარი (სალამანდრა) - კუდიანი წყალ-ხმელეთა ცხოველი, რომელიც გარეგნულად რამდენადმე ხვლიკს მიემსგავსება |
||
114. სამნი ამხანაგნი თქვა რუქამ არაკი: იყვნენ სამნი ამხანაგნი. ერთი დია კარგი და ბატონის ერთგული და ყოვლის კაცის შეუცოდარი, მართალი და მართლის მთქმელი იყო და ორნი მტყუარნი და ორგულნი. იგი ორნი ამხანაგნი ორგულებაზე აწვევდენ მას ერთსა, და იგი ერთი ეტყოდა: ნუ, ძმანო, არა სჯობს. პატრონისა ორგული ღმერთსაც სძულს და კაცსაცა, და ნუ ბოროტებთო! იგინი გაუმტერდენ და პატრონთან შესმენას ეცადენ. არ შეიბეზღა და ღამე ბაგირი წაუჭირეს და დააშთვეს. - თქვენც აგრე მიპირობთ, განა ვერა ვხედავ? ამხანაგს რომ მიქებ, ამხანაგი ესეთი მინდა, ჩემის ნებისა და ჩემთვის კარგის მოქმედი, კეთილისმყოფელი, უზიანო, მეფესთან კადნიერად სიკეთის მოქენე, არა მაოხარი, ქიშპი, მტერი და წახდენის მცდელი. ღმერთმან ეგეთი ამხანაგი თქვენ მოგცეს, თქვენ მე ამხანაგები მყავხართ, ან როგორსაც ამხანაგობას მიპირობთ! |
|||
115. გლახაკი და ქილა ერბო თქვა ვაზირმან არაკი: ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სლვა და გულთა ამასა უბნობდა: - აწ გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; მით თორმეტს ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავყვერავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად დავყიდი. მერმე მით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად დავყიდი. მერმე მით სახარე ხბორებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, მოვთესავ და აშენებული შევიქმნები. და ამ გულისთქმაში შეშა აუდვა და ქალაქს გასასყიდლად წამოიღო. ერთი ხიდი დახვდა. თქვა მან კაცმან: აქ ხარი არ გაიარს, ხმა გავცეო. შესძახა: ჰარიო! დაუქნია ჯოხი, ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა, ქოთანი გატეხა, ერბო დაიქცა. მისის გულისთქმით გამდიდრება წუთზე წაუხდა. - შენც შენის გონებით ბევრს რასმე ზრახავ და გამდიდრდები, მაგრამ ასეთი რამ გაგიზრახავს, რომე ღვთის ძალით შენს თავსაც მოჰშლი, არამც თუ განზრახული გაათაო. |
კერატი - დაუკოდავი ღორი
განზრახული გაათაო - განზრახული შეასრულო |
||
116. ორი დავრიში და შაჰი უთხრა რუქამ პასუხად არაკი: ორი დავრიში მოვიდა ისპაანს. ერთი სადგომს დადგა და ერთი ისპაანის შაჰთან მივიდა. ჰკითხა შაჰმან: მრავალი თემი მოგივლია, რა უფრო უცხო გინახავსო? მან დავრიშმან მოახსენა: - მრავალი უცხო მინახავს, მაგრამ ძოღან ღამ აქ საკვირველი რამ უცხო ვნახე, არას ადგილს არ მინახავსო. რა შუაღამე შეიქმნა, მოვიდა ერთი ასეთი მფრინველი: ერთი ფუნდუკი მისის კაცებითა, აქლემებითა, ადგილითა, სახლებითა, გალავანითა, სრულობით აიტაცა და წაიღო. გაწყრა შაჰი და გააძო: ასეთი ტყუვილი რა სათქმელია, ფუნდუკი და მისი გარეშემო მფრინველმან აიტაცა და წაიღოო! მოვიდა გაწბილებული დავრიში და ამხანაგს ყოველი უთხრა. აგინა ამხანაგმან და ეგრე უთხრა: საშოვარს მოველოდი და შენ მაგისთანა ტყუვილით გამოძებული მოხვალო! ფუნდუკის აღება რამ გათქმევინაო? ან აქლემის ატაცებას იტყოდი, ან ცხენისასაო. მერმე მან დავრიშმან თქვა: წავიდე ამ ჩემს ამხანაგს ტყუვილი გაუმართლოო. მივიდა. შაჰმან დავრიში ნახა, ჰკითხა: მრავალი თემი გინახავს და რა უფრო უცხო გინახავაო? მან დავრიშმან მოახსენა: ბევრი რამ უცხო მინახავს და გუშინ წინ რომ აქ უცხო ვნახე, მისთანა არა მინახავს რაო. რა მამლის ყივილი შეიქმნა, ჰაერითგან ხან აქლემის თავი ჩამოვარდა, ხან ფერხი, ხან ცხენის ნაწყვეტი, ხან აგურის ნატეხი, ხან ალიზის ნალეწი. გათენებამდის ძილი არ მომსვლიაო. შაჰს გაუკვირდა და თქვა: თურე იგი გუშინდელი დავრიში მართალს უბნობდა, და ცუდად გავაძეო. მრავალი მისცა და ის ტყუილიც დაუჯერა. - თქვენც სამთავ პირი შეგიკრავსთ და რომელიც ტყუვილს იტყვით, მეორეს ასეთს სიტყვას მოახსენებთ, რომ მეფეს დააჯერებთ და მე კი წამახდენთ. |
|||
117. გლეხი და სამი გველი თქვა ლეონ არაკი: ერთი კაცი ყანას მკიდა. ნახა, ორი გველი თამაშობდა. ერთმან გველმან მეორე დააწვინა, გარეშემო თვით წრე შემოავლო და წავიდა. მივიდა ერთი სხვა გველი. დაინახა, წრეს შიგნით ერთი გველი წევს, წრე აღარ შეშალა, შეიკუნჩხა, შეხლტა, წრეში ჩახლტა, გველი მოკლა და ისევ გადახლტა და წავიდა. მოვიდა მეორე იგი გველი. ნახა, თავისი ტოლი მოკლულია. მას კაცსა ცხენისათვის ალერდი დაეთიბა, ხორომად შეეკრა. მას შიგ შეძვრა და დაიმალა. მან კაცმან რა მუშაობა გაათავა, თივა აიკიდა, შინ წაიღო. მას ღამე გველი გამოძვრა და სულ ჯამჭურჭელი დაუშხამა და თივაშივე დაიმალა. მეორეს დღეს მან კაცმან მათ გველთ ამბავი ცოლს უამბო. რა გველმან მის კაცის უბრალობა შეიგნა, გამოძვრა და, რაც ჭურჭელი გესლით დაეშხამა, სულ ჩამოყარა და დაამტვრია და კარი გაიარა. შეიგნეს მათ ცოლ-ქმართა, რომ გველი თან მოჰყოლოდა და ახლა უბრალობისათვის ჭურჭლის დაშხამაც აცნობა და წავიდა. - ძმაო რუქავ! დია კაი კაცი ხარ და ამას იქმოდე: უბრალოსას, თუ გველი ცდილობს, არა აწყინოს რა, შენ ხომ ადამის ტომი ხარ. ჩვენ შენთან შეცოდება არა გვიცს რა, და ნურც ეგრე გესლით გვშხამავ, თვარა უბრალოს ღმერთი არ მოიძულებს და არც შენის გულისას უზამს. |
|||
118. სამნი ძმანი თქვა რუქამ არაკი: სამნი ძმანი იყვნენ. ორნი ბოროტნი და ხარბნი და ერთი მართალი და ღვთისმოსავი. გაიყარნენ. ავნი ძმანი ერთგან დადგნენ და კარგი ძმა ცალკერძ გააძეს. წავიდა კარგი ძმა, ნახა ერთს ალაგს ერთი დიდი ქილა ფლური. ერთპირობით ვერ ზიდა. წამოვიდა შინ. მას ღამესა ცოლს უთხრა: ამა და ამ ალაგს ქილით ფლური ვნახე და ხვალ წავალ, სახედარს წავიყვან და მოვიტანო. თურე ძმანი ერდოდამ უმზერდენ, დახარბდენ. მასვე ღამეს წავიდენ, ხვალ ჩვენმან ძმამ არ დაგვასწრასო. მივიდენ, ლამპარი აანთეს, ნახეს, ქილა სრულობით გველითა და ღრიანკლით სავსე ეჩვენათ. მათ ძმათა ესრე თქვეს: ჩვენმან ძმამ გვიღალატა. ეს უნდოდა ჩვენთვის ესმენინა, მოვსრულვიყავით, დაგვენახა და ეკბინათ, თვარა რა ჩვენს მზერაში თქვა იგი ამბავიო. პირს მაგრა მოჰკრეს ორთავ ძმათ, აიკიდეს, ესრეთ თქვეს: მას ჩვენს ძმას ჩვენი სიკვდილი უნდოდა, და ჩვენ ცოლ-შვილით დავხოცოთო. წაიღეს ქილა და ბანიდამ ჩაუგდეს. თქვეს: ქილა შეიმუსვრის, გველი და ღრიანკალი სახლს მოიცავს და ყველაყას დახოცსო. მეორეს დღეს გაეღვიძა მას მართალს ძმას, ნახა, გუშინდელი ფლურები სახლში უყრია. მათ ძმათ მისი წახდენა მოინდომეს, მაგრამ ღმერთმან ფლურები შინ გაურჯელად მიუტანა. - თქვენც ჩემსა ამ რიგად რასმე სცდილობთ, მაგრამ ღმერთი თქვენის ნებისას არ მიზამს, იცოდეთ! |
