მზეჭაბუკ ორბელიანისიტყვა თქმული დარბაზში საქართველოს გაერთიანების თაობაზე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


  „ნუ ჰყოვნი, მეფეო! მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის! ერი იმერთა ითხოვს ერთობასა და კავშირსა. ვითარ ეტყვის მეფე უარსა? რისთვის არ მიიღებს თხოვასა? ვიცი და მესმის ჰაზრი თქვენი, მეფეო: ვითარ მოუღო მეფობა შვილისშვილსა ჩემსა? ესრეთი ჰაზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპავი ქვეყანისა. – ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა. ქართლისა მეფეთა და რაი დაკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა? ვითარ მოეღო მეამბოხეთა არაგვისა ერისთავთა საერისთავო არაგვი? ვითარ მოეღო საუკუნოდ ქსანი ქსნისა ერისთავთა? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება!“     ნუ ჰყოვნი - ნუ აყოვნებ.
ვითარ მოუღო - როგორ ჩამოვართვა;
უბედურებითი - უბედურების მომტანი.  მოეღო - ჩამოერთვა.