|||
119. გრძნეული ცოლის პატრონი თქვა ჯუმბერ არაკი: იყო ისპაანს ერთი საბრალო კაცი. და ჰყვა ცოლი ერთი, ფლიდი და გრძნეული, რომე იმისთანა არ იქმნებოდა. ქმარსა სხვა რიგად ახედებდა. მუდამისად ყურანს იკითხვიდა, დღეში ხუთს ლოცვას არ აკლებდა, ნასვამის წყლით ხელს არ დაიბანდა, სულიერობას ჩემულობდა. თქვა მან კაცმან: რადგან ცოლი ასეთი მლოცავი მივის, მეცა ქაბას წავალ და ორნივ დაუცადებლად სამოთხეში შევალთო. ერთს დღეს ქარავანი გადგა ბაღდადისაკენ და კაცი თან გაჰყვა. ქალაქს გარეთ ქარავანი ახლოს დადგა და მან კაცმან ესრე თქვა: რადგან ესრეთ ახლოს დგანან, ამას ღამეს შინ მივალ და დილას ადრიან ამათ მოვუსწრობო. მის ცოლს ქმარი მისი წასული ეგონა. თავისი სატრფიალო კაცი ეწვივა და ლხინად დაჯდა. ღვინოს სმიდენ. კაცი იგი ღამე კარს მიადგა. ნახა დაფის ცემა, როკვა და სიმღერა იყო. მან კაცმან უჩუმრადვე გაიარა და ასრე წავიდა, მათ ვერა გრძნეს რა მისი მოსვლა და წასვლა, და ქარავანსავე მიეწია და წაჰყვა. წავიდნენ ბაღდადად. და მუნ მერწყულად დადგა. დღივ და ღამივ წყალსა ზიდევდა, და მით ფულს შოობდა და იზრდებოდა. ბაღდადის ქალაქში ასეთი ქურდობა შეიქმნა, სახლი დაუთხრელი არ დარჩა. აოხრდა ქალაქი იგი. შეიქმნა ჩივილი. იწყინა ხალიფამ და შეიპყრა ბაზრის მცველნი და უბრძანა: თუცა მპარავნი არ მიპოვნოთ, ვფიცავ თავსა ჩემსა, მუცლებს დაგიპობ ყოველთაო! წავიდნენ კაცნი იგი და ესე ღონე მოიპოვეს: იგი ისპაანელი კაცი შეიპყრეს. კაცმან ჰკითხა: რად შემიპყართ, რა შეგცოდეთო? მათ უთხრეს: ამ ქალაქის განძი სრულობით მოიპარეს და შენ უნდა მოგკლათ, მპარავი შენ ხარო. მან კაცმან ვედრება დაუწყო: ერთა კვირა მაცალეთ, თუცა ქურდი ვერ ვიპოვნო, მაშინ მომკალითო. მათ თავდები სთხოვეს. მას ვინ უთავდებებდა? ღმერთი მისცა თავდებად და წავიდა. ორი-სამი დღე იარა. ნახა მათი სჯულის თავი, რომელსაც სადრს ეძახიან, მოვიდოდა, წინარე ორნი კაცნი მოვიდოდენ, ცოცხით გზას მოჰგვიდენ. იკითხა მან კაცმან: ვინ არის კაცი ესე, ანუ გზას რისათვის მოჰგვიანო? უთხრეს: ამ ქვეყნის რჯულის თავია, ესეთი ღირსი და წმიდა არის, რომ ამისის ლოცვით დგას ეს თემი და წვიმაც და მოსავალიც ამისის ლოცვით მოვაო. თქვა მერწყულმან კაცმან: აჰა ამ ქალაქის მომთხრელი ქურდი ეს არისო. მის სადრის ჯარში აერია. მივიდა, სადრმან ხალიფა ნახა, გამობრუნდა, სადგომს მოვიდა. ის კაცი უცნაურად შინ შეჰყვა, ერთს სამალავს ადგილს დაიმალა. რა დაღამდა, კაცნი დაითხოვეს და მის სახლის საფენი წამოკეცეს, კარი ახადეს. თურე მის ქვეშ სახლი აკლდამად იყო, და მის ქალაქის ქონება მუნ იდვა. მუნით ათორმეტნი ქურდნი კაცი აღმოიყვანნეს, ღვინო ოქროს სურებითა მოიტანეს და სმად დასხდნენ. უბრძანა სადრმან: ძმანო, ახლა რას მოინადირებთო? მათ მოახსენეს: სამის სალაროს მეტი აღარ არის და მათაც წამოვიღებთო: ერთი ხალიფასია, ერთი ვაზირისა და ერთი ნაზირისა. ამაღამ ნაზირს ვეწვევითო. მათ ქურდთა მათი საქმე იურვეს. კაცი იგი გამოიპარა. მათ ბაზრის მცველებს ყოველივე უთხრა. მათ არ დაუჯერეს და მან კაცმან უთხრა: აჰა მე მომყევით და თვალით გაჩვენებთო! რა სადრი გამოვიდა და ხალიფა ნახა, დაბრუნდა და მოვიდა. ორნი კაცნი თან შეჰყვნენ, მასვე სამალავში დაიმალნენ და სანათურით უმზირეს. მას ღამესაც ნახეს. ვაზირის სალარო გატეხეს. წავიდნენ, ხალიფას აფიცეს მოუკლაობისათვის და, რა ფიცი გამოართვეს, მოახსენეს. ეწყინა ხალიფას. მოახსენეს: ხელმწიფევ, თუცა თავს დაიმდაბლებთ და სამოსელს შეიცვლით, თვით თქვენს ბედნიერს თვალს ვაჩვენებთო. ხალიფამ სხვა შეიმოსა და გაჰყვა მათ. მასვე ადგილს დაიმალნენ. რაც მოეხსენებინათ, ყველა მართალი იყო. მას ღამეს ხალიფას სალარო ინადირეს. წამოვიდა ხალიფა თავის სახლსა. მეორეს დღეს სადრი მობრძანდა. ხალიფამ უთხრა სადრს: რომ დღე ყოველ ჩემს სანახავად გაირჯები, მეც რატომ არ მაწვევ ხოლმეო? სადრმან დაიმადლა და ხალიფა აწვია. მოვიდა, სადილი მოართვეს. ხალიფამ ღვინო ითხოვა. სადრმან შორს დაიჭირა: ჩემს სახლში ღვინო რამ გახსენებინაო? მერმე ხალიფამ ქურდობისა უთხრა: ამისთანა მპარაობა შეიქმნა, რა უნდა ვქმნაო? სადრმან მოახსენა: შენის უღონობით არისო. ხალიფამ საფენი წამოაკეცინა, კარი იპოვეს და კაცნი გამოასხნეს. შერცხვა სადრსა. გამოათრივეს და, რაც ეკადრებოდა, უყვეს. მერმე ჰკითხეს მას ისპაანელს კაცს: რით იპოვე, როგორ შეამცნივეო? მან თავისი ცოლის ამბავი უამბო და მით გამოვიცანო, რომე ესეც მასავით ფლიდი იყო და მით ვპოვეო. - შენც მის კაცის ცოლსავით ფლიდი ხარ და მეფეს შენს სიკეთეს აჩვენებ. აწეც არ იყოს, შენს საქმეს ბოლოდ სცნობენ. |
ფლიდი - მლიქვნელი, ცბიერი, გაიძვერა, გაქნილი |
||
120. მეცნიერი აქიმი უთხრა პასუხად რუქამ არაკი: ერთი კარგი აქიმი იყო. სნეულთან რა მივიდის, სნეულის პატრონი ჭიქით მის შარდს მიუტანდის და, რა ნახის, სენი სცნის, წამალი მისცის და განკურნის. ერთი სნეულის ამბავი მიუვიდა. ჭიქა გაგზავნა, შარდი ითხოვა. მუნ სნეულის სანახავად ორნი მისნი ამხანაგნი იყვნენ. მათ სნეულის შარდში ორთავ თავიანთი შარდიც აურიეს, მას ჭიქაში ჩაასხეს და გაუგზავნეს. ნახა აქიმმან, გაიცინა და თქვა: მე გაუკიცხავარ, მაგრამ იგი სნეული ორ კვირაში აღდგება. ამ ერთის მთელის კაცის ცოლი ორსულად არის, ყრმასა შობს, და მეორე მთელი კაცი სამს დღეში დასნეულდება და სწორამდის მოკვდებაო. მოუვიდათ ეს ამბავი და ყველა ეგრე იქმნა. - თქვენც მათსავით ერთს მინაში აფსამთ. მე უგუნური ნუ გგონივართ, ვერა შევიგნა რა. რაც თქვენ ქმნათ, თემმან სცნას. |
მთელი - იგულისხმება ჯანმრთელი ადამიანი |
||
121. ანჩხლი ცოლის პატრონი თქვა ვაზირმან არაკი: ერთი კაცი იყო საბრალო და მართალი. ერთი ანჩხლი ცოლი ჰყვა. ეს კაცი, რა პურს აიღებდის ჭამად, მდინარის პირს დაჯდის, ზოგი თვით სჭამის და ზოგი მდინარეში ჩაყარის. გამოხდა ხანი. მდინარიდამ ერთი კაცი გამოვიდა და უთხრა: ესოდენი ხანია, რომ შენი საზრდოთი მზრდი. აწ პირში ენას გამოგავლებ და ყოვლის სულიერის ენას ისწავლიო. ამას შემოგზღავ და თუცა ეტყვი ვისმე, მაშინვე მოკვდები უცილოდო. გამოავლო ენა და ისევ მდინარეში ჩავიდა და წავიდა. მოვიდა კაცი იგი, სოფლის პირს დაწვა. საბძელზე ყვავი შემოჯდა. მისი ბახალა თან მოჰყვა. ბახალამ დედას უთხრა: კაცი იგი მკვდარია და წავალ თვალებს ამოვჭამო. დედამ უთხრა: ნუ შვილო, ადამის ტომი ხრიკიანია, არ შეგიპყრასო! ბახალამ უთხრა: მივალ, ფეხზე ნისკარტს დავჰკრავ, თუ გაიძრა, გავფრინდები, თუ არა და გულზე დავკრავ, თუ კიდევ არ გაიღვიძა, მკვდარი იქმნება და თვალებს დავთხრიო. კაცს ყველა ესმოდა. ჩავიდა ბახალა, ფეხზე ნისკარტი დაჰკრა, არ გაიჩუჩუნა, რა გულზე დააჯდა, მისწვდა და შეიპყრა. ბახალამ დედას დაუძახა: მიშველეო! დედამ უთხრა: რა ვქმნა, გიშალე და არ დაიშალე. ახლა მაგ კაცმა თუ ჩემი ენა იცოდეს, მალე მოგარჩენ, მაგრა რა გიშველო? მან კაცმან დაუძახა ყვავსა: რა გინდა, შენი ენა ვიციო! ყვავს იამა და წაუძღვა. ერთს კაცს მრავალი განძი დაეფლა, აჩვენა და ბარტყი მოარჩინა. წამოვიდა კაცი იგი, შინ მოვიდა. ერთს დღეს საცაღა ლოცვა მოუნდა. ცოლმან დაუჟინა წაყვანა. რა აღარ დაიშალა, ერთი კვიციანი მაკე ცხენი შეუკაზმა. დიაციც ორსულად იყო. შეჯდა, ერთი მარტვილი უკან შემოისვა, საგზალი გარდაიკიდა და წავიდა. რა პირშეღმართ შეუდგეს, კვიცი დავარდა და დედას დაუძახა: მომიცადეო! დედამ დაუძახა: მე ერთი მუცელში მიძს და სამი თავისის ნუზლით ზურგსა მკიდია. თუ მე ვიარები, შენ რა დაგემართა, რატომ დავარდიო? მან კაცმან რა მოისმინა, დიდად გაიცინა. ცოლმან უთხრა: რაზედ იცინი, მითხარო? მან უთხრა: ვერ გეტყვიო. ცოლი არ მოეშვა. ქმარმან შეჰფიცა: თუ ვთქვი, მოვკვდებიო. არ იქმნა, ცოლმან დია შეაჭირვა. ქმარმან უთხრა: არ დამეხსენ, წავიდეთ, ვილოცოთ, შინ მოდი, ჩემი აღაპისა და სუდარის საქმე გამირიგე და გეტყვიო. დიაცს იამა, სწრაფით მივიდა, ილოცა, გამობრუნდა, აღაპი და სუდარა დაუმზადა და თქმას დაუჟინდა. მას კაცს ერთი ციბა ჰყვანდა. ტირილით კარში გამოვიდა. კარზე მამალი დაჰხვდა. ჰკითხა ციბას: რა გატირებსო? მან ყოველი უთხრა: პატრონს დიაცი მიკლავს და ის მატირებსო. მამალმან უთხრა: შედი შენი პატრონი გამომგვარეო! ვირემდის კაცი გამოვიდოდა, სოფლის დედლები სულ შემოიგროვა და მამალი შუა დაუდგა. კაცს ჰკითხა: რატომ იკლავ თავსაო? მან უთხრა: ცოლი არ მეშვება და რა ვქმნაო? მამალმან მას ქათმებს რაღაც უთხრა და შემოურბინა. ყველანი გაინაბნენ. მერმე კაცს უთხრა: მე სამოცი ცოლი მყავს, ვინძლო უჩემოდ ერთმან საკენკი აიღოსო, და შენ ერთის ცოლის ხელით ჰკვდებიო. კაცმან ჰკითხა: მაშ რა ვქმნაო? მამალმან უთხრა: ერთი შინდის ჯოხი მოსჭერ, რა გითხრას თქვიო, მისდეგ, ეგოდენი ჰკარ, რომ მიამკვდარო და აღარ გკითხავსო. დაუჯერა მამალსა. რა ცოლმან თქმა უთხრა, მუნამდის სცა, ვირემდის სულობას მიდგებოდა, და მორჩა კაცი იგი სიკვდილსა. - მის მსგავსად, ვირემდის შენთვისაც შინდის ჯოხს არ მოსჭრიან, შენს მანკიერს ენას ვერავინ დაადუმებს. |
|||
122. თხა და მელი უთხრა პასუხად რუქამ არაკი: ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ბზე ცალკერძ. მელმან უთხრა თხასა: ხვავი მე და ბზე შენაო. თხამან უთხრა: არა, სამართალი ასეა, ორივ შუა გავიყოთო. მელმან უთხრა: მაშ მე წავალ, ბიძაჩემს მოვიყვან და მან განგვიყოსო. ვირემდის მელი ბიძას მოიყვანდა, თხა წავიდა, ცხვრიდამ ორი დიდი ქოფაკი მოიყვანა და ბზეში დამალა. მოვიდა მელი, ერთი ასეთი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა. უთხრა მგელმან თხასა: ჩემს დისწულს რატომ აჩივლებო? თხამ უთხრა: მაშ რადგან მოწმად მოყოლიხარ, მეც მამა-ბიძანი აქ მისაფლავიან, მათ საფლავზე შედეგ, ისულე და მართალი მოწამე იქმნებიო. მგელმან თხის შეჭმის ნდომით ვეღარა გაიგო რა. ბზეზე რომ შედგა, წამოუცვივდნენ ძაღლები. მელი და მისი მოწამე ისე გახადეს, შარშანდელიც დაავიწყეს, არამც თუ წლეული ეშოვნათ. - თქვენ რომ ორნი-სამნი გაბიძამამიდებულხართ, თუ ერთი მისთანა მომხმარო მეც მყვანდეს, შინდის ჯოხებს არა და უზნისასაც გაგითლი, მაგრამ მარტოკამ რა ვქმნაო. |
ბზე - ყანის (ნამჯის) ნალეწი
ისულე - დასუნე, სუნი დაიყარე, სუნი აიღე
უზანი - ხე |
||
123. მუშა კაცი და ბედი თქვა ლეონ არაკი: იყო ერთი უცხო მუშა კაცი სოფელსა ერთსა და ქონებისა მისისა რიცხვი არ იცოდა. დღესა ერთსა დილაზე დაიძახა: კაცი ვინც მოვა ჩემთანა, რომ ჩემს ბედთან გავგზავნო და ჩემი ამბავი მიუტანოს, ასს ფლურს მივსცემო. არავინ გამოჩნდა. შუადღისას დაიძახა კაცი და ოცი ფლური უქადა. არავინ იპოვა. საღამოს ჟამს ერთი ფლური უქადა. ერთი გლახაკი კაცი გამოჩნდა და უთხრა: მე წავალო. კაცმან მან არა რა იცოდა, არც ვაჭრობა, არც მუშაობა; ორძალი კარგა იცოდა და უკრევდის ხოლმე და იმღერდის. გაგზავნა მან კაცმან კაცი მეორძლე და ასწავლა: ამა და ამ ალაგს მრავალნი კარავნი დგანან და მუნ კაცნი ურიცხვნი და ერთი დიდი კარავია. მუნ მყოფი კაცი მე მგავს და ესრე მუშაობს, ოფლი ჩარცხის. მას ჩემ მაგიერ უთხარ: ღმერთმან მადლი მოგანიჭოს, ნუღარ იჭირვი, მე სამყოფი მაქვს, აწ შენც მოისვენე, და მეც მომასვენე-თქო. ერთი ფლური მისცა და წავიდა. მივიდა, ადგილი იგი პოვა. კაცი იგი ნახა და დაბარებული უამბო. იამა კაცსა მას და მადლი უთხრა. მას ღამეს გაასვენა. მეორეს დღეს მან კაცმან მისი ბედი იკითხა: რომელიაო? უთხრეს მას: ასკილის ძირს მეორძლე კაცი რომ ზის, იგიაო. მივიდა, მოემშვიდობა, ჰკითხა: ჩემი ბედი შენ ხარო? მან უთხრა: მე ვარო. უთხრა: დილაზე ასი ფლური რომ მიქადეს, რად არ მაცნობეო? ბედმან უთხრა: მაშინ ორძალი გამიტყდა და ვაწებებდიო. კაცმან უთხრა: ოცი ფლური რომ მიქადეს, მაშინ რას იქმოდიო! ბედმან უთხრა: ახალ ალყას ვაბამდიო. კაცმან უთხრა: საღამოს ერთს ფლურზე რაღას იქმოდიო! ბედმან უთხრა: მაშინ გავმართე და გაშოვნინეო. მან კაცმან ორძალი სთხოვა: მომეც, მეც დავუკრაო. გამოუღო, დაჰკრა თავში და დაალეწა. ბედმან უთხრა: რას მირისხდები, რაც მე ვიცოდი, შენც გასწავლე და მეტი რა მექნაო. შეუძლებელს ღმერთიც არ მოუდებს კაცთაო. - აწ შენს უამხანაგობას ჩვენ რას გვაბრალებ? ჩვენს ბედს სიმარტოვე სძულს და მოყვასნი უყვარან. და შენი ბედი შენისთანაა და რაც მას სჭირს, შენც იმას გაძლევს. |
ორძალი - ორსიმიანი საკრავი
ალყა - აბრეშუმის ან ცხვრის ნაწლავის (წელის) ძალი, სიმი |
||
124. მეფე და მებაღე უთხრა პასუხად რუქამ არაკი: იყო მეფე ერთი და აქვნდა წალკოტი, ვითა ჰშვენოდა. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა: - ვარდსა შიგან ბულბულს ბუდე დაუცს. მეფემ უბრძანა: - არა შერჩეს ბულბულსა მაგისი ქმნა! გამოხდა ხანი. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა: - ბულბულმან ბარტყნი დაჩიკნა; მოვიდა გველი, ბულბულიც შეჭამა და ბარტყებიცა. უბრძანა მეფემა: - არცა გველს შერჩეს მაგისი ქმნა! კიდევ მოვიდა მებაღე და მოახსენა: - შამბსა ვთიბდი და გველი შემომაკვდა, მანგლით დავჭერ. უბრძანა მეფემან: - არც შენ შეგრჩეს! მეფემ დაითხოვნა კაცნი და ჯალაბეურ წალკოტში ლხინი მოინება. მებაღე ერთს ხეზე გავიდა და დაიმალა, სცნეს ხადუმთა, პოვეს და მეფეს მოგვარეს. მეფემ სიკვდილი ბრძანა. მებაღემ მოახსენა: ვითა ჩვენ არ შეგვრჩა ბრძანებისაებრ შენისა, აღარც შენ შეგრჩეს სიკვდილი ჩემიო! გაეცინა მეფესა და აღარ მოკლა. - ღვთით, იმედი მაქვს, არც თქვენ შეგრჩესთ ჩემი წახდენა, თვარა ჩემს საქმეს მე ვხედავ, რაც მაცან თავსაო. |
ხადუმი - საჭურისი, მსახური |
||
125. განშორებული და მარტვილი თქვა ჯუმბერ არაკი: იყო ერთი წმიდა კაცი, განშორებული. მოინება სოფლად გამოსვლა. გამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა, შევიდა კაცისა დიდებულისასა. დია კარგა დაჰხვდა. ვითა ჰმართებდა, გაასვენა. დიდებულს ერთის რვის წლის მარტვილი ჰყვანდა, უხაროდა. გამოხდა ჟამი. კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიაქვნდათ. უთხრა მამამან: - გადი, შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე: წარწყმდა, თუ ცხონდა? გავიდა მარტვილი. მოვიდა და მოახსენა სიხარულით: ცხონდაო! მეორეზე სხვა მკვდარი გამოატარეს. გაგზავნა კიდევ. მარტვილი მერმე მწუხარებით შემოვიდა: ეს კი წარწყმდაო! თქვა მან განშორებულმან: მე ორმოცი წელიწადია უდაბნოში ვარ და ანგელოზი საზრდოს მიზიდავს; მე ვერა ვსცნობ, ვინ ცხონდა და ანუ ვინ წარწყმდა, ამ მარტვილმან ვით სცნაო? უთხრა მარტვილმან: წმიდასა ამით ვსცნობ: ვინცა ვინ უკან ერი მისდევს, მას ყური დავუგდე. წეღან ამას ამბობდენ: კარგი და ღირსი იყოო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო, და ვიცი ცხონებულია, საქმით შეიტყობა. ახლა ამას ყველანი უჩიოდენ: ავი, უწყალო და უსამართლო, მტყუანი იყო, ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არა რცხვენოდაო. ამით ვიცი, კაცი მისი საქმით იცნობებაო. - ახლა შენცა გეტყობა. შენის ავსიტყვით და საქმით მრავალის ავის მოქმედი ხარ და ჩვენც შეგვიტყვია. |
|||
126. კატის გაზრდილი ლომი უთხრა პასუხად რუქამ არაკი: ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩომია. წაიყვანა და ზრდა დაუწყო. რა გაიზარდა და დიდი შეიქმნა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა. დღესა ერთსა ნადირი ვეღარ იშოვნა, თავისი გამზრდელი კატა შესაჭმელად მოინდომა. კატამ რა შეიტყო, გაექცა და ხეზე გავიდა. ლომი ძირს წამოუწვა, უთხრა: ჩემო დედის უსაყვარლესო და ჩემო დამარჩენელო გამზრდელო, ყოველი შენი ზნეობა რომ მასწავლე, ეგ ხეზე გასვლა რად აღარ მასწავლეო? კატამ უპასუხა: ეს ჩემთვის შევინახე: რა ასრე გამიჭირდებოდა, მომხმარებოდაო. - მე ჩემი ცოდნა, თუ რამ ვიცოდი, შენ გასწავლე და ჩემთვის აღარა შევინახე რა, აწ არ ვიცი, ხელთა გყევარ და ბევრს ავსაც მიზამ. |
|||
127. მოტირალი და მოცინარი თქვა ვაზირმან არაკი: ორნი კაცნი იყვნენ ქალაქსა ერთსა. ერთი წამდაუწუმ სულ ტიროდა და ერთი სრულობით იცინოდა, რომე მოწყენილს ვერავინ ნახევდა. ჰკითხეს მოტირალს კაცსა: ავზე და კარგზე, საცინალზე და სატირალზე სულ რატომ სტირიო? მან ეგრე თქვა: რა ვქმნა, ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ამ საწუთროს საქმეს შვრებიან, საუკუნო სასჯელი დაუვიწყებიათ, და მით ვტირი, ყოველნი ჯოჯოხეთს იშენებენო. მერმე მას მოცინარეს კაცს ჰკითხეს: შენ რა გაცინებსო? მან ესრე თქვა: ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ავს შვრებიან, კარგს არ იქმონენ. ყოველს კაცს ვუქადაგე, ვურჩიე, ვერა დავაჯერებინე რა და აწ სიცილს ძალი მივეც. მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია და ან მათი რა სარგებელია? - მის მსგავსად, შენთვის ვიურვე, ვიწუხე, ვინაღვლე, გასწავლე, ჩემი ვერა მოგასმინე რა; ახლა მეც სიცილს ძალი მივეც. |
|||
128. მელი და მწევარნი უთხრა პასუხად რუქამ არაკი: ორნი მწევარნი ნადირობას დადიოდენ. ერთს მინდორში ნახეს, მელს თაგვი შეუპყრია, ხან გაუშვებს და ხან დაიჭერს, ხან ჰაერში შეაგდებს - ათამაშებს. მიეპარნენ და მელი შეიპყრეს. უთხრა მელმან მწევრებს: ჩემი დღე ხომ მოვიდა. ღმერთმან ჩემი თავი თქვენ მოგცათ. სადღა წაგივალ? ამ მინდორს ხედავთ? ამდენი შემიხვეწიეთ, თქვენც იცით, როგორ ჩემი გვარი თაგვის მტერია. გამიშვით, ერთი თაგვი დავიჭირო, ვითამაშო და მერე, რაც გინდა, მიყავითო! დატყუვდენ. მწევრებმა გაუშვეს მელი. მელმან თაგვი დაიჭირა, ათამაშა. შეაგდო და დაიჭირა. ხან აქეთ ათამაშა, ხან იქით. თურე ახლოს სორო ჰქონდა და შიგ შევარდა. მოუსხდენ მწევრები და უთხრეს: მელო! გამოდი ერთი თაგვი კიდევ ათამაშე, ის ხომ დიდად გიყვარსო და მერე შედიო! მელმან უთხრა: შარშან რაც ვითამაშე, ისიც მიმძიმს, არა თუ ახლა გამოვიდე და ვითამაშოო! - შარშან რაც გეუბენ და ან შენი ვისმინე, ისიც დიდად მიმძიმს, თუ დამეხსნებოდე, არცა რას ახლა გეუბნები. |
|||
129. ვირად ცნობილი ყადი თქვა ლეონ არაკი: ერთი გლახაკი კაცი იყო, ერთი მჭლე ვირი ჰყვანდა. გაიპარა ვირი, წავიდა მთაში გასასუქებლად. გასუქებული მუნვე პატრონთან მოვიდა. იამა პატრონს დიდად და ცოლს უთხრა: საფქვავი აჰკიდე, წადი წისქვილში, დაფქვიო. ცოლმან უთხრა: თუ ჩვენს ვირს ამდენი ჭკუა ჰქონდა, მთაში მჭლე წავიდა, გასუქდა და მოვიდა, მაგას როგორ ვერა იქმს, უკაცოდ დაფქვას და მოიტანოსო? დაუჯერა ცოლს, ვირს ჯოხი დაჰკრა და გააძო. წავიდა ვირი. ვინცაღა კაცმან წაიყვანა, ვინ იცის! გამოხდა ერთი კვირა. ვირი აღარ მოვიდა. წავიდა ვირის პატრონი, მივიდა, მეწისქვილეს ჰკითხა: ვირი გამოვგზავნე შენთანა საფქვავითა და რა იქმნაო? მან ჰკითხა: ვინ გამოატანეო? ვირის პატრონმან უთხრა: ჩემი ვირი ასე ჭკვიანი იყო, კაცი არ უნდოდაო. იგი მეწისქვილე ხრიკიანი რამ იყო, მის კაცის სიბრიყვე შეიგნა. მის ზემოდ ერთი ქოსა მეწისქვილე იყო, დია ეშმაკი, მასთან მიასწავლა: აქ ჯერი არ ერგო და მასთან გავგზავნეო. იცოდა, რომ ის ისეთს უცხოს ტყუვილს ეტყოდა. მივიდა მას ქოსა მეწისქვილესთან, ყველა უთხრა. მან ეგრე უთხრა: აქ მოვიდა, დაფქვა, მე ისრე ჭკვიანი ვირი არ მინახავს! ერთი შავი ჯოროსანი, ოქროთ აკაზმული კაცი მოვიდოდა, მისი ჯორი ფქვილით იყიდა. შენი ვირი ზედ შეჯდა, ზანგას ჩავიდა. მუნებური ყადი მომკვდარიყო და ყადად შენი ვირი დასვეს, იქ მონახეო! მან კაცმან დაუჯერა. ზანგას წავიდა. ნახა, ყადი შავს ჯორსა ზის, ოქროთ აკაზმულსა. მის კაცის სიტყვა ენიშნა, შავი ჯორი იყო. უთხრა ყადს: მე ვერ მიცნობო? ყადი რას იცნობდა, პასუხი არ მისცა. მერმე უთხრა: ჩემი ვირი ხარ, რად აგრე მალე გაამპარტავნებულხარო? რა ეს ისმინა, მრავალი სცეს, თავი გაუტეხეს და გააძევეს. რა ყადი ტარუღასთან მივიდა, მოვიდა იგი კაციც და იჩივლა: ეგე ჩემი ვირია, საფქვავი მაგ ჯორში მიუცია, გამომეპარა და აქ ყადად დამჯდარა. ყადმან თქვა: რას ამბობ? ვერავინ მიცნობთ? მამა-პაპანი ჩემნი აქ დაბერებულან, რად არ გააძებთ მაგ კაცსაო. მან კაცმან ასრე თქვა: მოსამართლენო! ეგ ყადი ნახეთ, ჩემს ვირს შიგნით ბარკლებზე, ორგნითვე დაღი აზის. თუ ეს ნიშანი ჰქონდეს, ჩემი ვირია, მომეცით და თუ არა და, ვსტყუიო. ყადს თურე ქარი სჭირდა და ორსავ ბარკალზე შიგნით დუგუნები დაესხა. რა ნიფხავი ჩაჰხადეს, ნიშანი ნახეს. გამტყუნდა ყადი, სამართლით მისი ვირი შეიქმნა! მისცეს მას კაცსა. მერე ყადი შეეხვეწა: შენც იცი, რასაც რეგვენობით არ მედავები. ჩემთან შენ ხელი არა გაქვს, მაგრა ამ ჯორს თავისის აკაზმულობით მოგცემ, შენს ვირს ხომ ესე სჯობს და ნუღარ მარცხვნიო. მისცა ქრთამად ჯორი ოქროს აკაზმულობით. და მან კაცმან კიდევ დავა დაუწყო: ეს ჯორი ჩემის ფქვილით გიყიდია, შენ ჩემი ვირი ხარო. დაღონდა, რას გადავეკიდე მე ამ კაცსაო. სხვა ღონე ვეღარა ქმნა რა და ასი ფლურიც თავის თავში მისცა. შეჯდა ჯორსა ოქროთ აკაზმულსა და წამოვიდა კაცი იგი. - რუქავ, ეს ხომ ყოველმან კაცმან იცის, შენც მას უგუნურსავით, რასაც ცუდად არ ედები, ჩვენში საქიშპარი საქმე არა გაქვს რა, და ჩვენც ქრთამს მოგცემთ და მოგვეშორე, გეხვეწებით! |
|||
130. ვირი, კაჭკაჭი და მგელი თქვა რუქამ არაკი: ერთი კაცი იყო. ერთი დაღლეტილი ვირი ჰყვანდა. წაიყვანა და საძოვარზე დააბა. თვითონ მიღმა დაჯდა და ყურება დაუწყო. მოვიდა კაჭკაჭი, ზურგზე შეაჯდა, დამპალს ხორცს გლეჯა დაუწყო. ვირი დაბმული იყო, ვერ აეშვა და ტლინკვა დაიწყო. რამდენჯერ ვირი ტლინკს შეყრიდა, მისი პატრონი კაცი სიცილით ბნდებოდა. ტყიდამ ერთი მგელი უყურებდა და თქვა: მე თუ მას ვირთან მნახვენ, ამ სოფლის კაცი და ძაღლი სრულობით მე გამომეკიდებიან, და აგერ ვირი კაჭკაჭმან ლამის შეჭამოს, და პატრონი ხარობსო! - მისი არ იყოს, რა მე ხმას ამოვიღებ, ყველანი პირს შეკვრენ და მე გამომეკიდებიან, თვარა უმისოდ თვით გაერთებულან და რას ხრიკს ლამიან, ჩანს. |
|||
131. ორნი ამხანაგნი და დათვი თქვა ჯუმბერ არაკი: ორნი ამხანაგნი წავიდნენ ნადირობად. ნახეს, ერთი მაწოვარი დათვი მოვიდოდა. იარეს და მისი სორო პოვეს. თქვეს: სოროში მას დათვს ბელები ეყოლება, იგინი გამოვასხათო! ერთი შიგ შევიდა და მეორე გარედ დადგა. ნახა: დათვი დაბრუნებულიყო და მოვიდა. იგი მეორე ამხანაგი შეშინდა და ხეზე გავიდა. დათვმან სოროში შესვლა მოინდომა. მან ამხანაგმან თქვა: თუცა დათვი სოროში შევა, მას ჩემს ამხანაგს ხომ მოკლავსო. დათვმან რომ წელს წინათი სოროში შეყო, ჩამოვიდა ხიდამ მეორე ამხანაგი, დათვს კუდი მაგრა დაუჭირა, სოროს პირს ორნივ ფერხნი მიაჭირნა. დათვმან ყვირილი შექმნა და მიწას ბრდღვნა დაუწყო, სორო სულ მტვრით აავსო. მან შიგნითმან ამხანაგმან უყივლა: - ნუ ამტვერებ, მტვერმან დამარჩოო! გარეთმან უთხრა: თუ კუდი ხელთ არ მეჭიროს, შენს მტვრის მოდენას მაშინ ნახავო! - მეც თუ ამათი კუდი ხელთ არ მეჭიროს და შენზე მოვუშვებდე, შენს ყოფას ესენი მოგანახვებენ. |
|||
132. ყაზან-შაჰ და მისი ცოლი უთხრა პასუხად რუქამ არაკი: იყო ყაზან-შაჰ ერთი დიდი დიდებული და ხათუნად ჰყვა ქალი ერთი შვენიერი. ეყოლა ვაჟიშვილი და, რა მოიზარდა, მამა-დედანი ათამაშებდენ. ცოლს მარტვილი სთხოვა და, რა მიაძლია, ხათუნს ფათერაკი მოუხდა და ქარი დასძვრა. იწყინა დიდად ყაზან-შამ და ცოლიც გააგდო და შვილიც თან გაატანა მარტო უკაცოდ. და მან სხვა ხათუნი დაისვა. წავიდა ხათუნი, სამკაული დამალა, ძონძი შეიმოსა და ერთს მეწისქვილეს შეეწყო. ერთი მისი ტოლი ყრმა მას მეწისქვილეს ჰყვანდა და ორნივ ერთად იზრდებოდენ და თამაშობდენ. მეწისქვილის ძე მცირეს წისქვილს აშენებდის, ღარსა და ბორბალს აკეთებდის, ვითა მამა-პაპათა წესია. ხათუნის ძე ტახტს კრევდის, ზედ დაჯდის და ეტყოდის: მე დამიჩოქე და შემომჩივლეო! ყრმობითგანვე ესრე იყვნენ. რა ათჩვიდმეტისა წლისა შეიქმნა, მას წისქვილთან კაი ადგილი ხევნარი იყო, ყაზან-შას სპასალარი თემის ასაწერად იარებოდა, მუნ მოვიდა და დადგა. ნახა ყრმა იგი და მოეწონა. იკითხა: ვისიაო. და მოახსენეს: ერთი საბრალო დიაცის შვილიაო. სპასალარმან დიაციცა და მისი ძეც, ორნივ თან წაიტანა. მან ყრმამან ასრე შეაყვარა თავი, მის ძეს იგი ერჩია და დიდს პატივს უყოფდა. დღესა ერთსა ჰკითხა შვილმან დედასა: ვინა ვარ, ან ვისი ძეო? დედამ უთხრა: შაჰის ძე ხარო და ასე მომიხდაო. მისთვის მეც გამომაძო და შენცაო. შვილმან უთხრა: თუ სხვა არა შეგიცოდებია რა, მაგისი ადვილი არისო. დედამ შეჰფიცა: არაო. გამოუღო დედას სამკაული, ოქროზე გაყიდა. დასხა ოქრომჭედლები და სულ ოქროს ხორბალი დააქნევინა. წავიდა ბაზარში. ყასაბსა, მეწვრილმანესა და მეპურესა სუყველას ხორბალი დაუწინდა: სამს დღეს უკან ფასს მოგიტანთო, სასმელ-საჭმელი იყიდა და სპასალარს გაუმასპინძლდა. რა დრო გარდავიდა, ხორბალი აღარ დაიხსნა. მოვიდნენ ვაჭარნი და ხორბალი მოუტანეს. ფასი სთხოვეს. მან შორს დაუჭირა: მე ფასი ვინ მომცა? ჩვენს თემს მაგას ვსთესავთ, მოვიმკით და მაგას გავყიდით; მე სხვა არა მაქვს რაო. წავიდნენ ვაჭარნი და ყაზან-შას შესჩივლეს. უხმეს მას ყრმასა. ჰკითხეს. მან იგივე თქვა. ყაზან-შამ ყოველი ხორბალი მოაღებინა, წინ დაიგროვა, ჰკითხა მას ყრმასა: აქაც მოვა ამისთანა ხორბალიო? მან მოახსენა: ყოველგან მოვაო. მაშინვე ბაღი დააბარვინა და უნდა, რომ დათესონ. მოახსენა: აგრე არ უნდა. ასეთი კაცი იშოეთ, რომ ქარი არა სძროდეს, თვარა არ მოვაო. შეიქმნა მოკითხულობა: ვის არა სძრომია ქარიო? ვერავინ პოვეს. მოახსენა: თქვენ ხომ არ იკადრებდითო? მან უბრძანა: მე წეღანაცა დამემართაო. მერმე მოახსენა: რა სირცხვილია, შინ მოიკითხეთ და ხათუნმან თავი დაიმდაბლოს და დათესოს. შევიდა ყაზან-შაჰ. ვერც მუნ პოვა. მოვიდა, უთხრა: რა ვქმნა, არ იშოებაო! მერმე ყრმამან უთხრა: მაშ, დანაშაული რა იყო, ან დედა რად გამიგდე და ან მე, თუ სხვა კი არ იპოვებოდაო? რა შეიგნა მისი შვილობა, ყელს მოეხვია და დედა მისი აგრევ ხათუნად დაისვა და შვილი შვილად. - აწ მეც, თუ მაგის მეტი შეცოდება არა მაქვს, რომ კარგსიტყვა ვარ და პასუხს მოგცემ, მაგაზე რად მომისევ მაგ კაცთა და გამალახვინებ? მითხარ: უთქმელი და უსიტყვო კაცი ვინ არის? |
ხათუნი - საპატიო ქალი, ქალბატონი |
||
133. მეფის ანდერძი თქვა ვაზირმან არაკი: იყო მეფე ერთი და, რა მოიწია დღე სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძესა თვისსა და უთხრა: სხვას ანდერძს არას გეტყვი, ოღონც ეს ათავო: ქოსა კაცი შენს საბრძანებელში ნუ გინდაო! მოკვდა მეფე, და გამეფდა ძე მისი. ასრე სძულდა ქოსა კაცი, მის სახსენებელს ვერავინ ახსენებდა. დღესა ერთსა ერთმან ქოსამან ყვავილი მოუძღვნა. იწყინა, მიუშვა ხელარგნოსანი კაცი, ეგოდენი ჰკრეს, შებნდა. შეეცოდა მეფესა და თქვა: ნუ მოკლავთ, ბრალია, ერთს სახლში შეიყვანეთ, ეგება არ მოკვდეს და გააძეთო! მზარეულთ-უხუცესმა წაიყვანა. ქოსა ეშმაკობით იქმოდა და მორჩა. ასეთი საჭმლის კეთება დაიწყო, მეფე მის მეტს აღარას სჭამდა. შეუყვარდა მზარეულთ-უხუცესს და აპატივა. დაიწყო ამხანაგებში ჭადრაკის მღერა და ასეთი არავინ გამოჩნდა, მისთვის ეჯობნა. ესმა ვაზირსა, დია უყვარდა ჭადრაკის მღერა და კარგადაც იცოდა. მიიყვანა ვაზირმან, მღერა დაუწყო, მასცა აჯობა. მის ქოსის ქებამ მეფემდის მიაწია. მიაყვანინა მეფემან, ვაზირსა და მას ჭადრაკი ამღერა. აჯობა ვაზირსა და დიდად შეუვიდა მეფესა. გამოხდა ხანი. მას ვაზირსა ვაზირობა წაართვა და ქოსას მისცა. ასეთი ყმა შეიქმნა ქოსა, მის გარდავლილს არას იქმოდის მეფე. მოუხდა მტერი. ვეღარ გაუმაგრდა. რაც ეზიდებოდა ორს ცხენს, თვალ-მარგალიტი აჰკიდა, ერთზე თვით შეჯდა, ერთზე ქოსა ვაზირი შესვა და გარდაიხვეწნენ. მივიდნენ სხვას სამეფოსა. ვაზირმან ურჩივა: შენ ყმა კაცი ხარ და მე ხანდაზმული ვარ. აქ რომ შენ პატრონობა სთქვა და მე ყმობა, არამც სირცხვილი იყოსო და პატივი არ დაგვდვანო. თუ დამიჯერებ, შენ ჩემი ყმობა თქვი და მე შენს პატრონობას ვიტყვიო. მეფემ უთხრა: ეგეც აგრე იყოს: რასაც კაცს მამის ანდერძი არ დაუსწავლია, უარესიმც დაემართებაო! - ვიცი, შენც მას ქოსასავით ხომ ქოსა ხარ და კარგსიტყვა და ენიანი; ასეთსაც იტყვი, კაცი დააჯერო. მას ქოსასავითაც გინდა ჰქმნა, თუ დრო დაიეც. |
|||
134. ბროწეულის წვენი თქვა რუქამ არაკი: ერთი მებაღე იყო მოსავი ღვთისა და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდის, ხილი მიართვის. ერთი ბროწეული გამოუწურის. რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, ერთის ბროწეულის წვენით აივსის და მას ასმევდის. დღესა ერთსა მეფე ეწვია სხვის ტანისამოსითა. მებაღემ ვერ იცნა და ხილი მიართვა და ბროწეული გამოუწურა. გაუკვირდა მეფესა ერთის ბროწეულისაგან ეგოდენი წვენი და თქვა: თუ ერთს ბროწეულს ამდენი წვენი აქვს, მე რატომ ჩემნი მოხელენი ცოტას მომიღებენო? მათ მოვკითხაო! ხვალის დღეს კიდევ მოვიდა მეფე და ბროწეული გამოაწურვინა. მცირედი წვენი გამოვიდა. ჰკითხა მებაღეს: გუშინ მრავალი წვენი ჰქონდა, ახლა რა დამართებიაო? მებაღემ უთხრა: ძმაო, ჩვენი მეფე აქამომდე გულხსნილი და უხვი კაცი იყო და მით დიდი გამოსავალი ჰქონდა, ახლა თურე გულში ზრუნვა რამ შესვლია და მით მოაკლდაო. მეფემან სცნა მისი გულის ზრახვა და წავიდა. - თურე ჩემს მოწყალეს მეფესაც თქვენის გესლოვნის ენისაგან ჩემზე გული გარყვნია და მით მეუბნებით მაგ რიგად, თვარა ვერა მეტყოდითო. |
|||
135. ყასაბი და მყიდველი თქვა ლეონ არაკი: ერთი კაცი მივიდა ყასაბთან, უთხრა: ძმაო, ფასი მზა არა მაქვს, ერთი ცხვრის ფეშხო მომეც და ხვალ ფასსა მოგცემო. ყასაბმან უთხრა: შენ არ გეკადრება სისხლიანი ხორცი გეპყრას და მიხვიდოდე; სადგომს მიდი, ერთის მონის ხელით შენის თმის ბეწვი გამომიგზავნე, ვინიშნებ და გამოგიგზავნიო. წავიდა კაცი იგი და ერთის მონის ხელით თმის ბეწვი გამოუგზავნა. მოუტანა მან კაცმან და უთხრა: მან კაცმან გამოგიგზავნა ნიშნად ბეწვი და ხორცი გთხოვაო. ყასაბმან უთხრა: ვაჟო! თვით აქ იყო, წვერიცა და ულვაშიც ზედ ესხა, არამც თუ თმის ბალანი, და ერთი გამოსაცოხნიც არ ვაჭამე, ახლა ერთის ბალნით ბევრი რად გავუგზავნოო? - შენც ისე როტავ. მეფის შვილი და ვაზირი რომ შენთვის კარგნი იყვნენ, მაშინ როდის იყო მეფე შენზე გულტკბილად, რომ ახლა ესენი გემდურვიან, მეფე შენზე გულგაურყვნელად იყოსო? |
ფეშხო - დაკლული საქონლის ნახევარი |
||
136. ქაჯთა შემპყრობელი უთხრა პასუხად რუქამ არაკი: იყო სოფელსა ერთსა ხევი კლდიანი და ხრამი, ღრმა ჩასასვლელი მთანი მოსდგმიდენ. მუნ ხიდი იდვა და მის თემის კაცნი მასზე დადიოდენ. დაიმკვიდრეს ქაჯთა და მასზე მიმავალს კაცს ზოგს ლოდს ესროდენ, ზოგს ეფეთებოდენ და შეშლიდენ. შეწუხდა თემი და მეფე მის ადგილისა. ვერა უწამლეს რა. მოახსენა ერთმან კაცმან: მე თუ მიბრძანო, გმსახუროო! დაუმადლა მეფემან და წავიდა კაცი იგი. ორი ორძალი წაიღო, ორი ხირაული, ერთი ქიშა ღვინო, ერთი ქიშა საძილო წამალი, ორი ფიალა და ერთი ღორის ჯაგრის თოკი. მივიდა მას ხიდზე. ერთი ხირაული მიღმართ გაფინა, ერთი ორძალი და ერთი ფიალა და საძილო წამალი მასზე დადგა. მოღმართ სხვა ხირაული გაფინა, თოკი ქვეშ დაიდვა და ზედ დაჯდა. ღვინო მოიდგა, ორძალს კვრა დაუწყო და ზედ ემღეროდა. ღვინოს სმიდა და მარტოობის ლექსსა იტყოდა. ნახეს ქაჯთა ეს საქმე. ორნი იყვნენ, მივიდნენ, მას ხირაულზე დასხდნენ. მათაც სმა დაუწყეს და ორძალს კვრა. მოეკიდა საძილო წამალი და ორთავ დაეძინათ. ადგა კაცი იგი, ორნივ ქაჯნი ხირაულში გაახვია, მაგრა ღორის საბლით შეკრა და მეფესთან მიიყვანა. მათ ქაჯთაც გაეღვიძათ. ჰკითხა მეფემან: თქვენა ხართ ქაჯნი? მოახსენეს: ჩვენ არა ვართ, ეს თქვენი კაცი ყოფილა ქაჯიცა და ეშმაკიცაო. - მის მსგავსად, თქვენ ხართ ყოვლის ავის მქმნელი და თქვენ აავებთ მეფის გულსა, თვარა ჩემი უზომოდ მოწყალე ბრძანდებოდა. |
|||
137. მავალი გლახაკი თქვა ჯუმბერ არაკი: ერთი გლახაკი კაცი გამდიდრებულიყო და მისის შვილისათვის ერთის მდიდრის ქალი ითხოვა. მან მდიდარმან თქვა: უარი უთხრა, დამემტერება, და მივსცე არ იქმნება; ამასაც ვეცადო, მიზეზით მოვრჩეო. უთხრა: თუცა ეგ შენი შვილი ერთს წელს სიგლახაკეს იწყებს და კარდაკარ მავალი და მათხოვარი შეიქმნება, მივსცემო. რა მისმან ძემან მოისმინა, იწყო წლამდის მავლობა და თხოვა. რა წელიწადი გასრულდა, კიდევ სთხოვა. მერმე უთხრა: თუცა ახლა მავლობას და თხოვნას მოიკვეთს, მივსცემ, თვარა მავალს როგორ მივსცეო? რა მას მავალს ესმა, შორს დაიჭირა: ერთს წელიწადს ძლივ ვისწავლეო, როგორღა მოვიკვეთოო? იმან მავლობა არ გაუშვა და მან ქალი აღარა მისცა. - აწ შენცა მაგ ჩხუბიანსა და ავს ენას ნაჩვევი ხარ და არას მიზეზით არ მოიშლი, რადგან წლის ჩვეულება ძნელი მოსაკვეთია. შენ ხომ შენი დღენი მაგ საქმეში დაგიღამებია. |
|||
138. სანთლით საძებარი მოურავი უთხრა პასუხად რუქამ არაკი: იყო ერთი მოურავი. დია კარგი კაცი იყო, მაგრამ მისი სახელო კაცნი გაუმტერდენ, შეასმინეს მეფესა. მას წაართვა მოურაობა და სხვას მისცა. ახალი იგი მოურავი ავი კაცი იყო და ბევრი ძალა უყო. დაღონდნენ იგი კაცნი და თქვეს: ეს ხომ არ ძალგვიც, მეფეს კიდევ სხვა მოურავი გამოვთხოვოთ, და აწ რა ვქმნათ? შეიყარნენ კაცით დედაკაცამდის, და ათსავე თითზე სანთლები დაინთეს და ფოლორცში სვლა დაიწყეს. იკითხა მეფემან: რას ეტარებიანო? მათ მოახსენეს: მაშინ რომ მოურავი გავაძეთ, მას ვეძებთო და ვერ გვიპოვნიაო. - მე ხომ თქვენ კიდეც გამათავეთ და ვიცი, თქვენის ნებისას დამმართებთ, მაგრამ თუ სანთლით არ მომნახოთ, შეიტყობთ! მიეპყრო ყური მეფესა: ხან იცინოდის, ხან იამის და ხან გაწყრის და არ გამოიჩინის სიყვარულისა მათისათვის. და დაეტყო ბოლოდ, რომ რუქაზედ ავგულად ქმნილიყო. |
|||
139 ძაღლები და მგელი თქვა მეფემან არაკი: ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღლი, ღრენა და კბენა გაუშვეს და ყოველთა ერთად შეუტივეს და მგელი გააძეს. მოიქცნენ და მასვე მძორზე შუღლი დაიწყეს. რამდენჯერ მხეცს ნახევდენ, მას ერთპირ გაუხდიან და მერმე აგრევე შუღლობდიან. - ჰა, თქვენც ან დღე იცოდეთ, ან ღამე. ან მტრისა გაიგევით, ან ჩემი რამ იურვეთ და მერმე კიდევ იუბენით და იკამათეთ. |
|||
140. დიდვაჭარი და ტრედი თქვა ვაზირმან არაკი: იყო ბურსას დიდებული ერთი, დიდვაჭარი, მდიდარი, ღვთისმოყვარე, ბედნიერი. რასაც სახლში იდგა, იმ სახლის კედელში ერთი პალო ერჭვა. მოვიდის ერთი ტრედი და მას პალოზე ბუდე ქმნის და ხუნდები გამოჩიკის. დღესა ერთსა ნახა ქარავანი დიდი მომავალი და მიაგება კაცი, მოიყვანა და ახლო დააყენა. მას ქარავნის უხუცესი ყრმა კაცი იყო, ინდოეთით წამოსული, დიდვაჭრის შვილი. და მამას ასი აქლემის საპალნე დარიჩინი და მიხაკი გამოეტანებინა და ესრე დაემცნო: ერთს კაცს მიჰყიდე და ერთი რიგი ფასი აიღე, ან ფლური, ან სულ მარჩილი, ან ასლანი. მან ვაჭარმან ესე ყველა უთხრა. თქვა: მამის ბრძანებას ვერ გარდავხდებიო, და ესოდენი ვის ექმნება ესრეთის რიგის ფასით იყიდოსო? მან ბურსელმან კაცმან უთხრა: მე ვიყიდიო, რომელი ფასი გინდაო? მან ინდოელმან ვაჭარმან გამოსცადა და უთხრა: სრულობით ასლანი მინდაო. ბურსელმან ვაჭარმან უბრძანა მსახურთა. მისის ფასისა სულ ასლანი ვეცხლი შეკრეს. მერმე ინდომან თქვა: არა ეგ არ მინდა, სრულობით მარჩილი მინდაო. დაცალეს მისი ტვირთები და მარჩილით აავსეს. მერმე ფლური მოინდომა. ამიტომ სცდიდა, მისი საქონელი უნდოდა შეეგნა, რაერთის მქონეაო. ბურსელს ვაჭარს აბანოს შენება უნდოდა. კირი დაზელილი მზად ჰქონდა და, რა რომ ინდოელი ვაჭარი მოვიდა, მაშინვე ის ასი საპალნე დარიჩინი და მიხაკი დაანაყვინა და მას კირში გაურია. აბანო ააშენა და მაშიგ აბანა, მრავალი აჩუქა და გაისტუმრა. ინდოელი ვაჭარი წავიდა დიდად გაკვირვებული მისის სიმდიდრისაგან. გამოხდა ხანი და ტრედმან რიგი გარდაიცვალა. მას პალოზე ტრედმან ბუდე აღარ დადგა და აღარც შემოვიდა სახლსა. თქვა მან ვაჭარმან: დღეს ვნახე, ჩემი ბედი უკუღმა დაბრუნდაო, ქონებიდამ დავიცლებიო. ვაჭრობიდამ ხელი აიღო, სალაროები დაბეჭდა, გლახური შეიმოსა, აღარც ცხენზე შეჯდა და წავიდა ქვეითი. იარა მრავალი და დაშვრა მეტად და მიეგდო ერთსა ადგილსა. მოვიდა სოფლის ხვასტაგი და ერთმან ვირმან ზედ ვაჭარზე გარდაილაჯა და დააფსა. მან დიდვაჭარმან თავი არ მიჰრიდა; თქვა: ვიცი ბედი დაბრუნებული მაქვს და ესეც შევირაცხო, თვარა განა სხვას ადგილს ვერ ჰპოებდა, ჩემთვის არ დაეფსაო. ზე ადგა და წავიდა. მუნამდე იარა, ინდოეთს მივიდა, დაიწყო გლახაკურად სვლა. ბაზარში ვიდოდა და ნახა მისმან ვაჭრის შვილმან, რომელმან დარიჩინი და მიხაკი მიჰყიდა. იცნა და ორი ფლური მისცა საგლახაკო და მონას უთხრა მისსა სადგომს მიიყვანეო. რა დაღამდა, მივიდა, ჰკითხა: რა დაგმართებია ან რა მოგიხდაო? მან ყოველივე უამბო. რა მართალი შეიგნა, მივიდა, მამას უამბო. დიდად გაიხარა და დიდის პატივით შეინახა. იმყოფებოდა მუნ. თურე ღმერთმან მისის სასჯელი და ეგოდენი ჭირი შეუწირა და ბედი წაღმავე დაუბრუნდა. მას სახლში, სადაც იდგა, ერთი პალო იყო. შემოვიდა ტრედი და პალოზე კვერცხი დადო. შეიგნა მან ვაჭარმან მისის უკუღმართის ბედის წაღმართობა და გამოეთხოვა მასპინძელს, მივიდა შინ ეგრევე ვაჭრობა დაიწყო. - მაღალო ხელმწიფეო! თვით უძლეველმან თავმან თქვენმან უწყის, მე ვითარი ამხანაგი და მოყვასი ვარ რუქასი, მაგრამ ვიცი, ბედი უკუღმა დაბრუნებია. ვუშლი, ვასწავლი და არ ისმენს, თვარა მე ან ერთთან და ან მეორესთან სანამეტნაო, სამტერ-სამოყვრო რა მაქვს? |
ბურსა (ბრუსა) - მცირე აზიის სამხრეთ დასავლეთის მთავარი ქალაქი, ცნობილია აბრეშუმის წარმოებით
ასლანი - ორმოც ფარიანი თეთრი (ფული), ლომის (ასლანის)გამოხატულებისა, იჭრებოდა ჰოლანდიაში |
||
141. თქვა მეფემან არაკი: მეფე და მისი შვილი იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა: - შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ვირემ ცოცხალ ვიყო, ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს მიეც! უსმინა შვილმან და ესრეთი სამართალი და სიკეთე გამოიჩინა, მამა ყოველთავე დაავიწყა და კარგად დაიწყო მეფობა. დღისით ცხენს არ შეჰჯდის, ღამით შეჰჯდის, წავიდის და ლამპარი უკან მიიდევნის, წინ არ გაიმძღვანის. უკვირდა ყოველსა კაცსა და ვერვინ აკადრა მოხსენვბა. იკითხა ერთსა დღესა მამამან მისმან შვილისა: ვითარ მეფობსო? მათ ყოველივე მოახსენეს, მეფობისა ქება, ღამე სიარული და ლამპრისა უკან მიყოლა. მოიყვანა მამამან და უთხრა: შვილო, შენი დიდი ქება მესმის და ღამით თუ სლვა გიყვარს, ლამპარი წინ წაიმძღვანო, იგი არ უმჯობესია, უკან ტარებასაო! შვილმან მოახსენა: დღეისამდინ მე ვერა შემოგკადრე, თვარა მისთვის ვქმენი ეს საქმე, სალაროც თქვენსავ სიცოცხლეში წინ წაიმძღვანო და გლახაკს უბოძო, ისი სჯობს, თვარა მას უკან გაცემული უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო. იამა მეფესა და ყოველივე გასცა. დაუმადლა შვილსა და თქვა: ყოველივე კეთილი სიცოცხლეში ქმნას სჯობსო და სიკეთის ქმნას დაეშუროსო. - სედრაქ ვაზირო! განა მე არ ვუწყი, მაგრამ მაგ რუქას ესრე ჰგონია, ჯერეთ ესრე სჯობსო, მერმე სიკეთეს ვიქმნო. ეს კი არ იცის, სოფელი მოკლეა და მოუსწრობს. ავნაქმნარი და კაის უქმნელი რჩება და მერმე ვეღარას წაიძღვანს ავნაქმნარის მეტსა. |
|||
142. ქორი, იხვი და კაკაბი თქვა ვაზირმან არაკი: ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება. იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა. ქორი წაეტანა, ამასაც დავიჭერო. იგი იხვიც ჭანგიდამ დაეხსნა და წაუვიდა. ვეღარც კაკაბს მოეწია და ორივ დაეკარგა. - ახლა თქვენმან რუქამ რომ ავკაცობა გაუშვას და სიკეთეს გამოუდგეს, მას ვეღარ მოეწევა და ისიც დაეკარგება, მას ქორსავით დაემართება და საბრალო შეიქმნება. |
ჭანგი - კლანჭი, ბჭყალი |
||
143. იხვი და მყვარი თქვა მეფემან არაკი: ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა. იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო! მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო! იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა. მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა. ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო? მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო. - რადგან რუქა აგრე ავის საქმის ქმნაზე დამკვიდრებულა, თქვენ კი ნუ აჰყვებით, კარგი ქმენით და მაგას იმ მყვარსავით დაემართებაო. |
მყვარი - ბაყაყი |
||
144. აქიმი და ორი სნეული თქვა ვაზირმან არაკი: იყო ერთი მეფე სახელოვანი, მოწყალე და ძლიერი. ჰყვა აქიმი ერთი, რომ სენი უკურნებელი ვერ მოურჩებოდა. ორი დიდებული დასნეულდა მეფისა სასტიკითა სენითა. ერთი ესრეთ შეკრულ იყო მუცელში, ათხუთმეტს დღეში ერთხელ ვერ გავიდის. და ერთი ასრე გახსნილიყო, დღეში ორმოცჯერ იყვანდის. დიდად დაშვრა მათ აქიმობაზე და ვერა რა ჰკურნა. ჰკითხვიდის მეფე მრავალგზის მათს ამბავს. დღესა ერთსა მოეხვია აქიმი მეფესა მუხლსა და მოახსენა: - თუცა რისხვა გნებავს ჩემი, მომკალი და ამიკლე, და, თუცა მწყალობ, ეს მითავე, მათს აქიმობას მომა. ერთისათვის ამაზე ვაღამებ დღესა: ცოტად გავიდეს, და ერთისათვის ამაზე ვათევ ღამესა, როდეს მეღირსოს მისი გასვლა! ჩემის სიმდიდრისათვის მეფეს ვევედრები და ცხოვნებისათვის ღმერთსა. ღვთის ხვეწნა ამაზე დავასრულე და რიღათ აწ ერთს ვეღირსო?! - ჰე მეფეო, შენც შემივედრე, და მათს უბნობას და ამათში გართვას გარდამარჩინე! |
|||
145. მოყვარულნი ცოლ-ქმარნი თქვა მეფემან არაკი: იყვნენ ქალაქსა
კონსტანტინეპოლისასა
ერთი ცოლ-ქმარნი დიდად მოყვარულნი.
ქმარი ბაზარში ჯდის სყიდვად რაოდენისა რისამე და თვალაგნა ქალმან ვინმე.
იგი მრავალგზის გარს უვლიდის, და ვერ აგრძნა მან კაცმან ტრფიალება აშიკისა
მისისა. მერმე ქალმან მან ფიალა ერთი წყლით აღავსო და ფურცელი ჭანდრისა ზედ
დაბურა და წინაშე დაუდგა. კაცი იგი გაჰკვირდა და ვერა შეიტყო რა და
დასნეულდა. |
კონსტანტინეპოლი - რომის იმპერიის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის ქალაქი, 1453წ. 29 მაისს ქალაქი თურქ-ოსმალებმა აიღეს, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად აქციეს და სტამბოლი უწოდეს |
||